1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» El Penon de Guatape – კოლუბიის გიგანტური მონოლითი

კოლუმბიის ქალაქ გუტაპეს მახლობლად აღმართულია 10 მილიონ ტონიანი უზარმაზარი ქვის ლოდი, რომელსაც პენონის მონოლითს უწოდებენ.

Penon

მისი სიმაღლე 200 მეტრს აჭარბებს, ხოლო მისი სხეულის ორი მესამედი მიწაშია ჩაფლული. მეცნიერების გამოკვლევებით ეს გიგანტური მონოლითი 70 მილიონი წლის წინ უფრო დიდი მაშტაბებისა უნდა ყოფილიყო.
მისი მწვერვალიდან იშლება 10 კილომეტრის რადიუსის ულამაზესი ხედი. მისი ძალიან სალი კედლების გამო იგი ალპინისტთათვის დაუპყრობელი იქნებოდა, რომ არა ერთადერთი ბზარი, რომელიც კედელში უზარმაზარ ნაპრალს წააგავს, ადგილობრივი მოძღვრის დავალებით 1954 წელს სწორედ ამ ბზარის საშვალებით მეგობართა ჯგუფმა პირვლად დაიპყრეს პენონის მწვერვალი, რამაც 5 დღე წაიღო.

ძველად ამ გიგანტურ ლოდს ადგილობრივი აბორიგენები დიდ თაყვანსა და პატივს ცემდნენ, მათ ენაზე მას “მოჯარა”-ს ეძახიან.

აი რას მოგვითხრობს ძველი ლეგენდა “მოჯარა”-ს შესახებ:
ძველად უამრავი ათასი წლის წინათ, მაშინ როცა ამ მიდამოებში სულები და დემონები დაიარებოდნენ, ამ ადგილას ცხოვრობდნენ “ტახამი”-ს ტომები, რომლებიც მისდევდნენ მეთევზეობას და თაყვანს სცემდნენ “ბატოლიტო”-ს. “ბატოლიტო” იყო გიგანტური თევზი ღმართი, რომელიც აქაურ წყლებში ბინადრობდა. მას სწირავდნენ სხვადასხვა ძღვენს, როცა წყლებში უთევზობა გაბატონდებოდა შიმშილის პირას მისული აბორიგენები ახალშობილ ბავშვებსაც კი სწირავდენ, რათა “ბატოლიტო”-ს მოწყალება გამოეჩინა და თევზის სიუხვე დაებრუნებინა.
მისადმი ასეთმა პატივისცემამ განარისხა სხვა დანარჩენი ღმერთები. განაწყენებულმა ღმერთებმა ადამიანებს უბედურება მოუვლინა და მათ სასიკვდილო ზეცა დაამხო თავს, ნადგურდებოდნენ და იხოცებოდენ ადამიანები, მაგრამ უეცრად წყლიდან ახმოხტა გიგანტური თევზღმერთი “ბატოლიტი” და დაეჭიდა ზეციურ სტიქიას, რათა გადაერჩინა ადამიანები. დიდიხნის ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვა “ბატოლიტმა” და უკან დაიხიეს განრისხებულმა ღმერთებმა, თუმცა გიგანტური თევზი ზეცაში ქვად გადაიქცა და მიწას დაენარცხა, სწორედ ეს ქვაა “მოჯარა”.
აი ასეთი ლეგენდა არსებობს ამ მონოლითზე…

დღესდღეობით ორი დოლარის საფასურად, ზემოთნახსენებ ბზარში ჩაშენებული 649 საფეხურიანი ტეხილი კიბის საშვალებით თავისუფლად შეიძლება მის წვერზე ასვლა, რომელზეც აშენებულია პატარა შენობათა კომპლექსი.

Penon

მას ბევრი ტურისტი სუმრობს. წარმომიდგენია რა სასიამოვნო საცქერი იქნება მის მწვერვალიდან გადაშლილი ხედი, თავისი ტბებითა და მწვანე საფარით, ანდაც ზედ მწვერვალზე მწვადაობა და კარგი ქეიფი…

ნახეთ პატარა ვიდეო:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

აქვე ფოტოებიც:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 5

› შიო გვეტაძე: მონანიება – თავი XI

კარი წყნარად გაიღო. პატიმარი შემოიყვანეს. ჩარგიევი კარებთან შეჩერდა, ზურგზე ხელებდაწყობილმა მშვიდად შეათვალიერა გამომძიებელი და მზერა ვეებერთელა ნაძვზე გადაიტანა, თეთრად შესუდრული რომ მოჩანდა ფანჯპრპში.
საამოდ, ხვავრიელად თოვდა. ათასობით ფანტელი ისე ნაზად ეფინებოდა › › ›

DU