1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ედემის ბაღი საქართველოშია

ნუგზარ ვანიშვილი:
– ყველასათვის ცნობილია ძველი ქართული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, დედამიწის მხარეების სხვადასხვა ტომთათვის განაწილების დროს დაგვიანებულ ქართველებს ღმერთმა ედემი უბოძა. ეს ლეგენდა განვიხილოთ ისეთი ზემძლავრი წყაროთი, როგორიცაა ბიბლია, დაბადება მე–2 თავი, მე–10, მე–14 პუნქტები, სადაც განსაზღვრულია ამქვეყნიური სამოთხის – ედემის ანუ ადამისა და ევას საცხოვრისი.

Adam & Eva

აღნიშნულ ადგილას სწერია, ედემი და ედემის ბაღი მდებარეობს აღმოსავლეთის ქვეყანაში, ხოლო ედემის ბაღის შუაგულში არის ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ამ ბაღს რწყავს ერთი მდინარე, რომელიც ოთხ მდინარედ იყოფა, სახელი ერთისა ფისონი, მეორისა გეონი, მესამესი ტიგროსი, მეოთხისა ევფრატი. ზუსტად ძველ იბერიაში იმიერ ტაოს სამხრეთით არის ადგილი, საიდანაც გამოდის მდ. ევფრატი, მდ. ჭოროხი. აღიარებულია და დამტკიცებულია, რომ ხსენებულთაგან ორი მდინარე გახლავთ ევფრატი და ტიგროსი, ხოლო კაცობრიობა დანარჩენი ორი მდინარის იდენტიფიცირებას მსოფლიოს სხვადასხვა მდინარეებთან ახდენს, მაგალითად, ინდოეთის, არაბეთის, შუამდინარეთის და სხვა მდინარეებთან. ამ დროს ცალსახად ხილულია, უმარტივესად საპოვნია და შესაბამისად დასამტკიცებელი, რომ მდ. ფაზისი (ჭოროხი) იგივე ფისონია. რამეთუ მას მდ. ევფრატთან (ჭეშმარიტ ბიბლიურ მდინარესთან) ერთი სათავე აქვს. ბაიბურთის აღმოსავლეთით, ერზრუმის ჩრდილო–დასავლეთით, ბაგრატიონთა სპერის სამხრეთით, დღევანდელ სოფ. ბაშკურტდერესთან. აღნიშნულ მიდამოებშია ასევე მდ. არაქსის სათავეც, რომელიც ცალსახად მდ. გეონად უნდა განვიხილოთ და ასევე ტიგროსიც. განცვიფრებასა და სიმაყის გრძნობას ერთდროულად იწვევს აღნიშნული რეგიონის ლანდშაფტური მახასიათებლებიც – ულამაზესი ჩანჩქერები, მდიდარი ტყეები და ველები, ესოდენ მაღალმთიან რეგიონში წელიწადის განმავლობაში მუდმივტემპერატურიანი კანიონები, ზეთისხილის ჭალები და ა.შ. საოცარია აქაური ფაუნაც. აქ თანაცხოვრობენ პეპელა და ჩიტი, მგელი და კრავი, ხორცის მჭამელი და ბალახის მჭამელი. თუ კაცობრიობა იზიარებს აზრს, რომ მდ. ევფრატი ძვ. აღთქმის დაბადებაში ნახსენები ფერათიაა, ანუ თუ ევფრატი ევფრატია, მაშინ მისი სათავიდან გამომავალი მდინარე ხომ ცალსახად ერთ–ერთი იქნება ედემის ოთხ მდინარეთაგან. შესაბამისად, ჩვენს საყვარელ და ისტორიულ ჭოროხს ანუ ფაზისს შეგვიძლია თავდაჯერებულად ბიბლიური ფისონიც ვუწოდოთ და გავაკეთოთ განცხადება, რომ ადამი და ევა იბერიაში ცხოვრობდნენ.

ნუგზარ ვანიშვილი ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინერია, რომელიც მიტროპოლიტთან ანანია ჯაფარიძესთან ერთად ნამყოფია ექსპედიციებში და მის მითითებებს ასრულებს რუკებისა თუ სხვადასხვა საარქივო მასალების მოძიებაში.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

249 votes, average: 4.67 out of 5249 votes, average: 4.67 out of 5249 votes, average: 4.67 out of 5249 votes, average: 4.67 out of 5249 votes, average: 4.67 out of 5

› ბიოგრაფია: ლადო ასათიანი (1917-1943)

ლადო ასათიანის ლექსს ერთი იშვიათი თვისება აქვს. იგი აღელვებს ისეთ მკითხველსაც, რომელიც ჩვეულებრივ გულგრილია პოეზიისადმი.
გურამ ასათიანი
ლეჩხუმის სოფელი ბარდნალა იყო ლადოს სამშობლო. ბაბუას, გუჯუ ასათიანს, მიწის ნაკვეთები, საყანე ადგილები, კაკლის › › ›

DU