1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ქვები და მათი უჩვეულო თვისებები

ცნობილია, რომ ბუნებრივი კრისტალები ძლიერი ენერგეტიკული თავისებურებების მატარებელნი არიან და მათი ეს თვისება ხშირად განსაზღვრავს ხოლმე ადამიანის ბედს. ამიტომ, სანამ რომელიმე ქვის ტარებას დაიწყებდეთ, საჭიროა ფლობდეთ ინფორმაციას მის შესახებ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომელი ქვა გვესადაგება, რომელი მათგანია პატრონისთვის სახიფათო. მოგაწვდით მცირე ინფორმაციას ზოგიერთი მათგანის შესახებ:

ალმასი
ალმასი
ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია. მისი კრისტალური ბადე არაჩვეულებრივად მყარად “იწერს” ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ, განსაკუთრებით, თუ ეს ინფორმაცია მძაფრ ემოციებტანაა დაკავშირებული. მომავალში ალმასი იწყებს ამ ინფორმაციის ერთგვარ “ტრანსლირებას” თავის მფლობელზე, რასაც მოჰყვება შესაბამისი ცვლილებები მის ბედსა და ცხოვრებაში. ალმასი ადამიანს უკარგავს თავისი თავის რწმენას. ყველაზე დადებიტად ეს ქვა იმ ადამიანებზე მოქმედებს, ვისი სტიქიაც ცეცხლი და ჰაერია. მათთვის კი, ვისი სტიქიაც წყალი და მიწაა, ალმასის ტარება რეკომენდირებულია 35-40 წლის ასაკის შემდეგ, როცა პიროვნება უკვე ჩამოყალიბებულია.

ლალი
ლალი
ეს ქვა დიდი სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. იგი მფლობელს სასიკეთო ქმედების სტიმულს აძლევს. ლალი თქვენი საუკეტესო მოკავშირე მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ თქვენთვის არ არის დამახასიათებელი წრეგადასული აგრესიულობა და სისასტიკე.
ლალი დადებითად მოქმედებს გულისა და სისწძარღვთა სისტემაზე, ოღონდ ეს არ ეხება ჰიპერტონიით დაავადებულებს.

ამეთვისტო
ამეთვისტო
ამაღლებს ინტელექტს და შრომისუნარიანობას, მაგრამ შესაძლოა, მისი მფლობელი გულგრილი გახდეს სხვების მიმართ. მარგებელია უძილობის ან შფოთიანი სიზმრების დროს.

ტოპაზი
ტოპაზი
უდარდელობისა და ცხოვრებით ტკბობის შეგრძნებას იწვევს. კარგია თუ მას მელანქოლიით შეპყრობილი ადამიანები ატარებენ. ის შემაკავშირებელ ზემოქმედებას ახდენს, ისევე, როგორც სხვა სახის წითელი ფერის ქვა. ხელს უწყობს სისხლის, ღვიძლის გაწმენდას, ათანაბრებს გულის რიტმს. მწვანე ისაპი უხდება ტავის ტკივილს, უძილობას, მარალ წნევას.

ნეფრიტი
ნეფრიტი
კარგი თილისმაა აზარტული თამაშების მოყვარულთათვის, აგრეთვე გათვალულთათვის. ამახვილებს გონებას, მფლობელს იმით ეხმარება, რომ გარშემომყოფებს მის მიმართ სიმპათიას უნერგავს. აწესრიგებს ძილს, აუმჯობესებს მხედველობას.

ალექსანდრიტი
ალექსანდრიტი
დაგეხმარებათ ოჯახური ურთიერთობების მოგვარებაში, ხელს უწყობს ფილოსოფიურ აზროვნებასა და მეცნიერულ ძიებას. “თანამშრომლობს” ბიზნესის მიმდევრებთან.

ოპალი
ოპალი
ხელს უწყობს ექსტრასენსონური უნარის განვითარებას. ამ ქვას მკვეთრად გამოხატული კავშირი აქვს წყლის სტიქიასთან და მშრალი კლიმატის პირობებში “ავადდება”.

საფირონი
საფირონი
ერთ-ერთი მისტიკური ქვაა, ხშირად იყენებენ მაგიაში. მფლობელთათვის კარგი დამცველია, ანელებს ვნებებს, მაგრამ დაზიანებული, მაგალითად გაბზარული საფირონი ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.

ზურმუხტი
ზურმუხტი
იწოვს სხვა ადამიანების მავნე ზემოქმედებას. მის მფლობელს ანიჭებს სიმყარეს შეხედულებებსა და მიდრეკილებებში.

ფირუზი
ფირუზი
ენერგიას, კომუნიკაბელურობასა და კარგი ურთიერთობების დამყარების უნარს უმძფრებს ადამიანს.

გიშერი
გიშერი
იგი საკმაოდ ყველასათვის ცნობილი მისტიური ქვაა. მფლობელს იცავს მავნე ენერგისაგან. დაზიანებული, მაგალითად გამბზარული ან გატეხილი გიშრის ტარება არასასურველია.

სიამოვნებით ჩამოვთვლიდი სხვა დანარჩენ ქვათა თავისებურებებს, მაგრამ სმწუხაროდ მხოლოს ეს მწირი ინფორმაცია გამაჩნია.
ყოველივე ამას დავამატებდი, რომ არსებობენ ადამიანის დამცველი ქვები, როგორიცაა: “ვეფხვის”, “არწივის” და “კატის” თვლები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ენერგეტიკული შეტევის ობიექტი ხართ, ეს ქვები შეიძლება გაიბზაროს ან გატყდეს, მათგან დამზადებული მძივი გამუქდეს ან უმიზეზოდ გაწყდეს. სინამდვილეში ასე იმიტომ ხდება, რომ ქვები მისი მფლობელისათვის განკუთვნილ შავ ენერგეტიკას იღებენ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 5

› MIME ტიპები და მათი გაფართოებები

MIME ტიპი უფრო ალბად იმ ადამიანებს ეცოდინებათ ვინც ვებ-პროგრამირებითა დაკავებული და ან სულაც სამოყვარულო დონეზე რაღაცას ჯახირობს ვებ-როგრამირების მინიმალურ დონეზე.
ნუ მოკლედ აი მაგალიტად როცა ფლეშ ფაილს ვდებთ ვებ გვერდძე embed › › ›

DU