1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ჟიულ ვერნი: 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (ნაწ. II – თავი 1-11)

თავი I
ინდოეთის ოკეანეში

1868 წლის იანვარის მიწურულს “ნაუტილუსი” ინდოეთის ოკეანის კამკამა წყლებში შეცურდა.
ამ თვალუწვდენელი წყლის სივრცეს ჩრდილოეთით საზღვრავს აზია, დასავლეთით – აფრიკა, აღმოსავლეთით – ავსტრალია. მას 360 მილიონი დესეტინისოდენა ფართობი უჭირავს. მისი წყალი ისეთი გამჭირვალე და კამკამაა, რომ სიღრმეში ცქერის დროს თავბრუ გესხმით.
“ნაუტილუსი” რამდენიმე დღეს 100-200 მეტრის სიღრმეზე ცურავდა და ზედაპირზე ჰაერის გასაახლებლად თუ ამოცურდებოდა. ასეთ შემთხვევაში მაშინვე ბაქანზე ავდიოდი და ხარბად ვსუნთქავდი ზღვის მაცოცხლებელ სიოს. თუმცა დღეები ერთფეროვნად გადიოდა, მე მაინც არ მომიწყენია.
თავდაპირველად ბევრს ვფიქრობდი კაპიტან ნემოზე, მინდოდა მისი პიროვნებ გამომერკვია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა გემის ბაქანზე მისმა საეჭვო საქციელმა, მერე კიდევ ჩვენმა ჩამწყვდევამ, მეზღვაურის გარდაცვალებამ და მარჯნის სასაფლაომ.
ვინ არის, რა ადამიანია კაპიტანი ნემო?
მის ყოველ საქციელში მწარე უნდობლობა და თითქმის უსაზღვრო სიძულვილიც კი ჩანდა ადამიანის მიმართ.
კონსეის აზრით, ნემო უარყოფილი გენიოსი იყო, შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელიც ქვეყანამ ვერ დააფასა. ისიც ამაყი მძულვარებით განდგომოდა მას და სამაგიეროს უხდიდა.
თუმცა ფლამანდიელის მოსაზრება ჭეშმარიტებას უახლოვდებოდა, მაინც სრულ განმარტებას ვერ იძლეოდა და არ მაკმაყოფილებდა.
ამრეზილ გუნებაზე ვიყავი.
იმ დღეს კაპიტანმა რატომ წამგლიჯა დურბინდი?… რისთვის დასჭირდა იმ ღამეს ჩვენი ჩამწყვდევა და ესეც არ გვაკმარა, რაღაც ბალახის წვენით მიგვაძინა კიდეც?… ან რა მიზეზით გარდაიცვალა ის უბედური მეზღვაური?
ეს კითხვები რამდენიმე დღეს მაშფოთებდა, მოსვენებას არ მაძლევდა… ვინ იცის, იქნებ კაპიტანი ნემო არა მარტო ერიდებოდა და გაურბოდა ხალხს, არამედ რაიმე მიზეზის გამო შეეცდებოდა შური ეძია მათზე?! ასე თუ იყო, მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რა გველოდა მომავალში.
ჩვენ არაფრით ვიყავით შებოჭილი. კაპიტანი ნემო ღრმად იყო დარწმუნებულ, ჩვენი ნებით არ დავტოვებდით “ნაუტილუსს”, საამისოდ არც პირობა ჩამოურთმევია ჩვენთვის. თუმცა “სტუმრებად” მიგვიჩნევდა. ვინ იცის, ამ სიტყვაში რამდენი იდუმალ დაცივნას აქსოვდა. მაშასადამე, დასაძრახი არ იქნებოდა თუ გაპარვაზე ვიოცნებებდით, მით უმეტეს, ახლა, როდესაც დასახლებულ სანაპიროებს ვუახლოვდებოდით. ნედ ლენდს გადაწყვეტილი ჰქონდა პირველივე შემთხვევით ესარგებლა და თავისთვის ეშველა. რა თქმა უნდა, არც მე და კონსეი დავიხევდით ამაზე უკან…
ამ ფიქრების დროს უცებ გული მომეწურა, თითქოს “ნაუტილუსთან” განშორება დამენანა.
ჯერ ერთი, მხიბლავდა და მიზიდავდა კაპიტან ნემოს საიდუმლოებით მოცული პიროვნება. ვინ მიხვდებოდა – ეს ადამიანი ჯალათი იყო თუ მსხვერპლი?… უნდა მოვრიდებოდი თუ მისდამი თანაგრძნობა გამომეჩინა?
მეორეც, კაპიტანი ნემო დაგვპირდა, ქვეყნიერების გარშემო ვიმოგზაურებთო… ეს მოგზაურობა კი ჯერ არ დასრულებულიყო. ვინ იცის, კიდევ რამდენ საოცარ მოვლენად ვნახავდი “ნაუტილუსზე”? ვინ იცის, რა მეცნიერულ აღმოჩენას მივაღწევდი?..
თუმცა ამ მიზნისთვის სიცოცხლეს განსაცდელში ვაგდებდი, მაგრამ განა მეცნიერებისათვის თავის გაწირვა არ ღირდა?
მაგრამ მე რომ მეცნიერების მოყვარული ვარ, ამის გამო ჩემს ამხანაგებს ხომ ვერ დავუშლიდი აქედან თავის დაღწევას, აქედან გაპარვას… მაშინ ხომ მეც ძალაუნებუარად თან უნდა გავყვე მათ, თუკი ასეთი შემთხვევა მოგვეცემა.
დიახ, თუკი ასეთი შემთხვევა მოგვცემს!…
ამ ფიქრებში დღე დღეს მისდევდა, ღამე- ღამეს. ხან ბაქანზე ვიჯექი და გავცქეროდი უსაზღვრო ოკეანეს… ხან ფანჯრიდან ვაკვირდებოდი ოკეანის უფსკრულში მოსრიალე საოცარ ცხოველებს… ხან კაპიტნის ბიბლიოთეკაში მქონდა თავი ჩარგული. სხვა ალბათ მოიწყენდა, გაბეზდებოდა ამ ერთფეროვანი ცხოვრებით, მაგრამ მე გატაცებით მიყვარს ზღვა და ამისთვის ამ ერთფეროვნებაშიც მოწყენილობა არ მიგრძვნია.
“ნაუტილუსი” ორ დღე-ღამეს წყალქვეს მისრიალებდა. სიამოვნებით ვადევნებდი თვალს ელექტრონის შუქზე ადევნებულ ნაირ-ნაირი თევზეის ლაშქარს.. ზოგი მათგანი დიდ მანძილზე წყალქვეშ მისრიალებდა ჩვენი გემის გასწვრივ… უმეტესი ნაწილი კი მალე გავშორდებოდი ხოლმე.
