1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» პროექტი: “მაყალი-ჰარალე”

მინდა გიჩვენოთ კიდევ ერთი ჩემი მორიგი პროექტი სახელწოდებით “მაყალი-ჰარალე” 🙂
მანამდის მქონდა სხვა ბევრად მცირე და მოუხერხებელი მაყალი, რომელიც სხვათაშორის შევიძინე, მაგრამ როგორც გითხარით ვერ იყო ისეთი ჯიგრული 😉
ხოდა ვთქვი აბა მე რა მწვადაობის ღირსი კაცი ვიქნები თუ ცხოვრებაში ერთი კაი ჯიგრული მაყალი არ გავაკეთეთქო 🙂

ეხლა გამახსენდა… აქ რა მოსატანია, მაგრამკახელების ლუდით სადღეგრძელო ხომ იცით?
“იმ კაცს გაუმარჯოს, შამფურს ჯართში რომ ჩააბარებს, რა ჩემფეხებად მინდაო.”
🙂

ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დაახლოებით წარმოვიდგინე თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს მომავლის მაყალი:
1. 10 დიდი შამფური უნდა დატეულიყო.
2. არც ისე დიდი არ უნდა ყოფილიყო, რომ საბარგულში რომ ვერ ჩატეულიყო.
3. უნდა ჰქონოდა მაღალი ფეხები, რომ კომფორტულად აბზრიალო შამფურები.
4. ცეცხლის სწრაფი ანთება და ნახშირის ადვილი გაღვივება.
5. სიცხის რეგულირება მწვადთან მიმართებაში.
6. შამფურის ოთხი კუთხით დადება, რათა მწვადმა ოთხივე მხარე შეიწვას.
7. და ერთი სიტყვით პრაქტიკული.

არა იყო კიდევ რამოდენიმე ამბიციური პუნქტებიც მაგალითად: ნახშირის ჰაერით ავტომატური გაღვივება ანდაც შამფურების ავტომატური ტრიალი და სხვა, მაგრამ ბოლოს ვთქვი მაყალია კოსმოსური ხომალდი ხომარათქო და ზემოთა 7 პუნქტს დავჯერდი 🙂

მოკლედ ვიშოვე ასეთი რკინის ყუთი:

რომელიც რაღაცის უჯრაა.
შემდგომ დავხაზე და ამოუჭერი ჭრილები, რომელთა ფუნქციასაც ქვემოთ მიხვდებით:

ნახაზი

ამოჭრა

შემდგომ დავადუღე ოთხივე ფეხის ბუდეები:

ასევე საჭირო იყო მაყლის ზომის მყარი წვრილი სეტკა და ორი მსხვილი ეგრედწოდებული “კატანკა”-ს მაგვარი მეტალის ჯოხები:

ეს მეტალის ჯოხები მოვათავსე და გავათანაბრე ჭრილებში:

და დავადუღე მეტალის ბლოკირებები, რათა არ გამომძვრალიყო და არც იქით წასულიყო და არც აქეთ. მოკლედ ჯოხებს არ ესრიალა წინდაუკან:

ზემოთ ნაჩვენები მეტალის სეტკა დავჭერი მაყლის ზომაზე და დავადე რკინის ჯოხებს:

დიდი არაფერი, მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმე მილიმეტრით პატარა გამომივიდა და ზედ მაყალს ვერ დავაბჯინე:

რკინის ჯოხებს დავუყენე სახელურები. სახელურად რკინის მილი წამოვაცვი და დავადუღე. მილი იმიტომ, რომ მაყალის გახურებისას რკინის ჯოხებიც ტავისთავად გახურდება, მაგრამ მილი ჯოხთან მინიმალური კომტაქტის გამო ნაკლებან გაცხელდება და ხელსაც არ დაგვწვავს:

ამ სახელურებით მოხდება ნახშირის შამფურამდე დისტანციის რეგულირება.

შემდგომ დავხაზე და დავხვრიტე საჰაეროები, რათა ჟანგბადმა უკეთ იტრიალოს მაყალში და ასევე საშამფურე ათიცალი ჭრილი:

ნახაზი

საჰაეროები და ჭრილები

შემდგომ გავშკურკე ელექტრო შკურკით და სულ გავაცალე საღებავი:

მაყალს გახურებისას დეფორმაცია რომ არ მიეღო გვერდებზე სქელი რკინის სარტყელები შემოვაკარი:

და ბოლოს ეგრედწოდებულ შავ “მატოვი” ფერში შევღებე. საღებავი რათქმაუნდა ცეცხლგამძლეა, რომელიც როგორც ინსტრუქციაში ეწერა 650 გრადუს უძლებს.

რომ მოვრჩი შეღებვას ერთი დღე გავაჩერე, რომ კარგად შემშრალიყო, შემდგომ მეორე დღეს მაყალში ცეცხლი დავანთე და საღებავი კიდევ კარგად გამოვაშრე, რათა მწვადაობის დროს ხორცს საღებავის სუნი არ აეღო…
ესეც შედეგი 😉 :



ესეც ტესტი, რომელიც იდეალურად ჩააბარა და ყველასგან დამსახურებული მოწონება მიიღო:

მას წინ კიდევ ბევრი მოღვაწეობა და გმირობები მოელის…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 51 vote, average: 2.00 out of 5

› ქალური სილამაზე

DU