1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიო გვეტაძე: მონანიება – თავი X

კარებში კიტოვანის გაუპარსავი სახე გამოჩნდა, შემდეგ მთელი ტანით შემოიმართა, მანძილი კარებიდან საწერ მაგიდამდე თავისებური მოძრაობით გაიარა და შეუპატიჟებლად ჩამოჯდა კუთხეში მდგარ სკამზე. ფეხი ფეხზე გადაიდო და პაპიროსი გააბოლა.
მისი სახე არც ზიზღს გამოხატავდა, არც სიბრაზეს. თვალები დამცინავად მოეჭუტა და ისე შეცქეროდა მინდელს, თითქოს სურდა ეთქვა, ბევრი მინახავს შენისთანა გამომძიებელი და შენც ჩემგან მხოლოდ იმას გაიგებ, რის გამხელასაც მე დავინახავო საჭიროდ.
მინდელმა თითქოს ვერ შეამჩნია პატიმრის გამომწვევი მოქმედება.მშვიდად შეათვალიერა კიტოვანი.
– ფეხი ჩამოიღეთ, სამიკიტნოში როდი ხართ! – უთხრა ცივი ხმით.
– ვაა,განა სამიკიტნო მილიციაზე უარესია?- გაიღრიჭა კიტოვანი, მაგრამ ფეხი ჩამოიღო, პაპიროსი ტუჩების კუთხეში მოიქცია და ხელებით მუხლისთავებს დაებჯინა.
გამომძიებელმა მწყრალად შეხედა, შემდეგ მაგიდის უჯრიდან დაკითხვის შეუვსებელი ბლანკი ამოიღო, წინ დაიდო და ერთხელ კიდევ შეათვალიერა პატიმარი.
– თქვენი გვარი?- დაიწყო დაკითხვა.
– ვა, გუშინწინ არა მკითხე, ვეღარ დაიხსომე?- გაუკვირდა კიტოვანს.
– მე ნამდვილ გვარს გეკითხებით.
– მეც ნატურს გეუბნები, რაღა.
– მაშ არ გინდათ თქვენი გვარი დაასახელოთ? თუმცა არც საკვირველია, თქვენ ხომ მრავალ გვარ ატარებთ.
– არც იმდენს, რომ დახსომება ვერ შევძლო,- ჩაიცინა პატიმარმა.
– მაშინ ჩამოთვალეთ თქვენმი გვარები.
– ძალიან ბევრი მოგივათ, თქვენთვის ერთიც საკმარისია,- კვლავ გაიცინა ცრუ კიტოვანმა.
– კეთილი, რაკი არა გსურთ მე გეტყვით,ბრალდებულო კვალიაშვილო, იგივე დავითიძე, იგივე „ჩოფურა„ იგივე…
– საჭირო აღარ არის, მიაგენით! გაქექეთ უკვე?- შეაწყვეტინა პატიმარმა.
– რა თქმა უნდა. თქვენ ხომ პირველად არ ზიხართ და მშვენივრად იცით თქვენს სრულ ვინაობას დავადგენდით,- დაუდასტურა გამომძიებელმა.
– მომილოცავს მაღარიჩი ჩემზეა, რაღა!
– ლაზღანდარობას თავი დაანებეთ და თქვენ თავზე იფიქრეთ. ნუთუ არ მოგწყინდათ ამდენი ბოროტება?
– აბა, ეგეები არ იყოს! მე თითონ შემიძლია, ვისაც გინდა აგიტაცია გავუწიო,- მკვახედ უპასუხა კიტოვანმა.
– ვხედავ, მაგრამ მაინც, ნუთუ ბორტობაზი უნდა დაასრულოთ თქვენი სიცოცხლე?
– ვაა, ამ ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს. ხომ გაგიგონიათ, ვინ სად ჯდება, მისი ადგილიც იქ აისო, მნც ჩემი ადგილი მამინახია და პურს იმითი ვჭამ.
– ადამიანის სისხლით დამბალ პურს?
– სისხლიან საქმეზე მე არ დავდივარ, სუფთა სამუშაოს მივდევ, რაც ცუდად დაუდევთ, ავიღებ და მორჩა!
– და ასე გინდათ დალიოთ სიციცხლე?
– კიდევ აგიტაციას იწყებთ?- მოიღუშა კიტოვანი.
– თუნაც ასე იყოს, განა ცუდი იქნებოდა პატიოსან გზას დადგომოდით?
– ხელი აიღეთ და…პატიოსან გზას… ესე იგი ქარხანაში ვიმუშაო, ოფლი ვიდინო და თვის ბოლოს რაღაც გროშები მამიგდონ? მამა გიცხონდათ, მეტი საქმე არა მაქვს!
– ბევრი ქურდი გამოსწორდა, პატიოსან ცხოვრებას შეუდგა, შრომას მიეჩვია, ნუთუ თქვენ არ შეგეძლოთ ეს?
– გამოსწორდა… ეს თქვენთვის გამოსწორდა, ერთი ზედმეტი ვირი შეიძინეთ რაღა, ჩვენ კი გვიღალატა, გაგვყიდა, ბევრს ეს სიკვდილად დაუჯდა.
კიტოვანი უეცრად გაბრაზდა, ჩოფურა სახე აუწითლდა,ერთმანეთზე გადაბმული წარბები მოეღუშა.
– იცი რა, უფროსო,- განაგრძო გულმოსულად,- თუ აგიტაციის საქნელად ამომიყვანე, თავი გამანებე, სულ ერთია არაფერი გამოვა.
– კეთილი,- უპასუხა მოკლე პაუზის შემდეგ მინდელმა,- თქვენი ბრალდების საქმეს დავუბრუნდეთ.
– ასე ჯობია,- დაუდასტურა პატიმარმა და კვლავ შემოიდო ფეხი ფეხზე.
– სწორად დაჯექით–მეთქი,- გაბრაზდა მინდელი,- გეყოთ, რაც ითავხედეთ, თქვენ გამომძიებლის კაბინეტში ხართ და არა ქურდების ბუნაგში.
კიტოვანმა ბრაზიანი ხმით გაიცინა, შემდეგ ფეხი ჩამოიღო და სკამზე შესწორდა.
– რომელია თქვენი ნამდვილი გვარი?- გააგრძელა დაკითხვა მინდელმა.
– რომელიც თქვენ მოგეწონოთ, ის ჩათვალეთ,- უპასუხა უკმეხად.
– ეს პასუხი არ არის!- გაწყრა გამომძიებელი.
კიტოვანმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა, პასუხი კი არ გასცა.
– დუმხართ?- განაგრძო გამომძიებელმა,- თავი კი ქურდად მოგაქვთ, ძველ ქურდად. თუმცა ჩანს, ქურდადაც არ ვარგიხართ და შიშით დაბეჩავებული ლაზღანდარობით ცდილობთ თავის დაძვრენას, თქვენ მხოლდ ლაჩარი ხართ და სხვა არფერი!
კიტოვანმა თვალები დააბრიალა.
– ლანძღვას თავი დაანებეთ, ჩემი ლაჩრობა ჯერ არავის უთქვამს. ეს თქვენც გამოსცადეთ იმ კახპას სახლში,- მიუგო და ავად შეუბღვირა გამომძიებელს.
– მაშინ ტყავს იცავდით, ეგ ლაჩრის ვაჟკაცობაა, ხოლო როცა ჩავარდით, საკუთარი გვარიც დაგავიწყდათ,- უფრო გააღიზიანა გამომძიებელმა–კმარა!- იყვირა კიტოვანმა,- მე ლაჩარი არა ვარ, მაგრამ თუ შენთვის ასეთი მნიშვნელობა აქვს, გაიხარე:კვალიაშვილი ვარ, შემდეგ დავითაძე,ნიორაძე, გეყოფათ?
– კეთილი მიუგო მინდელმა,- სად გაიცანით ბალავაძე და ივანისელი?
– თბილისში.
– რამდენი ხანია იცნობთ?
– რამდენიმე წელია.
– ვინ გაგაცნოთ?
– ეგ თქვენი საქმეარ არის, მე არავის ჩაგირავებას არ ვაპირებ.
– როდის ჩამოხვედით ქუთაისში?
– 8 იანვარს.
– თქვენი ჩამოსვლის მიზანი?
– გასტროლებზე ვიყავით რაღა,- გაიცინა კიტოვანმა,- მაგრამ ერთი საქმეც არ დაგვიწყია, ისე დავიწვით იმ ძუკნას სახლში.
– მაშ არავინ გაგიძარცვავთ?
– ვა, არა–მეთქი, ხომ გითხარით, ვერ მოვასწარით.
მინდელი გამომცდელად მიაჩერდა პატიმარს, მაგრამ მან გამომწვევად გაუსწორა მზერა.
– მისმინეთ,კვალიაშვილო,- კვლავ დაიწყო გამომძიებელმა,- წეღან გითხარით, თავმ პროფესიულ ქურდად მოგაქვთ და შეგირდივით კი ირჯებით. განა არ გესმით, რომგამოძიებისათვის ყველაფერი ნათელია და ბრალდების აღიარების მეტი არა დაგრჩენიათ რა?
– არა მართლა?- გაკვირდა ცრუ კიტოვანს.
– ნამდვილად!- მტკიცედ დაუდასტურა მინდელმა–მაგრამ ხომ გითხარით, ლაჩარი ხართ–მეთქი, გეშინიათ აღიარების.
