1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» რა ფერია სამყარო ანუ როგორ ვხედავთ ჩვენ მას

გაუმარჯოს
აგერ მისტიური 2012 წლის ზაფხულმაც გაირბინა 🙂 დაგვიდგა შემოდგომაც…
ხოომ ჩანაწერს შესავალი მინდა გავუკეთო და რაღაც არ გამოდის ისეთი ქე რო უნდა 🙂 …

მოკლედ რისი თქმა მინდოდა
დღეს ერთი უცნაური აზრი ამეკვიატა, რომელიც სამყაროს ფერებზე და მათი ჩვენს მიერ აღქმაზეა, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით თუ როგორ აღვიქვავთ ჩვენ ამა თუ იმ ფერს და ვაანალიზებთ თუ არა ყველანი ერთნაირად ანუ…

მოდი ეს ბუნდოვანი და ნაკლებად გასაგები ეს ჩემი საუბარი კონკრეტული თეორიული მაგალითების საშვალებით განვმარტოთ.

მაგალითისთვის ავიღოთ სამი სრულიად ჯანმრთელი მხედველობისა და ფსიქიკის მქონე ადამიანი, რომელთა ერთიანობა ქმნის მსოფლიოს და როცა ვიტყვი მსოფლიოს ვიგულისხმებ ამ სამ პიროვნებას, შემგედ…
მსოფლიოში ცნობილია სხვადასხვა ფერები, რომლებსაც ყველას თავისი კონკრეტული სახელი ჰქვია თავისივე თვისებიდან ანუ ფერიდან გამომდინარე, ხომ, ჩვენი ამ მაგალითისთვის შევამციროთ ფერთა გამა და დავიყვანოთ ერთ ფერამდე, იყოს ეს “წითელი”, ანუ წითელი არა, როგორც ბუნებაში არსებული ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ როგორც მსოფლიოს ანუ ამ სამ ადამიანის ცნობიერებაში არსებული ფერი.

აი აქ იწყება ის რისი გადმოცემას მსურს
დავდეთ რაღაც საგანი, რომელსაც გააჩნია ერთი რაღაც კონკრეტული ფერი, რომელიც მსოფლიოსთვის მიღებულია წითელ ფერად. მოდი ეხლა ამ სამმა ადამიანმა მკაცრი თანაბარი ვითარების, პირობების და გარემოების დაცვით დახედოს ამ საგანს და თქვან რა ფერია.
რა ფერს იტყვიან?
რათქმაუნდა წითელს, რადგანაც მსოფლიოში ეს ფერი მიჩნეულია წითლად, მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში?

ვთქვათ ამ სამი ადამიანიდან ყველამ ეს საგანი სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ ფერში დაინახეს და აღიარეს წითლად მხოლოდამხოლოდ იმიტომ, რომ რა ფერიც მათ დაინახეს ისინი მას წითლად მიიჩნევენ… 😐
მიჭირს ახსნა 🙂

თვალსაჩინოებისათვის:

სურათზე პირველი ინდივიდი საგანს ხედავს ლურჯ ფერში, მაგრამ მას ნასწავლი აქვს რომ ეს ფერი არის წითელი და ამიტომ ეძახის წითელს, მეორე ინდივიდი საგანს აღიქვამს მწვანე ფერში და ესეც წითელიაო იძახის რადგან მასაც მასე აქვს ნასწავლი და ჩაბეჭდილი ცნობიერებაში, რომ ეგ ფერი წითელია და ბოლოს მესამეც ანალოგიური, ხედავს ყვითელ ფერში და თავისი ცნობიერებიდან გამომდინარე ეთანხმება წინამორბედთ, რომ ნამდვილად წითელია… 😐
ანუ სამივე ინდივიდი იგივე მსოფლიო თანხმდებიან იმაში, რომ ხედავენ წითელი ფერის საგანს, მაგრამ სინამდვილეში საგანს აღიქვავენ სხვადასხვა ფერში…

არ ვიცი ეხლა რამდენად შესაძლებელია მედიცინაში ან თუ საერთოდ არსებობს რაიმე ისეთი აპარატი, რომელიც შეგვატყობინებს ფერის მნიშვნელობას ისეთი სხვა ხერხით, რომელშიც ადამიანის მხედველობის ბიოლოგიური აღქმის აპარატი რომ არ ერეოდეს…

მაგრამ ერთი რამეა კიდევ, უფრო სწორედ ორი ფერი, რომელთა გარჩევა წესით ყველას ერთნაირად უნდა გვქონდეს, ესენია შავი და თეთრი ანუ ნათელი და ბნელი, აქ დამეთანხმებით სიბნელე ყველასათვის სიბნელე უნდაიყოს ანუ შავი და ნათელი კი თეთრი.
და თუკი ამ ლოგიკით მივყვებით მაშინ შეგვიძლია დავყოთ ნათელი ფერები და ბნელი ფერებიც, მაშინ მცირდება ცდომილებაც…
რავიცი რავიცი…
შეიძლებ ბევრს სიცილადაც არ ეყოს ეს ყველაფერი :), მაგრამ წერის ხასიათზეც ვიყავი და თან მაწუხებს წვეტიანი აზრები 😀
თქვენ რას ფიქრობთ? იქნებ კომპეტენტური ადამიანიც გამოჩნდეს და განმანათლოს ამ საკითხში 😉
მოკლედ მოიწერეთ კომენტარებში…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

9 votes, average: 4.56 out of 59 votes, average: 4.56 out of 59 votes, average: 4.56 out of 59 votes, average: 4.56 out of 59 votes, average: 4.56 out of 5

› იაპონელი მჭედელნი და მათი ხმლები

ყველამ ვიცით, რომ სამურაის მთავარი ფილოსოფია და იარაღი ხმალია. ეს იაპონური ხმლები რადიკალურად განსხვავდება სხვა მსოფლიოში არსებულ ხმლებისაგან: ფორმით, მოქნილობით, სიმტკიცითა და ხარისხით.
რა ვიცით ამ სამურაის ხმლების შესახებ?
ამ ჩანაწერში ვეცდები › › ›

DU