1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» პროექტი / კონცეფცია – მომცრო არბალეტი

გამარჯობათ 😉
დღეს მინდა გიჩვენოთ ჩემი მორიგი პროექტი-კონცეფცია “მომცრო არბალეტი”, რომელიც მთლად დასრულებული არ არის, დაუსრულებლობაში იგულისხმება ვიზუალური მხარე, რადგან ეს მხოლოდ კონცეფციაა, ხოლო ნამდვილ სრულყოფილ პროექტზე ვმუშაობ და ალბად მალე შემოგთავაზებთ.

მოკლედ კონცეფციის მიზანი იყო არბალეტის სასხლეტი მექანიზმის შემუშავება და პრაქტიკაში გამოყენება…

შევადგინე სხვადასხვა ნახაზი და ვეცადე ყველაზე პრიმიტიული და საიმედო მექანიზმი მომენახა, ხოდა ვიპოვე კიდეც, თუმცაღა მომავალი დასრულებული არბალეტისათვის უკვე სხვა ახალი, გაუმჯობესებული მექანიზმი მაქვს შემუშავებული, ნუ ამაზე ეხლა არ ვისაუბრებ მოდი ვნახოთ ეგრედ წოდებული “მომცრო არბალეტი”-ს შექმნა, მისი მექანიზმის ანატომია და გამოცდა.

ნახაზი ჯერ მუყაოზე გადამქონდა და მექანიზმს ასეთნაირად ვტესტავდი:

Homemade Crossbow

😉

Homemade Crossbow

როცა დავრწმუნდი მის ოპტიმალურობაში უკვე დავიწყე რკინის დეტალების დამზადება. ავიღე ყველაზე დიდი მონეტა რაც იმ მომენტში მოვნახე:

Homemade Crossbow

და ზედ მონეტაზე გადავიტანე მუყაოს დეტალის ზუსტი ზომები:

Homemade Crossbow

შემდგომ გამოვჭერი ისე როგორ მასზე იყო დახაზული და მივიღე მუყაოს დეტალის იდენტური ფორმა:

Homemade Crossbow

ვიპოვე ცენტრი და ზუსტ მკაცრი ვერტიკალურ მდგომარეობაში გავხვრიტე ჩემივე “ბურღის დამჭერი”-თ:

Homemade Crossbow

შემდგომ საჭირო იყო სასხლეტის დამზადებაც იგივენაირად გადავიტანე მუყაოს დეტალის ზომები და გამოვჭერი. ასეთნაირად დავამზადე სასხლეტი მექანიზმი:

Homemade Crossbow

შემდგომ საჭირო იყო ფოლადის დრეკადი მოგრძო ფირფიტა, რომლის ძალითაც ხდება ისრის გატყორცნა, ასე რომ მთავარ როლს ასრულებს არბალეტის ავკარგიანობაზე.
სამაგისოდ რაც მე იმ მომენტში მომეპოვებოდა იყო ეგრედწოდებული ხის “ბირდაბირი ხერხი”:

Homemade Crossbow

რომელიც “ზუბილით” გავჭერი ორ თანაბარ და მესამე პატარა ზედმეტ ნაჭრად:

Homemade Crossbow

რათქმაუნდა დაახლოებით უნდა განისაზღვროს თუ რა სიგრძის ნაჭრებია საჭირო, რომ არ დაიკარგოს დაქაჩვის ანუ დრეკადობის ძალა, თუ ზედმეტად გრძელია ძალა იკარგება და თუ მეტისმეტად მოკლე შეუძლებელია მისი გამოყენება.
რადგან ხერხი ძალიან თხელი იყო და ადვილად მოკადრეკი ამიტომ ძალის ასამაღლებლად ავიღე ორი თანაბარი ნაჭერი, თუმცა შეიძლებოდა მესამე ნაჭერიც დამედო, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ კონცეფციაა და საჭირო იყო მხოლოდ მექანიზმის შემუშავება.

მოკლედ აგერ ვიდეოში გიჩვენებთ ყველაფერს დეტალურად და უფრო ადვილად აღიქვავთ, სამწუხაროდ არ მქონდა არბალეტის სპეციალური ისრები ამიტომ ვიდეოში ნაჩვენები მიზანში სროლა ნაკლებად ეფექტურია:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

ასეთია დღევანდელი ჩემი პროექტ-კონცეფცია, მაგრამ შემდგომში უფრო ბეეევრად სერიოზულ არბალეტს დავამზადებ და გიჩვენებთ, რომელზედაც დრეკადობის ძალისთვის უკვე მანქანის საამორტიზაციო “რესორს” გამოვიყენებ და თვითონ არბალეტის დიდი ზომისა იქნება თავისივე პროფესიონალური ისრებით 😉
მანამდე კი ეს შეაფასეთ 🙂

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ირაკლი ამბობს:
    30 ნოემბერი, 2014წ. 08:53სთ.

    საღოოლ ძაან მაგარია მეც უნდა ვცადო იქნებ გავაკეთო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› F1 მრბოლელ Mike Conway-ის ავარია

30 მაისს ფორმულა ერთის ტრასაზე ძლიერი ავარია შეემთხვა 26 წლის მრბოლელს Mike Conway-ს.

300კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მიჰქროდა როცა მისი ავტომობილი მეტოქეს ავტომობილის საბურავზე შეხებისას ჰაერში ავარდა, ძლიერად მიენარცხა ბეტონის ჯებირს და › › ›

DU