1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: ძუნწი ვაჭარი

ერთი დიდვაჭარი იყო. ეგზომი განძი შეყარა, სალაროთა რიცხვი არ იცოდა. სიბერემდე არა სვა, არა ჭამა, არცა რა შეიმოსა. მერმე თქვა: ეგოდენი შემიკრებიან, აწ დავჯდები, ვილხენ, ვიხარებ, ხარჯვას დაუწყებო!
მოვიდა ერთსა სალაროსა, დაკლეტილი ვერ გააღო; მეორესა და მესამესა – და ყოველივე ნახა და ვერა რომელი გააღო.
გაწყრა და გინება დაიწყო.
სალაროდამე ხმა გამოვიდა: რომელი აღებ კარსა, რა საქმე გიცსო?
მან მდიდარმან სახელი თვისი უთხრა: ჩემია, დახარჯვა მნებავსო.
მუნით ესრე ესმა: თუცა შენი იყო, დღეისამდე არცა შენ იხმარე და არცა ცოლსა და შვილსა ახმარე. ესე ყოველივე ხურო ნაზარისა არისო.
იწყინა მან კაცმან და ეგრე თქვა: «ესეთსა საქმესა ვიქმ, ჩემთვისა და მისთვის სწორად დავკარგო».
აიღო ვალი, მოაღებინა მრავალი ძელი, გამოახვრეტინა, ყოველი საუნჯე შიგ ჩაყარა და პირი გარდაუჭედა და შადის მდინარესა ჩაყარა. იგი ხურო თურე ბაღდადელი იყო, შადი სადაც ჩადის.
დილას განთიად ხურო იგი მდინარის კიდესა განვიდა: ნუთუ ტივი მოაქვნდეს ვისმეო? ნახა, უამრავი ძელი მდინარესა მოაქვს უკაცურად. მისცა ფასი მცურავთა, შეგზავნა და გამოაზიდვინა. ყველა კარსა ზედა ხუროსასა დაახორავეს.
კაცი იგი ნამდიდრევი შეუდგა კვალსა ძელისასა: ვისი ბედი იყოს, ვიცნაო.
მოვიდა, ნახა კარსა ზედა ხუროსასა. ჰკითხა: ვინ ხარო?
მან უთხრა: მე ნაზარი ხურო ვარო.
უთხრა ხუროს: აიღე ერთი ძელი და შინა სახლსა შეიღეო.
რა შეიღეს, უთხრა: ეჩო ჰკარ ხესა ამას, რა ძესო!
რა ძელსა შეხეთქა, თვალი პატიოსანი და მარგალიტი გამოსცვივდა.
შესწრაფა ხუროსა და მან კაცმან ეგრე უთხრა: ესე რომელსა ჰხედავ, ყოველივე ძელი ესრეთ არს, ღმერთმან მე წამართო და შენ მოგცაო.
რქვა ხურომან: ღმერთმან შენვე მოგცეს, ეგრევ წარიღეო. ნამდიდრევმან არ ინება არც ნახევარი და არც ნაოთხალი. ერთი და ორი ეუბნა, და არც ერთი ფული არ წამოიღო.
მერმე ხურომ უთხრა: ორიოდ-სამი პურიც არის, წაიღეო!
ნება დართო. შევიდა, ცოლს უთხრა:
– სამი დიდი პური გამოაცხევ და შიგ კარგი და პატიოსანი თვლები ჩადევ. ეგება იმ კაცმან წაიღოს, ცოლ-შვილი მშიერი არ დაეხოცოს.
ადრე უსმინა ცოლმან, პურნი არდაგსა გაუხვივნა, მოსცა და წარიღო კაცმან მან და წავიდა.
მიმავალმან ნახა, უდაბნოსა ხარგა ერთი დგა თხისა ბალნისა. მივიდა, გლახაკი
არაბთაგანი იყო. ცოლი ყრმასა ზედა დასწოლოდა. სხვა მეზობლები აგარაკთა ადგილთა წარსრულიყვნეს და იგი ვერ გაყოლოდა. არა რა აქვნდათ, არცა ქვეშსაგებელი, არცა ყრმისა შესახვეველი.
მან კაცმან სიგლახაკისათვის შეიწყალნა და პურნი იგი მისცნა და უთხრა: წარვედ ბაღდადად ხურო ნაზარისასა, ეს უძღვენ, იგი კაცი ღვთის მოშიში არის და აკვანსა და სახვეველს მოგცემსო.
ნამდიდრევი იგი წარვიდა, და არაბმან პურნი ხუროსავე მიუტანა. მან ყოველივე სათხოვარი მისცა და მოვიდა ხურო ცოლთან და მოართვნა პურნი იგი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ალიგატორი – შავი მონსტრი

ალაბამას შტატში ტბა სახელად Wiess-ში ბინადრობს 4-4,5 მეტრიანი ალიგატორი რომელსაც სახელად შავი მონსტრი შეარქვეს. სპეციალური სასახურები იკვლევენ ამ მონსტრის წარმომავლობას და მისი ასეთი უჩვეულო სიდიდის მიზეზებს. ფოტო გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს › › ›

DU