1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხომლის მთა

შექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული…
შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა.

ხვამლი, იგივე ხომლი მდებარეობს ლეჩხუმში მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.

ხომლის მთა

ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან:

„რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები; „გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა, ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ეწოდა ხომლის მთის გამო ჴესე არს ლეჩხომი. ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადააარჩინოს.“

საინტერესოა დავით ულუსა და ნარინის დროის მემატიანის ცნობა:

„ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა.“

ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა რომელზედაც ზევსის ბძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.

ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალს ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”:

„ამ მთებში, რომლებიც კვეთენ ჰორიზონტს თანმედროვე ქუთაისთან, იაფეტისა და კლიმენას შვილი პრომეთე, რომელმაც მოიტაცა ცეცხლი, იუპიტერის (ზევსის) ბრძანებით მიჯაჭვული იქნა ხომლის მწვერვალზე და მას ყორანი უკორტის გულ-ღვიძლს.“

ხომლს, როგორც არგონავტების მოგზაურობის ადგილს აღწერს თავის ნაწარმოებში „არგონავტიკა” აპოლონიოს როდოსელიც.

რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხომლის მთა?

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მანუჩარ ზედგენიძე ამბობს:
    11 ოქტომბერი, 2013წ. 14:45სთ.

    ჩემის აზრით, ხომლის მთა მალავს უფრო მეტს ოქრო -ვერცხლს ვიდრე მინამდის მოიმკიდა და შეიძლება მასში ინახება რაიმე ინფორმაცია ბასკების, შუმერების, ინდოელების, ლაპლანდიელებისა და ფერელების ასევე მათთან საქართველოს კავშირის შესახებ მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად სიმართლეს ვწერ”!!! მაგრამ მე პირადად ასე მგონია….

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. კახაბერი ამბობს:
    25 ივნისი, 2014წ. 09:52სთ.

    თუ ვირწმუნებთ ლეგენდას, უფლის კავკასიონის მთაზე წაბორძიმების შესახებ, არ არის გამორიცხული ამ სიმდიდრის არსებობისა.საქართველო მართლაც უნუკალური, ლამაზი და საოცარი ქვეყანაა და ყველამ ჩვენი წილი საქმე რომ ვაკეთოთ მის გადასარჩენათ, დარწმუნებული ვარ ამას ყველა აღიარებს და პატივსაც მიაგებს.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ლიდია ამბობს:
    23 მაისი, 2016წ. 04:44სთ.

    ჩემის აზრით, ხომლის მთა მალავს უფრო მეტს ოქრო -ვერცხლს ვიდრე მინამდის მოიმკიდა და შეიძლება მასში ინახება რაიმე ინფორმაცია ბასკების, შუმერების, ინდოელების, ლაპლანდიელებისა და ფერელების ასევე მათთან საქართველოს კავშირის შესახებ. 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

552 votes, average: 4.55 out of 5552 votes, average: 4.55 out of 5552 votes, average: 4.55 out of 5552 votes, average: 4.55 out of 5552 votes, average: 4.55 out of 5

› ანა კალანდაძე: ფეხი დამადგით…

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“…
თუ, ეს მართალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, › › ›

DU