1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» CURIOSITY – მოძრავი თანამედროვე ლაბორატორია მარსზე

კაცობრიობის ტექნოლოგიების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც მსოფლიო 686 დღე ელოდა…

როგორც გვახსოვს NASA-ს მარსზე უკვე ჰყავს გაგზავნილი ორი მოძრავი ლაბორატორია Spirit და Opportunity, მაგრამ ამას არ დაჯერნენ და მეცნიერთა ჯგუფმა “Mars Science Laboratory”-მა უმალ დაიწყეს მუშაობა ახალ “მარსმავალზე” Curiosity, რომელიც ამ ორ უკანასკნელისაგან განსხვავებით მოცულობით ბევრად დიდია და უფრო მეტად აღჭურვილი სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით, რომელთა ერთობლიობა დამოუკიდებელ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიას ქმნის, რომლის საშვალებითაც მოხდება პლანეტა მარსის სრულფასოვანი შესწავლა.

ხოდა ბევრი მუშაობის შედეგად 2011 წლის 26 ნოემბერს დასრულებული პროექტი Curiosity-ი მარსის მიმართულებით გაუშვეს, ბევრი იფრინა თუ ცოტა 686 დღეში ანუ 2012 წლის 6 აგვისტოს წარმატებით განხორციელდა Curiosity-ის მარსის ზედაპირზე დაშვება, რასაც დიდი ემოციებით თვალყურს უამრავი ადამიანი ადევნებდა.

NASA-მ კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა შემატა კაცობრიობას. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი შემუშავებული ტექნოლოგიების წყალობით აპარატის მარსზე დაშვება სრული სიზუსტით განხორციელდა.
ამ მოძრავმა ლაბორატორია-აპარატმა რამოდენიმე თვეში უნდა გაიაროს 5 დან 20 კილომეტრამდე და შეისწავლოს პლანეტა მარსის ზეაპირი, ატმოსფერო და სიცოცხლის ნიშნები.

Mars Science Laboratory-ის ძირითადი მიზნებია:

  1. დადგინდეს, იყო თუ არა როდისმე პლანეტა მარსზე სიცოცხლის რაიმე სახე
  2. ზედმიწევნით გამოკვლეული იქნას პლანეტაზე ასებული კლიმატი
  3. ზედმიწევნით შესწავლილი იქნას პლანეტა მარსის გეოლოგია
  4. შესწავლილ იქნას და მომზადდეს შემდგომში ადამიანის პლანეტა მარსზე დაშვება

ეს კი ნასას მიერ გამოქვეყნებული ნახაზები:

გადამზიდი კაფსულა

ზედაპირეზე დამშვები აპარატი

Curiosity დაკეცილ მგომარეობაში

თერმო-წინაღობისაგან დამცველი ეკრანი, რომელიც კაფსულას ემაგრება

დაშვების კოორდინატორი

ესეც ფოტო, რათა აღიქვათ რეალური მაშტაბები

ქვედა ფოტოზე კარგად ჩანს წინამორბედნი Spirit და Opportunity და თუ რამხელათი მაშტაბურია Curiosity მათთან შედარებით

აქვე მსურს გიჩვენოთ მარსზე დაშვების ზუსტი იმიტაცია:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

აპარატი აღჭურვილია რადიაციის აღმწერი სკანერით RAD, რომლის დახმარებითაც დედამიწას გადაეცემა მარსზე არსებული რადიაციული თვისებები, ასევე აპარატს გააჩნია დამოუკიდებელი მეტეოსაგური REMS, რომელიც სწავლობს და აგროვებს მარსის მეტეოროლოგიურ მახასიათებლებს და მონაცემებს NASA-ს ცენტრალურ ლაბორატორიაში აგზავნის, ასევე მას გააჩნია მაღალტექნოლოგიური ვიდეო-ფოტო აპარატები და კიდევ სხვა საჭირო ისტრუმენტები.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობები მუშაობენ არა მზის ენერგიაზე, არამედ პლუტონ-238-ის ხარჯზე, ასევე მისი საშვალებით ხდება აპარატისთვის მისაღები ტემპერატურის შენარჩუნება, რადგანაც ღამით მარსზე მინუს 100 მეტია.

ეს პირველი ფოტო, გადაღებული Curiosity-ის მიერ:

ეს კი ადგილი სადაც მოხდა დაშვება, კრატერი Gale

ასევე მინდა დიდი სიამოვნებით გიჩვენოთ მარსის ზედაპირის პანორამა, რომელიც Curiosity-ის მიერ მარსზე გადაღებული 817 ფოტოსაგან შედგება, სრული ეფექტისათვის გაშალეთ მთელ ეკრანზე (მაუსის მარჯვენა კლიკი და აირჩიეთ “Fullscreen”):

იმედია ეს თანამედროვე მოხეტიალე ლაბორატორია მნიშვნელოვან და სასარგებლო მისიებს შეასრულებს და კაცობრიობას ახალ და საინტერესო სამყაროს დაანახებს 😉

ქვემოთ გთავაზობთ ქრონოლოგიურ საინტერესო ფოტო გალერეას:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› Michael Winslow – The Man of 10,000 Sound Effects

ალბად ყველას გვახსოვს კომედიური ჟანრის ფილმი “პოლიციის აკადემია”, რომელის რამოდენიმე სერია გადაიღეს და ახლაც საკმაოდ პოპულარულია.
ხოდა სწორედ მაგ ფილმში, რომ შავკანიანი პოლიციელია სახელად Larvelle Jones ყველაფერს რომ პირით ახმოვანებს › › ›

DU