– მე არაფრის არ მეშინია. თქვენ კი ტყუილად ცდილობთ პუშკაზე აყვანას. მე არავის არ გავყიდი. სხვა ეძიეთ.
– არც არავინგთხოვთ, უთქვენოდაც ვიცით ყველაფერი.- მოუჭრა მინდელმა.
– მაშ მე რაღად მეკითხებით?
– იმად თუ ოდნავ შეგრჩენიათ, თუგინდ თქვენი ქურდული თავმოყვარეობა, აბდაუბდას თავი დაანებეთ და, ყველაფერი გვიამბოთ.
– ჩემგან ვერაფერს გაიგებთ.
– გავიგებთ,კვალიაშვილო, თქვენ თვითონვე იტყვით,როდესაც დარწმუნდებით, რომ გამოძიებამ ყველაფერი იცის.
– მაგას ვნახავთ,- გაიმეორე ჯიუტად ქურდმა.
– კეთილი,დაკავებისას თქვენ წინააღმდეგობა გასწიეთ და ოპერ მუშაკიც მძიმედ დასჭერით, ეს ერთი. მეორე,თქვენვე აღმოგაჩნდათ 4 რევოლვერი და მრავალი ვაზნა, ამ ფაქტებს ხომ ვერ უარყოფთ?
– რაც მართალია, მართალია!- დაუდასტურა პატიმარმა.
– გრძელიძემ ამოგიცნოთ და დაგიპირისპირდათ კიდევაც მგონი, ესეც არ უნდა იყოს ტყუილი.
– ესეც მართალია.
– ძალიან კარგი. ქალის მოტაცების ზღაპარი თქვენ თვითონვე უარყავით, აღარ მოგეწონათ, ახლა თქვით, სად დასჭრეს ივანისელი?
– ჩხუბში დასჭრეს.
– სტყუით!
– მაშ თქვენ დაამტკიცედ, სად დასჭრეს,- ჩაიცინა კვალიაშვილმა.
– ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, კვალიაშვილო და ჯიუტობას აზრი აღარ აქვს,- მიუგო მინდელმა.
– რა დაამტკიცეთ?
– ის, რომ ივანისელი ტყეშელაიძემ დასჭრა, აი იმ ტყეშელაიძემ, თქვენ რომ გაძარცვეთ და მოჰკალით.
– ჩვენ არავინ არ გაგვიძარცვავს.
– გვიანღაა,ხელთათმანებმა გაგცათ, სისხლის ანალიზმაც დაადასტურა.
– არაფერი მესმის!- მხრები აიჩეჩა კიტოვანმა.
– აგიხსნით,- გამომძიებელმა მაგიდის უჯრიდან ხელთათმანები ამოიღო,კიტოვანს წინ დაუდო და განაგრძო:- ეს ხელთათმანები ეცვა ივანისელს, როდესაც ტყეშელაიძის ბინაში შევიდა. დაჭრის შემდეგ, ფანჯრიდან გადახტომისას, სიჩქარეში მარჯვენა ხელის შუა თით ფანჯარაზე ლურსმანს შეაჭრა და იქვე სისხლის კვალთან ხელთათმანის რამდენიმე ძაფი დასტოვა. ხედავთ?- ხელთათმანი სწორად იმ ადგილზეა გახეული და სისხლიც ეტყობა. ეს ხელთათმანები თქვენს ჩემოდანში ვიპოვეთ, სათანადო ექსპერტიზაც ჩავატარეთ. აი, დასკვნაც ინებეთ,- გამომძიებელმა საქაღალდედან ერთი ფურცელი ამოარჩია და კიტოვანს წინ დაუდო.
– წაიკითხეთ და თვითონვე დარწმუნდით.
კიტოვანმა ზედაც არ დახედა საექსპერტო აქტს, პაპიროსი ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა.
მინდელმა ხელთათმანები ისევ უჯრაში ჩაყარა, ექსპერტიზის აქტიც საქაღალდეში ჩასდო.
– ეხლა ხომ გესმით, რომ თქვენს ჯიუტობას არავითარი აზრი არა აქვს?- დასძინა მტკიცედ.
კიტოვანი ისევ დუმდა,მოწეული პაპიროსი დააგდო და ახალს მოუიდა.
– რას იტყვით?
ისევ დუმილი.
– რას იტყვით–მეთქი?- ხმას აუწია მინდელმა.
კიტოვანი წყნარად შებრუნდა, გამომძიებელს ბრაზიანი მზერა მიაპყრო, ერთხანს უცქირა, შემდეგ ნელ–ნელა დაცხრა, ირონიულად გაიცინა და ყინულივით გადმოაგდო:
– ვაჰ დედასა, სად ჩავვარდი!- თან გამეტებით დაირტყა მკერდზე მუშტი და დაუმატა:- აფსუს, ჩოფურ!
– ასე,- გაიღიმა გამომძიებელმა,- ხომ ხედავთ გზა აღარა გაქვთ.
– ვხედავ რაღა,სუფთად გიმუშავიათ,- ამოღერღა პატიმარმა და ნაძალადევად გაიღიმა.
– მაშ…- დაიწყო მინდელმა.
– მაშ ის, რომ,- სიტყვა ჩამოართვა კიტოვანმა,- ჩემი ბანკი გაკოტრდა, დავიწვი რაღა, თქვენ მოიგეთ. მკითხეთ და გეტყვით, გეტყვით, რაღა!- დაუმატა ბრაზიანად
– კეთილი, აბა დავიწყოთ, როგორ და რა პირობებში გაძარცვეთ ბინა და მოჰკალით ტყეშელაიძე?
კიტოვანი ცოტა ხნით დადუმდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია, თითქოს სურდა ეთქვა, სულ ერთიაო და დაიწყო:
– ეგ საქმე ერთმა ვინმემ მოგვცა, ჰოდა ჩვენც წავედით, ვიცოდით ბინის პატრონები სახლში არ იყვნენ, მაგრამ ალბათ საქმის მომცემს შეეშალა, სახლში პატრონები დაგვხვდნენ, ეძინათ. ის იყო საქმეც მოვათავეთ, რომ კაცმა გაიღვიძა. მე უკვე ფანჯარაში გადავდიოდი. ის მამოხერი ივანისელს ეძგერა, იმანაც პერო მიარტყა და ფანჯრიდან გადმოვარდა, სისხლი სდიოდა, მუცელში იყო დაჭრილი.ეს მერე გავიგეთ, რაღა. ქალმაც გაიღვიძა იფსიხა, ჩვენ კი ავითესეთ, ასე იყო რაღა.
– რამდენი იყავით?
– მე წიპუკა და ფირუზა.
– ივანისელი?
– ჰო,ივანისელი,ფირუზა, რაღა!
– საქმე ვინ მოგცათ?
– ეე, ეგ რა თქვენი საქმეა?
– მაშ არ გინდათ თქვათ?
ყოფურა მოიღუშა.
– იცი რა გითხრა? ჩვენი წესი კარგად იცი, ვინც არ დამწვარა, იმსი გაყიდვა არ იქნება. თუ ასეთ რამეს მკითხავ, ჩემმა მზემ, სულ გავჩუმდები.
– კეთილი,- გაიღიმა მინდელმა,- დრო მოვა და საქმის მომცემსაც დაასახელებთ, ჯერ კი განვაგრძოთ, როგორ შეხვედით ბინაში?
– ისე რა, როგორც სხვა ბინაში შევსულვართ, დუდუკები არ დაგვიკრამს.
– ერთხელ გითხარით, ნუ ლაზღანდარობ–მეთქი,- შეუტია მინდელმა.
– ვა, რასა ცხარობ, უფროსო, მკითხე და გიპასუხე, სხვა რაღა გინდათ?- გაუკვირდა კიტოვანს.
– მე გეკითხებით, როგორ შეხვედით დაკეტილ ბინაში?
– ფანჯარა გავაღეთ და შევედით.
– შიგნიდან დაკეტილი ფანჯარა რგორ გააღეთ?
– ვა, მა რისი ოსტატები ვართ,თუ ფანღარასაც ვერ გავაღებთ?- გულწრფელად გაიკვირვა პატიმარმა.
– არ გინდათ თქვათ?
– გავაღეთ და შევედით, მორჩა და გათავდა!
– კარგი, რა წაიღეთ სახლიდან?
– ცოტა რამ. ჩვენ ბარახლზე არ ვმუშაობთ, ანტიკა რამეები მოგვწონს.- გაიღიმა ცრუ კიტოვანმა.
– მაინც რა წაიღეთ?
– ორი ოქროს ბაკა თავისი ცეპოჩკით და 25000 მანეთის ობილიგაციები.
– კი მაგრამ საქმის მომცემმა გითხრათ, რომ ოქროს საათი და ობილიგაციები იყო მოსაპარავი?
– არა, იმან საქმე მოგვცა.
– ეს როგორ გავიგოთ?
– ისე რა, როგორც ვუბნობ, საქმე მოგვცა და ჩვენც წავიღეთ.
– თქვენ ხომ ტანსაცმლის მოპარვა არ გქონდათ განზრახული?
– მე გითხთრით ბარახლო ჩვენი საქმე არ არის–მეთქი, არ სოხარდება ბლომად ყრია მაღაზიაში იმპორტნი რამეები.
მინდელს გაეღიმა.
– ერთი ეს მითხარით საქმის მომცემი ტყეშელაიძის ნათესავი იყო?
– მე რა ვიცი, ვინ იყო!
– საინტერესოა, განა ახლო ნათესავის გარდა შეეძლო ვისმეს სცოდნოდა, რომ ტყეშელაიძეს სახლში 3% იანი ობლიგაციები ჰქონდა?- დაცინვით შეეკითხა მინდელი.
