1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ლათინურიდან ქართულში კონვერტირება

სულმთლად ციცქნა სკრიპტია, რომლითაც ლათინური ასოებით დაბეჭდილ ტექსტს გადმოაქართულებთ.

როგორც ქვედა სკრიპტში ხედავთ $search-ში ჩალაგებულია ლათინური ანბანი და პლიუს დამატებით დიდი ასოები Z, R, T, S, J, W, C, რადგანაც ეს უკანასკნელნი შეესაბამება ლათინურში არარსებულ ქართულ ასოებს, როგორიცაა ძ, ღ, თ, შ, ჟ, ჭ, ჩ და რომლებიც კლავიატურაზე სტანდარტულად მხოლოდ [Srift] ღილაკის საშვალებით იკრიფება.

შემდგომ str_replace ადარებს $text-ში არსებულ ლათინურ ასოებს $search-ში ჩალაგებულ მნიშვნელობებს და პოვნის შემთხვევაში გარდაჰქმნის მათ $replace-ში ჩალაგებულ შესაბამის მნიშვნელობებად ანუ შესაბამის ქართულ ასოებად.

შედეგის სანახავდ ქვედა სკრიპტი ჩასვით latin2geo.php ფაილში და გაუშვით თქვენს ბროუზერში:

<?php
//ლათინური ტექსტი
$text = 'mister Serlok holmsi, romelic Cveulebriv gvian dgeboda, Tu ar CavTvliT im arcTu iSviaT SemTxvevebs, roca saerTod ar uxdeboda xolme dawola, magidas misjdomoda da sauzmobda.';
 
//ლათინურის ქართულთან შეფარდება
$search  = array('a','b','c','d','e','f','g','h','i','j','k','l','m','n','o','p','q','r','s','t','u','v','w','x','y','z','Z','R','T','S','J','W','C');
$replace = array('ა','ბ','ც','დ','ე','ფ','გ','ჰ','ი','ჯ','კ','ლ','მ','ნ','ო','პ','ქ','რ','ს','ტ','უ','ვ','წ','ხ','ყ','ზ','ძ','ღ','თ','შ','ჟ','ჭ','ჩ');
 
//შედარება და გადმოქართულება
$result = str_replace($search, $replace, $text);
 
echo $result;
?>
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

18 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. masterx ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 11:44სთ.

    საინტერესოა მომეწონა ამის გამოყენება მონაცემთა ბაზიდან წამოღებულ ტექსტზეც იქნება შესაძლებელი..

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 15:33სთ.

    კი სავსებით შესაძლებელია.
    ეს სკრიპტი ძირითადად მინდოდა ონლაინში დადებული PDF ფაილების წასაკითხად და მერე HTML-ში გაქართულებული დამებეჭდა, რათქმაუნდა ისეთები, რომლებიც უნოკოდის გარეშეა ანუ კონკრეტულ ფონტზეა მიბმული…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. masterx ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 21:42სთ.

    მეორე ვარიანტია ასეთი რამე გააკეთო… მემგონი ეს უფრო მარტივია როცა ყველა ერთი და იგივე ფონტით გინდა რომ იყოს….
    CSS ფაილით მიუთითო…
    მაგალითად ასე…
    font-family: “EKA”;
    src: url(‘EKA.TTF’),
    visibility: visible;

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ილია ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 22:52სთ.

    არა ეგ კი, მარა ვერ მიმიხვდი რას ვამბობ…

    PDF ფაილები განთავსება მინდოდა სერვერზე და მერე მაგათში მოთავსებული ტექსტის ამოღება და ჩვეულებრივ HTML-ში გადმოტანა და ისე ჩვენება და არა PDF-ში, ხოდა მაგ დროს როცა PDF-იდან ვიღებს ქართულ ტექსტს HTML-ში გადმოდის ლათინური რადგან PDF დოკუმენტში მიმაგრებული იყო რაღაც კონკრეტულ ფონტზე და რამეთუ ბევრი PDF ფაილია და ყველა სხვადასხვა ფონტებზეა მიმაგრებული ამიტომ უკეთესია მისი ქართულ უნიკოდში გადაყვანა და ისე ჩვენება თანაც საძიებო სისტემებისათვის უფრო ოპტიმალურია

    ხოლო რაც შეეხება სტილებს აგერ გადახედე კარგი რამეა – http://gigol.net/4106 სერვერიდან აძლევ ფონტს და არააქვს მნიშვნელობა მომხმარებელს გააჩნია თუ არა საჭირო ფონტი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. masterx ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:03სთ.

    ააა მივხვდი… :)… და ერთი კითხვა მაქვს… php-ში გვერდების ნავიგაციაში ერკვევი?…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ილია ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:05სთ.

    ვერ მივხვდი რისი კითხვა გინდა
    ცოტა ვრცლად ახსენი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. masterx ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:09სთ.

