1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» კონსტანტინე გამსახურდია: ტფილისური საღამო

ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.

სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.

ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები.

დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, –
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი…

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. იზოლდა კირკიტაძე ამბობს:
    30 მაისი, 2013წ. 16:09სთ.

    ძალიან ვტკბები, ვმაღლდები, როცა ჩემს სულს ვავარჯიშებ,
    გონებას, ჭკუას, ვკვებავ და ჯობია ყველა ვარჯიშებს.
    მსურს ყველამ გაიზიაროს ჩემებრ ლტოლვა და ხალისი
    ვიცოცხლოთ ქართველ მგოსნთა უკიდეგანო ხვალისით.

    ჩ ე მ გ ა ნ
    სამტრედია 30.05.2013 წ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

24 votes, average: 4.25 out of 524 votes, average: 4.25 out of 524 votes, average: 4.25 out of 524 votes, average: 4.25 out of 524 votes, average: 4.25 out of 5

› ცოტნე დადიანის თავდადება

მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი:
თამარ მეფის სიკვდილის შემდეგ არ გასულიყო ჯერ თორმეტი წელიწადი, რომ ჩვენს ქვეყანას › › ›

DU