თევზები სხვადასხვა ჯურის და ჯიშისა გვხვდებოდა. ზოგი მათგანი არასოდეს მენახა. ჩემი ყურადღება მიიქცია სლიკინა ჯიშის ცხოველებმა, რომლებსაც მაგარი ძვლის ბაკანი უფარავდა კანს; ზოგის ბაკანი ათასფრად ელავდა. გვხვდებოდა კვერცხის მოყვანილობის და ბოლომოკვეცილი, მოგრძო ხორკლით დაფარული დიოდონები, რომლებსაც სამართლიანად უწოდებენ ზღვის ზღარბებს. ასევე მფრინავი თევზები ანუ რაშები, უშველებელი მკვერდის ფრთები რომ აქვთ; გრძელცხვირა და გრძელთავა ხილიმონები, რომლებიც წყლის წვეთებს ტყვიასავით სტყორცნიან მწერებს და ხოცავენ. თავმეჭეჭა ზღვის გომბეშოებიც… ყველას ვინ ჩამოთვლის! ზოგი მათგანი ძალიან ლამაზი და შეუდარებელი იყო.
ზოგჯერ ზღვაში გადაისროდნენ ბადეს, რომელსაც თევზების გარდა მოჰყვებოდა ნიჟარები, როდესაც “ნაუტილუსი” ზედაპირზე მიცურავდა, მე და კონსეი ბაქანზე ავედით, ჩვენ თვალწინ უცნაური სანახაობა გადაიშალა: ჩვენი გემი ცეროდენა “არგონავტების” ქარავანში შეცურდა. ძველად არგონავტების შეხვედრა სიკეთის მომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა. რვანესტრიანი არგონავტები იყვნენ. ასეთი ჯიშის არგონავტები მხოლოდ ინდოეთის ოკეანეში ბინადრობს. ექვსი ნესტრით ცურავენ, ორი კი უფრო მობრტყო და მომრგვალებული, იალქნებივით ზევით აქვთ აშვერილი. თითოეული მათგანი ნავის მოყვანილობის ნიჟარაშია მოთავსებული. ისინი კიბოსავით უკან-უკან ცურავენ უჩვეულო ფარფლებით. ამ ფარფლებიდან ანუ მილებიდან ისვრიან შიგნით დაგროვილ წყალსაც.
– არგონავტს ყოველთვის შეუძლია გამოვიდეს თავისი ნიჟარიდან, მაგრამ ამას არასოდეს აკეთებს, – ვუთხარი კონსეის.
– ისევე, როგორც კაპიატნი ნემო, – მიპასუხა კონსეიმ, – ამიტომ უკეთესი იყო, მას თავისი გემისთვის “არგონავტი” დაერქმია.
თითქმის მთელი საათის განმავლობაში მოცურავნენ ჩვენი გემის გასწვრივ და ამ საუცხოო სანახაობით ვტკბებოდით. უცებ რაღაცაზე დაფრთხნენ, იალქნები სწრაფად დაუშვეს, ნესტრები შეკუმშეს, ნიჟარები ზევით მოიქციეს და თვალის დახამხამებაში ტალღებში ჩაიმალნენ.
ეკვატორის მიდამოებში ჩვენს გემს სხვადასხვა ჯიშის ნათელთევზები აედევნენ: ცისფერი, მობრტყოთავიანი, შავხალება სათვალიანი, რომლებსაც კისერზე შავი ლაქა ჰქონდათ თეთრზოლშემოყოლებული და ეს შავი ლაქა ძალიან წააგავდა თვალს. აქ იყო მუცელთეთრა უზარმაზარი ნათელთევზაც, მოშავო ზურგიანი, რომელსაც ვეებერთელა ყბებში კბილები თერთმეტ წყებად ჩასდევდა, ვნახეთ აგრეთვე 2 საჟენის სიგრძის ვეფხვა ნათელთევზა.
ინდოეთის ოკეანე სავსეა ამ ონავარი ცხოველებით. ამის გამო ამ მიდამოებში ნაოსნობა ძალზე სახიფათოა. ჩვენს დანახვაზე ელვასავით გამოქანდებოდნენ და ფანჯრის სქელ მინას ენარცხებოდნენ…
– კონსეი, ხედავ? როგორ მოგწონს?
– კარგი რამეა, თუ თქვენც დამეთანხმებით.
ნედი კი ყვიროდა:
– თქვე მუდრეგებო! თქვე თავხედებო!… სამწუხაროა, რომ აქ დაბმული ვზივარ, ხელცარიელი… თორემ გაყურებინებდით სეირს!
ნათელთევზებიც მალე ჩამოშორდნენ “ნაუტილუსს”. ბენგალიის სრუტის შესასვლელთან მეტად უსიამოვნო სანახაობას გადავეყარეთ. ტალღები მოატივტივებდა ადამიანის შიშველ გვამებს… ესენი გარდაცვლილი ინდოელები იყვნენ. ძველი წესის მიხედვით, ინდოელები მიცვალებულს მიწაში როდი მარხავენ, მდინარე განგაში ყრიან და ამ მდინარეს ზღვაში ჩამოაქვს ზღვის ონავარი ფრინველების და ცხოველების საძიძგნად.
ცოტა ხნის შემდეგ “ნაუტილუსი” რძისფრად მოქნავე ტალღებში შეცურდა. გადათეთრებულ ზღვაში ცა მელნის ტბად ისახებოდა.
– ეს რას უნდა მიეწეროს, პროფესორო? – გაოცებით დამეკითხა კონსეი.
ავუხსენი, რომ ამას ეწოდება “რძის ზღვა”, ამ სითეთრეს აჩენს უამრავი ინფუზორია, რომლებიც ერთიმეორეზეა შეკოწიწებული და რამდენიმემილის მანძილზე ფარავენ ზედაპირს.
– რამდენიმე მილის მნაძილზე? – გაოცდა კონსეი.
– დიახ, ჩემო მეგობარო… ტყუილად ნუ შეეცდები მათი რაოდენობის გამოცნობას.
ეს მანათობელი ინფუზორიები თმის სისქისაა, თითო მათგანი მილიმეტრის მეხუთედს უდრის… ზოგ მოგზაურს ორმოციოდე მილის მანძილზე გაუვლია ამ ინფუზორიების “რძის ზღვაში”.
არ ვიცი, კონსეიმ დაიჯერა თუ არა ჩემი რჩევა, მაგრამ ღრმა ფიქრებს კი მიეცა. ალბათ იმას ანგარიშობდა, თუ ორმოცი ათასი კუბური მილი რამდენ მეხუთედ მილიმეტრს შეიცავდა.. მე კი გულმოდგინედ ვაკვირდებოდი ამ მოვლენას.
რამდენიმე საათის განმავლობაში უხმოდ მივარღვევდი თეთრ ტალღებს, თითქოს მოპირდაპირე მდინარეებისაგან წარმოშობილ ქაფში მივცურავდით.
შუაღამისას ზღვას ჩვეულებრივი ელფერი დაედო. ჩვენ უკან კი, ჰორიზონტის დასავლამდ, ცას ეფინებოდა სითეთრის ანარეკლი, როგორც ოდნავ მოკიაფე ჩრდილოეთის ელვარება.

თავი II
კაპიტან ნემოს ახალი წინადადება

28 თებერვალს “ნაუტილუსი” შუაღამისას ზღვის ზედაპირზე ამოცურდა. ჩრდილო განედის 9°4´-ზე. დასავლეთით 8 მილის მანძილზე ხმელეთი გამოჩნდა. კარგად გავარჩიე მოზრდილი მთაგრეხილი, რომლის სიმაღლე ორი ათასი ფუტი მაინც იქნებოდა.
