1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» არაფერს ვნანობ

არაფერს ვნანობ…ჩემი ცხოვრების მე ვარ გამგე და მმართველი…გზაც კი ვიცი სხვისი ცხოვრებიდან წასასვლელი… ბევრი რამე მაქვს შესაცვლელი… დაუვიწყარი მე მაქვს წარსული… მასში ბევრია ჩემგან წასული… მგზნებარე ფერებით შეიღებება… მასზე კარგად მომავალი მეიმედება… ერთი ოცნება მომეპოვება… მეტი არც კი მომეთხოვება… არ გამიჭირდება ძველთან გამოთხოვება, დღეს ზამთარი სიცივესთან გათხოვდება… სურვილის დრო ახლოვდება… გარეთ ისევ ქარი აღშფოთდება…

არაფერს ვნანობ… სინანული ჩემი არ არის… ძველზე ფიქრი მე არ დამღლის… ბევრი შეცდომა დავუშვი… ერთი ხელიდან გავუშვი… უკეთესობისკენ იცვლება ალბათ ყოველი… ამიტომ ახლა მე შენ მოგელი… არ ვიცი როგორ გაგაგებინებ… გულს ჩემკენ დაგაბმევინებ… ჩემს სახელს როგორ გაძახებინებ… თვალს ფართოდ გაგახელინებ… ჩემს სამყაროში გაგასეირნებ…

არაფერს ვნანობ…. მე რომ ვნანობდე უნდა ვამბობდე… ასევე სხვასაც უნდა ვათბობდე… ვიცი, მას არ ვადროვე…. წამოვედი და ერთი ვაკოცე…. ძალიან გავაოცე… მე სიყვარული არ ვიცი ალბათ… ან კი უბრალოდ არ ღირდა ამად… მჯერა, ვეყვარები მარად… მე ვიქნები საფიცარი მისი… მე კი არ ვიცი საით წამიყვანს ქარი… ვის აქვს ღიად დარჩენილი კარი…

მე მინდა შენ იყო პირველი ბოლო, ვინც მეყვარება მარად და მხოლოდ … ალბათ მერე არ ვინანებ ყველაფერს, რომ ვიპოვნი ჩემი გულის შესაფერს …

31.10.10

თ.ავალიანი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 51 vote, average: 4.00 out of 5

› Sears Tower – ადრენალინი

ჩიკაგოში ყველაზე დიდ ცათამბრჯენზე სახელად Sears Tower-ზე, რომელიც 110 სართულიანია და 443 მეტრი სიმაღლისაა, 2009 წელს განახორციელეს გიჟური ადრენელინის გამოსამუშავებელი პროექტი-კონსტრუქცია. კონსტრუქცია წარმოადგენს შუშაბანდს რომელიც 103-მე სართულზე აივანის სახითა გადმოკიდული, › › ›

DU