1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» პროექტი: ბურღის დამჭერი

მოგესალმებით
რაღაც პროექტზე ვმუშაობ, რომელსაც მერე გაგიმხელთ, ხოდა სამაგისოდ უცებ დამჭირდა სწორკუთხოვანი ვერტიკალური ნახვრეტების გაკეთება.
მოკლედ ვცადე ბურღით და ხელის სიზუსტით, მაგრამ ისეთი სიზუსტით ვერ გამოდიოდა, როგორიც საჭირო იყო ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა წარმოსახვაში შევიმუშავე პატარა კონცეფცია, რომელიც განვახორციელე და მინდა გითხრათ ძალიან გამოსადეგი ხესაწყო დავამზადე.
ძალიან მარტივად შეიძლება დამზადდეს და არ საჭიროებს დიდ ფილოსოფიას 😉
კონსტრუქციის მთავარი საყრდენი მეტალის ეგრედწოდებული “რტიუგოლნიკების” შეკვრაა:

სამწუხაროდ არ გადამიღია დამზადების პროცესი, რომ თქვენთვის მეჩვენებინა, მაგრამ ქვემოდ დადებულ ვიდეოდან ადვილად მოხვდებით თუ რა პრინციპის კონსტრუქციაა და თუ რა დეტალებია გამოყენებული:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

ძალიან ზუსტად მილიმეტრების სიზუსტით ბურღავს. ვისაც არ გაქვთ ასეთი ხელსაწყო შეგიძლიათ სულ თავისუფლად დაამზადოთ სახლის პირობებში 😉
ამ ხელსაწყოს “ბურღის დამჭერი”-ის პლიუსი კიდევ ისაა რომ იგი მოძრავია და შესაძლებელია ნებისმიერ საფარზე გამოყენება, როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად 🙂
შემდგომში დაგეგმილი მაქვს ბურღვის სიღრმის რეგულირებაც.

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

15 votes, average: 4.53 out of 515 votes, average: 4.53 out of 515 votes, average: 4.53 out of 515 votes, average: 4.53 out of 515 votes, average: 4.53 out of 5

› ანა კალანდაძე: ყაყაჩოსა სიწითლითა…

ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია…
არ ჩურჩულებს ლელიანი, –
გული შეუჯერებია…
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია…
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია…
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს –
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია?“
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ…
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
„ყაყაჩოსა › › ›

DU