1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ხინკალი

ღორის, ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი (დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა). მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრი წყლითა და კვერცხით. კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით (ან ჭიქის საშვალებით) და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას. ასე მომზადებული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ; ქვაბი ხანგამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიეკრას. როცა ყველა ხინკალი წყალსზევით ამოტივტივდება, კიდევ ხუთი წუთი ვადუღოთ და ამოვალაგოთ ქაფქირით.
სუფრაზე ხინკალთან ერთად მივიტანოთ დანაყილი პილპილი.

საჭირო მასალა:

» ცხვრის ან ღორის ხორცი _ 1 კილო
» ხახვი _ 5 თავი
» კვერცხი _ 1 ცალი
» მწვანილი _ გემოვნებით
» მარილი _ გემოვნებით
» პილპილი _ გემოვნებით
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნონა ამბობს:
    5 მაისი, 2011წ. 04:22სთ.

    ეს არ არის ნამდვილი ხინკლის რეცეპტი. არ სჭირდება ხორცს არანაირი შეზავება მხოლოდ ხახვი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ასევე უმჯობესია როცა საქონლის მხოლოდ ძროხის მსუქანი ხორცია და არანაირი ნარევი .ცომი იზილება მხოლოდ წყლით და მარილით,კვერცხი გემოს უცვლის მთლიანად და არ არ არის საჭირო . ზემოთ მოცემული ხინკლის ხორცს მე კატლეტს დავარქმევდი.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ხინკლის სახლი "ბახტრიონი" ამბობს:
    13 მაისი, 2011წ. 21:08სთ.

    ხინკლის სახლი “ბახტრიონი”

    გიყვართ ნამდვილი ქართული სუფრა – ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, ქართული ღვინო?
    მაშინ მობრძანდით ხინკლის სახლში “ბახტრიონი”
    ცხელი ხინკალი, ნამდვილი ქართული ღვინო და საუკეთესო გარემო!

    მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. № 154
    ტელ.: 888 222 2-49-04

    http://www.saxinkle.ge

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ეკა ამბობს:
    1 ნოემბერი, 2011წ. 17:23სთ.

    ბათუმის მაჭახელას მაგარი ხინკალი აქ მგონი ვისაც გაუსინჯავს დამეთანხმება!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 53 votes, average: 5.00 out of 5

› რა ფერია სამყარო ანუ როგორ ვხედავთ ჩვენ მას

გაუმარჯოს
აგერ მისტიური 2012 წლის ზაფხულმაც გაირბინა 🙂 დაგვიდგა შემოდგომაც…
ხოომ ჩანაწერს შესავალი მინდა გავუკეთო და რაღაც არ გამოდის ისეთი ქე რო უნდა 🙂 …
მოკლედ რისი თქმა მინდოდა
დღეს ერთი უცნაური აზრი ამეკვიატა, › › ›

DU