1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ლეგენდები ჩაკ ნორისზე

Chuck Norris Legends

  • როცა ჩაკ ნორისი ჩადის წყალში, ის არ სველდება, არამედ წყალი ჩაკნორისდდება.
  • გუგლში ვერ მოძებნი ჩაკ ნორისს, რადგან გუგლმა იცის, რომ თუ საჭიროა ჩაკ ნორისი თავად მოგძებნის.
  • ჩაკ ნორისს სიყვარული არ შეუძლია, მას მხოლოდ შეუძლია არ მოგკლას.
  • როდესაც ყავა უცივდება, ჩაკ ნორისი საკუთარი მძვინვარებით ადუღებს ყავას.
  • რასები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ რეგიონები, რომელთა მაცხოვრებლებიც ჩაკ ნორისმა ცემაში სხვადასხვა დოზით დაალურჯ-დააშავა.
  • არ არსებობს ევოლუცია. არსებობოს მხოლოდ იმ არსებების ჩამონათვალი, რომლებსაც ჩაკ ნორისმა სიცოცხლის ნება მისცა!
  • ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი მომენტი ის კი არააა, როდესაც ხვდება რომ სანტა არ არსებობს, არამედ ის, როდესაც ხვდება რომ ჩაკ ნორისი არსებობს!
  • ჩაკ ნორისმა არ იცის სად ცხოვრობ, მაგრამ მან იცის სად მოკვდები.
  • როდესაც ჩაკ ნორისი სარკეში იხედება, სარკე ტყდება, იმიტომ რომ თვით სარკეც კი არააა იმდენად სულელი, რომ ჩაკ ნორისსა და ჩაკ ნორისს შუა დადგეს.
  • მხოლოდ ჩაკ ნორის შეუძლია ადამიანის სულში მუშტი ჩაარტყმა.
  • ახალშობილი ბავშვები იმიტომ ტირიან, რომ ხვდებიან რო აღარაფერი ეშველებათ.
    ისინი ჩაკ ნორისის სამყაროში მოხვდნენ!
  • ბილ გეითსი მთელი ცხოვრება იმის შიშში ცხოვრობს, რომ ჩაკ ნორისის კომპიუტერი გაფუჭდება.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია ორივე ფეხი მიწაზე ედგას და მაინც ამოგარტყას პანჩური.
  • ჟირაფები მას მერე შეიქმნენ, რაც ჩაკ ნორისმა ცხენს აპერკოტი ამოსცხო.
  • ჩაკ ნორისის კალენდარში პირველი აპრილი არ არსებობს, რადგან ჩაკ ნორისს ვერავინ მოატყუებს.
  • ავტოსადგომზე მიხატული ინვალიდის ნიშანი ჩაკ ნორისისთვის დაჯავშნილ ადგილს ნიშნავს, აქ თუ მანქანას დააყენებ, ჩაკ ნორისი დაგაინვალიდებს.
  • ჩაკ ნორისმა იცის სად არის სულიკო.
  • როდესაც ჩაკ ნორისი ოთახში შედის, შუქს კი არ ანთებს, არამედ სიბნელეს თიშავს.
  • Made In China-ს ქვეშ ყოველთვის წერია Made in Chuck Norris.
  • ჩაკ ნორისი ისეთი სწრაფია მას შეუძლია შემოურბინოს დედამიწას და უკნიდან დაარტყას მუშტი საკუთარ თავს.
  • როდესაც ჩაკ ნორისი ხტება, ის არ ხტება თვითონ, ის უბრალოდ დედამიწას წევს დაბლა.
  • ჩაკ ნორისმა დაითვალა უსასროლობამდე – ორჯერ.
  • “მკვდარი ზღვა” ცნობილი იყო სახელით “ცოცხალი ზღვა”, სანამ ის შეხვდა ჩაკ ნორისს.
  • სიცოცხლის დაზღვევის ფასი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შორს ცხოვრობ ჩაკ ნორისისგან.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია იდგეს როცა ზის და ეღვიძოს როცა სძინავს.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია 10 მდე დათვლა 2 წამში.
  • როცა ჩაკი რესტორანში შედის მთლიან ქათამს უკვეთავს მაგრამ ის მხოლოდ ქათმის სულს ჭამს.