დიდ დარბაზში ჩავირბინე, რუკა გადავშალე და იქ მოვნახე ჩვენი გემის მდებარეობა. აღმოჩნდა, რომ ცეილონის – ინდოეთის მარგალიტის – მახლობლად ვიმყოფებოდით.
ბიბლიოთეკასი შევიარე. მინდოდა რაიმე ამომეკითხა ამ კუნძულის შესახებ, რომელიც მთელ დედამიწის ზურგზე ყველაზე ნოყიერი და ნაყოფიერი ადგილია. მართლაც, მივაგენი ასეთ წიგნს, დარაზში გამოვიტანე. დავინიშნე ყველა ცნობა ცეილონის მდებარეობისა და ფართობის შესახებ.
ეს კუნძული სიგრძით 275 მილზეა გადაჭიმული, სიგანით კი 150 მილი იქნება. მისი მთელი მოცულობა ორმოცდარვა კვადრატული მილს უდრის. მაშასადამე, ცეილონი თითქმის ირლანდიის ოდენა ყოფილა.
დარბაზში კაპიტანი ნემო შემოვიდა თავისი თანაშემწის თანხლებით. კაპიტანმა რუკას დახედა და მერე მე მომიბრუნდა.
– პროფესორო, ცეილონი განთქმულია მარგალიტით. არ გნებავთ, მარგალიტის ბუდობები ნახოთ?
– დიდი სიამოვნებით, კაპიტანო.
– კეთილი, პროფეოსორ. ეგ ადვილი საქმეა. ჩვენ ვნახავთ იმ ადგილებს, სადაც მარგალიტებს იღბენ. შეიძლებე ვერ ვნახოთ თვითონ მარგალიტის მაძიებლები, რადგან ჯერ საამისო სეზონი არ დამდგარა, მაგრამ სულერთია. ბრძანება გავეცი, მანაარის სრუტეს მივუახლოვდეთ, იქ ამაღამ მივალთ.
კაპიტანმა თავის თანაშემწეს ანიშნა და ისიც მაშინვე გავიდა დარბაზიდან. “ნაუტილუსი” ისევ სიღრმესი ჩაეშვა. მანომეტრი აღნიშნავდა, რომ გემი ოცდაათი ფუტის სიღრმეზე მიცურავდა.
წინ რუკა მქონდა გადაშლილი და მანაარის კუნძულს ვეძებდი.
ის აღმოჩნდა მეცხრე პარალელურ წრეზე, ცეილონის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთის ნაპირას და კუნძულის სახით იყო მოხაზული. ამ სრუტეში შესასვლელად ცეილონის დასავლეთი ნაპირისთვის უნდა შემოგვევლო.
– პროფესორო არონაკს, – მომიბრუნდა კაპიტანი ნემო, – მარგალიტს მოიპოვებენ ბენგალიის სრუტეშიც, ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ ამერიკის ზღვებშიც, პანამისა და კალიფორნიის სრუეტშიც, მაგრამ ეს ნადირობა მარტო ცეილონთან იძლევა საუკეთესო ნაყოფს. მართალია, ცოტა ადრე მოგვიხდა აქ მოსვლა, რადგან მარგალიტის მაძიებლები მარტში სამასამდე ნავით სტუმრობენ ხოლმე ამ ადგილებს და მთელი ოცდაათი დღის განმავლობასი ეძებენ მარგალიტს. თითო ნავს ათ-ათი მენიჩბე ჰყავს და ათ-ათი მყვინთავი. ესენი წყება-წყება იყოფიან და რიგ-რიგად ყვინთავენ თორმეტიოდე მეტრის სიღრმეზე, ფეხებით უჭირავთ ნავზე გამობმული მძიმე ქვა.
– მაშასადამე, პირველყოფილი საშუალება დღესაც იხმარება?
– დიახ, იმისდა მიუხედავად, რომ ეს საქმე მსოფლიოს ყველაზე უფრო მდიდარი ხალხის ხელშია. ინგლისელებზე მოგახსენებთ.
– ჩემი აზრით, ამ საქმეში გამოდგებოდა ისეთი სკაფანდრები, ჩვენ რომ გვაქვს.
– რა თქმა უნდა…. მაგრამ ღარიბი მყვინთავები ხანგრძლივად ვერ ძლებენ წყალში. ინგლისელი მოგზაური პერსევალი აგვიწერს ცეილონს და იხსენებს ერთ მყვინთვს, რომელიც თურმეხუთ წუთს ძლებდა წყალქვეშ, ზედაპირზე ამოუსვლელად. მაგრამ ეს ცნობა ძალზე საეჭვოდ მიმაჩნია. მე ვიცი, რომ ზოგიერთი მყვინთავი წყალქვეშ 57 წამს ძლებს, ძალიან დახელოვნებული მყვინთავი უნდა იყოს, რომ 87 წამი გაძლოს. თუმცა ასეთი ძალიან იშვიათია და როდესაც წყლიდან ამოდიან, იმათაც სისხლი და წყალი სდით ყურებიდან და ცხვირიდან. ჩემი აზრით, მყვინთავი 30 წამზე მეტს ვერ გაძლებს წყალქვეშ და აი, ამ ხნის განმავლობასი უნდა გაავსოს თავისი ბადე იმ ნიჟარებით, რაც ხელში მოხვდება. მარგალიტის მაძიებელი მყვინთავები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მხედველობა უსუსტდებათ და ხშირად ზღვის სიღრმესი იხოცებიან ტვინში სისხლის ჩაქცედვით.
– მართლაც რომ მძიმე სამუშაო ყოფილა, – ჩავურთე მე, – ეს მუშაობა კი მხოლოდ მდიდარი ადამიანების მოდურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებელია. კაპიტანო, მიბრძანეთ გეთაყვა, ერთ დღეში რამდენ მარგალიტს მოიპოვებს ერთი ნავი?
– ორმოციდან ორმოცდაათი ათასამდე. გადმოგვცემენ, რომ 1814 წელს ინგლისის მთავრობამ თავისი ხარჯით მოაწყო მარგალიტის მოპოვება მყვინთავებით და ოც დღეში ექვსი მილიონი მარგალიტი ამოიღო.
– ალბათ, მყვინტავებს რიგიანი გასამრჯელო ეძლევათ…
– სათქმელადაც არ ღირს, პროფესორო. პანამაში მათი ხელფასი კვირაში ერთ დოლარს უდრის. მეტწილად თითო მარგალიტიან ნიჟარაში ერთ სუს იძლევიან, მაგრამ ცარილეი Nნიჟარებიც ბევრი მოხვდებათ ხელში.
– თითო სუ ამ საცოდავებს, რომლებიც თავიანთ პატრონს ამდიდრებენ?! ეგ ხომ საშინელებაა!
– დიხ… მაშ ასე, პროფესორო, თქვენი თანამგზავრებით მესტუმრებით მანაარის წყლებში. რა თქმა უნდა, თუ ნაადრევად მოსულ მარგალიტის მაძიებლებს შეხვდით, მაშინ მარგალიტის მოპოვების პროცესსაც თქვენი თვალით იხილავთ.
– მაგას რა აჯობებს.
– მართლა, პროფესორო არონაკს, ნება მიბოძეთ, გკითხოთ: ონავარი ნათელთევზების ხომ არ გეშინიათ?