    ოკ… ანუ მაქვს დავუშვათ 13 სტატია და თითო გვერდზე მინდა გამოვიდეს 3 და ასე მიყვეს… ანუ გამოვა 4 გვერდი.. 1 2 3 4 გავაკეთე კოდეი რო ასე გამოეტანა.. მაგრამ რაღაც პამეხი მაქვს… და ზუსტად არ მუშაობს მხოლოდ პირველ გვერდზე გამოაქვს 3 ჩანაწერო ხოლო მომდევნო გვერდებზე 3-ზე მეტი… და ვერაფრით დავადგინე რატო… :(…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ილია ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:16სთ.

    რომელ ძრავზეა საიტი ვორდპრესი?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. masterx ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:21სთ.

    არა არცერთ ძრავაზე არაა.. მონაცემთა ბაზა ავაგე და ბევრი მონაცემი უნდა დაემატოს ყოველდღიურად და მაგისთვის მჭირდება გვერდების ნავიგაცია… აი კოდი ესაა თუ რამეს გაუგებ პამეხი სადაა დამეხმარე…

    $table = 'kalendari';
    $ricxvi = 3;
    $result8 = mysql_query("SELECT * FROM $table ORDER by id");
     
    $num_rows = mysql_num_rows($result8);
     
     $num_rows = round($num_rows/$ricxvi);
     
     
     if (isset($_GET['str'])) {
     $nav = $_GET['str'];
     }
     else {
     $nav = 0;
     }
     $nav = intval($nav);
     echo 'ნავიგაცია: ';
     
     for ($i=1; $i&lt;=$num_rows; $i++) {
     if ($i != $nav) {
     echo &#039;<a href="'.$PHP_SELF.'?str='.$i.'" rel="nofollow">'.$i.'</a> ';
     }
     
     }
     
     echo ''; 
     
     if (!isset($_GET['str'])) {
     $str = 0;
     }
     else {
     $str = $_GET['str']*$ricxvi - $ricxvi;
     }
     $nomer = $str + $ricxvi;

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. masterx ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:27სთ.

    კოდი არასრულად დაიწერა… რატო?…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ილია ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:30სთ.

    ამ წუთას ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ გადავხედავ და თუ რამე შემიძლია შეგეხმიანები 😉
    ანუ შენ გინდა რომ ერტ გვერძე სამი ID გამოჩნდეს
    ეს ნახე აბა ნავიგაციებზეა საუბარი http://www.affilorama.com/site-building/php-includes

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. masterx ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:36სთ.

    გადავხედე… ესენი მენიუს ნავიგაციაზე ლაპარაკობენ… :)…
    მადლობა ყურადღებისთვის… 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ილია ამბობს:
    11 სექტემბერი, 2012წ. 23:40სთ.

    არაფრის გაიხარე 😉
    მოვიცლი ხვალე და ერთ ჩანაწერს სპეციალურად გვერდების ნავიგაციაზე გავაკეთებ
    ვეცდები ყოველშემთხვევაში 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ენრი ამბობს:
    21 იანვარი, 2013წ. 11:35სთ.

    გამარჯობა, შეგიძლია აქ ტექსტის input მეთოდი გააკეთო, გარედაბ რომ ხდებოდეს ტექსტის შეტანა და რესულტატი რომ მიჩვენოს??

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. ილია ამბობს:
    21 იანვარი, 2013წ. 23:09სთ.

    გამარჯობა ენრი
    კი ადვილია, ქმნი ფორმას და input-ს სახელად ანუ name-ს აძლევ ვთქვათ mytext, შემდგომ PHP კოდში ტექსტს გადასცემ $text-ს ასეთნაირად:

    $text = $_POST['mytext'];

    თუ რამეა მკითხე 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ენრი ამბობს:
    22 იანვარი, 2013წ. 09:09სთ.

    მადლობა ილია, ახლა თუ შეგიძლია submit ბრძანება გამაკეთებინო?
    შეტანილი ტექსტის ცონვერტირება რომ გააკეთოს.
    მადლობა წინასწარ. 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. ენრი ამბობს:
    22 იანვარი, 2013წ. 11:34სთ.

    აი შედეგი: http://con.geop.ge/

    დიდი მადლობა ილია.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. ილია ამბობს:
    22 იანვარი, 2013წ. 19:10სთ.

    არაფრის ენრი 😉
    მიხარია რომ გამოგადგა.
    ისე თუკი მასეთ პროექტს აკეთებ, შეგიძლია $search და $replace ცვლადებში ნებისმიერი რამ ჩაწერო და დაკონვერტირებს 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ტყემლის საწებელი

ავიღოთ ორი წილი მწიფე ტყემალი და ერთი წილი ღოღნაშო. გავარჩიოთ, მოვაცილოთ ყუნწები, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. გავაცივოთ, გადავიტანოთ საწურზე და გავხეხოთ. დავამატოთ ხმელი ქინძი, კამა, ომბალო, ნიორი, წიწაკა, მარილი. › › ›

DU