1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» WordPress-ში Post by Email-ის საშვალებით წერა

გაუმარჯოს
ჩანაწერი გაკეთებულია ჩვენი საიტის სტუმრის და მეგობარის “ეთუ”-ს დასახმარებლად და არამარტო 🙂
მოკლედ “ეთუ”-ს სურდა, რომ თავის ბლოგზე სხვებსაც გაეკეთებინათ ჩანაწერები ანუ გარდა თავისი აქტიურობისა სხვა მომხმარებლებსაც შესძლებოდათ ბლოგზე სხვადასხვა ჩანაწერის გამოქვეყნება.

პრობლემა იმაშია, რომ ბლოგები, რომლებიც მიბმულია თვითონ ვორდპრესის სერვერს ანუ ქვედომენზე დარეგისტრირებული ბლოგებს (მაგ. http://gigolnet.wordpress.com) აქვთ სხვადასხვა შეზღუდვები.
რაც მე გადავხედე ბევრი რამ რაც დაშვებულია ჩვეულებრივ ცალკე საკუთარ სერვერსა და დომენზე დაინსტალებულ ვორდპრესის ძრავაზე გაწყობილ საიტებზე, შეზღუდულია ვორდპრეს მიბმულ ბლოგებზე.
მაგალითად რაც ყველაზე მთავარია ვერსად ვნახე პლაგინების დაინსტალირება, ხოდა ასევე ვერ ვნახე ისეთი საშვალება, რომლითაც მოგვარდებოდა “ეთუ”-ს სურვილი 🙁
ნუ იყო ერთი გამოსავალიც, რომლითაც ადმინისტრატორს თვითონ სათითაოდ უნდა დაემატებინა ავტორები, რაც ჩემის აზრით არც ისე მოსახერხებელია…
მოკლედ არის კიდევ ერთი ხერხი იმისა, რომ ნებისმიერმა მსურველმა ბლოგზე დაამატოს თავისი ჩანაწერი და ეს ხდება “Post by Email”-ის წყალობით, თუ როგორ და რანაირად ქვემოთ მოგახსენებთ:

ესეიგი თუკი ვორდპრესის სერვერზე გაქვთ დაარსებული რაიმე ბლოგი, მაშინ შევდივართ ბლოგის თავფურცელზე და ზედა პანელში ვირჩევთ მენიუ “Dashboard”-ს:

Post by Email

შემდგომ, როცა გადავალთ საადმინისტრაციო გვერდზე ვირჩევთ “Dashboard”-ის ქვე მენიუს “My Blogs”:

Post by Email

საიდანაც გადავალთ “Post by Email”-ის გასააქტიურებელ გვერდზე და აქ ვკლიკავთ “Post by Email”-ის ქვეშ მოთავსებულ ღილაკზე “Enable”, რათა გავააქტიუროთ და მოქმედებაში მოვიყვანოთ “Post by Email”-ი:

Post by Email

ზემოთ ხსენებულ ღილაკზე კლიკით ავტომატურად ვაგენერირებთ ემაილის მისამართს, რომელიც ღილაკის ადგილას გამოჩნდება:

Post by Email

ეგ მიღებული ემაილის მისამართი თქვენს ბლოგზე ჩანაწერების დადების “გასაღებია” ანუ “საშვია” 🙂
ეხლა რისი მაქნისია და რაში გვჭირდება ეგ მაილის მისამართი:

მოკლედ ნებისმიერი ვისაც კი გააჩნია ნებისმიერი ელექტრონული საფოსტო ანგარიში ეს იქნება Yahoo, Gmail თუ სხვა დანარჩენი მნიშვნელობა არ აქვს და გააგზავნის წერილს მაგ ზემით დაგენერირებულ ემაილზე, ეს წერილი ავტომატურად გამოქვეყნდება თქვენს ბლოგზე როგორც ჩანწერი, რომლის სათაურიც იქნება წერილში მითითებული სათაური, ხოლო შიგთავსი წერილის შიგთავსი 😉

Post by Email

სულ ეგაა.
არ ვიცი რამდენად გამოსადეგია ასეთი ხერხი, მაგრამ უკეთესი ჯერჯერობით არ შემიმჩნევია 🙂
ხოდა ეს კიდევ ვიდეო თვითონ ვორდპრესის ადმინისტრაციისაგან:

თუკი რაიმე ვერ გაიგოთ კომენტარები თქვენს განკარგულებაშია 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ეთუ ამბობს:
    16 მაისი, 2012წ. 20:12სთ.

    ძალიან დიდი მადლობაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ..აი ყველაზე ყვლელაზე დიდიიიიიიიიიი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    16 მაისი, 2012წ. 23:03სთ.

    არაფრის, იმედია დაგეხმარება ეს ჩანაწერი 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 5

› მაუსის მდებარეობის Y და X კორდინატები

ამ სკიპტის გამოყენება შეიძლება ბევრ რამეში. სკრიპტი ავტომატურად იძლევა ბოდიალას მაჩვენებლის X და Y მდებარეობის კოორდინატებს. თქვენ კი შეგიძლიათ გონივრულად გამოიყენოთ ეც ცვლადები 🙂

[ნახე ვრცლად…]

DU