1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სტეფანი მეიერის რომანების სერიიდან Twilight / ბინდი

2008 წელს ვიხილეთ ფილმი სახელად “Twilight”, რომელმაც მრავალი მაყურებლის გულები დაიპყრო და უფრო მეტად ალბად სუსტი სქესის წარმომადგენელნი.
რაღა დაგიმალოთ და არც მე დავრჩენილვარ გულგრილი, მაგრამ არც გადავრეულვარ 😉
ფეისბუქზე ფანკლუბიც კი არსებობს და დღევანდელი მონაცემებით 30.864.789 “დამლაიკებელი” ყავს, ა თუ არ გჯერათ www.facebook.com/twilight….
მოკლედ როგორც ვიცით ამ ფილმში ვამპირისა და ადამიანის სიყვარულზეა მოთხრობილი, სადაც დიდი სიყვარული, თავდადება და რომანტიკა ირევა და იღვრება ეკრანიდან.
მართალია ამ ფილმში პერსონაჟების უმრავლესობა ვამპირებითა და მაქციებით არის დატვირთული, მაგრამ იგი რომანტიკული ჟანრების ფილმებს მიეკუთვნება და მისი რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი. ფილმი ეფუძნება რომანს “Twilight” ანუ ქართულად რომ ვთქვათ “ბინდი”, რომლის ავტორია ამერიკელი მწერალი სტეფანი მეიერი. წიგნი პირველად 2005 წელს გამოიცა, ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერად.
ფილმის გადასაღებად დაიხარჯა 37 მილიონი დოლარი და 392.563.465 დოლარი კი შემოსავალი მოიტანა, ასე რომ ტყუილად არ უშრომიათ 😉

ასეთი წარმატების შემდეგ 2009 წელს გადაიღეს ამ ფილმის შემდგომი განვითარება “The Twilight Saga: New Moon”, რომელიც ისევ დაფუძნებულია სტეფანი მეიერის რომანზე სახელწოდებით “New Moon” ჩვენებურად “ახალი მთვარე”, მხოლოდ ახლა სხვისი რეჟისორობით კერძოდ კრის ვეიტზი.
ხოო… წიგნად ჯერ კიდევ 2006 წლის 6 სექტემბერს გამოიცა.
აქაც დიდი ანშლაგი….
გადაღება კი უფრო ძვირი დაჯდა 50 მილიონი ამერიკული დოლარი, სამაგიეროდ შემოსავალმა შედგინა 709.711.008 აშშ დოლარი, არც აქ უზარალიათ.
ფილმმა მესამე ადგილი დაიკავა “ყველაზე შემოსავლიან ეროვნულ პრემიერებს” შორის, “ბნელი რაინდისა” და “ადამიანი-ობობა 3”-ის შემდეგ.

კინორეალიზატორებს არც შემდგომ დაუსვენიათ და ახალი გაგრძელების გადაღემა იმავე 2009 წლის სექტემბრიადან დაიწყეს ისევ სხვა კერძოდ დევიდ სლეიდის რეჟისორობითა და ისევდაისევ სტეფანი მეიერის მესამე 629 გვერდიანი წიგნის “Eclipse”-ეს ანუ “დაბნელება”-ს მიხედვით რომანების სერიიდან “ბინდი”.
წიგნი კი გამოიცა 2007 წლის 7 აგვისტოს. რომანს ისეთივე წარმატება ხვდა წილად როგორც მის წინამორბედებს “ბინდი” და “ახალი მთვარე”.
ფილმი ეკრანებზე 2010 წლის 30 ივნისს გამოჩნდა. აქ კიდევ აიწია ხარჯებმა, 68 მილიონი დოლარი და 698.491.347 აშშ დოლარი შემოსავალი, რაც წინამორბედისაგან განსხვავებით მცირე იყო დანახარჯებთან შედარებით.