– ვა,ახლა მე ანკეტას ხო არ შევუვსებდი, საქმე მოგვცა, ეძიეთ და იპოვნით, ნათესავია თუ მტერი!- წარბები შეკრა პატიმარმა.
– ჩვენ უკვე ვიპოვნეთ, კიტოვანო!
– მართლა? მაშ ჰკითხეთ და გეტყვით.
– არა, კიტოვანო, კითხვით ვეღარ ვკითხავთ.
– ვერ კითხავთ, რათა?- გაუკვირდა კიტოვანს.
– თქვენ ხომ მოჰკალით იგი, შეუბრალებლად მოჰკალით!- ყინულივით ცივი ხმით მიუგო გამომძიებელმა.
– მოვკალით? ვინ მოვკალით?- გაფითრდა კიტოვანი და შესამჩნევად აუკანკალდა ხმა.
– ანზორ ჩიკვაიძე, საქმის მომცემი.
– ტყუილია, არავინაც არ მოგვიკლავს, ჩიკვაიძეს არ ვიცნობთ, ტყუილია!- აყვირდა კიტოვანი.
– აი, ნერვებმაც გიღალატათ, ყვირით,- მშვიდად მიუგო მინდელმა და განაგრძო:- რას ერჩოდით ჩიკვაიძეს?
კიტოვანი გონს მოეგო მიხვდა შეცდომა დაუშვა,ნებისყოფა დაძაბა და კანკალი შეიმაგრა.
– ტყუილია, ჩიკვაიძე ჩვენ არ მოგვიკლავს, არ ვიცი ვინ არის,- ამოღერღა ნაძალადევი სიმშვიდით.
– მოჰკალით მეთქი!- შეუვალი ხმით გაიმეორა გამომძიებელმა.
– შენ სველი საქმეების ჩვენზე აკიდებას თავი დაანებე,- კვლავ იყვირა კიტოვანმა,- ჩვენ ქურდები ვართ და არა ბანდიტები.
– კეთილი, ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი მიპასუხეთ, ვისი მანქანით მოიტაცეთ ქირურგი გრძელიძე?
– ხალტურის მანქანა იყო.
– სისულელეებს თავი დაანებეთ! საჭესთან თქვენ იჯექით. გრძელიძემ ამოგიცნოთ.
კიტოვანი აირია, მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ მანქანას თვითონ მართავდა.
გამომძიებელი მიხვდა პატიმრის მდგომარეობას, გონს მოსვლა და ახალი ტყუილის მოგონება აღარ აცალა.
– ვის გამოართვით მაგნქანა?- შეუტია მკაცრად.
– მე არ ვიცი, წიპუკამ მოიყვანა.
– სტყუით!
– ვა, გეუბნები, არ ვიცი–მეთქი.
– მაშ მე გეტყვით, დავით ქავჟარაძეს გამოართვით.
– მე ქავჟარაძეს არ ვიცნობ.
– არა, იცნობთ, ძალიან კარგად იცნობთ!
– ვის ვიცნობ?
– დავით ქავჟარაძეს, „კიტრას„, აი ვის,- სუსხიანად მიუგო მინდელმა და დაუმატა:- ტყუილად უარყოფთ, ეს უკვე დადგენილია, თუ არ გჯერათ, დაგიპირისპირებთ.
კიტოვანი მოიკუნტა,ერთ წამში დაკარგა ნაძალადევისიმშვიდე და გამომწვევი ქცევა. გაფითრებული, უეცრად დაპატარავებული სახე, წვრილი მოუსვენარი თვალებით,გამომძიებლის გამჭოლავ მზერას აარიდა და უაზროდ შეათვაიერა მუხლებზე დაწყობილი თავისივე ხელები.
– იტყვით თუ არა?- კვლავ შეუტია მინდელმა.
თავდახრილი კიტოვანი ერთხან დუმდა.
– მართალია, ვაღიარებ, რომ მანქანა ქავჟარაძის იყო,- ჩაილაპარაკა თავაუწევლად.
– რატომ ქავჟარაძე არ მართავდა მანქანას?- ახალი კითხვა დასვა გამომძიებელმა.
– მან არ იცოდა რა საქმეზე მივდიოდით, არც ჩვენ გვინდოდა გაეგო.
– რომელი საქმე?
– ტყეშელაიძეს სახლის გაქურდვა.
– მაშ აღიარებთ, რომ ტყეშელაიძის ბინის გასაქურდავად ქავჟარაძის მანქანით იყავით?
– ვაღიარებ, სწორედ მისი მანქანით ვიყავით.
– სად გაიცანით ქავჟარაძე?
– თბილისში გავიცანი.
– როდის და რა ვითარებაში?
– გასულ ზაფხულში, თვე არ მახსოვს. ერთ კამპანიაში შევხვდით, ზარს ვთამაშობდით, ხოდა ნაღდის გარდა 1000 მანეთი ვალიც მოვუგე. ერთ კვირაში უნდა ჩაებარებინა, მაგრამ აითესა. ქუთაისში ჩამოსული შემთხვევით შევხვდი, ფული მოვთხოვე, შემდეგ შევთანხმდით, მანქანა ეთხოვებინა ორი დღით და ვალსაც გადახდილად ჩავუთვლიდი.
– შემდეგ?
– რა გზა ჰქონდა, მათხოვა.
– როდის მიუყვანეთ ქავჟარაძეს მანქანა?
– მეორე დღეს ღამის 2 საათზე.
– სად?
– თავის ბინაზე.
– კეთილი, ვინ არის ის ჭაღარა კაცი, რომელიც გრძელიძის მოსატაცებლად გახლდათ?
– ერთი ჩემი ძმაკაცი.
– ვინ ძმაკაცი, დაასახელეთ!
კიტოვანმა თავი ასწია.
– მე უკვე გითხარით, ეგ ჩვენ კარაბადინში არ სწერია–მეთქი,- მიუგო მტკიცე ხმით.
– აკი დაასახელეთ ქავჟარაძე, რა განსხვავებაა?
– ქავჟარაძე არიფია, არიფები კი სათვალავში არ არის, რაც შეეხება ჩვენს ხალხს, ნაჭერ–ნაჭრადაც რომ ამკუწოთ, არ გავყიდი.
– გამოდის, რომ ჩიკვაიძე თქვენი კაცი იყო, მაშ რად მოჰკალით?
– მე გითხარით, რომ არ ვიცნობ ვიღაც მუდრეგ ჩიკვაიძეს, რას გადამეკიდეთ?- იღრიალა პატიმარმა.
– რად მოჰკალით–მეთქი?- გაუმეორა კითხვა მინდელმა.
კიტოვანს თვალები ჩაუსისხლიანდა, ფეხზე წამოიჭრა.
– თქვენ რა, ტყუილუბრალოდ გინდათ გამიშვათ რასხოდში?- ჩაიხხინა მან.
– დაჯექით!ამის შესახებ მაშინ უნდა გეფიქრათ, როცა მკვლელობას სჩადიოდით.
კიტოვანი მძკლვარედ მიაჩერდა გამომძიებელს, შაემდეგ მუშტი პირთან მიიტანა და ისე გამეტებით უკბინა ცხენისებკრი ჩაყვითლებული კბილებით, რომ სისხლმა გამოჟონა…
– გვიანღაა თითზე კბენა,- შენიშნა მინდელმა.
კიტოვანს არ უპასუხნია.
– თქვით რატომ მოჰკალით ჩიკვაიძე და გაათავეთ!- არ მოეშვა მინდელი!
– არ მომიკლავს–მეთქი! ახლა თუ გინდა, დილამდე მკითხე, აღარ გიპასუხებ, გითხარი ქურდი ვარ და არა ბანდიტი!
– კეთილი, მაგის დროც მოვა,- უპასუხა მინდელმა და ახალი კითხვა დასვა:- რა უყავით ნაძარცვ ნივთებსა და ობილიგაციებს?
კიტოვანმა გაიღიმა, თითქმის გამხიარულდა.
– შევასოხარეთ.
– სად და ვის მიჰყიდეთ?
– ვა, ადგილის მეტი რაა, ქუთაისში ხომ არ დავალეხებდით.
– ისევ ტყუილები დაიწყეთ?
– მე გითხარით, ჩემი ბანკი გაკოტრდა, ამიტომ სიმართლეს ვაღიარებ.
– ტყუილი ანგარიშია, თქვენი ხელის დამცლელი უკვე დაპატიმრებულია.
– ვაა! ვინ არის?
– მალე შეგახვედრებთ.
– შემახვედრებთ და შემახვედრეთ! ეგეც მე ვიტირო?
– მაშ, რატომ არ ამბობთ.
– იმიტომ, რომ არ ვიცი.
– დარწმუნებული ხართ?
– ვა, აი შარი თუ გინდა, ეს არის!- გაიღიმა კიტოვანმა.
– კარგი, ვინ მოგცათ წერილი, რომელიც დევიძეს მიუტანეთ?
– ერთი კაცი ჩამოვიდა მაგა… გადასახლებიდან და იმან მომცა.
– რა გვარია და სად არის ამჟამად?
– ვა, ძალიან ბევრი მოგივათ, ეძებეთ და იპოვით.
– რად გინდოდათ წერილი?
– აკი გითხარით, ქუთაისში გასტროლებზე წამოვედით,ჰოდა, უხიფათო ბინა რომ გვქონოდა, ეს წერილი გამოვიყენეთ.
– წერილი თქვენ ტყეშელაიძის ბინის გაძარცვამდე ჩამოიტანეთ,- შეახსენა მინდელმა.
