1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» პროგრამა: Organizer (ფაილების ორგანიზატორი)

მოგესალმებით ყველას…

დღეს კომპიუტერში Ky-Mani Marley-ის Rasta Love სიმღერას ვეძებდი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გადმოვწერე და ვერა და ვერ ვიპოვე იმდენი ფაილები მიყრია გადმოწერების ფოლდერში, დიიდი აჯაფსანდალია, რა გინდა სულო და გულო სურათები, ვიდეოები, სიმღერები, დოკუმენტები, პროგრამები და რავიცი, მოკლედ ერთ საქაღალდეში რომ ათასობით ფაილია აზელილი ცოტა არიყოს არასასიამოვნოა მათი გაუთავებელი დახარისხება…

Free Soft - Organizer

ხოდა 🙂 აქ დაიბადა ერთი იდეაც 😉

მოკლედ ვიფიქრე დამეწერა რაიმე ისეთი მინი პროგრამა, რომლითაც ავტომატურად გავუკეთებდი ფაილებს ორგანიზებას 😉
ბევრი ვიწვალე თუ ცოტა შევქმენი მინიატურული პატარა და მუშა პროგრამა სახელად “Organizer” ანუ ორგანიზატორი.

ლოგო:
Free Soft - Organizer

პროგრამა ემსახურება თქვენი საქაღალდეებისა და მასში არსებული ფაილების განლაგების გამარტივებულ ავტომატურ ორგანიზებას, რის შედეგადაც მოხდება თქვენი ფაილების დახარისხება და მათი ოპტიმალური კლასიფიცირება შესაბამის საქაღალდეებში (დირექტორიებში).

გამოიყურება ასე:
Free Soft - Organizer

პროგრამა ახალია და ამიტომ მინიჭებული აქვს საცდელი ვერსიის სატატუსი.
ჯერჯერობით მას გააჩნია ფაილების თარიღების და სახეობების მიხედვით ორგანიზების ფუნქცია, სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ახალი გამოსადეგი ფუნქციების დამატება.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ პროგრამა ფაილებს ახარისხებს შემდეგ კატეგორიებად:

“წელი” – ანუ ფაილების დახარისხება წლების მიხედვით (2012).
“წელი.თვე” – ანუ ფაილების დახარისხება წლების და თვეების მიხედვით (2012.09).
“წელი.თვე.დღე” – ანუ დახარისხება წლების, თვეების და დღეების მიხედვით (2012.09.25).
“სახეობა” – ანუ დახარისხება ფაილთა სახეობების (გაფართოების) მიხედვით (JPG, DOC, TXT, GIF, MP3 და სხვა).

თარიღებით დახარისხება კარგია ფოტო-ვიდეო ალბომებისათვის, მე მასე გავაკეთე და მშვენივრადაა გაწყობილი 🙂

მეორე ეტაპზე ირჩევთ იმ დირექტორიის ნებისმიერ ფაილს რომელი დირექტორიის ორგანიზებასაც აპირებთ. არააქვს მნიშვნელობა თუ რომელ ფაილს აირჩევთ მთავარია არჩეული ფაილი იყოს იმ დირექტორიაში, რომლის ორგანიზებაც გსურთ.

ორგანიზების დასრულების შემდეგ იმავე დირექტორიაში ავტომატურად იქმნება ტექსტური ფაილი Organizer.txt, რომელშიც აღწერილია ფაილთა ორგანიზების შედეგები.

გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზების შემდეგ ფაილების ძველ მანამდელ მდგომარეობაში დაბრუნება პროგრამას ავტომატურად ჯერჯერობით არ შეუძლია, ამიტომ თუ პროგრამასთან ახალბედა ხართ მაშინ შედეგის სანახავად ჯერ მოსინჯეთ რაიმე უსარგებლო დირექტორიის ორგანიზება და შემდგომ უკვე გათვითცნობიერებულმა უკეთ შეძლებთ სასურველი ფაილების ორგანიზებას.

მაგალითად იმ შემთხვევაში, როცა საორგანიზაციო ფაილებიდან რომელიმე უკვე არსებობს შესაბამის ორგანიზებულ დირექტორიაში აღარ მოხდება დამთხვეული ფაილის გადატანა.

აქვე ჩავწერე ვიდეო თუ როგორ ფუნქციონირებს “Organizer”-ი:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

პროგრამა სრულიად უფასოა და ადვილად დასაყენებელი.
პროგრამის ანინსტალი ანუ კომპიუტერიდან წაშლა წარმოებს ვინდოუსის პროგრამების Install/Uninstall სტანდარტულ პანელიდან ან უბრალოდ Start-ის მენიუდან სპეციალური ანინსტალერით.

აქედან კი გადმოწერთ : DOWNLOAD Organizer 1.0 beta
საინსტალაციო პაროლია : gigolnet

იმედია მოგეწონებათ და გამოგადგებათ.
შეკითხვები და ყველაფერი პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარებში მომწერეთ 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ცოცხალი ფოტოები – ნაწილი მეორე

ერთხელ უკვე დავალაგე ცოცხალი ფოტოების ნაკრები და ესეც კიდევ ახლები, მეორე სერია 😉
დაათვალიერეთ და შეაფასეთ 🙂 სულ 32 ცოცხალი ფოტოა

როგორია? 😉

DU