1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ქართული ღვინო

“და იწყო ნოემ კაცმან საქმედ ქვეყანისა და დაასხა ვენახი და ღვინო მისგან და დაითრო”

ეს არის მეტად წმინდა, საამო და სასარგებლო ნექტარი რაც კი ოდესმე ჰქონია კაცობრიობას, მას არა მარტო როგორც სასმელის ასევე სხვა მრავალი დატვირთვა აქვს კულტურული, რელიგიური, მითოლოგიური, სამკურნალო და მრავალი სხვა, მაგრამ იმდენი დატვირთვა და რიტუალი რამდენიც მას საქართველოში აქვს, არცერთ სხვა ერს არ გააჩნია. ჩვენ ქართველნი ვართ ერთადერთნი მთელს ქრისტიანულ სამყაროში რომელნიც ვაზის ჯვრით ვეზიარეთ ქრისტიანობას. საქართველოში ოდიდგანვე მევენახეობა და მეღვინეობა წმინდა საქმედ იყო აღიარებული რასაც ტაძრებსა და მონასტრებზე ვაზის ორნამენტებით შემკული კედლებიც მოწმობს. არცერთ ერს არა აქვს იმდენი სპეციალური სასმისი ღვინისათვის რამდენიც ქართველებს: თასი, ფიალა, ყანწი, კათხა, სირჩა, ჩარექა, კოჩხო, ჩხუტი, მარანი, ხავანა, ტარკოში, ფეშხუმი, ჭინჭილა, მოწამე, კულა, მოდკოში, სარიოში, ხოწილი, ყარყარა, აზაფრეშა. მოგეხსენებათ რომ ერთერთი ყველაზე დიდი და ასე ვთქვათ “წმინდა” რიტუალია ქართული სუფრა, რომლის მთავარი პერსონაჟია თამადა და მთავარი “ატრიბუტია” ღვინო და სხვა დანარჩენი. ასევე თავისი წესები, კულტურა და რიტუალები გააჩნია ვენახის მოყვანას, ღვინის დაყენებას და ასევე თავისი წესები აქვს ქვევრის რეცხვასაც კი, ქვევრი აუცილებლად კაცმა უნდა გარეცხოს ისიც ოჯახში ყველაზე ხნიერმა. ქვევრის სარეცხი მზადდება სპეციალური მასალისაგან, გარეული ბლის გარე ქერქისაგან, რომელსაც გრძელი ტარი უკეთდება რათა ჩაწვდეს ქვევრს ძირამდის, მოგეხსენებათ რომ საქართველოში კერძოდ კახეთში არსებობს ქვევრები რომლებიც 10000 ლიტრს აღწევს მისი გარეცხვა კი დიდ ჯაფას მოითხოვს. საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია: რქაწითელი, ცოლიკაური, ალადასტური, ცხენისძუძუ, ჩხაველი და მრავალი, აქედან დაახლოებით 80 კახურია, 76 იმერული, 70 ქართლული და სხვა. მიუხედავად სხვა მტკიცებებისა ჯერ მარტო ეს ყოველივე მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ ქართველები ერთერთი ყველაზე უძველესი ერი ვართ სადაც დაიბადა და აღმოცენდა მევენახეობა-მეღვინეობის დიდი კულტურა.

შავი ღვინო 300 მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის 30 ამინომჟავას. ღვინის ზომიერი მიღება ხელს უშლის სიმსიმის უჯრედების განვითარებას სხეულში, ურგანიზმს იცავს რადიაციისაგან, შლის და აქრობს ქოლესტერინს, ხელს უწყობს აზროვნებას და ტვინის განვითარებას, წმენდს სისხლს და სხეულს უნარჩუნებს ახალგაზრდობას.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

108 votes, average: 4.33 out of 5108 votes, average: 4.33 out of 5108 votes, average: 4.33 out of 5108 votes, average: 4.33 out of 5108 votes, average: 4.33 out of 5

› ბიოგრაფია: კონდრატე თათარაშვილი (1872-1929)

ქართველი ერის ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მღვდელი იმავდროულად იყო დიდი მწერალი და პედაგოგი. ამ კუთხით გამოირჩევა ჩვენი მწერლობის კლასიკოსი კონდრატე თათარაშვილი – უიარაღო.
თათარაშვილები კახეთის მეფე ალექსანდრე დიდმა თავის ქალიშვილს მზითვად › › ›

DU