1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ალექსანდრე V

იმერეთის მეფე 1720-1741, 1741-1746, 1746-1752 წლებში, გიორგი V-ის ძე. აღზრდილი იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის კარზე და მის პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა. თუმცა დასავლეთ საქართველოში თურქთა მძლავრობის გამო იძულებული იყო მათთვისაც გაეწია ანგარიში. ალექსანდრეს მეფობის პირველ წლებში ქვეყანას, ფაქტობრივად, ბეჟან აბაშიძე განაგებდა. მან თავისი ასული მარიამი მეფეს მიათხოვა და ამით პოზიციები გაიმაგრა. ალექსანდრე ურჩ ფეოდალებთან გამწვავებული ურთიერთობის მოგვარებას მეტწილად მათი მოსყიდვა-დასაჩუქრებით ცდილობდა.

ალექსანდრეს მეფობის დასაწყისშივე თურქები დასავლეთ საქართველოში აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. 1723 წ. მათ დაიკავეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ციხეები (ციხისძირის, ქობულეთის, სეფის, გრიგოლეთის, ანაკლიის) და შიგ გარნიზონები ჩააყენეს: გაამაგრეს ბათუმის, ჩაქვის, ფოთის. ბიჭვინთისა და ანაკოფიის ციხეები. ამით საქართველო ზღვას მოწყვიტეს და დაიწყო ოსმალთა ბატონობის მძიმე პერიოდი. 1725 წელს თურქებმა ფოთში ორთუღიანი ფაშა დასვეს და აღმოსავლეთ სანაპიროს გამგებლობა ჩააბარეს. ოსმალთა წარმატებას ხელი ქართველთა ფეოდალურმა შინაომებმაც შეუწყო. მოსახლეობა არ ურიგდებოდა თურქთა ძალადობას, მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ მთავრები და თავადებიც. საერთო ქართული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ (1724). ალექსანდრე, როგორც მისი ერთგული, მონაწილეობდა ვახტანგის ლაშქრობებში განჯაზე (1721 და 1722), 1722 წელს კი მანაც გააბა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები. 1728 წელს ისაყ-ფაშა, დადიანის წინააღმდეგ გამოემართა. იმერეთში ჩასულ ალექსანდრე მეფე მიეგება. დადიანი მოსალაპარაკებლად მიიწვიეს და ფაშას კარავში ვერაგულად მოკლეს. მთავრობა ოტია დადიანმა მიიღო. ქვეყნის გამგებლობა მთლიანად ალექსანდრეს ხელში გადავიდა, რომელიც ოსმალთა მძლავრობის წინააღმდეგ ქვეყნის შემომტკიცებასა და მომხრეთა შემოკრებას შეუდგა, დაიმოყვრა მამია IV გურიელი, შექმნა ბარის საერისთავო, რომელიც გენათელს გადასცა და რაჭის საერისთავოს დაუპირისპირა. მანვე გააძლიერა თავისი ერთგული წერეთლებისა და აგიაშვილების საგვარეულოები. 1730 წელს ოსმალები ჯიქეთზე გალაშქრებას აპირებდნენ და ალექსანდრესაც უხმეს. ზღვის სანაპირო ზოლის ოსმალთაგან დაჭერა ქვეყნისთვის საზიანო იყო. მაგრამ მეფემ მაინც მიიღო მონაწილეობა ლაშქრობაში, რათა ოსმალთათვის თავისი ერთგულება ეჩვენებინა და თავადები დაეთრგუნა. ოსმალებმა სასტიკად დაარბიეს ოდიში, რომლის მოსახლეობა გახიზნული დაუხვდათ, შებილწეს და გაძარცვეს ილორის ეკლესია. საშინელი ზარალი მიაყენეს აფხაზეთსაც. შარვაშიძე და მისი გარემოცვა კი გაამაჰმადიანეს. ალექსანდრე დარწმუნდა, რომ თურქთა ეს წარმატება დაამძიმებდა მათ უღელს და ჯიქეთზე ლაშქრობის წინ თავისი ჯარით გამოეპარა ოსმალებს. მდევრები ორი დღის შემდეგ დაეწივნენ და ოდიშამდე: დარჩენილი გზა იმერლებმა ბრძოლით განვლეს. ოდიშში ალექსანდრემ მთავართან ზავი