1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» როგორ მოვკლათ ვამპირი?

დღეს ფილმს უყურე ვამპირებზე და დამაინტერესა რა ხერხები არსებობს მათ დასახოცად 🙂
ბევრი ვიბოდიალე ინტერნეტში, წავიკითხე და ვნახე სხვადასხვა საინტერესო დოკუმენტური მასალა, ბოლოს როგორც დავასკვენი არსებობს ვამპირის მოკვლის ხუთი მეთოდი.

1. მზის სხივი

ეს ყველაზე პრიმიტიული და ეფექტური საშვალებაა ვამპირის გასანადგურებლად. არის მოსაზრებები, რომ ვამპირებს ვერაფერს აკლებს მზე, მაგრამ ეს მცადი შეხედულებაა, რადგანაც ყველა ძველ წიგნებში, რომლებშიც აღწერილია ვამპირთა ისტორია, ნახსენებია, რომ ისინი დაწყევლილნი არიან მზის მიმართ, ასე რომ ვამპირებს ყოველთვის წვავდა, წვავს და დაწვავს მზის სხივები. მზე ჩვეულებრივ პირობებში ვამპირს დაახლოებით 10 წამში ანადგურებს.
ამიტომაც შეგიძლიათ ვამპირს დაუგოთ რაიმე მახე, რომელშიც გამოიყენებთ მზის სხივებს, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისინი საკმაოდ გონიერნი არიან და ყოველთვის ერიდებიას პატარა საეჭვო საფრთხესაც კი.

2. ხის სოლი

ვამპირის მოსაკლავად ყველაზე იდეალური იარაღია ხის მყარი და წვეტიანი სოლი, რომლითაც უნდა განგმიროთ შიგ გულში, რადგან, როგორც ვიცით ვამპირებს ახასიათებთ ჭრილობების მყისვე შეხორცების უნარი, მხოლოდ გულია მათი სუსტი სამიზნე, რომელიც არ ხორცდება მხოლოდ ამ მეთოდის შემთხვევაში.
არსებობს მოსაზრებები, რომ განგმირული ვამპირი შეიძლება გაცოცხლდეს თუკი მას ამ ხის სოლს გულიდან ამოვაცლით და გარკვეულ პროცედურებს ჩაუტარებთ, მაგრამ ესეც ტყუილია, თუკი ვამპირი ერთხელ განიგმირა ხის სოლით ის სამუდამოდ მკვდარია.
ამ ხერხის განხორციელება არც ისე ადვილია, რადგან ვამპირები ძალიან სწრაფები და ღონივრები არიან, მაგრამ სწორედაც რომ ასეთი თვისებების გამო ისინი თქვენთან შეხვედრისას თავდაცვაზე ნაკლებად იფიქრებენ, რაც თქვენ სწორი მოქმედების შანს გაძლევთ, ერთი სწრაფი და ზუსტი ხის სოლის მოძრაობა გაანადგურებს ამ დემონს.
უნდა აღინიშნოს, რომ მათი სხეული ადამიანთან შედარებით ნაკლებად მკვრივია, ამიტომაც შედარებით იოლია ხის სოლით განგმირვა.

3. ვერცხლი

ვერცხლიც, როგორც მზე წყევლაა ვამპირთათვის. მითოლოგიურმა ღმერთმა ართემიდამ (Artemis) დაწყევლა პირველი ვამპირი, რომ დაეწვა მისის სხეული თუკი იგი შეეხებოდა როგორც მზის სხივს ასევე ვერცხლს.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვერცხლით ვერ მოკლავ ვამპირს, მაგალითად თუ ვერცხლის სოლს ჩავარჭობთ გულში, როგორც ხის სოლის მეთოდით, ვერცხლი მას მხოლოდ გაუსაძლის ტკივილებს მოჰგვრის და ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ და მხოლოდ ვამპირის შესაჩერებლად ან დასასუსტებლად, თუმცა შეიძლება ხერხი იხმარო:
მაგალითად ვერცხლის ჯაჭვით დაბმული ვამპირი, რაც არ გინდა ძლიერი იყოს ის, მაინც ვერ აიწყვიტავს.
ძველ ვამპირთა ისტორიებში აღწერილია თუ როგორ იპყრობდნენ ცოცხლად, ვერცხლის ჯაჭვებითა და ბორკილებით.
ასე რომ თუკი მოახერებთ და მიაბავთ სადმე ისეთ ადგილას სადაც მზე უდგება, მოკვლასაც კი შეძლებთ გამთენიისას მზე რომ მიადგება, მხოლოდ დაიმახსოვრეთ, რომ საჭიროა სუფთა ვერცხლი.

