1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» როგორ გამოვასწოროთ Nvidia-ს დეფექტი

არადა რა დიდ პატივს ვცემდი Nvidia-ს 🙁

გუშინ კომპიუტერთან ვიჯექი და ვიდეო მონტაჟით ვერთობოდი, უცაბედად ქულერმა დაიღნავლა და მთელს ეკრანზე ცისფერ ფონზე თეთრი ნაწერები გამოანათა, ისევ დაიკვნესა ქულერმა და კომპიუტერი გადაიტვირთა…

Nvidia GeForce Problem

სანამ მე ამ ყოველივეს გაოგნებული შევსცქეროდი თავში აზრმა გამიელვა – “დაერხა!!! გავიდა გაღმა! :|”
მოკლედ კომპი ითრთვებოდა მაგრამ ვინდოუსამდე ვერ მიდიოდა, თანაც ეკრანი უცნაური ზოლებით “დამშვენდა”, კაცი იფიქრებდა ალბად ზებრად უნდა გადაიქცესო 😐

Nvidia GeForce Problem

სხვა რა გზა იყო უნდა დამედგინა თუ რა სენი შეეყარა და როგორ მეშველა…
მთელი საღამო გავატარე ინტერნეტში ბოდიალით (სხვა კომპით ;)) ამ პრობლემასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ხოდა გამოვარკვიე, რომ თურმე “Nvidia GeForce 8400M GT”-ს უცელქია და აღარ სურდა ძველებურ რეჟიმში მუშაობააა…

მოკლედ ვიდეო ჩიფსეტის ცუდი კონტაქტის გამო შეიქმნა ეს პრობლემა და ისიც აღმოვაჩინე, რომ ბევრი ანალოგიური შემთხვევა ყოფილა ანუ რა გამოდის, Nvidia ის ყველაზე მაგარი და პრესტიჟული Nvidia არაღარ არის?? 😐

Nvidia GeForce Problem

ხოდა ჩემო ძმებო, დებო, ბიძიებო და დეიდებო მინდა მოგახსენოთ, რომ გამოსავალიც მოვნახე და გამოვაკეტე ჩემი კომპი 😉 თან ვიდეოც გადავიღე თუ როგორ და რანაირად ვუმკურნალოდ.

აგერ დავდებ მაგ ვიდეოს და ვინმეს წაადგება რამეში:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

როგორც ზედა ვიდეოში ჩანს გამოვიყენე თმის “ფენი”, რომლითაც ზუსტად გადაბმულად 15 წუთი გავაცხელე Nvidia-ას ჩიპსეტი და შემდგომ დაველოდე ამ უკანასკნელის გაციებას, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში გახურებული დედაპლატით არ ჩაირთვება კომპიუტერი. საერთოდ “ფენის” მაგივრად გამოიყენება სპეციალური “თერმო პისტოლეტი”, რომლითაც გახურება დაახლოებით 2-3 წუთითაც საკმარისია.

რა ხდება გახურებისას?
გახურებისას კონტაქტები ერთმანეთში შედუღდებიან და კარგად ჯდებიან, შედეგად ჩიპსეტიც თავის ძველ ჩვეულ რეჟიმში იწყებს მუშაობას. შედგომი კომპიუტერის უკან აწყობისას სასტიკად რეკომენდირებულია პროცესორებზე და იგივე ვიდეო ჩიპსეტზეც სპეციალური “თერმო გელის” წესისამებრ წასმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახურების დიდი რისკია, რაც წყობიდან გამოიყვანს თქვენს კომპს.

მადლობთ ყურადღებისათვის 😉
შეკითხვები ქვემოთ

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. მათე ამბობს:
    4 ოქტომბერი, 2012წ. 18:38სთ.

    მოგესალმებით თქვენი დახმარება ერთ საკითხში მჭირდება, თუ რათქმაუნდა ეს შეგიძლიათ. ინტერნეტიდან გადმოვწერე თამაში და როდესაც ვრთავ 5 10 წუტი ვთამაშობ და მერე კომპიუტერი თამაშს მიტიშავს და ასეთ წარწერას მიგდებს;драйвер Экраиа nv4_disp прекратйл правйлио равотат. მირჩიეთ რამე თუ გაგეგებათ ამის.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    5 ოქტომბერი, 2012წ. 15:20სთ.

    გაგიმარჯოს მათე
    მოწყობილობებში ანუ hardware-ში ნახე აბა ვიდეო კარტას თუ აღიქვავს.
    თუ აჩვენა, რომ კარტა nVidia-ა, მაშინ დრაივერის განახლება სცადე და იქნებ ეშველოს.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› არშაკ III

მცხეთის იბერიის მეფე (არშაკიანთა გვარიდან) დაახლ. ძვ.წ.25-ა.წ.5 წლებში. ძე ფარსმან I-სა. ძვ.წ.21-20 წლებში არშაკ III და არმაზის იბერიის მეფე ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს › › ›

DU