დადო. მალე ოსმალებს აფხაზები აუჯანყდნენ და სასტიკი ბრძოლა გაუმართეს. შარვაშიძემ ქრისტიანობა დაიბრუნა. ამ ლაშქრობაში მონაწილეობით ალექსანდრემ გაიმწვავა ურთიერთობა სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებთან. ოტია დადიანმა შურისძიება განიზრახა. აბაშიძესა და რაჭის ერისთავებს დაუკავშირდა და მამუკა ბატონიშვილის გამეფება გადაწყვიტა. მეფეს მიემხრნენ ლევან აბაშიძე. მამია IV გურიელი, ბარის ერისთავი გედევანი, მერაბ წულუკიძე და სხვანი. მათ ჯარს მეფის ძე – დავითი სარდლობდა. 1734 წელს ჩიხორთან ბრძოლაში დადიანი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. საქმეში ოსმალები ჩაერთნენ. რომლებსაც არ მოსწონდათ მეფის ასეთი გაძლიერება და აიძულეს იგი, გარიგებოდა დადიანს. დადიანმა მამუკა ბატონიშვილის სასარგებლოდ საჭილაო და სამიქელაო დათმო. მამუკამ საკუთარი ძალებით ჩიჯავაძეების ციხე-მამულებიც მიიტაცა და გაძლიერდა. ჩიხორის ბრძოლის შემდგომ პერიოდში მეფე ოსმალებს ხარკის მიცემაზე დათანხმდა. 1735 წელსირანმა ოსმალეთი აღმოსავლეთ საქართველოდან გამოაძევა და იმერეთსაც მოსთხოვა დამორჩილება. 1738 წელს იგი რუსეთში ელჩად ქუთათელ მიტროპოლიტს – ტიმოთე გაბაშვილს გზავნის და დახმარებას თხოულობს, 1740 წელს ქართველებმა უარი მიიღეს დახმარებაზე. ალექსანდრე ურჩი თავადების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. მან თავები მოკვეთა ზურაბ აბაშიძის ძეს – დავითს და პაპუნა წერეთელს. ქართლში მისმა მომხრეებმა ტეზერში მყოფი აბაშიძის ძმა – ვახუშტი შეიპყრეს და ნავარძეთის ციხეში გამოკეთტეს. მის დასახსნელად თავადები ყოველ ღონეს ხმარობდნენ. 1741 წელს ახალციხის ფაშას დახმარებით ალექსანდრე განდევნეს და მისი ძმა გიორგი გაამეფეს. ალექსანდრე ქართლში გადავიდა, ნადირ-შაჰს დაუკავშირდა და მისი შუამდგომლობით ახალციხის ფაშას მოურიგდა. ალექსანდრემ ტახტი იმავე წელს დაიბრუნა. ზურაბ აბაშიძე, გრიგოლ რაჭის ერისთავი და ოტია დადიანი მის წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდნენ. მაგრამ მეფემ დაასწრო და ოდიშს თავს დაესხა. ალექსანდრემ დადიანთან ზავი დადო, იმავე წელს ქუთაისთან გრიგოლ რაჭის ერისთავი მოკლეს. ერისთავად მისი ძმა ვახტანგი დასვეს და სამეფოში ცოტა ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. ამის შემდეგ ალექსანდრემ მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება დედინაცვლის – თამარის ღალატს დააბრალა და იგი მახვილით განგმირა; თავი მოკვეთა გიორგის ერთგულ საჩინო ბარათაშვილსაც, მისი ოჯახის წევრები კი ტყვეებად გაყიდა (1742). ტახტისათვის ბრძოლას არ წყვეტს მამუკა ბატონიშვილი, რომელიც 1746 წელს ახერხებს კიდეც გამეფებას. იმავე წელს ახალციხის ფაშას დახმარებით ალექსანდრემ სამეფო ტახტი დაიბრუნა. მაგრამ მალე, 1752 წლის მარტში, გარდაიცვალა. ალექსანდრე V-ის მიერაა აგებული ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ყვინთვაში

Freediver უფრო ხშირად ასე მოიხსენიებენ ამ ტიპის სპორტს, ქართულად კი თავისუფალი ყვინთვა ჰქვია (ყოველშემთხევაში მე ასე დავარქვი ;)).
აქ მთელი კონცენტრაცია წყალში დიდი ხნით ყოფნაზეა მიმართული ანუ ჰაერის შეგუბების ოსტატობაა.
არ გეგონოთ › › ›

DU