4. ცეცხლი

კი ნამდვილად კლავს ცეცხლი, მაგრამ საჭიროა ძალიან მძლავრი ცეცხლი და ასევე ის, რომ ვამპირი ამ ცეცხლში დიდი ხანი გადაბმულად იწვოდეს, ვთქვათ რამოდენიმე საათი სანამ ის არ დაიფერფლება.
ასეთია ეს მეთოდი, რომელსაც არც კი იყენებენ ასეთი რთული და თითქმის შეუძლებელი პროცედურის გამო. ცეცხლის და მზის ძალა იმით განსხვავდება, რომ ვამპირი დაწყევლილია მზის მიმართ, ხოლო ცეცხლის მიმართ კი არა.
თუკი სხვა მეთოდის საშვალებაა ჯობია ისევ ის განახორციელოთ.

5. თავის მოკვეთა

ესეც ძალიან ძნელი გასანხორციებელი მეთოდია, რადგანაც ვამპირი კისერს არ მოგიშვერთ მოდი თავი მომჭერიო. თუკი მაინც გადაწყვიტავთ თავის მოკვეთას, მაშინ უკეთესია თუ ვერცხლის ცულს, ხანჯალს… მოკლედ ვერცხლისაგან დამზადებულ იარაღს გამოიყენებთ, რათა შეხორცება შენელდეს.
და თუკი მოკავშირე ვამპირი გყავთ, წესით მას არ უნდა გაუჭირდეს ერთი მოქნევით წააცალოს თავი მოწინააღმდეგე ვამპირს.

მოკლედ ეს ხუთი მეთოდია თუ როგორ მოვკლათ ვამპირი, მაგრამ მოდი სხვანაირად შემოვატრიალოთ მათი განადგურების საშვალებები.
ზემოთ ჩამოვთვალე თუ როგორ მოვკლათ ჩვენით, ჩვენის ჩარევით, მოდი განვიხილოთ ისეთი შესაძლებლობები სადაც ვამპირები თვითონ კვდებიან.
შესაძლებელია თუ არა, რომ ვამპირს რაიმე დაავადება შეხვდეს და გაანადგუროს?
ძველ ვამპირთა ისტორიებში მოხსენიებულია, რომ მოხდა ვამპირთა მასიური განადგურება, რასაც მათში გავრცელებულ დაავადებას აბრალებენ. მიახლოებით რაც მე ვიცი ესაა ბაქტერიული დაავადება, რომელიც ნელნელა ასუსტებს და კლავს ვამპირს.
ეს რაც შეეხება დაავადებას, ნეტა კიდე რა გამოსავალი შეიძლება იყოს?
ვამპირთა ერთმანეთზე სამტროდ გადაკიდება. ესეც ეფექტურია მათი მასიური განადგურებისათვის, მაგრამ განხორციელების შანსის 1%-იც კი თამამი ნათქვამია.
მოკლედ მეგობრებო ერიდეთ ვამპირებს 😉 თუ მაინდამაინც სადმე შემოგეჩეხათ გაიხსენეთ ეს ჩანაწერი 😉
და თქვენ თუკი გადაწყვეტთ, რომ ვამპირებზე ინადიროთ, მაშინ ქვემოთა სურათებზე რომ იარაღებია აუცილებლად დაგჭირდებათ:

[გალერეა...]
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

13 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ქიტო ამბობს:
    26 ნოემბერი, 2011წ. 07:27სთ.

    თუ დამჭირდა გამოვიყენებ ალბად რავიცი მე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    26 ნოემბერი, 2011წ. 12:30სთ.