– ნათელთევზებისა? – წამოვიძახე მე, რადგანაც ეს კითხვა მეტისმეტად უადგილოდ მეჩენა.
– პასუხს ველოდები, პროფესორო, – ჩამაცივდა კაპიტანი.
– უნდა გამოგიტყდეთ, რომ კარგად არ ვიცნობ ამ ჯიშის ცხოველებს.
– სამაგიეროდ, ჩვენ ვიცნობთ კარგად, – მიპასუხა კაპიტანმა ნემომ, – და თქვენც მალე გაეცნობით. ჩვენ შეიარაღებული ვიქნებით და მოსალოდნელია, რომ გზადაგზა მათზე ვინადიროთ კიდეც. დიდად სახალისო ნადიორბაა. მაშ, ასე, ხვალამდე, პროფესორო. ჩვენ სისხამ დილით გავემგზავრებით.
კაპიტანმა ნემომ დინჯად მითხრა ეს და დარბაზიდან გავიდა.
დათვებზე სანადიროდ რომ მიგიპატიჟონ შვეიცარიის მთებში, შეგიძლიათ უპასუხოთ: “ჩინებულია, ხვალ დათვებზე ვინადიროთ!”. ლომებზე სანადიროდ რომ მიგიპატიჟონ ატლასის ველებზე, ან ვეფხვზე სანადიროდ ინდოეთის უღრან ტყეებში, თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ: “ძალიან კარგი, ვინადიროთ ლომებზეც და ვეფხვებზეც!” მაგრამ თუ თქვენ შემოგთავაზეს ონავარ ნათელთევზებზე ნადირობა, რა უნდა უპასუხოთ? … ალბათ საგონებელს მიეცემით, სანამ პასუხს გასცემდეთ.
უნდა გამოგიტყდეთ, როცა კაპიტანი დარბაზიდან გავიდა, შუბლიდან ცივი ოფლი მოვიწმინდე.
– ნუ აჩქარდები! აწონ-დაწონე ყველაფერი! – ვუთხარი ჩემს თავს.
– კრსპოს კუნძულის წყალქვეშა ტყეში, რომ წავზე ინადირო, ეს კიდევ მესმის, მაგრამ ზღვის ფსკერზე ჩაეშვა მაშინ, როცა იცი, რომ იქ შეხვდები ონავარ ნათელთევზებს, ამისი კი რა მოგახსენოთ. ვიცი, რომ ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ანდამანის კუნძულებზე ზანგები უყოყმანოდ ერკინებიან ნათელთევზებს ამოღებული ხანჯლით ან ქამანდით, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ასეთი ნადირობიდან მამაცი მონდირეც კი ძნელად ბრუნდება თავმთელი… კიდევ კარგი, რომ კონსეი არ მოინდომებს წამოსვლას და მეც საბაბი მომეცემა აღარ გავყვე კაპიტანს… ნედ ლენდისა კი რა მოგახსენოთ… ამ შემთხვევაში მისი იმედი სრულებით არა მაქვს. მას ხომ უდიდესი და საშინელი განსაცდელიც კი იტაცებს, – ვფიქრობდი ჩემთვის.
ამ დროს კონსეიმ და ნედ ლენდმა შემოაღეს კარი. მხიარულ გუნებაზე იყვნენ, რა იცოდნენ, თუ რა განსაცდელი ელოდათ. ნედმა მითხრა:
– პროფესორო, თქვენმა კაპიტანმა, იმ ეშმაკის სვილობილმა, მომხიბლავი წინადადება მოგვცა.
– თქვენც?
– “ნაუტილუსის” მეთაური ხვალისთვის გვეპატიჟება პროფესორის თანხლებით ვუყუროთ ცეილონის წყლებში მარგალიტის მოპოვებას. დიდი თავაზიანობით მიგვიპატიჟა. ისე მოგვექცა, როგორც ნამდვილი ჯენტელმენი, – განაგრძო ნედმა.
– მეტი არაფერი უთქვამს?
– არაფერი, იმის გარდა, რომ პატარა გასეირნების ამბავი გვაცნობა, – მიპასუხა კანადელმა.
– ჰო, ეგ ხომ მეც მითხრა. მაგრამ თქვენთვის დაწვრილებით არა უთქვამს რა იმის შესახებ, რომ იქ… – ვუპასუხე მე.
– არაფერი უთქვამს. თქვენც ხომ ჩვენთნ იქნებით?
– მე?… რა თქმა უნდა!… გატყობთ, ნედ ლენდ, რომ ძალიან მოგწონებიათ ასეთი გასეირნეა.
– დიახ, პროფესორო, ძალიან სახალისოა ჩემთვის.
– მაგრამ შეიძლება სახიფათოც იყოს!
– სახიფათო?! – გაიოცა ნედ ლენდიმ, – ზღვის ლოკოკინების სამეფოში გასეირნება სახიფათოა?
შევატყვე, რომ კაპიტან ნემოს არ გაეფრთხილებინა ჩემი ამხანაგები, რომ მოსალოდნელი იყო, ონავარ ნათელთევზებს წავწყდომოდით. განა მოვალე არ ვიყავი, გამეფრთხილებინა ისინი? რა თქმა უნდა, მაგრამ საიდან დამეწყო, არ ვიცოდი.
– პროფესორო, გვიამბეთ, გეთაყვა, როგორ აგროვებენ მარგალიტს? – შემეკითხა კონსეი.
– როგორ აგროვებენ თუ რა შეიძლება შეგვემთხვეს მარგალიტის მოპოვების დროს ზღვის ფსკერზე ყოფნისას?
– არა, პროფესორო, როგორ აგროვებენ? – მიპასუხა კანადელმა.
– კეთილი! მაშ, ჩამოსხედით, მეგობრებო და მოგიყვებით, რაც კი ცეილონის შესხებ წიგნებში ამოვიკითხე.
ორივენი მერხზე ჩამოსხდნენ.
კანადელმა მაშინვე მკითხა:
– პროფესორო, რა არის მარგალიტი?
– ჩემო კარგო ნედ, მარგალიტი პოეტებისთვის ზღვის ცრემლია, აღმოსავლეთ ხალხის თვალში – გაქვავებული ცვარი, ქალებისათვის – უძვირფასესი სამკაული, რომელსაც მინის ელვარება აქვს და სადაფის ნივთიერებისაგან შედგება. ქალები მარგალიტით იმშვენებენ ყელს, თითებს, ყურებს. ქიმიკოსთათვის მარგალიტი ფოსფატისა და კარბონატის ნაზავია, რომელშიც მცირეოდენი წებოც ურევია. ნატურალისტის თვალში ეს არის ორხუფა ნიჟარაში მოთავსებული თონთლო ცხოველის გამონაჟონი.
– ჩინებულია! – ჩაილაპარაკა კანადელმა. მე კი განვაგრძე:
– თვით მარგალიტის მარცვალი კი შეკუმშული სადაფია, რომელიც სფერულ მოყვანილობას იღებს. ის ეწებება თონთლო ცხოველის ნაჭუჭს ან ცხოველის კანში არის ჩამჯდარი. მარგალიტის მარცვალს აქვს თავისი ბირთვი, რომლის გარშემოც ჟამთა სვლაში თანდათან მატულობს და იზრდება სადაფის ნივიერება სიფრიფნა კონცენტრულ ფენებად.