– სწორია. მერე რა?
– ის, რომ მაშინ მარტო იყავით ჩამოსული და…
– და არც ერთი საქმე არ დამიწყია?- კვლავ ღიმილით შეაწყვეტინა კიტოვანმა და განაგრძო:- მართალია, ჩამოვედი,გიორგაძის ცოლი ვნახე, ბინა შევიგულე და წავედი.
– თქვენი ჩამოსვლის მიზეზი ტყეშელაიძის ბინის გაქურდვა იყო?
– არა, ეგ შემთხვევით გამოვიდა, ჩვენ სულ სხვა საქმე გვქონდა, მაგრამ ვერ გავაკეთეთ ფირუზას დაჭრის გამო.
გამომძიებელი შენიშვნებით აჭრელებულ ფურცლებს დასცქეროდა, უკვე დასმულ კითხვებს ფერადი ფანქრით აღნიშნავდა.
საათმა ხუთჯერ დარეკა, მინდელმა თავი ასწია, კედლის საათს მიაპყრო მზერა, შემდეგ მაჯის საათს დახედა,გაკვირდა შეუმჩნევლად გაერბინა 2 საათს.
გამომძიებელი წამოდგა. ფანჯარა ფართოდ გამოაღო. ოთახში გრილი ჰაერი შემოიჭრა, ბღუჯა–ბღუჯა განდევნა თამბაქოს დაგროვილი ბოლი.
მზიანი ამინდი იდგა. უჩვეულო ყინვების შემდეგ ერთბაშად დათბა, ყინული გალღვა და ქუჩები აატალახა.დაღლილმა მინდელმა გახურებული შუბლი სარკმლის მინას მიაყრდნო, სასიამოვნო სიგრილე შეიგრძნო, ერთ ხანს მისჩერებოდა ქუჩას, მანქანების ცქერით ერთობოდა.
ასე გავიდა ათიოდე წუთი.
კაბინეტში შესამჩნევად გასუფთავდა ჰაერი. მინდელმა ფანჯარა დახურა და სავარძელს დაუბრუნდა.
პატიმარი ისევ თავჩაქინდრული იჯდა და შეუწყვეტლივ აბოლებდა.
– კიტოვანო!- დაარღვია დუმილი მინდელმა.
პატიმარმა თავი ასწია, მოლოდინით მიაჩერდა გამომძიებელს.
– კიტოვანო,- გაიმეორა მინდელმა,- ხომ ხედავთ ჯიუტობას აზრი აღარა აქვს, სთქვით ყოველივე და გაათავეთ.
– ვა,კიდევ დარჩა რამე? რაც გამიკეთებია, მითქვია, რაც არ გამიკეთებია, ტყუილს ხომ არ ვიკისრებ?
– სხვის დანაგშაულს თქვენ არავინ გაბრალებთ, ხოლო რაც გააკეთეთ, იმაზე პასუხს გაგებინებთ.
– მაშ არადა, მე ვიცი.სანატორიუმში გამაგზავნით,- ექედნურად ჩაიცინა პატიმარმა.
– კიდევ ერთხელ გეკითხებით, ვის მიყიდეთ ნაპარავი ნივთები?
– მეც კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, ერთ ვინმეს,- მიუგო კიტოვანმა.
მინდელმა წამით იყუჩა, შემდეგ მოკლედ ისროლა:
– ხოტოველი სალამს გითვლით,ვახტანგ.
– ვინ…ვინ მითვლის?
– ხოტოველი, იოსებ ხოტოველი,- ღიმილით უპასუხა გამომძიებელმა.
– ეს კიდევ ვინღაა?- ისევ ბუნებრივად გაიკვირვა კიტოვანმა, კინაღამ გამომძიებელიც დაეჭვდა.
– იოსებ ხოტოველი, აღარ გახსოვთ, წყალტუბოს ნაწარმი ძეხვი რომ გამოგიგზავნათ?
– არაფერი მესმის!
– როგორ არ გესმით, განა დევიძის ქალი თქვენ არ არ გაგზავნეთ მასთან? იქნებ ამასაც უარყოფთ?
– ჰოო,ხოტოველი? იოსკა?- „მოაგონდა„ კიტოვანს,როგორ არა, გამახსენდა, მაღაზიაში რომ მუშაობს?
– სწორედ ის, ხომ არ გინდათ შეგახვედროთ?
კიტოვანმა თავი ასწია, მომღიმარ გამომძიებელს გამომცდელად შეხედა, შეყოყმანდა.
– რატომუნდა შემახვედროთ?- იკითხა გაუბედავად.
– უბრალოდ, შეგახსენებთ, რა გადაგიხადათ მოპარულ ნივთებსა და ობილიგაციებში და კიდევ…
– კიდევ რა?- თვალები გაუფართოვდა პატიმარს.
– …და კიდევ…- განგებ გააჭინაურა მინდელმა,- სალამს გადმოგცემთ ჩარგიევ მათესაგან ანუ „საშ–კა ჩერ–ქე– ზისაგან„,- დამარცვლა უკანასკნელი სიტყვები გამომძიებელმა.
კიტოვანი გველცემულივით წამოიჭრა სკამიდან, შემდეგ უეცრად გაფითრდა. საკინძე გაიგლიჯა, თვალებიდან ღვლეფი გადმოსცვივდა.
– მე არავითარ ჩარგიევს არ ვიცნობ,გესმის? არავითარ ჩერქეზს!- ისე იბღავლა, რომ კაბინეტში დაფეთებული სერჟანტი შემოიჭრა და მუშტებმოკუმულ პატიმარს უკნიდან მხრებში სწვდა.
– შეწყვიტეთ ღრიალი!- შეუტია ფეხზე სწრაფად წამომდგარმა მინდელმა.
მაგრამ კიტოვანს არაფერი ესმოდა,ანგარიშმიუცემლად მიიწევდა გამომძიებლისაკენ და უეცრად მოღრეცილი პირით რაღაცას ბურტყუნებდა.
– ახლავე შეწყვიტეთ–მეთქი!- იჭექა მინდელმა.
პატიმარი შეკრთა, უაზრო თვალებით მიმოიხედა და სერჟანტის ძლიერ მკლავებში მოქცეული ძნასავით დაეცა სკამზე.
– არ ვიცნობ, არ ვიცნობ–მეთქი!- რამდენჯერმე გ.აიმეორა მან და გამშრალი ტუჩები გაილოკა.
სიჩუმე ჩამოვარდა.სერჟანტს კვლავ მაგრად ეჭირა პატიმარი,რომელსაც პირველმა მძვინვარებამ გაუარა და ახლა მხოლოდ მხრები უტოკავდა ციებიანივით.
– გაუშვით!- უბრძანა მინდელმა,- გაუშვით და წყალი მიაწოდეთ, დამშვიდდება.
სერჟანტმა იჭვნეულად შეათვალიერა მოცახცახე კიტოვანი, შემდეგ ხელები შეუშვა და წყლით სავსე ჭიქა შესთავაზა. კიტოვანმა ხარბად შესვა,გონს მოეგო, ჯიბე მოიქექა,მაგრამ პაპიროსი გამოლეოდა.
– მოსწიეთ!- გაუწოდა მინდელმა კოლოფი.
პატიმარმა აკანკალებული ხელებით ძლივს ამოიღო პაპიროსი, მაგრამ ასანთის გაკვრა ვერ შეძლო, რამდენიმე ღერი გატეხა. სერჟანტი მიეშველა, ანთებული ღერი მიაწოდა.კიტოვანმა ღრმად მოქაჩა, ერთხელ, მეორედ, კიდევ ერთხედ…
– დაგვტოვეთ!- უბრძანა მინდელმა სერჟანტს.
სერჟანტმა წყნარად გაიხურა კარი.
კიტოვანს რაღაც ავადმყოფური გარინდება დაეუფლა, სახე მოღრეცილი, თითქმის შეშლილი, უაზროდ შესცქეროდა გამომძიებელს შიშით გაფართოებული თვალებით.
მინდელიც დუმდა. პატიმრის უეცარმა გაშმაგებამ და შიშით მოთენთვამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ კიტოვანი არათუ იცნობდა ჩარგიევს, არამედ დიდი შიშიც ჰქონდა მისი.
დაეჭვება არ შეიძლებოდა, ჩარგიევი ბანდის მეთაური და შეპყრობილთა შორის ყველაზე საშიში ბოროტმომქმედი იყო, ამასთან არა მარტო განაგებდა ბანდას, მისი წევრების სიცოცხლეც ხელში ეჭირა. სწორედ ამით უნდა ახსნილიყო ის პირუტყვული შიში, რასაც „საშკა ჩერქეზის„ მარტოოდენ ხსენებაც კი იწვევდა ბანდიტებში.
გამომძიებელმა პატიმარს გადახედა. კიტოვანი ბოროტად შეყრილ წარბებქვეშ ნადირივით აბრიალებდა თვალებს. პირველ შიშს უკვე გაევლო, და მისი მოღუშული სახე ბრძოლისათვის მზადყოფნას გამოხატავდა.
მინდელი წყნარად დაეშვა სავარძელში, შენიშვნებითაჭრელებული ფურცელი წინ დაიდო, რამდენიმე სტრიქონი მიუმატა, შემდეგ კალმისტარი გვერდზე გადასდო და გამჭოლად მიაჩერდა თავჩაქინდრულ კიტოვანს.