    ღმერთმა არ დაგაჭირვოს 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარიბელა სავლატორი ამბობს:
    3 თებერვალი, 2012წ. 19:11სთ.

    გეხვეწებით რა 😀 ჯერ ვამპირი იპოვეთ და მის მოკვლაზე მერე იფიქრეთ!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ილია ამბობს:
    3 თებერვალი, 2012წ. 20:44სთ.

    რომ იპოვი მერე უკვე გვიანი იქნება 😉 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. თიკო ამბობს:
    17 მარტი, 2012წ. 12:50სთ.

    ძალიან მინდა ვამპირები მართლა არსებობდნენ და მეც ვამპირობა მინდაა..ასე რომ თუ სადმე ვამპირს შეხვდებით შემატყობინეთ..:D:D:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნიკა ამბობს:
    5 ნოემბერი, 2012წ. 18:36სთ.

    თიკო ის რომ ჩვენ ვერთობით ვამპირებზე ლაპარაკით, არ ნიშნავს რომ უნდა გვინდოდეს ვამპირობა, მართლა თუ ხუმრობით ამის თქმა დიდი ცოდვაა, მე პირადად დულაც არ მინდა რომ ვიყო ვამპირი და ადამიანებს ვხოცავდე მხოლოდ იმიტომ რომ ლონკა არ მაწუხებდეს,

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ანი ქალენი ამბობს:
    22 ნოემბერი, 2012წ. 20:13სთ.

    თუმცა მინდა ვამპირობა მაგრამ ვამპირები აგარ არიან ჩემდა სამწუხაროთ :დ
    კაარგიტ რა ვამპირები სადღა არის ხალხო ნუ გაგიჯდიტ სულ 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ნინი ამბობს:
    25 ნოემბერი, 2012წ. 15:49სთ.

    ძალიან საინტერესო იქნებოდა ვამპირებთან ერთად ცხოვრება… ნეტა მართლა არსებობდნეენ <3:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ბლუდლაველი ამბობს:
    29 იანვარი, 2013წ. 18:07სთ.

    ვამპირები არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ, კაცობრიობას არ სძალმიძს მათი განადგურება, რადგან ვერავინ შეიცნობს მათ, სანამ ისინი არ შეაცნობენ თავს, ამას კი უკვე თითქმის აღარ აკეთებენ, ვამპირები აღარ იკვებებიან ადამიანის სისხლით, ყველა ახალშობილი სპეციალურ დიეტაზეაა (კურდღლის, შველის ან გარეული ღორის სისხლი) რათა არ მოკვდნენ და არც ადამიანები დახოცონ, კვირაში საშუალოდ 4 ლიტრი სისხლი სჭირდება ზრდასრულ ვამპირს საარსებოდ, ისინი ცოცხლობენ 100 დან 180 წლამდე, თუმცა ადამინებთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ამიტომ გარკვეული დროის შემდგომ იცვლიან საცხოვრებელს, არცერთს არ აქვს მატერიალური პრობლემა, რადგან ძალიან სწრაფები და ჭკვიანები არიან, არაჩვეულებრივად იპარავენ, ისე რომ ადამიანი ვერც ამჩნევს როგორ აცლის ვამპირი ჯიბიდან რაღაცას. იყო დრო როცა ვამპირები სამუდამოდ ცოცხლობდნენ თუ მათ ზემოთ ხსენებული ხერხებით არ დახოცავდნენ, მაგრამ მოხდა მასიური დაავადება მათი უჯრედული აგებულებისა და მათი სასიცოცხლო მონაკვეთი დროით განისაზღვრა. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ვამპირის ნახვა, ეს ძალიან მარტივია ვიდეოებში და თან 100 პროცენტით მართალი რასაც აქ ვწერ. ილუზიონისტი DINAMO რომლის ილუზიებიც ყველგან დევს იუთუბზე, ვამპირია და მისი ოჯახი ერთადერთია, რომელთა გენშიც ვამპირისთვის მზე არ წარმოადგეს გამანადგურებელ ფაქტორს.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ნიკა ამბობს:
    26 ივნისი, 2013წ. 13:54სთ.