– ერთ ნიჟარაში შეიძლება რამდნიმე მარგალიტი იყოს მოთავსებული? – იკითხა კონსეიმ.
– როგორ არა, შეიძლება! ზოგჯერ ისეთი ნიჟარაც გვხვდება, რომელშიც მარგალიტის მთელი კოლექციაა მოთავსებული.
– ვერ გვიამბობთ, პროფესორო, როგორ იჭერენ მარგალიტებს?- მკითხა კანადელმა.
– მარგალიტის მოსაპოვებლად სხვადასხვანაირი საშუალება არსებობს. მარგალიტის მაძიებლები მეტწილად მარგალიტს ნიჟარიდან ჩქიფით გლეჯენ. ჩვეულებრივ კი, მარგალიტის მაძიებლები ზღვის ფსკერზე აგროვებენ ნიჟარებს. მერე ამ ნიჟრებს ზღვის პირას გაშლილ ჭილობებზე აწყობენ. ნიჟარაში მოთავსებული თონთლო ცხოველები ჰაერის გავლენით იხოცებიან და ათ დღეში იხრწნებიან. მაშინ ამ ნიჟარებს ზღვის წყლით გავსებულ აუზში ყრიან, აქ აცლიან მარგალიტს და რეცხავენ.
– გამიგონია, რომ ზოგჯერ ძალიან ძვირფასი მარგალიტებიც ხვდებათ ხოლმე, – ჩაურთო კონსეიმ.
– დიახ, ჩემო მეგობარო, ამბობენ, რომ იულიუს კეისარმა სერვილიას უძღვნა ერთი მარგალიტი, რომელიც ჩვენებურ ფულზე რომ ვიანგარიშოთ, ოცი ათასი ფრანკი ღირდა.
– მეც გამიგონია, რომ უწინდელ დროში ერთი გამოჩენილი ქალი ყოფილა, რომელიც ძმარში გახსნილ მარგალიტს სვამდა თურმე, – თქვა კანადელმა.
– კლეოპატრა! – წამოიძახა კონსეიმ.
– უგემური სასმელი უნდა იყოს! – დაუმატა ნედ ლენდმა.
– წარმოუდგენლად უგემური, ჩემო მეგობარო ნედ, მაგრამ ერთი პაწია ფიალა ძმარი თხუთმეტი ათასი ფრანკი თუ ღირს, დამიჯერეთ, ძალიან ძვირფასი სასმელი ყოფილა.
– ეჰ, როგორ ვნანობ, რომ მე არ შევირთე ის ქალი! – დანანებით ჩაილაპარაკა კანდელმა.
– კლეოპატრა და ნედ ლენდი – წამოიძახა კონსეიმ.
– მართალს ვამბობ, კონსეი. მე უნდა შემერთო ის ქალი, – სერიოზული კილოთი უპასუხა ნედ ლენდმა. – მაგრამ ჩემი ბრალი როდია, თუ საქმე არ გამოვიდა… ჩემს საცოლეს, კეტი ტენდერს მარგალიტის ფარღულა ვუყიდე, მაგრამ მაინც გამითხოვდა. მერე, იცით, როგორი იყო ის ფარღულა? ერთ-ნახევარი დოლარი მივეცი. ისეთი დიდრონ-დიდრონი მარგალიტები იყო ასხმული, რომ ოცნაჩვრეტიან ცხავრსი გაეტეოდა თითო.
– ჩემო კარგო ნედ, ეგ ყალბი მარგალიტები ყოფილა, ხელოვნური, უბრალო შუშის ბუშტი, რომელიც გავსებულია ერთგვარი ესენციით, – ვუპასუხე მე.
– ეგ ესენცია ძვირფასია? – დაინტერესდა კანადელი.
– ძალიან იაფი რამაა, ჩემო ნედ. ეს არის თევზის ქაცვის მსგავსი ნივთიერება, რომელსაც აზოტის მჟავაში ხსნიან. მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია.
– ჰოო, ახლა კი მივხვდი… – ფილოსოფიურად ჩაილარაკა ნედ ლენდმა, – კიდეც მაგისთვის გათხოვილა ჩემი კეტ ტენდერი.
მე ისევ ძვირფას მარგალიტზე განვაგრძე ლაპარაკი:
– არა მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს ისეთი ძვირფასი მარგალიტები, როგორიც კაპიტან ნემოს აქვს.
– აი, თუნდაც ეს! – ჩაურთო კონსეიმ და ხელით მიგვითითა შუშაბანდში ჩადებულ საუცხოო მარგალიტზე.
– დიახ… არ შევცები, თუ ვიტყვი, რომ მაგის ფასი უდრის ორ მილიონ…
– ფრანკს! – დაამთავრა კონსეიმ.
– დიახ, ორ მილიონ ფრანკს, – ვუპასუხე მე, – კაპიტანი ნემო კი მხოლოდ დასწვდა და აიღო.
– ვინ არის თავდები, რომ ხვალინდელი გასეირნების დროს ჩვენც არ მივაგნბთ ასეთ მარგალიტს! – წამოიძახა ნედ ლენდმა.
– რატომაც არა?
– მერე რა ჭირად გვინდა ეს მილიონები “ნაუტილუსზე”? – ჰკითხა კონსეიმ.
– “ნაუტილუსზე” არა, სხვაგან! – უპასუხა ნედ ლენდმა.
– ჰოო, სხვაგან… კი! – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კონსეიმ და თავი ჩაქინდრა.
– ნედ ლენდი მართალია, – ჩავურთე მე, – ოდესმე რომ მოვხვდეთ ევროპაში ან ამერიკაში და რამდენიმე მილიონად ღირებული მარგალიტი მოვიატნოთ, მასინ ადვილად დაიჯერებენ ჩვენს თავგადასავალს.
– მე მგონი, დაიჯერებენ! – დამიდასტურა კანადელმა.
– პროფესორო, განა მარგალიტის ჭერას რაიმე ხიფათი ახლავს თან? – უცებ შემეკითხა კონსეი.
– არა, თუკი საჭირო ზომებს მიიღებს ადამიანი, – ვუპასუხე მე.
– რა ხიფათი უნდა იყოს ამ საქმესი? – წამოიძახა ნედ ლენდმა, – ბევრი, ბევრი, რამდენიმე ყლუპი ზღვის მლაშე წყალი იგემოთ…
– ნედი მართალს ამბობს, – ვთქვი მე და მერე კაპიტან ნემოსავით დარდიმანდი კილოთი შევეკითხე: – ნედ, ონავარი ნათელთევზების ხომ არ გეშინიათ?
– მე?!- იკითხა კანადელმა, – რომლის ხელობაც მებარჯეობაა! გასართობადაც არ მეყოფა!
– არა, ნედ, საქმე მათი ჩანგლით დაჭერა კი არ არის, არც მათი ამოთრევა ბაქანზე და ასო-ასო აკუწვა, გამოშიგვნა და შიგნეულის გადაყრა ზღვაში…
– მაშ, თქევნ ნათელთევზებზე ნადირობას ბრძანებთ?
– სწორედ!