პატიმარმა ალღოთი იგრძნო გამომძიებლის მზერა. თავი ასწია, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო, უხერხულად რამდენჯერმე ჩაახველა და გამომძიებლის მტკიცე გამოხედვას თვალი აარიდა.
მინდელი მიხვდა, თუმცა კიტოვანის ნებისყოფა გატეხილი იყო, მაგრამ მისი ადგილი ჩარგიევისადმი შიშს დაეჭირა, იმდენად ძლიერს, რომ უფრო გამდნარ ტყვიას ჩაყლაპავდა, ვიდრე „ჩერქეზზედ„ იტყოდა რამეს.
გამომძიებელი დარწმუნდა, რომ ამჟამად პირდაპირ შეტევას აზრი არ ჰქონდა და გადაწყვიტა სხვა მხრიდან მოევლო კიტოვანისათვის.
– დაწყნარდით?- დაარღვია დუმილი მინდელმა.
კიტოვანმა მხოლოდ შეხედვით უპასუხა.
– ძლიერ გშინებიათ „ჩერქეზის„, თუმცა თავი ვაჟკაცად მოგაქვთ,- განაგრძო გამომძიებელმა.
– მე არავისიც არ მეშინია,- უგემურად ამოღერღა კიტოვანმა,- მით უმეტეს ვიღაც ჩარგიევის.
– არა,გეშინიათ, უფრო მეტიც, ისტერიკები მოგდით.
კიტოვანმა არა უპასუხა რა.
– ყველას ტვირთს თქვენ ვერ ასწევთ, ვახტანგ კვალიაშვილო, გაიჭყლინტებით.
– მე არავის ტჩირთს არ ვეწევი, ჩემიც მეყოფა.
– ეგ რომ გესმოდეთ, თქვენს თავზე იზრუნებდით და არ შეეცდებოდით სხვისი დანაშაულის აღებას.
– თქვენ ჩემზე ნუ ზრუნავთ, უთქვენოდაც იოლად წავალ როგორმე.
– მასაშადამე „ჩერქეზს„ არ იცნობთ!
– გითხარით, არა–მეთქი!- დაიღრინა კიტოვანმა.
– არც ხოტოველი გაგიგზავნმათ მასთან?
– ეს კიდევ საიდან მოიტანეთ?
– თქვენ ცუდი კონსპირატორი ხართ, ჩოფურ,- გაიღიმა მინდელმა.- თუმცა თავი გამოცდილ ქურდად მოგაქვთ,სინამდვილეში ყველა თქვენი ნაცოდვილარი ვეებერთელა კვალს ტოვებს, ჩარგიევიც თქვენ უნდა გიმადლოდეთ ჩავარდნას.
– აყვანას მიპირებთ?- ბრაზიანად ჩაიხიხინა პატიმარმა.
– არა, რათა! სიმართლეს გეუბნებით, თქვენ გგონიათ დიდი კონსპირაცია გამოიჩინეთ, როდესაც ხოტოველს გააგებინეთ როდის და რომელ საათზე გამოცხადებულიყო 407 ნომერში ბასკაკოვასთან? ან იქნებ გგონიათ, რაკიგულუბრყვილო ქალის მოტყუება შესძელით, გამოძიებაც მოტყვილდებოდა? შეცდით კვალიაშვილო, მოტყუვდით! ყველაფერი პირიქით მოხდა და როგორც თქვენ, ისე „ჩერქეზიც„ ორივე ფეხით გაებით ხაფანგში.
– არ მესმით რაზე ლაპარაკობთ.
– კმარა, ვახტანგ, ნუთუ იმდენად დაგაბნიათ შიშმა,მარტივი ჭეშმარიტებაც სადავოდ გინდათ გახადოთ?
– გეუბნებით, არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ, ჯიუტად გაიმეორა კიტოვანმა.
– ნუთუ?- გაიკვირვა გამომძიებელმა, შემდეგ საქაღალდედან ფოტოსურათი ამოიღო, პატიმარს გაუწოდა,- აი, ინებეთ და დარწმუნდით თქვენს სულელურ კონსპირაციაში, იქნებ ამის შემდეგ მაინც გეყოთ გამბედაობა და შეურიგდეთ თქვენს სრულ ჩავარდნას,- დაუმატა დაცინვით.
კიტოვანმა უხალისოდ ჩამოართვა ფოტოსურათი, ზერელედ დაათვალიერა 50 მანეთიანი ბანკნოტის ფოტოასლი, შემდეგ მხრები აიჩეჩა და ფოტოსურათი გამომძიებელს დაუბრუნა.
– იცანით?- შეეკითხა გამომძიებელი.
– რა ვიცანი?
– ფული, რომელიც დევიძეს გაატანეთ ხოტოველთან.
კიტოვანი თითქმის გამხიარულდა.
– აბა, შენა ყოფილხარ აი,- გაიღიმა მან,- გეგონება ბოლშევიკებს მხოლოდ ერთი ცალი ხუთთუმნიანი მოეჭრათ და ისიც უეჭველად ჩემი დასტურით,რომ შევხედავ, თუ არა ხელათ ვიცნო.
– ლაზღანდარობას თავი დაანებეთ, კიტოვანო!
– ჩემმა მზემ, სტრანნი ვინმე ხართ–მეთქი, არა, საიდან მაიტანეთ, რომ ეს ჩაკარტოჩკებული 50 მანეთიანი უეჭველად ჩემი ნაცნობია?
– მაშ უარყოფთ?
– ვა, შარი თუ გინდა ეს არის, აი!იქნება ახლა ისიც მითხრათ, ამ 50 მანეთიანს რანაირი მეტრიკა და პასპორტი აქვს?
– გეტყვით, აუცილებლად გეტყვით,- მიუგო გამომძიებელმა სერიოზულად.
– ვაა! აი სეირი თუ გინდა ეს იქნება, აი! მაშ მოიტა, მაჩვენე, რო ერთი ჯიგრიანად გავიცნო რაღა,- კიტოვანს სრულიად გაუარა „ჩერქეზის„ ხსენებით გამოწვეულმა შიშმა და ისევ ლაზღანდარობა დაიწყო.
– კეთილი, თავის დროზე ყველაფერს გიჩვენებთ, ჯერ კი შემდეგ კითხვაზე მიპასუხეთ: ვინ მოგცათ ბასკაკოვას მისამართი?
– ვისი მისამართი?
– ბასკაკოვას, ტანია ბასკაკოვას მისამართი.
– აკი გითხარით, არ ვიცნობ, ვიღაც ოხერი ბასკაკოვაა
– მაშ ვისთან უნდა გამოცხადებულიყო ხოტოველი 15 იანვარს საღამოს 10 საათზე?
– მე ეგ საიდან უნდა ვიცოდე?
– სწორედ თქვენ უნდა იცოდეთ, აკი ასე დაავალეთ ხოტოველს.
– რამდენჯერ უნდა გითხრათ, ხოტოველისათვის არაფერი დამივალებია–მეთქი.
– თქვენ ასე გგონიათ?
– მა ისე უნდა მეგონოს, როგორც თქვენ გიედათ?
– არა კვალიაშვილო, მაგრამ არც ისე, თქვენ რომ გინდათ,- დინჯად შენიშნა მინდელმა და დაუმატა:- აბა ამ სურათს ერთხელ კიდევ დახედეთ, კარგად დააკვირდით და შემდეგ მიპასუხეთ.
მინდელმა 50 მანეთიანი ბანკნოტის ფოტოასლი ახლოს მიუწია პატიმარს.
– ვა, ანახე და ის იყო, ახლა ზეპირად ხო არ უნდა ვისწავლო.
– დახედეთ,დახედეთ და მიპასუხეთ ეს რა აწერია?- შეეკითხა მინდელი და ფულზე გაკეთებულ წარწერაზე მიუთითა.
კიტოვანი წარწერას დააცქერდა.
– რა სწერია?- გაუმეორა კითხვა გამომძიებელმა.
– რა ვიცი, რა სწერია, „ტანია„ და რაღაც ციფრები,ეტყობა, ვიღაცას ფინანსთა მინისტრობა დაუწყია,- გაიღრიჭა ქურდი.
– განა, ნაწერი არ გეცნობათ?
– მეე?
– ჰო, თქვენ.
– რა თქმა უნდა, არა, ეგეთ ხალხთან საქმე არა მაქვს.
მინდელმა მეორე ფურცელი ამოიღო, რომელზედაც რამოდენიმე სტრიქლნზე ერთი და იგივე სიტყვა იყო დაწერილი რუსულ ენაზე. კიტოვანს გაუწოდა.
– ეს ნაწერი თქვენია?
კიტოვანმა ფურცელს დახედა.
– მერე რა რო ჩემია, ეს ხომ თქვენ თვითონ დამაწერინეთ.
– მაშ კარგად დააკვირდით, ფულზე დათქვენს მიერ ჩემი თხოვნით ამ ქაღალდზე დაწერილ რუსულ სიტყვაში „ტანია„ ორივეგან ერთი და იგივე შეცდომაა დაშვებული.
– მერე ეგ მე რაში მეხება?
– საინტერესოა,- გაიღიმა მინდელმა.
– რა არის საინტერესო?
– თქვენი ქცევა.სირაქლემა გაგიგონიათ, ვახტანგ?
– მერე რა!
– ის, რომ თუ სირაქლემა გაგიგონიათ, იქნებ ისიც იცით, ამ ცხოველს ერთი მეტად სულელური ჩვევა რომ აქვს.
– სულელური ჩვევა?
– ჰო, სულელური, როცა მონადირეები დაედევნებიან, თავს ფრთის ქვეშ მალავს და ასე ჰგონია, მდევარი მოვატყუეო.
– მერე მე რაში მეკითხება თავს მალავს თუ კუდს?- გაუკვირდა კიტოვანს.
