1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ალექსანდრე IV

იმერეთის მეფე 1683-1690, 1691-1695 წლებში, ბაგრატ IV-ის უკანონო ვაჟი. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა და იმერეთის ტახტი გიორგი III გურიელმა დაიკავა. რომლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა და თავადების ერთმა ჯგუფმა ახალციხის ფაშას სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. სულთანმაც არ დააყოვნა და თავადთა სურვილისამებრ მეფედ ალექსანდრე გამოაცხადა. მისი მეფობისას გაძლიერდა ფეოდალური ანარქია და გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, რასაც თვითონაც უწყობდა ხელს: “იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა” (ფარსადან გორგიჯანიძე). გიორგი გურიელი ტახტის დაბრუნებას ცდილობდა. მას ემხრობოდნენ გიორგი ლიპარიტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძეები. მათთან ბრძოლა, 1684 წელს, როკითთან შედგა. მეფემ ზემო იმერლების, აბაშიძეებისა და გიორგი მიქელაძის დახმარებით მოწინააღმდეგე დაამარცხა. რაჭის ერისთავი ამ ბრძოლაში მოკლეს, ლიპარტიანი კი ოდიშში გაიქცა. მეფის მომხრეებიდან ლევან აბაშიძე მოკლეს, პაატა კი დაჭრეს და ამ ჭრილობებისაგან მალე გარდაიცვალა. ტახტისათვის ბრძოლა არ ცხრებოდა. ალექსანდრეს დაუპირისპირდნენ გავლენიანი თავადები და ქართლის მეფე გიორგი XI. 1689 წელს, როდესაც გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ალექსანდრემ შაჰთან დაამყარა კავშირი, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის გამო 1690 წელს, სულთანის ბრძანებით, ალექსანდრეს მეფობა ჩამოერთვა და არჩილს გადაეცა. ალექსანდრე ქართლში, ერეკლე I-თან გადავიდა და იქიდან დაიწყო მოქმედება: ირანის შაჰს ნაზარალიხანმა სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. შაჰისა და სულთნის გარიგების შედეგად ტახტი კვლავ ალექსანდრეს ერგო. ალექსანდრე IV ახალციხის ფაშასთან ერთად იმერეთში ჩადის. მისი გაძლიერებით შეშინებული თავადები ღალატობენ არჩილს და ახლა ალექსანდრეს უცხადებენ ერთგულებას. არჩილი იძულებული გახდა ქართლში გადასულიყო და ტახტი ალექსანდრესათვის დაეთმო (1691).როდესაც ქართლიდან გაძევებული გიორგი XI რაჭის ერისთავმა პაპუნა II-მ შეიკედლა. გაგულისებულმა ალექსანდრემ რაჭა დალაშქრა (1687). მის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო, მეფე შეიპყრეს და გიორგი XI-ს მიჰგვარეს რუისში. იქ იგი მოკლეს და იქვე დაასაფლავეს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› როგორ დავხაკოთ Internet Security Cameras

კარგ გასართობს მოგცემთ. აგიხსნით თუ როგორ შევძვრეთ ჩვენთვის დამალულ Internet Security WebCamera-ებში და ვუცქიროთ პირდაპირ ტრანსლაციას.
უფრო კონკრეტულად:
ესეიგი რახდება, არსებობს ისეთი ვებ-კამერები რომლებიც არაა გამომზიურებული ყველასათვის, ყველას დასანახად, მაგალითად ისეთი კამერები › › ›

DU