1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სულხან-საბა ორბელიანი: ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ცხოვარისა პატრონმან ექვს-ექვსი სთხოვა. შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო. თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მიუღო ვაჭარსა:
ოროლი კირმანეული მომეც, მოგცემო!
ანუ ვინღა მისცემდა ვეცხლსა, ანუ ვისღა მიჰყიდდა?
ესრეთ არს ყოველივე ზმანება, მეფეო!
რად შეიჭირვებ ეშმაურსა საქმესა ზედაო?
უბრძანა მეფემან:
– არა ეგრეთ არს სიზმარი ჩემი.
უთხრა ყოველივე და ეტრატი ხელთა მისცა.
გაუკვირდა ვაზირსა სიკეთე სახისა მისისა და ეგრე მოახსენა:
– თუცა თვით არ მოვიდეს კაცი იგი, პოვნა მისი საჭირო არს, ამად რომე თემი მისი არა ვიცით, სახელი მისი არა უთქვამს. რით უნდა ვპოვოთ? ქარი ხელითა არ დაიჭირვის და თვალს ზარმაცი ვერ მიეწევის. რაც ბედი აქვს კაცსა ღვთისაგან, ის დაემართების.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

10 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 5

› აკაკი წერეთელი: შობა

აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი „სჯულის ცნობისა“,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
გაჰკვირდენ ვარკვლავთ მრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება…
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.
ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებათ-ქებასა.
გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე › › ›

DU