1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: ვედრება

”ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ,
კაცი რომ ნახო შენ დაცემული,
თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ!
შენი ვალია, შეგტკივდეს გული!

შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა,
რომ დაცემული არის ორგვარი:
ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა,
და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!

ერთი მოელის კაცთაგან შველას:
ებრძის თავის დამცემს, რაც შეიძლება;
მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას
და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!

პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე,
ხელი მიეცი, წამოაყენე,
და მეორეს კი ზედ დააფურთხე!
იტირე მაგრამ, ზურგი უჩვენე!”

………………………………………..
………………………………………..
………………………………………..
………………………………………..

შემდეგი აზრი თქვას აქ წერტილმა
რადგან ჩემს კალამს, არა აქვს ნება
უნდა პირუტყვებრ ჩავიწყვიტო ხმა,
თორემ ჩემს ბატონს ეს ეწყინება

უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,
გულს თუ დამადგა ვერც დავახველო,
ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით!
“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”!

1864 წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნიკოლოზ ამბობს:
    5 სექტემბერი, 2014წ. 19:55სთ.

    “ერთი მოელის კაცთაგან შველას:
    ებრძის თვის დამცემს, რაც შეიძლება;”

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Leap Motion – ერთი ხელის მოქნევით

ისე ჩქარა ვითარდება ტექნოლოგიები, რომ ვეღარ ვასწრებთ ათვისებას და დაწევას…
მე ვფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს და ასეც იქნება ნებით თუ უნებლიეთ ეს პროცესი აღარ გაჩერდება, პირიქით სულ უფრო ჩქარი › › ›

DU