1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მომაკვდავის ფიქრები …

რაღაც მთავრდება ჩემთვის … რაღაც მთავრდება ჩემში … ძველებურად ვეღარ ვირბენთ ტყეში … ძველებურად ვეღარ ვიფრენ მზეში …  ახლა თუნდაც რომ იწვიმოს , ახლა გინდაც თოვლი იყოს … იქნებ ცრემლი ამერიდოს … იქნებ სევდამ გადაიღოს … შემოფრინდეს სხვა სიცოცხლე … ყველა კარი თან გაიღოს … რაღაც მთავრდება ჩემთვის … დიდი იმედით ერთის …  ახლა ვინმე თუღა მიცნობს …  დროც კი აღარ მინდობს … პირველი ორი ჩემი ნაბიჯი … და საფეხური შვიდი …  ახლა მე გავხვდი მშვიდი .. ახლა სხვა გახდა ქარი … პირველი სიტყვა და გაზაფხული პირველი … რაღაც მთავრდება ჩემში … თითქოს მიფრინავს და ვეღარ ვიჭერ … სული ამოსვლას თავისით ლამობს …  ტკივილიც მიყუჩდა , არაფერს ამბობს … სხეულმა შესცოდა და ახლა დარდობს … ყველაფერს წერტილი … წერტილი და არა მძიმე … ქუჩიდან ქუჩაზე გზა იყო მძიმე … და ეს ოცნება მძიმეზე გრძელი … სხვა თვალით ახლა შევხედავ ქალაქს …   ეს სილაჟვარდე  უკუნეთს იქით … მაშინ იფეთქა ჩემში  დროებამ … და სიყვარულის ამაოებამ … ეს სიყმაწვილე – ატმისფერი … ფერადი კაბა … და საიდუმლო თითქოს და ბევრი … ახლა ლაპმიონოვით იწყებს ჩაქრობას … ახლა მწყურია ყველაზე მეტად … მე ჰაერის ყველა სული  …  რომ  ვიპოვნო კიდევ ერთი ამოსუნთქვა …  დროს დავუწყე თვლა წამებით … მაინც ვტოვებ , რაც ავაგე წამებით … მე შევქმენი – დაანგრია ამ წერტილმა … დროზე ადრე მომაკითხა წერილმა … მე დავტოვე ყველაფერი ასე მალე .. რა იქნება  სადაც … სადაც იწყება ყველა ახალი …  სადაც მაშინაც კი მზეა როცა წვიმს … სადაც მაშინაც კი წვიმს, როცა თოვს …  და თოვს მაშინაც, როცა ყვავილი იელვებს ბაღში … მე კი უბრალოდ მინდა , რომ ვიჯდე სახლში … და ფანჯარაში ცას ვუყურებდე … თურმე რამდენი რამ დამრჩა … თურმე რამდენი რამე გამაჩნდა … არ ვყოფილვარ მე ხომ მარტო … ახლა ამას რა აზრი აქვს … კარზე არის დასაბამი … სასთუმალთან ისევ მიზის , მელოდება …  გადამხადა საბანი ….  წასვლას არ ვჩქარობ … ფეხის წვერებზე ის მექაჩება …

ყველაფერს აქვს თავისი ბოლო … ყველაფერ ბოლოს თავის საწყისი …  რაც კი მთავრდება ჩემში …  ახლა იწყება სხვაში….

25.10.11.

თ.ავალიანი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› Gigol.net – სახეცვლილება

როგორც დაგპირდით საიტს შეუცვალე, როგორც ვიზუალური მხარე ასევე დავხვეწე და გამოვასწორე შიგა კოდური ხარვეზებიც.
დავემშვიდობოთ თემას, რომელსაც WPGT-EasyBlogger ერქვა და რომალმაც დაახლოებით 2 წლის მანძილზე გვემსახურა:

დაიბადა ახალი თემა. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი › › ›

DU