– თქვენც ასე იქცევით, თუმცა სირაქლემაზე მეტი მოგეთხოვებათ.
– აბა, ეგეები არ იყოს, მე სირაქლემა არა ვარ.
– სირაქლემათა საბედნიეროდ, მაგრამ დავუბრუნდეთ საქმეს. მაშ ეს ნაწერი არ გეცნობათ?
– არა–მეთქი გითხარით.
– კეთილი, გამოდის, რომ ექსპერტი შეცდა.
მინდელმა საქმიდან სხვა ქაღალდი ამოიღო.
„50 მანეთიან ბანკნოტის ფოტოასლზე არსებული რუსული წარწერა „ტანია„ შესრულებულია ვახტანგ ილარიონის ძე კიტოვანის, იგივე გიგლა გაიოზის ძე კვალიაშვილის მიერ„–დინჯად ჩაიკითხა მან, შემდეგ დასკვნა კიტოვანს გაუწოდა და დაუმატა:- რას იტყვით?
– ამას ექსპერტი წერს?
– ცხადია,ექსპერტი, ექსპერტი კალიგრაფი.
– მაშ ეგ ექსპერტი კი არა, ტუტუცი ყოფილა!
– ჯიუტობას აზრი აღარ აქვს, კიტოვანო!
– ეგ საკენკი სვავს დაუყარე, მე კი შემეშვი. აგიტაციით საკენკს კი არა, მწვადს აღარ ვჭამ.
– მაშ არ გინდათ აღიაროთ?
– რაც გამიკეთებია მითქვია,სხვის საქმეს ტყუილად ვერ მაკისრებინებ. გაიგეთ. ვერ მაკისრებინებთ–მეთქი!- ბრაზიანად გაიმეორა კიტოვანმა და თვალები ჩაუსისხლიანდა.
– კიტოვანო, თქვენ პირველად არ ზიხართ და უეჭველად გესმით,რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ მოქცეული. იმის შემდეგ რაც თქვენ აღიარეთ, სისულელეა წვრილმანების უარყოფა, ეს არაფერს მოგცემთ. სჯობს ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე.
– მე არ ვჯიუტობ, გითხარით, რომ ბინა გავქურდეთ, ტყეშელაიძე მე არ დამიჭრია, ნაქურდალი ნივთები და ობლიგაციები შევასოხარეთ. წამღები თქვენ არ გყავთ და ვერც დაიჭერთ, გაგიფრინდათ.ხოტოველი ამ საქმეში არ ყოფილა.ჩარგიევს არ ვიცნობ,არც ვიღაც ბასკაკოვას. ვიკისრე ისიც, რომ ექიმი გრძელიძე მოვიტაცეთ. ვინც ჩემთან იყო, წავიდა, მის სახელსაც ვერ გაიგებთ, პუშკებიჩემი არ არის,ივანისელმაც დაგიდასტურათ, ჩემიც რომ იყოს, მაინც ვერ გაიგებთ, ვინ მომცა. სხვა რა გინდა, თავი გამანებე და საქმე დაამთავრე. ბარპემ მისუდონ და მორჩა, საიდანაც მოვსულვარ, ისევ იქ წავალ.
– ასე იოლად ვერ წახვალთ.
– მეტს ხომ ვერ ამკიდებთ, 15 წლის სროკზე მეტს ხომ ვერ მომცემთ.
– ჩიკვაიძის მკვლელობა? ეგ რა დაგიჯდებათ, დაფიქრებულხართ?
– მაგაზე იმან იფიქროს, ვინც მოკლა, ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ აგვკიდებთ, სულ ერთია სუდი ვერ დაგვიმტკიცებს.
– უეჭველად დაგიმტკიცებთ, ეს არის, რომ დროს წაგვართმევთ მეტს.
– ხო და, როცა დამიამტკიცებთ, მაშინ ვილაპარაკოთ,- მიახალა კიტოვანმა უტიფრად.
– კეთილი, კეთილი, კიტოვანო. დღეისთვის კმარა, იმედი მაქვს მოიფიქრებთ და შემდეგ დაკითხვაზე მეტ გონიერებას გამოიჩენთ,- მიუგო მინდელმა და მორიგე მილიციელი გამოიძახა.- წაიყვანეთ პატიმარი!- უბრძანა შემოსულ სერჟანტს.
კიტოვანი ზანტად წამოდგა, შეჩვეული კაცის იერით დაიწყო ხელები ზურგს უკან და ნელა გავიდა კარებში.
მარტო დარჩენილი მინდელი მძიმედ წამოდგა სავარძლიდან, დინჯად აკრიფა ნაწერი ფურცლები და საქმესთან ერთად ცეცხლგამძლე ყუთში ჩაკეტა. დაღლილ სახეზე ხელი გადაისვა, რამდენჯერმე გაიარა კაბინეტში და ფანჯარასთან შეჩერდა.
ბინდდებოდა ერთი საათის წინ ამოვარდნილი სუსხიანი ქარი გაბოროტებით აწყდებოდა მინებს.
მინდელი ჩაფიქრდა. ჩარგიევი უეჭველად დიდი ქურდირეციდივისტია, ამიტომ ეშინიათ მისი ისეთ კვალიფიციურ ქურდებსაც კი, როგორც კიტოვანი, ბალავაძე და ივანისელია, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მილიციის რესპუბლიკურ სამმართველოს არავითარი ცნობები არ მოეპოვება მასზე? ნუთუ მცდარია ჩემი მოსაზრება და ჩარგიევი და „ჭაღარა„ ერთი და იგივე პიროვნება არ არის? დავუშვათ, მართლაც არ არის ქართველი, როდის ჩამოვიდა საქართველოში და რომელ ქალაქში „მოღვაწეობდა „ ადრე? მათ მოკლეს ჩიკვაიძე თუ მისი მკვლელობა ცალკე დანაშაულია და გამოძიება ამ ნაწილში მცდარ გზაზე დგას? სად ვეძიოთ ჩარგიევის პიროვნების დამადასტურებელი ცნობები?
– გამარჯობა, ლევან! როგორ ჩაფიქრებულხარ,- მოესმა მინდელს და უცებ გამოერკვა.
კაბინეტში ბალანჩივაძე იდგა და უღიმოდა.
გაუკვირდა, ფიქრში წასულს არ გაუგია კარის გაღება.
– ჩანს,ძალზე დაღლილხარ, ლევან, თუ ჩემი შემოსვლა ვერ გაიგე,- განაგრძო პოლკოვნიკმა და ხელი გაუწოდა.
– გამარჯობათ, დავით ილიჩ, მართლაც ოდნავ დავიღალე,- გაიღიმა მინდელმა და მაგრად ჩამოართვა გამოწვდილი ხელი.
– როგორ მიდის საქმიე, არის რაიმე ახალი?- შეეკითხა პოლკოვნიკი და სავარძელზე დაეშვა.
– არის, დავით ილიჩ, დევიძის ბინაში შეპყრობილმა ბანდიტებმა ძირითადში აღიარეს დანაშაული.
– ჩარგიევი?
– ჩარგიევის შესახებაც არის ზოგი რამ.
– სახელდობრ?
– დღეს მისი მეტსახელი დავადგინე–„საშკა ჩერქეზია„,- უბრალოდ უპასუხა მინდელმა.
– „საშკა ჩერქეზი„? მერედა, როგორ დაადგინე, ვინ ამხილა?
– განზრახ არავინ, ისე კი ბალავაძე დამეხმარა.
– საკვირველია,როგორ მოახერხე?
– საინტერესო შემთხვევაა,- მინდელმა ცეცხლგამძლე ყუთი გახსნა, საქმიდან ერთი ფურცელი ამოიღო და პოლკოვნიკს გაუწოდა.
ბალანჩივაძემ გაკვირვებით ჩამოართვა, რამდენჯერმე გადაავლო თვალი ტირე–წერტილებით აჭრელებულ ორიოდე სტრიქონს, შემდეგ ფურცელი მაგიდაზე დასდო.
– არაფერი მესმის!- ჩაილაპარაკა წყნარად.
– მორზე, დავით ილიჩ, ამ ორ სტრიქონზე ბალავაძისა და ივანისელის საუბარია ჩაწერილი, მორზეს ანბანით.
– ეს როგორ?- უფრო გაუკვირდა პოლკოვნიკს.
– სულ უბრალოდ,- უპასუხა მინდელმა და დაწვრილებით უამბო ბალავაძისა და ივანისელის შეხვედრის შესახებ.
– დიდებულია!- აღფრთოვანდა პოლკოვნიკი, შემდეგ საწერ მაგიდიდან ფურცელი აიტაცა და სათვალე მოირგო.
„არ გაბედო საშკა ჩერქეზის ხსენება, დაგვახრჩობს, არ გაბედო!„
„მესმის, ჩემგან ვერაფერს გაიგებენ„,- გაშიფრა მან ტირე–წერტილები და სიჩვარულით შეხედა დაღლილ მინდელს.
– დიდებულია!- გაიმეორა მან და მაგრად ჩამოართვა ხელი,- ყოჩაღ ლევან, აი რას ნიშნავს გონივრული მოსაზრება, ყოჩაღ!
მინდელს ყურები შეუწითლდა.
– ეს კი დავადგინე, დავით ილიჩ, მაგრამ ოფიციალური ჩვენება ვერც ერთისაგან ვერ