    დაახლოებით 18 წლის წინ,თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავიდა და სოფლის განაპირას,მიტოვებულ სახლში დაიდო ბინა.დღისით იშიათად ჩნდებოდა ქუჩაში და მაშინაც შავი სათვალე ეკეთა.სოფლელები მისით პირველსავე დღეს დაინტერესდნენ და გაარკვიეს, რომ უცნობი პროფესიით ექიმი იყო, თუმცა მასთან მისული არც პაციენტი უნახავთ და არც სტუმარი.
    ექიმი შინიდან გვიან გადიოდა და განთიადისას ბრუნდებოდა. სად დადიოდა , არავინ იცოდა.
    ერთ დილით კი მისი ეზოს ჭიშკარტან ძაღლებმა ყეფა და ყმუილი ატეხეს.ერთ ადგილს ურბენდნენ დგარშემო და პატონებისთვის რაღაცის მინიშნებას ცდილობნენ.იმ დღეს მეზობლები შემზარავი სურათის მომსწრენი გახდნენ – ეზოში ყელგამოღადრული ადამიანი ეგდო, რომელიც, სავარაუდოდ , ძაღლებმა სამალავიდან გამოათრიეს. მასპინძელი არსად ჩანდა.პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. სახლი გაჩხრიკეს და სარდაფში ჩამარხული კიდევ 2 გვამი აღმოაჩინეს.თითოეულ მსხვერპლს კისერთან მთავარი არტერია კბილებით ჰქონდათ გადაღრღნილი.
    ეს ამ რაიონში ვამპირის გამოვლენის პირველი შემთხვევა იყო.მთავარი დამნაშავე კი უკვალოდ გაქრა.ასეთი რამ რამდენიმე თვით ადრე თბილისში, ისნის რაიონში დაფიქსირდა. “სისხლისმწოველი” არსება ვერ დაიჭირეს.მის სამალავში 4 ქალის გვამი იყო ჩაცემენტებული,1 სამარხიც მომდევნო მსხვერპლისათვის მოემზადებინა….

    რას წარმოადგენენ ვამპირები და არიან თუ არა ისინი ჩვენ გვერდით?
    ვამპირიზმის ფენომენის შესწავლით მეცნიერები მრავალი წლის წინ დაინტერესდნენ და ხანგრძლივი კვლევების შედეგან ამ ამოუცნობი არსებების გარკვეული ფსიქოტობიც ჩამოყალიბდა: ვამპირები სახეცვლილი ადამიანები არიან. მაში “დაავადება” გენეტიკური დარღვევების, რადიაციული ზემოქმედებისა და ორგანიზმში მიდინარე მუტაციური პროცესებით არის განპირობებული.
    ვამპირი დღისით ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად ცხოვრობს,თუმცა ღამით მისი ენერგეტიკული რესურსები პიკს აღწევს.არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი,რის გამოც “სისხლისმწოველი” არსებები მზეს ემალებიან.უპირველეს ყოვლისა,მათი კანი უჩვეულოდ ღია ფერის სტრუქტურის გამო მკვეთ შუქსა და მზის სხივებზე დამწვრობას იღებს.ჩვეულებრივ ადამიანზე 2-3-ჯერ მახვილი სმენა აქვთ,მკრთალ სინათლეზეც კი ყველაფერს მკაფიოდ ხედავენ,ამასთანავე, გრძნობენ ადამიანთა განწყობასა და ემოციურ მდგომარეობას.გამახვილებული მგრძნობელობითი ორგანოების წყალობით მიღებული უამრავი მიღებული ინფორმაცია ვამპირის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და “სისხლისმწოველი” ღიზიანდება.ღამის წყვდიადი მსხევრპლის მოსაძებნად საუკეტესო დროა.

    ვამპირებს მერყევი ხასაითი აქვთ,ამას,ერთი მხირვ,გარეგანი ფაქტორები განაპირობებს,რასაც თან ერთვის სისხლის დაუოკებელი წყურვილი,ამიტომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი თვალის დახამხამებაში შეიძლება სასტიკ ურჩხულად იქცეს.

