1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გოზინაყი

ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევე შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთ-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასალა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქარებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.

საჭირო მასალა:

» ნიგოზი _ 500 გრამი
» თაფლი _ 250 გრამი
» შაქარი _ 4 სუფრის კოვზი
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 54 votes, average: 4.00 out of 5

› ხის საოცარი ტრანსფორმ-მაგიდები

საკმაოდ ეფექტური და შთამბეჭდავი ხის მაგიდებია, რომლებიც ჯგუფმა “DB Fletcher”-მა შეიმუშავა და განახორციელა. მთავარი ოსტატი და დიზაინერი დავიდ ფლეტჩერია (David Fletcher).
ამ მაგიდების მომხიბვლელობა იმაშია, რომ ხელის მარტივი მოძრაობით იგი ფორმასა › › ›

DU