1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ომის დროინდელი მოგონებები

ჯერ წვიმდა … ცა დედამიწას ტიროდა … შემდეგ ცრემლები გამოელია , სისველეს ბურუსი გამოერია … ეს ხომ პატარა ერია ?! … გზის იქით დიდი მთებია … მთებს იქით ჩვენი მტერია .. ოქროსფრად შეღება რიჟრაჟი ტყვიამ … დედები ტირიან .. .მტერი მოიწევს , ახლოს არიან … სევდიანი მზის სხივები შორდება თბილისს … აგვისტოს დახუთული სარამოს  დღე ჩაიცვამს მწუხრის სამოსს … მტრად გავიხდით აფხაზსა თუ ოსს …შეშინებულ თაობას .. ძალის არარაობას … ხალხის უსასოობას … მარტოობას … ქვეყანა მეწამულ ფერად შეეღება … თუმცა სამართალს კარი გაეღება … ტკივილსა და მტერს ბოლო მოეღება … ტყვიების სროლით დაწერილი მუსიკა … სისხლით დახატული სურათები … შავბნელ ნანგრევებს მიღმა ჩამოწოლილი სევდა … გაციებული კერა … ოფლით ნაგები სახლები , ბოსტანი , ბაღები … წამში მიწას დასცეს – მშობლიურ მიწას … ბომბები ვარსკვლავივით წყდებოდა ცას … შემდეგ ვულკანივით ფეთქდებოდა … არავისთვის ღამდებოდა , არავისთვის თენდებოდა … არავის ეცალა მზისთვის , არც მთვარისთვის … უნდა ეშველა თავისთვის … დედებმა შავები ჩაიცვეს … მათმა შვილებმა სამშობლო დაიცვეს … იწვის ტყე მთა და ბარი … დედაბუნება არაფერს ამბობს … არ წვიმს – ცეცხლს არ აქრობს … მიწა ცოდევბს სისხლით იბანს … აგებინებს ადამიანს  , რომ შესცოდა, დაისაჯა … სოფლებში ურემი ტანკმა შეცვალა … გლეხის სიმღერა , დედის გოდებამ … ხელით დაწურული ღვინო – მემამულის სისხლმა … დაუღამებებლი ქეიფი – გაქცევამ … თბილისი … პანიკა … საღამო … კომშისფერი დაჰკრავს ქუჩებს , არვაინ აქრობს მანქანის ფარებს … ხალხი ერთმანეთს თავს აფარებს … ქაოსი … მტერია რუსი თუ ოსი ?! ვერარ გაიგო ვერავინ … ნაცრისფერი წუხილი … ცის ქუხილი დიდხანს გაყვება სამშობლოს … ჯერ წვიმდა , შემდეგ ცრემლები გამოელია ცას და ძალიან დიდხანს იწვოდა სამშობლოს მიწა …

თ.ავალიანი

21.10.08

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ეთუ ამბობს:
    16 მაისი, 2012წ. 21:06სთ.

    მახსოვს ბომბების ხმა…
    ბავშვების მწარე ტირილი
    მოკლული ბიჭის დედის ქვითინი,
    იქნებ სიზმარია…
    მალე გავიღვიძებ?
    მალე დამთავრდება ეს საშინელება?
    შავ-თეთრი ფერებით, მორთული ქალაქი
    თითქოს მე მკლავენ და
    თითქოს მე მესვრიან…
    წივილი,კივილი ,ქალები გარბიან
    პატარა ბავშვები მათ მკერდზე აკვრიათ..
    ,,დედიკო რა ხდება ის კაცი ჩვენც მოგვკლავს?
    არა სიკვდილი ნამდვილად არ მინდა,
    მამა ნუ დარჩები თუ კი მე გიყვარვარ
    რა იცი რა ხდება იქნებ მეტს ვერც გნახავ,,
    ყველას ვეუბნები ამიხსნას რა ხდება
    მაგრამ საპასუხოდ არავის არ სცხელა
    ომია ,ომია არ არის დანდობა
    ამ სასაკლაოზე ხომ ძმა ძმის მკვლელია,
    მთავრდება სიზმარი რომელსაც ვხედავდი
    და გორის ცაზე კი მშვიდობის ფერია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ორიგინალური მოცურავე კუნძული

ალბად რობინზონის თავგადასავალის ყურებისას მოუვიდა ასეთი იდეა.
ამ კაცმა ორწელიწად ნახევარი იმისთვის აგროვა პლასმასის ბოთლები, რომ საკუთარი მოცურავე კუნძული გაეშენებინა და თავი რობინზონად ეგრძნო 🙂
ნახეთ ვიდეო:
[ვიდეო…]ვიდეოს გადმოწერა↓

DU