1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ფელამუში

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი ჩავასხათ დიდ ქვაბში და ავადუღოთ. დუღილის დროს მოყენებული ქაფი მაშინვე მოვხადოთ და ვადუღოთ, სანამ ტკბილი არ შეწითლდება და არ განახევრდება (სანამ არ მობადაგდება). ბადაგი გადმოვდგათ ცეცხლიდან. მეორე დღეს გავწუროთ საცერში, დავდგათ ცეცხლზე და როცა შეთბება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ნელ-ნელა ჩავყაროთ წმინდად გაცრილი პურის ფქვილი (ან სიმინდის), თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ დამოკლდეს. როცა ფქვილს სულ ჩავყრით და კარგად გავხსნით, შევდგათ ისევ ცეცხლზე, ნელ-ნელა ვადუღოთ და თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ცოტა რომ შესქელდება, კიდევ კარგად დავზილოთ; როცა მის ზედაპირზე გაჩნდება თეთრი ბუშტუკები, ფელამუში მზად იქნება.
ასეთი ფელამუშით შეიძლება გაკეთდეს ჩურჩხელა.

საჭირო მასალა:

» ყურძნის წვენი _ 1 ლიტრი
» ფქვილი _ 1.5 ჩაის ჭიქა
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ჯუმბერი ამბობს:
    28 ივლისი, 2010წ. 12:37სთ.

    ძალიან მომენატრა ჩურჩხელა.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    28 ივლისი, 2010წ. 14:11სთ.

    მერე რა უნდა მაგას, აგერ აქ წერია მაგ მონატრების წამალი 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

23 votes, average: 4.78 out of 523 votes, average: 4.78 out of 523 votes, average: 4.78 out of 523 votes, average: 4.78 out of 523 votes, average: 4.78 out of 5

› ანა კალანდაძე: ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი…
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი…
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი…
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა…
ლოცულობდა…
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს › › ›

DU