1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ქვეყნის აღსასრულის კალენდარი

ისევ და ისევ დავუბრუნდები ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტიურ თემას სამყაროს აღსასრულის შესახებ.
ალბათ უყურებდით საქართველოს ერთერთ არხზე გაშუქებულ გადაცემას ამ აპოკალიფსებისა და წარღვნების შესახებ… და რა აზრის ხართ? მე პირადად ვერაფერი ინფორმაცია ვერ მივიღე… გადაცემაში მოწვეულმა ვერცერთმა სფეროს წარმომადგენელმა ვერ მოიყვანეს დამადასტურებელი ან პირიქით საწინააღმდეგო არგუმენტები ან თუნდაც საინტერესო თეორიები…
აქედან გამომდინარე არ ვიცი სპეციალურად არაფერს იძახიან თუ არაფერიც არ იციან და ტვინიკოსობენ, რაც ეს უკანასკნელი არც ისე სახარბიელოა 🙁
უცნაურია თუ რატომ არ არსებობს ქართველ მეცნიერთა ნაშრომები ინტერნეტში? არადა როგორი ინტერესით გავეცნობოდი…
მოკლედ ეს საუბარი შორს წაგვიყვანს და ეს ჩანაწერი მაგ ამბავს სულაც არ ეხება.

მინდა ჩამოვწერო მთელს მსოფლიოში ასევთქვათ ყველაზე გავრცელებული და აღიარებული წინასწარმეტყველობების თუ გამოთვლების კალენდარი სამყაროს კატაკლიზმებისა და აღასასრულის შესახებ:

ჰაროლდ კემპინგ ამერიკელი კათოლიკური მოძღვარი ჰაროლდ კემპინგმა ბიბლიის დიდიხნის შესწავლითა და მათემატიკური გამოთვლებით დაადგინა, რომ ქვეყნის აღსასრული ქრისტეს ჯვარცმიდან 722 500 დღეში უნდა მომხდარიყო ანუ ეს დღე 21.05.2011 უნდა ყოფილიყო.
ნასა ყველასათვის ცნობილმა NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა და ამერიკის ნაციონალურმა სამეცნიერო აკადემიის მიერ ჩატარებული დაკვირვებებისა და გამოთვლების საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ 22.09.2012-ში მზის ზედაპირზე მძლავრი აფეთქების შედეგად დედამიწის მიმართულებით გამოიტყორცნება ძლიერი ელექტრომაგნიტური იმპულსი, რომელიც წამიერად სავალალო შედეგებს გამოიწვევს ჩვენს პლანეტაზე, კერძოდ მწყობრიდან გამოვა ყველა ელექტრო მოწყობილობა, რასაც მოჰყვება მილიონობით ადამიანის სიკვდილი.
მაია უძველესი ცივილიზაციის მაიას სწავლულების მიერ პლანეტებზე დაკვირვებისა, მათი ორბიტაზე გადაადგილების აღწერისა და გამოთვლების შედეგად დაასკვნეს, რომ მზის მეხუთე ციკლის ანუ 21.12.2012-ში პლანეტები: დედამიწა, იუპიტერი, მარსი და სატურნი ერთ ხაზზე გასწორდებიან, რომელთა შუაშიც პლანეტა მზე მოხვდება, ეს მოვლენა გამოიწვევს დედამიწის ატმოსფეროში მძლავრი ენერგიის ქარიშხლების შემოსვლას, რომელსაც დედამიწა ვერ გაუძლებს და მოხდება დამანგრეველი ბუნებრივი კატაკლიზმები.
შუმერები უძველეს დროში ბრძენი წავლული შუმერების თქმით 21.12.2012-ში დედამიწას გვერდს ჩაუვლის პლანეტა ნიბირუ, რაც დედამიწის მაგნიტური პოლუსის და ორბიტის შეცვლას გამოიწვევს. პლანეტა ნიბირუს დედამიწასთან მოახლოვება გამოიწვევს წყლების მასიურ აწევას და კლებას. ეს ყოველივე კი გაანადგურებს ყველაფერ ცოცხალს დედამიწაზე.
Piers Van der Meer ჰოლანდიელი ასტროფიზიკოსი, ევროპის კისმოსური სააგენტოს ექსპერტი სახელად პირს ვან დერ მეერის (Piers Van der Meer) თეორის მიხედვით 2013 წელს მოხდება პლანეტა მზის აფეთქება, რაც არამარტო დედამიწის, არამედ მრავალი პლანეტის განადგურებას გამოიწვევს.
ვანგა ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა გვამცნობს, რომ 2014 წელს ქიმიური ომის შედეგად დაიხოცება და დაავადება მილიონობით ადამიანი. მსოფლიოს მოედება კიბოს ვირუსი.
ხაბიბულლ აბდუსამატოვი რუსი ასტროფიზიკოსი ხაბიბულლ აბდუსამატოვის თეორისს თანახმად 2014 წელს დედამიწაზე მორიგი გამყინვარება დაიწყება.
ალბერტ შერვინსკი დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ალბერტ შერვინსკის თეორიით ნასას მიერ აღმოჩენილი გიგანტური კოსმოსური მტვრის ღრუბელი 2014 წელს მოუახლოვდება მზის სისტემას და გაანადგურებს მასში არსებულ ყველა პლანეტას.
ჯეიმს ჰანსენი ნასას დაქვემდებარებაში მყოფი კოსმოსური კვლევების უნივერსიტეტის ამერიკელი კლიმატოლოგი ჯეიმს ჰანსენის გამოთვლებით ასაბუთებს, რომ 2016 წელს დედამიწაზე მოხდება ყველა ყინულოვანი საფარის დალღობა, შედეგად ხმელეთის დიდ ნაწილს წყალი დაფარავს.
ნოსტრადამუსი ცნობილი ძველი ფრანგი სწავლული და წინასწარმეტყველი ნოსტრადამუსის ჩანაწერებიდან გამომდინარე 2018 წელს დაიწყება საშინელი და დამაგრეველი მსოფლიო ატომური ომი.
ისააკ ნიუტონი ცნობილი ძველი ფრანგი ფიზიკოსი ისააკ ნიუტონმა იოანე მახარობელის (იოანე-ზოსიმე) მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე გამოითვალა, რომ 2060 წელს მოხდება ქვეყნის განკითხვის დღე.