და აი მივედით ჯერჯერობით ბოლო ნაწილამდე სახელად “Breaking Dawn” იგივე “განთიადი”, რომელიც ისევ მეიერის რომანების 2008 წლის მეოთხე 756 გვერდიან გამოცემას ეფუძვნება.
საყურადღებოა, რომ ამ ფინალური წიგნის გაყიდვა დაიწყო შუაღამისას და მიმდინარეობდა წვეულების თანხლებით რომლებიც წიგნის მაღაზიის ადმინისტრაციამ, რომანის ერთგულ მკითხველს მოუწყო. წიგნის ტირაჟი იყო 3,7 მილიონი საიდანაც 1,5 მილიონი პირველ 24 საათში გაიყიდა.
ფილმად კი ბილ კონდონის რეჟისორობით 2011 წლის 18 ნოემბერს გამოჩნდა.
დანახარჯმა შედგინა 110 მილიონი, ხოლო შემოსავალმა 349.078.000 დოლარი, აქედან გამომდინარე კი სავარაუდოდ გაგრძელება საეჭვოა, თუმცა საუბარია “Breaking Dawn 2” ანუ “განთიადი 2”-ის გადაღებაზეც.

ასე და მდაგვარად მოგითხრეთ ცოტაოდენი რამ ამ რომანტიკულ-ვამპირულ რომანის შესახებ. დამეზარა ფილმში მონაწილე მსახიობებსა და სხვა წვრილმანზე საუბარი 🙁 უკაცრავად…
კაი დისერტაცია კი გამოვიდა მგონი 🙂

ხოდა მთავარი სურპრიზი, მოვიძიე ინტერნეტში და გტავაზობთ ამ ფილმების პირველ, მეორე და მესამე ნაწილებს ქართულ ენაზე, ანუ ფილმებს:
ნაწილი 1 – The Twilight / ბინდი
ნაწილი 2 – The Twilight Saga: New Moon / ბინდის საგა: ახალი მთვარე
ნაწილი 3 – The Twilight Saga: Eclipse / ბინდის საგა: დაბნელება

აგერ უცქირეთ:

[ვიდეო...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

4 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ელე ამბობს:
    8 მარტი, 2012წ. 20:17სთ.

    ფილმის პირველმა ნაწილმა მართლაც რომ მომაჯადოვა, მაგრამ მომდევნო ფილმებს უყურებ და ფიქრობ, ეს ისევ ის ფილმია პირველად საინტერესო რომ გეჩვენა თუ არა. ბელას ტანჯული სახის ყურება მთელი ოთხი ფილმის განმავლობაში არც თუ სასიამოვნო რამ არის. ედვარდთან არის-იტანჯება, არ არის და საერთოდ სიკვდილის პირასაა. კოცნის-იტანჯება, ვერ კოცნის და მაინც იტანჯება.ახლა ბოლო იმედიღაა რომ ვამპირად ქცეულს მაინც არ ექნება ასეთი სახე. თუმცა დახე ირონიას! ახლა სისხლი ენდომება და აბა ეხლა ექნება თუ ექნება ნატანჯი სახე:))თუმცა ვაღიარებ,ფილმი განსაკუთრებულად საუნდთრეკებით გამოირჩევა. მუსიკისთვის დიდი მადლობა:)))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გიორგი ამბობს:
    20 აპრილი, 2012წ. 09:29სთ.

    ბინდი მაგარია ;););)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. თაკო-თათი ამბობს:
    25 დეკემბერი, 2013წ. 18:45სთ.

    ეს კინო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი რამ არის რაც კი მინახავას…ედუარდზე ვაბოდებ,ბელა მიყვარს დასაერთოდ დიდი მადლობა სტეფან მეიერს ამ არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარი ფილმისათვის..!!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. მარიამი ამბობს:
    8 ოქტომბერი, 2015წ. 18:00სთ.

    მე საერთოდ ეს ფილმი ძალიან მომეწონა განსაკუთრებით ბოლო ნაწილი და ვიმედოვნებ რომ, სტეფანი მეიერი სხვა ნაწილებსაც გადაიღებსს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› იოანე ზოსიმე: ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!
და ახალმან ნინო › › ›

DU