მივიღე, ასე რომ, ბანდიტების აღიარება ჩარგიევის შესახებ მაინც არა გვაქვს.
– ეგ არაფერია, მთავარი ის არის,შენი ვერსია სწორი აღმოჩნდა და ჩარგიევს უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის სამოსელი შემოეცალა. ეს კი ცოტა როდია. ვფიქრობ, ჩარგიევზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მისი მეტსახელის დადგენა,- პოლკოვნიკი წამით შეყოვნდა და შემდეგ განაგრძო:- მაშ ასე დავაჯამოთ ფაქტები: ჩარგიევი ბანდის მეთაურია; ბანდიტებმა იციან, რომ მილიციის სამძებრო განყოფილებას მის შესახებ კომპრმასალა არ მოეპოვება, ამიტომაც ასე გულმოდგინეთ უარყოფენ ჩარგიევის მონაწილეობას საქმეში. რა თქმა უნდა, ამას შიშიც ემატება „ჩერქეზის„ წინაშე.
დევიძის ბინაში შეპყრობილი ბანდიტები ბასკაკოვას არ იცნობენ. ჩაbr/რგიევსაც მხოლოდ კიტოვანი ხვდებოდა. ბასკაკოვას მისამართიც ჩარგიევმა მისცა კიტოვანს. მან კი თავის მხრივ ხოტოველი გააგზავნა ბასკაკოვასთან. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ კიტოვანმა თუმცა აღიარა ტყეშელაიძის ბინის გაქურდვაში მონაწილეობა, მაგრამ კატკგორიულად უარყოფს ხოტოველის წყალტუბოში გაგზავნას. რატომ ზოგავს ხოტოველს? პასუხი ერთია:ხოტოველი ეს ის რგოლია, რომელიც მტკიცე ჯაჭვით აკავშირებს ჩარგიევს დანარჩენ ბანდიტებთან. მაშასადამე, ხოტოველის მხილება ჩარგიევის მხილებაა. ეს კი ბანდიტების ანგარიშში არ შედის, გასაგებია ისიც, რატომ უარყოფენ ჩიკვაიძის მკვლელობას,
– სავსებით გეთანხმებით, პატივცემულო დავით; მაგრამ ჩემი აზრით, ბევრ რამეში ჯერ კიდევ სუსტი ვართ.
– სახელდობრ?
– ერთი და იგივე პიროვნებაა თუ არა ჩარგიევი და ჭაღარა? თქვენ იცნობთ ჩემს მოსაზრებას, რომელიც ჩარგიევის დაკავებას დაედო საფუძვლად, დაკვნეტილი ფრჩხილები და თეთრი ლამაზი კბილები სხვასაც შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, ჩემი ვერსია ჩარგიევის მიერ გრიმის ტარების შესახებ მხოლოდ მოსაზრებაა და იურიდიულად არაფრით არ არის გამაგრებული. შეიძლება ჩარგიევი ბანდის ერთი წევრთაგანია მხოლოდ და „ჭაღარა„ ხელიდან გავუშვით? შემდეგ ჩიკვაიძის უცნაური მკვლელობა კვლავ ბურუსით არის მოცული. ბანდიტები კატეგორიულად უარყოფენ ამ ბრალდებას.მაგრამ თუ პირობით მაინც დავუშვებთ, რომ ისიც შეპყრობილმა ბანდიტებმა მოჰკლეს, ისმის კითხვა, რა ურთიერთობა ჰქონდა ჩიკვაიძეს ბანდიტებთან? ვინ არის იგი? მსხვერპლი, საქმის მიმცემი, თუ უშუალო მონაწილე ბიძის მკვლელობისა? სად და როგორ დაუკავშირდნენ ანზორს პროფესიული ქურდები? და ბოლოს, რატომ და რა ვითარებაში მოკლეს ჩიკვაიძე?- დაამთავრა მინდელმა და მოლოდინით მიაჩერდა პოლკოვნიკს.
ბალანჩივაძე ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ სავარძლიდან წამოდგა, კაბინეტში ფართოდ ნაბიჯით გაიარა.
– დასაშვებია, რომ ჭაღარა და ჩარგიევი სხვადასხვა პირებია,- დაიწყო მან,- ისევე როგორც არც მათი იგივეობააგამორიცხული, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ბასკაკოვასა და ხოტოველის დიალოგს, რომლის ჩაწერაც თქვენ 407 ნომერში მაგნიტოფონზე მოახერხეთ და იმას, რომ ტანია ჩარგიევის გარდა არავის შეხვედრია, აგრეთვე ხოტოველისა და ბასკაკოვას ჩვენებათა წინააღმდეგობას და ყოველივე ამას დავუმატებთ თქვენს მოსაზრებას „ჭაღარას„ შესახებ, უფრო მეტი შანსია ვიფიქროთ, რომ „ჭაღარა„ სხვა არავინაა თუ არა შეგრიმული ჩარგიევი. შემდეგ ყველა მონაცემი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ჩიკვაიძეს ბოლო მოუღეს იმავე ბანდიტებმა, ვისი მსხვერპლიც ტყეშელაიძე გახდა. ხოლო მონაწილეა ჩიკვაიძე თუ მხოლოდ მსხვრპლი, ამ საკითხზე რაიმე ვერსიის აღება ჯერ ნაადრევია, მით უმეტეს, ჩიკვაიძე საკუთარი დანით არის მოკლული. საერთოდ კი ვფიქრობ, გამოძიება სწორ გზაზე დგას დაეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.- პოლკოვნიკმა წამით იყუჩა და შემდეგ მტკიცედ დაუმატა:- ახლა მთავარია დავადგინოთ, ვინ არის ეს „საშკა ჩერქეზი„ და სად ეწეოდა თავის შავბნელ საქმიანობას?შეპყრობმლი ბანდიტეის ჩარგიევთან დამოკიდებულება თავისთავად მიუთითებს, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავეთა წრეში საკმაოდ ცნობილი ბოროტმოქმედია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მას საქართველოში არ „უმოღვაწნია„, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც მაინც გვეცოდინებოდა მასზე. სავსებით გეთანხმებით. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია ჩვენი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩარგიევი მისი ნამდვილი გვარიც არ არის.
სხვა პირობებში „ჭაღარას„ ვინაობის დადგენა გამოძიებას დიდ დროს წაართმევდა, ახლა კი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ეს მთავარი კოზირი და ისეთი სვლა გავაკეთოთ, რაც ჩარგიევს დაარწმუნებს შემდგომი ჯიუტობის უაზრობაში.
– თუ სწორად გაგიგეთ, თქვენ ჩარგიევის მეტსახელი გაქვთ მხედველობაში,- გაიღიმა მინდელმა.
– არა ცდებით,მაგრამ ეს დიდი უპირატესობა ჩვენ ისე უნდა გამოვიყენოთ, ჩარგიევი დარწმუნდეს, რომ გამოძიებამ მისი ზედმეტი სახელი სხვა ბრალდებულთა გამოტეხით და დანაშაულის სრული აღიარებით დაადგინა. თუ ეს შევძელით, მთავარი სიძნელე დაძლეული იქნება, დანარჩენს თვით ჩარგიევი აღიარებს, ასეთია მათი სტილი,- წარმოთქვა პოლკოვნიკმა მტიცედ, მინდელის დაღლილი სახე შეათვალიერა და რბილად დაუმატა:- გიფიქრია, რა რეაქციას მოახდენს ჩარგიევზე „საშკა ჩერქეზის„ ამ ასპექტში ხსენება?
– გამოგიტყდებით, რომ–არა, დრო აღარ დამრჩა–ჩაილაპარაკა მინდელმა.
– ვხედავ, დრო არ გქონდა,- თქვა პოლკოვნიკმა,- ჩარგიევის შემდგომი დაკითხვა კარგად მოფიქრებული გეგმით უნდა მოხდეს, ფსიქიური ფაქტორის წინა პლანზე წამოწევით, გეგმას ხვალ შევადგენთ, ახლა კი დაისვენე, სახლში წადი! 8 საათისთვის თეატრთან გელით მეუღლესთან ერთად,პრემიერა მიდის. მარტო ქურდების დევნა არ კმარა, კულტურული გართობაც საჭიროა, წავიდეთ!