– წყალსი?
– დიახ, წყალში.
– ოო, დიდებული რამ არის რიგიანი ბარჯით! უნდა მოგახსენოთ, პროფესორო, რომ ეს ცხოველი მეტისმეტად უხეში და დონდლოა, სანამ მუცელზე პირაღმა არ შეტრიალდება, ისე კბილს ვერ გაგრკავს… ამ დროს კი…
ნედ ლენდმა ისეთი კილოთი წარმოთქვა, – კბილს ვერ გაგკრავსო, რომ ზურგში ჭიანჭველებმა დამირბინა.
– შენ, კონსეი, რას იყტვი ამ ონავარ ცხოველების შესეხებ,
– გულახდილად მოგახსენებთ, პროფესორო…
“კეთილი იყოს შენი გულახდილობა”, – იმედიანად გავიფიქრე.
– თუკი პროფესორი ბედავს ნათელთევზებზე ნადირობას, ვერ გამიგია მსახური თან რატო არ უნდა ახლდეს! – დაასრულა კონსეიმ.

თავი III
ათმილიონიანი მარგალიტი

დაღამდა. დავწექი, მაგრამ მოუსვენრად მეძინა. სიზმარში სულ ნათელთევზები მელანდებოდა. დილის ოთხ საათზე გავიღვიძე. საჩქაროდ ჩავიცვი და დარბაზში გავედი.
კაპიტანი ნემო უკვე იქ მელოდა.
– პროფესორო არონაკს, მზად ბრძანდებით?
– მზად გახლავართ, კაპიტანო.
– მაშინ გამომყევით.
– ჩემი ამხანაგები, კაპიტანო?
– მათ უკვე იციან და გველიან.
– სკაფანდრებს არ ჩავიცვამთ?
– ჯერ არა. არ მინდა “ნაუტილუსი” ძალიან ახლოს მიადგეს კიდეებს, მანაარის თავთხელ ნაპირებამდე კი ჯერ დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი. ნავი გამზადებულია, დანიშნულ ადგილამდე ის მიგვიყვანს და აღარ დაგვჭირდება ზღვის ფსკერზე ფეხით მოგზაურობა. ყვინთვისათვის საჭირო მოწყობილობა ნავში აწყვია და მაშინ ჩავიცვამთ, როდესაც წყალქვეშა გამოკვლევას დავაპირებთ.
შუა კიბემდე მივედით, რომლის თავიც ბაქანს ებჯინებოდა. ნედი და კონსეიც იქ დაგვხვდნენ. კარგ ხასიათზე იყვნენ ამ გასეირნების მოლოდინში. “ნაუტილუსის” გვერდით გავჩერდით ნავში ხუთი მეზღვაური მოსასმელ ნიჩბებთან იჯდა და გველოდა.
ბნელი ღამე იყო. ზოგჯერ ღრუბლებში ვარკსვლავი გაკიაფდებოდა. იქით გავიხედე, სადაც ხმელეთი მეგულებოდა. ბუნდოვანი მოხაზულობის გარდა არაფერი ჩანდა. “ნაუტილუსმა” იმ ღამეს შემოუარა ცეილონის დასავლეთ ნაპირს, რომელიც ცეილონისა და მინაარის კუნძულებს შუა მომწყვდეული მანაარის სრუტის დასავლეთით მდებარეობს. აქ, ამ ჩაბნელებული წყლის თავთხელ ადგილებში იყო მარგალიტიანი ნიჟარების საბადო, მარგალიტის სამეფო. ეს იყო მარგალიტის თვალუწვდენელი ველი, რომელიც ზღვის ფსკერზე ოცი მილის მანძილზე გადაჭიმულიყო.
კაპიტანი ნემო, კონსეი, ნედ ლენდი და მე ნავის ბოლოში მოვთავსდით. უფროსი მეზღვაური საჭესთან იჯდა. ოთხი მეზღვაური ნიჩბებს დააწვა. ნავი დაიძრა და სამხრეთისაკენ გაემართა. აუჩქარებლად უსვამდნენ ნიჩბებს მეზღვაურები, თანაბრად და მწყობრად, ყოველ ათ წამში ერთხელ, როგორც სამხედრო გემებზეა მიღებული. ნავით გადასერილ წყლის ჩქეფებს ტყლაშუნი გაჰქონდა ჩაშავებულ ტალღებზე გამდინარი ტყვის ქაფივით. გაშლილი ზღვიდან მონაბერი სიოს ქროლაზე ზღვის ზედაპირი ხან ოდნავ ირწეოდა და ნავს ნელა აქანავებდა, ზოგჯერ კი ჩვენ წინ ტალღები ზვინებად გორდებოდა და ღელავდა.
ექვსის ნახევარზე ცას სინათლე შეეპარა, ხმელეთის ნაპირების ზედა ხაზი საკმაოდ გარკვევით ჩანდა და აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ გასდევდა. ნაპირიდან ხუთი მილით ვიქნებოდით დაშორებული.
ზღვაზე არც ნავი ჩანდა და არც მყვინთავები. მარგალიტის მაძიებელთა ასპარეზი სრულ მყუდროებას მოეცვა. კაპიტანმა ნემომ განგვიმარტა, ამ მიდამოებს ჩვენ ერთი თვით ადრე ვესტუმრეთო.
ექვსის ნახევრი სრულდებოდა, როდესაც ერთბაშად ინათა, როგორც საერთოდ, ტროპიკულ ქვეყნებს სჩვევია – იქ არც გარიჟრაჯი იცის, არც საღამოს შებინდება. აღმოსავლეთის ჰორიზონტზე სხივოსანი მნათობი სწრაფად ამოცურდა.
გარკვევით მოჩანდა ტყით დაფარული ნაპირები. ჩვენი ნავი მანარიის ნაპირებს უახლოვდებოდა. ამ კუნძულს სამხრეთის მხრიდან მრგვალი მოსახაზულობა ჰქონდა.
კაპიტანი ნემო წამოდგა და მიდამოს თვალი მოავლო. მის ნიშანზე მეზღვაურებმა ღუზა ჩაუშვეს, რომელიც სწრაფად შეეხო ფსკერს, რადგანაც თავთხელ წყალს მივადექით და ფკსერამდე მეტრ-ნახევარი თუ იქნებოდა. ზღვის მოქცევით ამოძრავებულმა ნავმა ღუზას მაშინვე გარს შემოუარა.
– პროფესორო, უკვე მოვედით, – მითხრა კაპიტანმა ნემომ, – ხომ ხედავთ ამ ვიწრო ყურეს? აქ ერთი თვის შემდეგ აუარებელი ნავი მოიყრის თავს. მარგალიტის მაძიებელი მყვინთავები მუშაობას სეუდგებიან. საამისოდ ეს ყურე ზედგამოჭრილია; ხმელეთი ეფარება და არც ძლიერი ქარი იცის, არც ზღვის ღელვა. ეს კი მარგალიტის მაძიებლებს საქმეს უადვილებს. ახლა კი ჩავიცვათ სკაფანდრები და ზღვის ფსკერზე გავისეირნოთ.
