1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» Google-ს ვირტუალური დისკები თქვენს კომპში

ისევ გუგლის დაუბრუნდი 😉
თუკი გსურთ, რომ კომპიუტერში გქონდეთ კიდევ დამატებითი რამოდენიმე მყარი დისკი და თანაც უფასოდ, მაშინ ჯერ გახსენი გუგლის Gmail-ზე ანგარიში და მერე აქ მისმინე 😉

ესეიგი თუ გვაქვს გუგლის ელექტო-ფოსტა, მაშინ თქვენს აგარიშზე გამოყოფილი სივრცე კერძოდ 25 გიგაბაიტი შეგიძლიათ თქვენს კომპიუტერზე დადოთ, ვირტუალური მყარი დისკის სახით, სადაც ჩვეულებრივად ჩაწერთ და გადმოწერთ სასურველ ფაილებს, ეს სულაც არაა გუგლის მიერ ოფიციალურად დაშვებული ფუნქცია ანუ ერთერთი ხრიკია გუგლი ძიას გასაბრიყვებლად 🙁

ეხლა აგიხსნით თუ, როგორ ხდება ეს ხიხია საქციელი…
მოკლედ ამ ყველაფრის თავიდათავი არის ერთი პატარა სოფტი ანუ პროგრამა “GmailFS”, რომლის ინსტალირების შემდეგ თქვენს “My compiuter”-ის სარკმელში გაჩნდება დამატებითი ვირტუალური დისკი სახელად “GMail Drive”, მასზე შესვლისას გამოხტება ავტორიზაციის პატარა სარკმელი

სადაც მიუთითებთ თქვენს Gmail-ის ანგარიშის სახელსა და პაროლს, თუ ყველაფერი სწორადაა, მაშინ შეგიძლიათ ჩაწეროთ, გადმოწეროთ, წაშალოთ ან შექმნათ ახალი საქაღალდეები ისე, როგორც ჩვეულებრივად ნებისმიერ მყარ დისკზე.

მხოლოდ გაითვალისწინეთ რომ ფაილის სახელი არ უნდა შეიცავდეს 65-ზე მეტ სიმბოლოს და რაც მთავარია თუ გუგლმა გაგიგოთ ანგარიშს დაგიბლოკავთ და შეიძლებ თქვენი IP მისამართი საგუგლეთის შავ სიაშიც შევიდეს, ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია 😉
ნუ არის ხალხი რომლებიც რამოდენიმე წელია სარგებლობენ და ჯერჯერობით გუგლი ძია მოწყალეა მათ მიმართ, უფრო მეტიც ვიცნობ ერთს რომელიც 3 წელია სარგებლობს და უკვე 80 გიგაბაიტი უკავია საგუგლეთში 😉

ხომმ…
აი ის უფასო პროგრამა შეგიძლიათ აქედან გადმოწეროთ: GmailFS
და ისა კიდევ ეს პროგრამა უკვე 2008 წლიდან არსებობს და ყოველთვის ანახლებენ, როგორც კი გუგლი რამეს შეცვლისხოლმე, რომ პროგრამამ გამართულად იმუშავოს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

6 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ეთი ამბობს:
    25 ნოემბერი, 2011წ. 11:54სთ.

    აუ დავაყენე მაგრამ ვერც ვიდეოს ვწერ და სურათები დ დისკიდან რაც გადავიტანე პაპკა ცარელი დამხვდა და ფაკთიურად ყველა სურათი დავკარგე…ესეიგი მერე რომ მინდა ამ დისკზე ჩავამახსოვრო მუსიკა ან ვიდეო ან პროგრამა მიწერს რომ ეგეთი ფაილი კიდევ არსებობს და მეკითხება თუ მინდა რომ გადავაწერო.. კაი გადავაწერე მარა ავტომატურად რასაც ვამახსოვრებ ც დისკზე ხვდება გთხოვთ მითხარით რა ვქნა ძაან დიდი მადლობა წინასწარ…:)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    25 ნოემბერი, 2011წ. 13:14სთ.

    გამარჯობა ეთი
    დღეს იგივე პროცედურა გავაკეთე რაც შენ და დავაფიქსირე ერთი შეცდომა ამ პროგრამაში. კერძოდ ის, რომ, როცა ვახდენთ რაიმე უკვე არსებული ფაილის ზედ გადაწერას ის ფაილი იკარგება და აღარ სჩანს GMail Drive-ზე, თითქოს იშლებაო, მაგრამ თუ არარსებულ ფაილს გადავწერთ მაშინ ყველაფერი რიგზეა.
    და C დისკზე რა ადგილას გხვდება? და რომელი ფაილები გხვდება, რომლებსაც გადააწერხოლმე?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ეთი ამბობს:
    26 ნოემბერი, 2011წ. 11:54სთ.

    ც დისკზე უსერსებში ხვდება ეხლა იცი რა ვქენი ავდექი და სიმღერა რაც ც ზე ჩამახსოვრდა გადავიტანე ამ ჯიმაილ დრივში და ჩანს..მარა დ დან რომ მინდოდეს რამის გადატანა ჯიმაილ დრაივში რომ არ წაიშალოს ამისათვის რა ვქნა????

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ილია ამბობს:
    26 ნოემბერი, 2011წ. 12:28სთ.

    ასე სინჯე:
    ჯერ C-ზე დაალაგე და მერე GMail Drive-ზე.
    მაგრამ იცოდე, რომ მაინდამაინც ნუ ენდობი GMail Drive-ს, თუ რატომ ჩანაწერში დავწერე 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ეთი ამბობს:
    26 ნოემბერი, 2011წ. 12:35სთ.

    გასაგებია სიმღერებს მაინც ჩავწერ, მობილურში გადავიტან და მექნება უკვე დ დისკი სავსე მაქვს,ასე რომ ჯიმაილ დისკი მომეხმარება მადლობთ დიდი მადლობა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ილია ამბობს:
    26 ნოემბერი, 2011წ. 20:56სთ.

    არაფრის.
    ისე თუ ფაილების შენახვა გინდა, კარგი სერვისი აქვს ამას:
    http://www.dropbox.com
    უფასოა და მხოლოდ 2 გიგაბაიტს გაძლევს, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 8 გიგაბაიტამდე თუ როგორ მაგას მაგათ საიტზე წაიკითხავ.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› §46 წიგნი ავთანდილისა ფატმანს თანა

1095
მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.
შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება.
შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
და შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.
1096
ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა › › ›

DU