1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გარდაცვლილთა სხეულის დაკრძალვა

ცოტა არასაიამოვნო ჩანაწერი გამომივიდა და სუსტი ფსიქიკის მკითხველს ვთხოვ მოერიდოს…

ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ადამიანები გარდაცვლილთა სხეულს დიდი პატივისცემითა და მკაცრი წესების დაცვით ვკრძალავთ, როგორც ამას ჩვენი სარწმუნოება გვიქადაგებს.
ჩვენ ქრისტიანები უსულო სხეულს მიწას ვაბარებთ, რადგან “მიწა იყავ და მიწად იქეციო” და არ მოვყვები რატო, რანაირად და ასეშედეგ, რადგანაც ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს კიდევ სხვა გავრცელებული მეთოდები, ტრადიციები თუ არვიცი რა დავარქვა.

მაგალითად არსებობს კრემაცია (გვამის დაწვა), უფრო სწორად იგი ჯერ კიდევ გაჩნდა გვიანდელ ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში, აი რა წერია ვიკიპედიაში:
“საქართველოში კრემაცია დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან. სამგორის ერთ-ერთ გორასამარხში (ძვ. წ. III ათასწლეული) და თრიალეთში (ძვ. წ. XX-XV სს.) ამ წესით მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები ყოფილან დაკრძალული. ადრინდელი რკინის ხანაში მასობრივი კრემაციული სამარხები ჩნდება სვანეთში, მთიან რაჭაში, აფხაზეთში (სოხუმის მთა, გუადიხუ), სამეგრელოში (პალური, მუხურჩა), გურიაში (ნიგვზიანი) და სხვა, რაც ალბათ ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგია.”
კრემაცია დღეს-დღეობით საკმაოდ გავრცელებულია კათოლიკურ ქვეყნებში და დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან საფლავის შეძენა ან ქირაობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ბევრ აზიურ ქვეყნებში კი კრემაცია სავალდებულო და ყველაზე სწორ მეთოდად ითვლება.

უძველეს ისტორიას ასევე ახსოვს გვამის სპეციალური დამუშავებით შენახვის მეთოდიც, რასაც დღეს მუმიფიცირებას უწოდებთ, ეს მეთოდი ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში და ეს დაახლოებით ხდებოდა შედეგნაირად:
ჯერ ტვინი გამოჰქონდათ ცხვირიდან ლითონის კავების საშუალებით, შემდეგ ქვის დანით ჭრიდნენ მუცელს და იღებდნენ შიგნეულობას, რომელსაც დებდნენ სპეციალურ ჭურჭელში “კანოპაში”. იღებდნენ აგრეთვე გულსაც და მის ადგილას დებდნენ ქვის “სკარაბეს” (კალია). შემდეგ მიცვალებულს ძალიან გულმოდგინედ ბანდნენ და თვეზე მეტი ხნით დებდნენ მარილის ხსნარში. ამის შემდეგ აშრობდნენ 70 დღის განმავლობაში. შემდეგ უტარდებოდა ქქიმიური და სურნელის მიმცემი დამუშავება.

ასევე იყო შემთხვევები, როცა მეზღვაურთა გვამებს ოკეანის ფსკერზე უშვებდნენ და ასეთნაირად კრძალავდნენ.

აბორიგენებში მკვდარ სხეულს არცმეტი და არც ნაკლები საკვებად იყენებდნენ და ეს დიდ პატივად ითვლებოდა, მის შემდეგ რაც ეს ტომები აღმოაჩინეს აიკრძალა წინაპრების მირთმევა, თუმცა დღესაც ჩუმად სიამაყით მისდევენ ძველ ტრადიციებს.

ასევე ძალიან შემაძრწუნებელია ჰიმალაის მთებში გავრცელებული გვამის დაკრძალვის მეთოდი, რომელიც აკრძალული იყო 60-70-იან წლებში, როგორც ვანდალიზმი და აღდგა 80-იანების შემდეგ.
ტიბეტის ერთერთი მკვიდრნი გადაცვლილის სხეულს ქსოვილში ფუთავენ, ზურგზე მოიკიდებენ და დასახლებიდან შორს სპეციალურ ადგილას მიაქვთ, სადაც ასრულებენ გვამმის დაკრძალვის პროცედურას.
პროცედურა მდგომარეობს შემდეგში:
მიწაში არსობენ მხვილ სოლს და ზედ კისრით მიაბავენ გაშიშვლებულ გვამს, შედგომ ბუდისტების სასულიერო მოძღვარის ლოცვის ფონზე ერთერთი “მესაფლავე” გალესილი დანების სერავს და ჭრის გვამს ნაჭრებად, რათა სისხლისა და ხორცის სუნმა ყორნები მოიზიდოს.
დაფლეთილ სხეულს ყორნების ხროვა ეხვევიან და ძვლამდე ჭამენ. შედგომ დარჩენილ ძვლებს და თავის ქალას “მესაფლავე” ცულით ჩეხავს და აქუცმაცებს, რათა ბოლომდე შეჭამონ ყორნებმა და ასეც ხდება, გაშლილ მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ ძვლებიღა რჩება. ძვლებს კი ფქვავენ და მიწაზე ფანტავენ.
ისინი ადამიანის სხეულს ტანისამოს ადარებენ და ამბობენ, რომ სული ახალ ტანისამოს ჩაიცმევსო. ლოგიკიდან გამომდინარე კი ასეთი ტრადიცია ამ მიდამოებში მიწის ხშირმა გაყინვამ და უხეობამ გამოიწვია, რადგანაც თითქმის შეუძლებელია მიწის ამოთხრა და ცეხლის დანთება კრემაცისათვის.
აქვე დავალაგებ ამ შემზარავი რეალობის ფოტოსესიას და სუსტი ფსიქიკის მქონეებს გთხოვთ მოერიდოთ:

[გალერეა...]

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 52 votes, average: 3.00 out of 5

› რეალური სუპერ გმირები

ყველა დიდმა თუ პატარამ იცის სუპემენის, ბეტმენის, სპიდერმენის, სპაიდერმენის და სხვა ამისთანამენების შესახებ თუ, როგორი მძლეთა მძლეები და უნიკალურები არიან.
ყველაფერი კი მოთხრობებიდან დაიწყო, ნახატებიანი მოთხრობებით უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ეგრედწოდებულ › › ›

DU