პასუხი არ გამიცია, უსიტყვოდ მივაჩერდი ამ საბედისწერო ზღვის სივრცეს და თან მეზღვაურების დახმარებით სკაფანდრს ვიცვამდი. კაპიტანი ნემო და ჩემი მეგობრებიც იმოსებოდნენ. კაპიტნის მხლებელთაგან არავი მოგვდევდა.
მალე კაუჩუკის ტანისამოსში ყელამდე ჩავსხედით. შეკუმშული ჰაერის აპარატი თასმებით გვქონდა ზურგზე მიმაგრებული. რუმკორფის მანათობელი აპარატი არავის გახსენებია. სპილენძის ზუჩს რომ ვიხურავდი, ეს მაშინ გავახსენე კაპიტან ნემოს.
– დღეს არ დაგვჭირდება. დიდ სიღრმეში არ შევალთ და მზის სხივები საკმაოდ გაგვინათებს გზას. ესეც არ იყოს, ამ წყლებში ელექტოსინათლე სახიფათოც არის, მისმა შუქმა შეიძლება მოულოდნელად მიიზიდოს ამ მიდამოებში მობინადრე რომელიმე ონავარი ცხოველი.
– თოფები სადღაა? – ვკითხე კაპიტანს.
– თოფები? აქ თოფები რა საჭიროა! მთილები განა დათვებზე ხანჯლით არ მიდიან? განა ტყვია ფოლადზე საიმედოა? აი, ინებეთ ბასრი მახვილი, ქამარში გაირჭეთ და დავიძარათ.
კონსეის და ნედ გადავხედე. უკვე ჩამოეცვათ სპილენძის ზუჩები და ჩემსავით იყვნენ შეიარაღებული. ნედს კი ვეებერთელა ბარჯიც წამოეღო.
კაპიტნის მაგალითს მივბაძე და მეც დავიხურე ზუჩი. შეკუმშული ჰაერის აპარატი მალევე ამუშავდა. ერთი წუთის შემდეგ მეზღვაურებმა სათითაოდ ჩაგვიშვეს ზღვის ფსკერზე, ნახევარ-მეტრ სიღრმეზე.
მზე საკმაო სინათლეს გვაწვდენდა წყალქვეშა მოგზაურებს. სინათლე იმდენად ძლიერი იყო, რომ პაწაწა საგნებსაც კი ვარჩევდით. ნიადაგი თანდათან ვაკდებოდა. ცალფრთიანი თევზის ქარავანი ქარავანზე იშლებოდა წინ და უკან, როგორც ლიანის გუნდმა იცის ჭაობიან ადგილებში. მომრგვალებული სამკუთხედის მოყვანილობისა იყო ეს თევზები და მოსასმელი ფრთა ბოლოზე ჰქონდათ.
რამდენიმე უშველებელი კიბოც ვნახეთ. ეს მახინჯი ცხოველი საოცარი ღონით და ალღოთი დაუჯილდოებია ბუნებას: ზღვის პირას მდგარ ქოქოსის ხეზე აფოფხდა და კაკალს ყრის. ძირს დაცემული კაკალი შუაზე იპობა და მაშინ კიბო თავისი ღონიერი თათებით ლებანს აცლის და შეექცევა. ამ კამკამა წყალში ზღვის კიბო საოცარი სიმარდით დარბოდა, ხოლო ზღვის კუ ძლივძლივობით მიხოხავდა კლდის ნაპრალებში.
შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც მარგალიტის შლამიან ადგილებს მივაღწიეთ. ამ მიდამოებში ნიჟარები მილიონობით მრავლდება.
ეს ძვირფასი თონთლო ცხოველები თავისი მოშავო ბუსუსებით კლდეებს ეწებება და ამის გამო გადანაცვლება არ შეუძლიათ.
ამ მხრივ, ნამდვილ ნიჟარაზე დაბლა დგანან, რადგანაც ნიჟარებისთვის ბუნებას მოძრაობის უნარი მაინც მიუნიჭებია.
მოზრდილი მარგალიტის ნიჟარა მომრგვალო მოყვანილობისა და ორ თანატოლი ხუფი აქვს. მისი სქელი ბაკანი გარედან ხორკლიანია. ზოგიერთ ნიჟარას მომწვანო ლაქები ჰქონდა ქსელის მსგავსად. ეს იყო ზღვის ნორჩი ლოკოკინა. ზოგი ნიჟარა უფრო ჩამკვრივებული და ჩაშავებული იყო, ათიოდე წლის მაინც იქნებოდა და სიდიდით ათ-თხუთმეტ სანტიმეტრს აღწევდა.
კაპიტანმა ხელით მანიშნა ნიჟარების სიმრავლეზე. აქ ბუნების შემოქმედებითი უნარი ადამიანის დამანგრეველ ძალას აღემატება.
ასეთი დამანგრეველი ძალა ჰქონდა სწორედ ნედ ლენდს, რომელიც წელზე შემოკრულ პარკს გამალებით ავსებდა თონთლო ცხოველების ნიჟარებით.
დიდხანს ვერსად ვჩერდებოდით, რადგან კაპიტან ნემოს ფეხდაფეხ უნდა მივყოლოდით.
კაპიტანი ნემო ისე თამამად მიაბოტებდა, გეგონებოდათ, აქაური ბილიკები სიარულით დაუცვეთიაო.
ფსკერი თანდათან მაღლდებოდა. ხელს რომ ავწევდი, ზღვის ზედაპირს ვაცილებდი. ზოგან ნიადაგი ფრიალო კლდესავით ეშვებოდა, ზოგან კი წვეტიან, მაღალ კლდებად აზიდულიყო. ამ კლდეთა ნაოჭებში უშველებელი კიბოები გაჩხერილიყვნენ, რომლებიც თავიანთ უმოძრაო თვალებს გვიშტერებდნენ.
უშველებელ ეხს წავადექით, ლამაზი ფერდობის კალთებზე. ეს ფერდობები ისეთი წარმტაცი ზღვის მცენარეულობით იყო შემკული, თითქოს შპალერი აუკრავთო. ეს ეხი თუ მღვიმე თავდაპირველად ჩაბნელებული მეჩვენა. მასში მზის სხივები ძლივს ატანდა.
კაპიტანი ამ მღვიმეში შევიდა. ჩვენც თან შევყევით. იქაურ სიბნელეს თვალი მალე შეეჩვია და თანდათან გავარჩიე პიტალო კლდის თავი, რომელსაც ნიადაგიდან ბუნებრივად ამოზრდილი ტინის სვეტები შესდგომოდა, თითქოს ტოსკანური ხუროთმოძღვრების უზარმაზარი სვეტებიაო.
“ნეტავ ამ ახირებულმა ადამიანმა რისთვის მოგვიყვანა ამ წყალქვეშეთის მიდამოებში?” – გავიფიქრე, მაგრამ მალე ყველაფერს მივხვდი.
ციცაბო ფერდობი ჩავიარეთ და ფართო ჭასავით ამოღებული ფსკერის ძირს წავადექით. კაპიტანი ნემო აქ შედგა და ხელით მანიშნა იმ საგანზე, რომელიც თავდაპირველად ვერ შევამჩნიე.
ეს იყო უშველებელი ნიჟარა, რომელიც სიმაღლით ორ მეტრს აღემატებოდა. ეს იმ ნიჟარაზე დიდი იყო, რომელიც “ნაუტილუსის” დარბაზს ამშვენებდა.
