1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები

რამდენი დრო გავიდა… კვლავ ჩვენ…. მე და შენ… სიბერემ მათი სახე დააჭკნო. ეს ხე დრომ გაახმო. ისევ ეს მთვარე, ჩვენი მასპინძელია კვლავ…

– რა დრო გავიდა….

– დრომ ჩვენ სიყვარულს ვერ დააკლო…

– დაგავიანდა, გვიან მოხვედი…

– ჩემი სიყვარული გვიან არსდროს არის…. მრავალი წლის წინ, აქ გამოფიტყდი სიყვარულში, აქ გაკოცე პირველად…

– და ამ სკამთან გაეყარნენ ჩვენი გზები…

– მახსოვს,მაშინ პატარა ვიყავი, ამ ცხოვრების არ მესმოდა… ეს მთვარე ჩვენი სიყვარული მესაიდუმლე იყო…

– ლურჯი სიბნელეც….

– შეიცვალე….

– დავბერდი….

– არა, დრომ ვერაფერი დაგაკლო….

– აბა !?

შეიცვალე, ისეთი გულუბრყვილო აღარ ხარ…

– ჭკუა ვისწავლე….

– სწავლამ სითბო და სიყვარული დაგავიწყა ?!

– ეს ხე ზაფხულში უფრო ლამაზი იყო…

– როგორც შენ….

– მაგრამ ახლა გახმა…

– გარეგანი სილამაზე არფერს ნიშნავს… დაგავიწყდი ?

– არა !

– მაშინ რატომ დუმხარ ?!

– სათქმელი არაფერია …

– რაიმეს თქმა მუდამ შეიძლება…

– მაგრამ ყოველთვის არა…

– დრომ ამ ადგილს ვერაფერი დააკლო…

– ადგილს არა, თუმცა სიყვარულს კი….

– აღარ გიყვარვარ ?

– ჩვენს ასაკში სასაცილოა ამაზე ლაპარაკი…

– გვიან არასდროს არის…

– დავქვრივდი …

– გიყვარდა ?

– ჩემი ერთგული მეგობარი იყო…

– მეგობარი და არა ის ერთადერთი ვინც მუდამ გიყვარდა და გეყვარება. არა?

-მე ჩემი შვილები მიყვარს…

– შვილები და არა მათი მამა…

– რისთვის მოვედი ნეტავ აქ ?!

– სიმართლე მწარეა !

– თვალებში ჯობია შეხედო ყველაფერს, ვიდრე თავი მოიტყუო.

– მაშ, რაც გითხარი, ყველაფერი შენთვითონაც იცი ?!

დუმილი… ქარის ზუზუნი ჩუმი და ალერსიანი, მრგვალ მთვარეს ლურჯი ნისლი დაეფარა და ცოტათი მისი სიკაშკაშე დააბნელა…

–         ვიცი, მაგრამ აზრი აღარ აქვს… არასდროს გაპატიებ ! შენ ?! შენი მეუღლე როგორაა ?!

–         გარდაიცვალა …

–         მაპატიე …

–         მე ის არ მიყვარდა …

–         რა ?! მაშინ რატომ ცხოვრობდი მასთან ?

–         შენ მიყვარდი …

–         სასცილოა ! …

–         ვიცი ! არ მესმოდა, რომ გულს გტკენდი …

–         დრომ შეგცვალა …

–         არა, ყოველთვის ასეთი ვიყავი, უბრალოდ მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი…

–         მეც ! ვფიქრობდი, რომ მიყვარდი, ისე რომ დაგივიწყებდი…

–         და ?

–         ვერ მოვახერხე …

–         ანუ ისევ გიყვარვარ ?

–         არა ! უკვე მოვიკალი გულში სიყვარული …

–         რატომ ?!

–         გელოდი დიდხანს, მეგონა, რომ არასდროს დაბრუნდებოდი !

–         ტყუილია ! ნუთუ არ გეგონა ან არ გიფიქრია, რომ მოვიდოდი ?!

–         კი, ოღონდ ახალგაზრდობაში და არა ახლა…

–         მაპატიე …

–         რა არის საბოდიშო ?!

–         გული გატკინე …

–         გული ?! არა ! შენ ჩემი სიცოცხლე ამ ცხოვრებაში უაზროდ გამატარებინე… უაზორდ ვიღვიძებდი… ვიძინებდი … ჩემთვის არ ამოდიოდა არც მზე და არც მთვარე, რომელიც ასე მიყვარდა …

–         შენ მხოლოდ ჩვენი მთვარე გიყვარს და არა ის, რომელსაც ყველა ხედავს …

–         გვიანია …

–         დროს მნიშვნელობა არ აქვს…

–         მართალი ხარ , მაგრამ …

–         მაგრამ ჩუ , ყური დაუგდე, ბუნება ჩემთან შერიგებას გთხოვს… ჩვენი მთვარეც… შეხედე, გაგიღიმა, შეგავედრა შერიგება …

–         მე არფერი მაქვს შენთან შესარიგებელი … სიტყვებით ვეღარ მიშველი …

–         ვიცი …

–         ვეღარც საქმით …. მეჩქარება …

წამოდგა … წასვლა დააპირა …

–         ნუთუ დამტოვებ ?

–         შენც ხომ დამტოვე , სულ მარტო ამ პირქუს ქვეყანაში ?!

–         არ წახვიდე !

–         გვიანია …

–         ნუ დამტოვო !

–         მე მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყავი და ვიქნები …

–         გთხოვ …

–         გვიანია …  მეჩქარება !

–         მიყვარხარ! არ დამტოვო !

–         შენც  იგრძენი რა საშინელებაა ეს !

–         უკვე ვიგრძენი .

–         არა ! სად მრავალი წელი და სად 5 წუთით განცდილი ტკივილი და ტანჯვა ?! იცოდე, ,მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები სიცოცხლის ბულო წამამდე … მაგრამ მივდივარ, მორჩა !…

09.01.07 (სამშაბათი)

თ.ავალიანი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანა ამბობს:
    21 იანვარი, 2013წ. 20:38სთ.

    <33 მაგარია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

17 votes, average: 4.41 out of 517 votes, average: 4.41 out of 517 votes, average: 4.41 out of 517 votes, average: 4.41 out of 517 votes, average: 4.41 out of 5

› ჩაფიქრებული რიცხვისა და ასაკის გამოცნობა

ხოო…
ეს თავსატეხი არსებობს, მაგრამ მერე მე შევცვალე რაღაცეები, რომ ყოველ წელს ემუშავა ავტომატურად, თორემ პირვანდელი სახე ყველა წელს არ ერგებოდა ანუ ცვლადები შენ უნდა ჩაგესწორებინა… ნუ მიხვდებით როცა ავხსნი.
ესეიგი ჯერ › › ›

DU