1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» Exoskeleton მომავლის რობოტიზირებული ჯარი

Exoskeleton-ის თარგმანი ქართულად ალბად “ექსოჩონჩხი” იქნება 🙂

სადღაც დაახლოებით უკვე 2000 წლიდან ამერიკის საბრძოლო შეიარაღებაში არსებობს ჯარის რობოტიზაციის პროგრამა, მათ შორისაა Exoskeleton-ის პროექტი, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ დაიხვეწა და უფრო მეტიც, ხდება მათი საბრძოლო სიტუაციებში ტესტირებაც. ამ პროექტზე განსაკუთრებულად მუშაობს ამერიკული კომპანია Sarcos.
Exoskeleton-ი არის რკინის გიდრო-მექანიკური კოსტუმი, რომელითაც ადამიანი იმოსება და მართავს მას თავისი მოძრაობებით.

Exoskeleton

ზოგადი მუშაობის პრინციპი შემდეგშია:
ეს რკინის სამოსი აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომლებიც აფიქსირებენ ადამიანის მოძრაობებს და გადასცემენ ამ მიღებული ინფორმაციის გადასამუშავებელ პროცესორებს, რომლებსაც შესაბამის მოქმედებაში მოჰყავთ შესაბამისი მექანიკური მოწყობილობები, მოკლედ ეს რობოტ-სამოსი იმეორებს ადამიანის მიერ შესრულებულ მოქმედებების იდენტურ მოძრაობებს, უფრო მეტიც მკვლევარები მუშაობენ იმაზე, რომ კოსტუმა საფრთხის შემთხვევაში მოხდინოს ადეკვატური დამოუკიდებელი მოძრაობები, რათა დაცული იქნას ჯარისკაცი იმ საფრთხისაგან, რომელიც მას გამოეპარება.
ეს რობოტ-სამოსი საშვალებას აძლევს ჯარისკაცს აწიოს საკმაოდ მძიმე საგნები ან სულას უპრობლემოდ გაანგრიოს კედელი ან რაიმე წინაღობა, ახტეს ან გადახტეს დიდ მანძილზე, გაიქცეს უფრო ჩქარა ვიდრე ადამიანი შეძლებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით მისი რეალური ექსპლუატაცია საბრძოლო პირობებში გამორიცხულია, რადგანაც სულ მცირე იგი 70 კილოგრამს იწონის და არც ისე სწრაფია მისი მექანიზმი, რომ ადამიანის რეაქციას გაუტოლდეს, რაც ჯარისკაცს ძალიან მოუქნელს ხდის.
მიუხედავად ყოველივე უარყოფითი თვისებისა, ეს მკაფიო წინაპირობაა მომავლის ჯარისკაცის შეიაღარებისა. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბევრი მიმდინარე თუ დასრულებული პროექტი სამხედრო საიდუმლოებაა 😉 ასე რომ ის რაც სააშკარაოდა გამოტანილი მაგაზე ათასჯერ უკეთესი საიდომლოდაა შენახული 😉

ერთერთ მოდელის Raytheon XOS 2-ის ვიდეო დემონსტრაცია:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

როგორია?

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ალექსანდრე V

იმერეთის მეფე 1720-1741, 1741-1746, 1746-1752 წლებში, გიორგი V-ის ძე. აღზრდილი იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის კარზე და მის პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა. თუმცა დასავლეთ საქართველოში თურქთა მძლავრობის გამო იძულებული იყო მათთვისაც › › ›

DU