1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ცომში შემწვარი თევზი

ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, ორი სუფრის კოვზი ზეთი ან ერბო, აურიეთ და გახსენით 0,5 ჩაის ჭიქა თბილი წყლით ისე, რომ არ იყოს პატარა გროვები. ცომიან ჯამს სუფთა ტილო დააფარეთ და ასე გააჩერეთ ცოტა ხანს. თევზი (ფხა გამოცლილი) 1 სანტიმეტრის სისქის და 5-7 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მერე დააწურეთ ზედ ნახევარი ლიმონის წვენი, მიუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, აურიეთ და გააჩერეთ 15-20 წუთი. გამზადებულ ცომს მიუმატეთ კარგად გათქვეფილი ორი კვერცხის ცილა და აურიეთ.
მომზადებული თევზი სათითაო ნაჭრებად ამოავლეთ ცომში და ჩაუშვით ცხიმიან ცხელ ტაფაში ისე, რომ ცხიმი თევზის ნაჭრებს ფარავდეს და შეწვით. შემწვარი თევზი ლანგარზე ლამაზად მოათავსეთ, გარნირად ერბოიანი მოხარშული კართოფილი და მწვანე სალათის ფურცელი მოუწყეთ და მორთეთ ოხრახუშის ტოტებით. სუფრაზე ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ საწებელი, მაიონეზი ან ტომატის ცხელი საწებელი.

საჭირო მასალა:

» თევზი _ 500 გრამი
» ფქვილი _ 5 სუფრის კოვზი
» ზეთი _ 3 სუფრის კოვზი
» ლიმონი _ 0,5 ცალი
» კვერცხი _ 2 ცალი
» ცხიმი _ 100 გრამი
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ოლაინ მაღაზია Amazon.com-ის საწყობი

ყველა კარგად ვიცნობთ Amazon.com-ს. ესაა ერთერთი უმსხვილესი ინტერნეტ ონლაინ მაღაზია, სადაც სულო და გულო რაც გინდა ყველაფერია, ხოდა სწორედ მაგიტომაც, რომ ყველაფერია მას გააჩნია უზარმაზარი საწყობი სადაც აურაცხელი გასაყიდი ნივთი › › ›

DU