რამდენად სარწმუნოა ეგ სულ სხვა საკითხია. გამოთქვით აზრები ვის რისი გჯერათ და ვის რა ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ ყოველივეს შესახებ…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

6 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. გიორგი ამბობს:
    1 იანვარი, 2012წ. 07:24სთ.

    არცერთის არ მჯერა რა სისულელეა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ტარიელი ამბობს:
    2 თებერვალი, 2012წ. 14:37სთ.

    ვიდრე დედამიწაზე ალლაჰის სახელი მოიხსენიება მანამ წარღვნას არ უნდა ველოდოთ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნინი ამბობს:
    3 ივნისი, 2012წ. 20:44სთ.

    აუუ რა მაგარიი საიტიიი გააქვთ გავგიჯდიი :D:D :***

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ჯუმბერი ამბობს:
    10 დეკემბერი, 2012წ. 07:18სთ.

    კაცობრიობას არ შესწევს უნარი განსჭვრიტოს შორეული მომავალი. დიდი ხანია ცივილიზაცია ელოდება ქვეყნის აღსასრულს, ეს მოლოდინი ავადმყოფურ სიმპტომებშიც კი გადაიზარდა. ცხადია გარკვეული ძალა დედამიწაზე დაინტერესებულია აპოკალიფსის პოპულარიზაციით. დაშორება უახლოეს ვარსკვლავამდე 4,29 სინათლის წელიწადია, მოხეტიალე ასტეროიდთან შეჯახების ალბათობაც ძალიან დაბალია.რაც შეეხება, პლანეტების ერთ წრფეზე განლაგება არ სცვლის დედამიწაზე გრავიტაციულ ფონს და არავითარი ენერგიების გამოტყორცნა არ მოხდება.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ვახო ამბობს:
    6 მარტი, 2014წ. 13:51სთ.

    მე მგონი ადამიანი გაჩენის დღიდან ოცნებობს ადამიანების განადგურებაზე, მაგრამ არ ვიცი რატომ. დედამიწის გარშემო წარმოიქმნება მრავალი წარმონაქმნები, რომელიც დედამიწას განადგურებით ემუქრება, მაგრამ ისინი, როგორც უახლოვდებიან, ასევე შორდებიან დედამიწას გარეშე ძალების ზემოქმედებით. (მაგალითად: მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას არ შეუძლია, (უფრო ზუსტად არა საჭირო) ყოველ წამს აკონტროლოს მსოფლიოში მიმნინარე მოვლენები, ისინი წარმოქმნის პერიოდში მინიჭებული უნარებით მიმნდინარეობენ. მაგრამ მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას შეუძლია აკონტროლოს კონკრეტულ ადგილას მიმდინარე მოვლენები და დაიცვას ის კონკრეტული ადგილი.) ასევე ბუნების უძლიერეს ძალას შეუძლია დაიცვას ის კონკრეტული ადგილი, რომლის დაცვასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ და უძლიერესი ძალა-უფალი დაიცავს დედამიწას მანამ სანამ ეს საჭირო იქნება და დაიცავს რა დონეზე საჭირო იქნება, რა დონეზეც დავიმსახურებთ ადამიანები კონტინენტების, რეგიონების, ქალაქების, სოფლების, სახლების, ადამიანის მიხედვით. მეცნიერები მართალი არიან როდესაც ხედავენ მოახლოებულ საშიშროებას, მაგრამ ამ საშისროებას უფალი მოაშორებს დედამიწას ან ჩვენ მოგვცემს ძალას და უნარს თავის დასაცავად. მეცნიერება სწავლობს უკვე უფლის მიერ შექმნის სამყაროს, აღმოაჩენს მას რაც იყო და უბრალოდ ჩვენ არ ვიცოდით. მეცნიერაბა მიყვება უფლის მიერ გაკვალულ გზას და სწავლობს ახალ-ახალი აღმოჩენებს, რომელიც უკვე არსებობდა. მეცნიერება თანდათანობით უფალს უახლოვდება, მისი გზა რეალურია, ხოლო რელიგიური გზა წარმოსახვითი. ორივე გზა უფლისკენ მიდის და მოვა დრო როდესაც ჩვენ ყველა მივალთ უფალთან და ვიხილავთ მას.ამ საქმეში მხოლოდ რელიგია კი არა, არამედ მეცნიერებაც დაგვეხმარება. დიდება უფალს.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. სალომე ამბობს:
    25 თებერვალი, 2016წ. 09:13სთ.

    რომ წერია 2014 წელს მორიგი გამყინვარება იქნებაო,2016 წელია ახლა და მე არ მახსოვს 2014 წელს რამე გამყინვარება ყოფილიყო :დდ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› Dalton Ghetti – ფანქრის მწვერვალთა მპყრობელი

ფანქრის წვერი, რომ არ აერჩია სხვა ვერაფერი ნახა, მაგრამ ასეთი ორიგინალური ხომ აღარ იქნებოდა.
45 წლის კაცი რომელმაც ფანქრების წვერვალი დაიპყრო, სახელად Dalton Ghetti ჰქვია და ცხოვრობს შტატებში, კერძოდ Bridgeport-ში.
მართლაც გასაოცარი › › ›

DU