1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» წესის რიგი

როცა ქალაქში წესრიგი მოვა , მაშინ იქნება თანასწორობა …  მაშინ მორჩება შენი ტკივილი …  აღარ იქნები ეული … აღარ შეგრცხვება შენი სხეულის … აღარ იქნება დარდი,  ქილიკი  …  მაშინ წესრიგი შენს გულშიც მოვა … ქალაქში ქარში დაფრინავს ოცნება …  ლურჯი ოცნება და გაოგნება …

რატომ არავარ მე თანასწორი ?! … რატომ წამართვეს მე ეს უფლება ?! … მე ხომ ქალი ვარ და არა ქარი … მე ხომ შენსავით მაქვს ეს გრძნობები … მე შემიძლია ფიქრი … მე შემიძლია სიტყვები ვპოვო … და უფალს მეც შენსავით წესრიგი ვთხოვო …

რატომ არავარ მე თანასწორი ?! … რატომ წამართვეს მე ჩემი აზრები ?!  მე ხომ უბრალოდ ვარ მათხოვარი …  ფული არამაქვს , მაგრამ ჩემშია მაცხოვარი … მე ხომ შენსავით ვეტრფი მომავალს … და ყოველ დილით ვუყურებ მზეს ამომავალს …  მეც ხომ წესრიგი შენსავით მინდა … რატომ წამართვით მე ეს უფლება ?!

მე კი უბრალოდ ვარ ავად … ჩემს სისხლში დიდი ქარიშხალია … ჩემი სხეული სუსტდება მხოლოდ … შენ ხომ არ გერჩის ეს სენი ?!  შენ რომ მე დამეხსენი … ჩემი გული ხომ შენსავით ფეთქავს … ყოველ ღამე  მეც განვიცდი შეცდომებს ,   მეც ხომ ვღელავ  ? !  … მეც ზღვასავით შემიძლია ღელვა … მეც სხვასავით შემიძლია დარდი …  რატომ წამართვი მე თავისუფლება … რატომ მიზღუდავ საკუთარი თავის უფლებას ?!  …

მეც შენსავით დავიბადე პატარა… მეც პირველად გავახილე თვალი … მეც მიყვარდა ჩემი კერა , ჩემი სახლი …  მეგობრობა მეც კი ვიცი კარგი … რატომ არ ვარ თანასწორი შენი ?! … არ შეიძლება ჩემთვის ყველაფერი?! … განვსხვავდები მხოლოდ კანის ფერით …  ჩემს ძარღვებში ჩქეფავს სისხლი წითელი …  მეც კი ვხდები ნაცრისფერი სევდით …. მეც კი მიყვარს მოფერება დედის …  მეც არვიცი შენნაირად მომვალში რა მელის …

მე უბრალოდ დავიბადე სოფელში … მე უბრალოდ მთის შვილი ვარ პატარა … მე აქ თოვლი მახარებს … მე აქ ჩემით ვაწესრიგებ მიდამოს … არ მინდა რომ ხალხმა ბევრი იდარდოს …  მორჩეს წვიმას , მალე გამოიდაროს … რატომ არავარ მე შენი სწორი ?! … შენ თუ ქალაქში ცხოვრობ და ფეთქავ… მე აქ უფრო სუფთა ჰაერს ვსუნთქავ … მე თუ ბუნებას ვუვლი და მიყვარს … მეც ხომ შენსავით ვისწავლე პირველი ნაბიჯი … სამყაროს შეცნობა … რატომ განმარჩევ  და  თითს მაყოლებ ?! …

რატომ წამართვით მე  ეს უფლება , რომ შემეძლოს  თავისუფლება …  მე ხომ ნეკნი ვარ ადამის … შენც ხომ ჩემი ნაწილი ხარ … მე შენზე ადრე მოვედი ქვეყნად … და  უფრო მალევე წავალ …   წლები ჩემი დაითვალე  სახეზე  … ამ ნაოჭებს ბილიკი რომ გაჰყავთ … ბევრი მანახა ცხოვრებამ … და დამიტყვევა დროებამ .. . ერთ დროს წესრიგი ფასობდა თურმე … მაგრამ ეს იყო წესების დაცვა … და არა წესი ქცეული დარდად …  და არა დარდი გულებთან ახლოს …  ამ კიბეს აღარ აქვს სასრული … ცამდე არის ასული … პირველზე მაღლა მეორე საფეხურია …

ქალაქში თუ მოვა ჟამი წესრიგის …   და რომც დავიცვათ წესების რიგი …  ჩვენს გულებში პაწაწინა აყვავილდეს სხვისი რიდი …  მაინც ალბათ ვერ გავხდები მშვიდი …  მაინც ალბათ არ ვიქნები თანასწორი შენი … სანამ კიბეს გავასწორებთ , სანამ გულში არ დავუშვებთ , რომ ყველანი დავიბადეთ ტირილით … თავის დროზე მაინც წავალთ ამქვეყნიდან და  ყველანი გავსწორდებით მიწის ქვევით …

უწესრიგობა დროებას მოსდევს .. ჩვენც გავიზარდეთ ამავე აზრში …  სანამ პატარა გაახელს თვალებს , მას გავუღვიძოთ წესრიგის ნიჭი…  იქნებ მაშინ ტირილით არ დაიწყოს ცხოვრება … იქნებ მაშინ გაუნათდეს გონება …  იქნებ სამოთხე შექმნას ქვეყნად …  იქნებ არ იყოს გვიანი , ის მაინც რომ გახდეს ადამიანი …

თინათინ ავალიანი

13. 12 .11.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 1.50 out of 52 votes, average: 1.50 out of 52 votes, average: 1.50 out of 52 votes, average: 1.50 out of 52 votes, average: 1.50 out of 5

› ლულა ქაბაბი

ცხვრის ხორცი რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა › › ›

DU