  • ადამიანებმა გამოიგონეს მანქანები რადგან ჩაკ ნორისს გაქცეოდნენ… სამაგიეროდ ჩაკ ნორისმა გამოიგონა ავარიები.
  • ჩვეულებრივ საცხოვრებელი ოთახი შეიცავს 1242 ნივთს, აქედან ჩაკ ნორისს შეუძლია ყველათი მოგკლას, ოთახის ჩათვლით.
  • ჩაკ ნორისი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია კედელს ჩოგბურთში მოუგოს.
  • ჩაკ ნორისს ჭირდება მხოლოდ 20 წუთი, რათა 60 წუთი დაგელოდოთ.
  • ჩაკ ნორისი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ციკლოპს თვალებს შუა მუშტი ჩაათხლიშოს.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია 1 ჩიტით 2 ქვა მოკლას.
  • ჩაკ ნორისის ცრემლები კიბოს აჩენს… ეჰ რა ცუდია რო ჩაკ ნორისი არასოდეს არ ტირის.
  • ჩაკ ნორისი იყოფა ნულზე.
  • ჩაკ ნორისმა ერთხელ შეჭამა მთლიანი სადღესასწაულო ტორტი, სანამ მეგობრები ეტყოდნენ, რომ სტრიპტიზიორი იჯდა შიგნით.
  • ჩაკ ნორისი არ ატარებს საათს, ის თვითონ წყვეტს რომელი საათია.
  • ჩაკ ნორისმა იმოგზაურა მარსზე, ამიტომ იქ სიცოცხლე არაა.
  • ჩაკ ნორისი არ დაბადებულა, ის ვულკანმა ამოხეთქა.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია ტაში დაუკრას ერთი ხელით.
  • თუ გუგლმა ვერ იპოვა ის რასაც შენ ეძებ, ჩაკ ნორისი იპოვის მას.
  • ჩაკ ნორისს გულის შეტევა არასდროს დაემართება. მისი გული არც ისე უტვინოა რომ ჩაკ ნორისს შეუტიოს.
  • ჩაკ ნორისს მაღვიძარა არ სჭირდება, დრო უცდის მის გაღვიძებას.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია ხელებზე დადგეს ხელების გარეშე.
  • იცინის ის ვინც ბოლოს იცინის. ის ვინც ჩაკ ნორისზე გაიცინებს, ვეგარასდროს ვეგარ გაიცინებს!
  • დრო სწრაფად გადის, რადგან ის ჩაკ ნორისს გაურბის.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია ხახვი აატიროს.
  • ჩაკ ნორისი ისეთი მაგარია, რომ როცა ცხვრები წვებიან დასაძინებლად, ჩაკ ნორის ითვლიან.
  • კლავიატურაზე Enter-ის ისარი ჩაკის დაღუნულია.
  • ჩაკ ნორისის პულსი რიხტერის შკალით იზომება.
  • ჩაკ ნორისს სინათლეში ძინავს, იმიტომ კი არა, რომ სიბნელის ეშინია, არამედ სიბნელეს ეშინია მისი.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია იმ სკამის აწევა რომელზეც ზის.
  • ჩაკ ნორისს შეუძლია შავი ფანქრები ფერების მიხედვით დააწყოს.
  • ჩაკ ნორისი მაკარონს წყლის გარეშე ხარშავს.
  • ჩაკ ნორისს არასდროს არაფერი არ ავიწყდება. მას შეუძლია ხვალინდელი დღეც კი გაიხსენოს.
  • ჩაკ ნორისი გაზონს არ კრეჭს. ის მას ამოსვლას უკრძალავს.
  • ტიტანიკი აისბერგს კი არა ჩაკ ნორისს დაეჯახა.
  • რატომ დაინგრა ბერლინის კედელი? ჩაკ ნორისს ხედს უფარავდა და იმოტომ.
  • მხოლოდ ჩაკის შეუძლია მბრუნავი კარის მოჯახუნება.

ჩაკ ნორისი გირჩევთ!!!
Chuck Norris Legends
😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ლადო ასათიანი: ა.ვ.

მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!
მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის › › ›

DU