ნაწილი 9ნაწილი 11

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

10 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნინო ამბობს:
    17 მარტი, 2012წ. 11:02სთ.

    ძალიან მაგარიაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მარიკა ამბობს:
    4 ივნისი, 2012წ. 06:57სთ.

    სულ მგონი 12 თავი არის ხო??? დანარჩენს არ დადებთ???

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ილია ამბობს:
    4 ივნისი, 2012წ. 11:11სთ.

    ამ დღეებში ვეცდები დავდო ყველა თავი 😉 ძალიან ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ ვეცდები 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. jaba32 ამბობს:
    30 ივნისი, 2012წ. 18:58სთ.

    მალე დაიდება დანაჩენი თავები 15 თავი წავიკითხე და წიგნში აკლდა რამოდენიმე ფურცელი და ბოლომდე მინდა წაკიტხვა დამაინტერესა ძალიან და ტუ სჰეგიძლიათ მალე დადეთ დანარჩენი თავები

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. მიშიკო ამბობს:
    1 ივლისი, 2012წ. 16:56სთ.

    ბოლოები, რომელიც მთავარია ამ წიგნში არაა დადებულიიი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. დავითი ამბობს:
    27 ივლისი, 2012წ. 14:46სთ.

    დასასრული როდისთვის დაიდება

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. natuka ამბობს:
    4 ოქტომბერი, 2012წ. 14:44სთ.

    ძან მაგარი წიგნია მე წაკითხული მაქ და ეს წიგნიც მაქ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. მარიამი ამბობს:
    17 ნოემბერი, 2012წ. 17:41სთ.

    ვაიმე რა მაგარი წიგნია <3
    ივანისელი შემიყვარდა ძან <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. პაატა ამბობს:
    29 ნოემბერი, 2012წ. 14:41სთ.

    სხვა თავებს არ დადებთ ??????? ან მითხარით წიგნი სად ვიყიდო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ილია ამბობს:
    18 დეკემბერი, 2012წ. 01:33სთ.

    დღეს დავდებ სუყველას ანუ თხუთმეტივე თავს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› არშაკ I

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 170-145 წლებში. ძე სომხეთის მეფე არტაშეს I-სა. სწორედ მამამისმა გაამეფა იგი, მას შემდეგ რაც იბერიის კანონიერი მეფე ფარნაჯომი დაამარცხა და გააძევა. მისი მეფობით დაიწყო არტაშესიანთა დინასტიის › › ›

DU