    არიან თუ არა ვამპირები ბოტორები? შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ადამიანის სიცოცხლეს წირავენ,თუმცა მკვლევართა აზრით,ეს გაუცნობიერებლად ხდება,რადგან ვამპირებს უფრო მეტად ცხვოელური ხასიათი აქვთ და ინსტიქტებით მოქმედებენ.მათ არ იციან,რა არის თანაგრძნობა.

    კიდევ ერთი ფაქტი,რაც მეცნიერების აზრით , ძალიან მნიშნელოვანია: ვამპირის ვამპირის ფიზიკური სხეული სისხლის მოთხოვნილებას ვერ გრძნობს,ეს სურვილი გონებაში იბადება და მრავალი წელი გაივლის,სანამ პირველ მსხვერპლზე თავდამსხმის სურვილი მომწოფდება.როგროც მკვლევარები ამბობენ,ადამიანმა შეიძლება 30-40 წლის შემდეგ აღმოაჩინოს საკუთარ სხეულში ჩამოყალიბებული ვამპირი.

    ძველ საბერძნეთში “ვამპირობის გასანეიტრალებლად” გარდაცვლილ ვამპირს პირქვე მახავდნენ და საფლავს ზემოდან ყვევილების უზარმაზარ თაიგულს აყირდნენ – მათი რწმენით ვამპირს ყვავილების საფარიდან ამოსვლა არ შეეძლო. საამისოდ ძირიტადად ველური ვარდი გამოიყენებოდა. გარდა ამისა,საფლავს მძიმე ქვას ან ობელიკს ადგამდნენ.ეს ტრადიცია გარკვეული ფორმით დღესაცაა შემორჩენილი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. მარიამი ამბობს:
    11 ნოემბერი, 2013წ. 11:29სთ.

    მე მჯერა ვამპირის არებობის იმის მერე რაც ერთ ვიდეოს ვუყურე იქ სულ სხვანაირი ადამიანი იყო დამიჯერეთ შეიძლება ამ ადამიანს უბრალოდ ნიღაბი ეკეთა მაგრამ ძალიან გავდა ნამდვილს ეს ვიდეო მეორედ ვეღარ ვიპოვნე თორემ ლინკს აუცილებლად დავდებდი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. თამუნა ამბობს:
    23 იანვარი, 2014წ. 17:51სთ.

    მჯერა რომ ვამპირები არსებობენ !!სიმართლეა…დარწმუნნებული ვარ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ნია ამბობს:
    5 დეკემბერი, 2014წ. 14:50სთ.

    არ ვიცი შესაძლოა არსებობდნენ ან არა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ვამპირობაზე არ უნდა ვვოცნებობდეთ, დარწმუნებული ვარ ვამპირობა მათ უნდათ ვისაც 1. რაიმე რომანტიკული ფილმი აქ ვამპირებზე ნაყურები, 2. ვინმე საოცრად სძულს და შურისძიება უნდა, 3. ძალაუფლების მოყვარულია 4. ახლობლებმა ზურგი აქციეს და აღარავინ დარჩა…
    რაც არ უნდა იყოს მონსტრად გადაქცევა არ უნდა გვინდოდეს, როცა ვიცით რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა უახლოეს ადამიანებსაც ვავნოთ… ვამპირობა საშინელებაა და ამოიგდეთ ის სულელური აზრი თავიდან რომ ვამპირები შეიძლება კეთილები იყვნენ…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› სისწრაფის გამოცდა : Echo vs Print

მოგესალმებით 😉
ხშირად მინახავს დისკუსიები ინტერნეტში echo-სა და print-ზე თუ რომელი უფრო ოპტიმალურია, რომელი უფრო სწრაფია და ასეშემდეგ…
მე ვფიქრობ გააჩნია რა დროს ვიყენებთ, მაგრამ ვაღიარებ, რომ echo-ს ვანიჭებ უპირატესობას, რადგანაც მისი › › ›

DU