1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ლეგენდები სვეტი კაცხისა

კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში სოფელ კაცხში. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია, რომელზედაც დგას დაახლოებით VI საუკუნის ორი მცირე ტაძრის ნანგრევი, რომელიც დღესდღეობით აღდგენილია. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის.

სვეტი კაცხისა

ამ ჩანაწერში არ ვისაუბრებ ამ საოცრად ულამაზეს ბუნებისა და არქიტექტურის შერწყმასთან დაკავშირებით, არამედ მასთან დაკავშირებულ ლეგენდებსა თუ თქმულებებზე, რომლებიც მე მომეპოვება და წამიკითხავს.

ერთერთი და ყველაზე გავრცელებული ლეგენდა მოგვითხრობს:

“იმ არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს. მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის – ხეხილის, ზოგისთვის – ცხოველების გამრავლება დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა. ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზარდა, ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა წყეულს მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე. ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე მოშთობილიყო ცდუნება და ვერაგობა. ხალხმა სალოცავად აქცია სვეტი. ოდესღაც სვეტის თავიდან კაცხის მაცხოვრამდე ჯაჭვი ყოფილა გაბმული და ლოცვად რომ დადგებოდნენ სვეტის მონასტრის ბერები, ჯაჭვით ანიშნებდნენ კაცხის მაცხოვარს, იქაც მუხლს მოდრეკდნენ მლოცველები.”

არსებობს კიდევ სხვა ზეპირსიტყვიერი თქმულებები:

“კაცხის სვეტს თითქოს ქალი ემსახურებოდა, წელიწადში ერთხელ მის თხემს მოასუფთავებს “ძუძგს” – უსუფთაობას გადმოყრის, თხემიდან ცვივა კომშის, ლეღვის და კაკლის ნაყოფი”.

“სვეტზე ამსვლელი ძალის შესამატებლად 50 კვერცხს ჭამს, მაგრამ მის შეხებისას უმალ განუტევებს სულსო.”

“ძველად, როცა ახალშობილი გარდაიცვლებოდა სვეტის მახლობლად აკვნიანად მარხავდნენ.”

“ვინც გაბედავდა და შეძლებდა სვეტის თავზე ასვლას, თვალები სამარადისოდ დაევსებოდა და ვერცა მკურნალი ვერ შეძლებდა მის შველას.”

აქვე დოკუმენტური ფილმი:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ქეთი მიქაცაძე ამბობს:
    20 სექტემბერი, 2014წ. 18:59სთ.

    კაცხის სვეტი არის ერთერთი ლამაზი შენობა <3 <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

3 votes, average: 2.33 out of 53 votes, average: 2.33 out of 53 votes, average: 2.33 out of 53 votes, average: 2.33 out of 53 votes, average: 2.33 out of 5

› ამოუცნობი ქვის სფეროები

დედამიწაზე იმდენი რამაა ამოუცნობი და ამოსახსნელი, რომ ამ საკითხებს წლები და თაობებიც კი ვერ გაუმკლავდება ბოლომდის.
ერთერთი ასეთი ჯერჯერობით აუხსნელი მოვლენაა ისიც, რომ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში პოულობენ ქვის სხვადასხვა ზომის სფეროებს, › › ›

DU