მივუახლოვდი ამ თონთლო ცხოველის ბუდეს. თავისი ბუსუსა ძაფებით პიტალო კლდის სვეტს მისწებებოდა და აქ, ამ მიმყიდრულებული ეხის წყალში განმარტოებით იზრდებოდა და ვითარდებოდა.
ცხოველის ორივე ხუფი ნახევრად პირდაღებული იყო. კაპიტანი მიუახლოვდა. ხუფების შუა თავისი ხანჯალი აღმა ჩადო, რომ არ მოკუმულიყო და ფრთხილად გადასწია ფოჩებიან არშიასავით ჩახლართული.
ნიჟარის შიგნით, ფოთლოვან ნაოჭებში, დავინახე ქოქოსის კაკლისოდენა მარგალიტი. მრგვალი მოყვანილობისა იყო, როგორც სფერო, ხასხასა, მოკამკამე და ამ განსაცვიფრებელ გამჭირვალე წყლის წიაღში ფასდაუდებელ ღირებულებას წარმოადგენდა. ცნობისმოყვარეობამ გამიტაცა და წავეპოტინე, მისი ხელსი აღება მინდოდა, მაგრამ კაპიტანმა ნემომ უცებ შემაჩერა, ხანჯალი სათუთად გამოაცალა და ნიჟარის ხუფი ნელ-ნელა დაიხურა.
კაპიტნის გულისთქმას მივხვდი: ამ ნიჟარის საბურველის ქვეშ ხელუხლებლად დატოვა იგი, რომ დროთა განმავლობაში თანდათან ახალახალი კონცენტრირებული ფენებით გაზრდილიყო. მხოლოდ კაპიტანმა ნემომ იცოდა ზღვის ფსკერზე არსებული ამ ეხის შესახებ, სადაც სათუთად იზრდებოდა და ვითარდებოდა ბუნების შემოქმედების იშვიათი ნიმუში. კაპიტანს სურდა ეს ფასდაუდებელი საუნჯე თავის მდიდარ მუზეუმში გადაეტანა. იმ მარგალიტებთან შედარებით, რაც კი დღემდე მენახა, ეს მართლაც საოცრება იყო – ათი მილიონი მაინც ღირდა. ეს იყო ბუნების უბადლო შედევრი, მაგრამ ქალის სამკაულად და ფუფუნების საგნად ვერ გამოდგებოდა. რომელი ყურის ბიბილო გაუძლებდა მის სიმძიმეს?!
კაპიტანმა ნემომ, რაკი ამ ნიჟარის ხილვით გული იჯერა, ეხი მიატოვა და უკან გამოვბრუნდით. მივდიოდით ნიჟარებით მოფენილ შლამზე, გამჭირვალე და კამკამა წყალში.
გაფანტულად მივდიოდით, თითქოს ველზე ვსეირნობდით. ყველა ჩვენგანი იქ ჩერდებოდა, სადაც მოესურვებოდა. აღარ მაფიქრებდა არავითარი საფრთხე, რომელიც ჩემს გონებას წინათ გადაჭარბებულად ესახებოდა.
წყალქვეშეთის მთა, რომელზეც ავდიოდით, თითქმის ზღვის ზედაპირს ებჯინებოდა და მალე წყლიდან თავები ამოვყავით.
კონსეი წამომეწია, თავისი უშველებელი ზუჩი ჩემს ზუჩს მოუარახუნა და ცალი თვალით შემომცინა.
მაღლობი ადგილი რამდენიმე საჟენის მანძილზე მისდევდა. მერე კი ისევ ჩავეშვით ჩვენს ბუნებრივ სტიქიაში. ვფიქრობ, ახლა უკვე უფლება მაქვს, ასე ვუწოდო მას.
ათიოდე წუთის შემდეგ, წინ მიმავალი კაპიტანი ნემო უცებ შედგა და ხელის ქნევით გვიბრძანა, მახლობელ ბექობს მოვფარებოდით, თან ხელით ერთ ადგილზე მიმითითა. გულდასმით მივაჩერდი იმ მხარეს.
ხუთიოდე მეტრის მოშორბით გავარჩიე ჩრდილი, რომელიც ფსკერამდე აღწევდა… მაშინვე ონავარი ცხოველი დამიდგა თვალწინ, მაგრამ შევცდი. ამ შემთხვევაში ონავარ ცხოველთან არ გვქონდ საქმე,
ეს იყო ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, ინდოელი, მარგალიტის მაძიებელი მებადური. ალბათ სიღარიბემ თუ მოიყვანა აქ ასე ნაადრევად.
ჩემს გასწვრივ, რამდენიმე ფუტის ზევით, ვხედავდი ღუზაჩაშვებული ნავის ძირს.
კაცი გაშმაგებული ეშვებოდა ზღვის ფსკერზე, ფეხზე ქვამობმული და ისევე სწრაფად ზედაპირს უბრუნდებოდა. მისი ერთადერთი იარაღი ქვა იყო.
ფსკერზე რომ დავიდოდა, საჩქაროდ მოფხოჭდა ნიჟარებს, პარკს გაავსებდა. ზედაპირზე აცურებულ ნავზე აცოცდებოდა, პარკს ცლიდა, თოკით ქვას ასწევდა, ფეხზე იბამდა და ისევ ფსკერზე ეშვებოდა. ფსკერზე ოცდაათი წამი თუ გაძლებდა, თორემ მეტს ვერა.
გულდასმით ვუცქერდი ამ სანახაობას. მებადური ვერ გვამჩნევდა, რადგან ჩრდილის ვიყავით შეფარებული. თითო ჯერზე ათიოდე ნიჟარას თუ ფხოჭნიდა, რადგანაც ძლივს გლეჯდა ხელით. ყველა ნიჟარაში როდი იქნებოდ მარგალიტი, რის გულისთვისაც საფრთხეში აგდებდა სიცოცხლეს. ახლა კი მივხვდი, თუ როგორ მოიპოვებენ მარგალიტს.
მისი მოძრაობა გაბედული და უყოყმანო იყო. ნახევარი საათის განმავლობაში არავითარი განსაცდელი არ შეხვედრია, მაგრამ უცებ, როდესაც ინდოელი მუხლებზე იყო დაჩოქილი, სახე შეეცვალა, მოსხლეტით გასწორდა წელში და ზედაპირისაკენ ასრიალდა. ვფიქრობდი რამ დასცა ასე თავზარი? მალევე მივხდი: მის გასწვრივ უშველებელი ჩრდილი შევამჩნიე. ეს იყო უზარმაზარი ნათელთევზა, რომელიც პირდაღებული, ცეცხლოვანი თვალებით მისკენ მიექანებოდა. ენა ჩამივარდა შიშისაგან, მოძრაობის უნარი წამერთვა.
ონავარი ცხოველი ფრთების მძლავრი ტყლაშუნით, ელვასავით მიქროდა ინდოელისაკენ. ინდოელი მარჯვედ გაუსხლტა გვერდზე და მისი ბასრი კბილები აიცდინა, მაგრამ კუდს კი ვერ აერიდა: ცხოველმა ვეებერთელა კუდი გულში სთხლიშა და ზღვის ფსკერზე დასცა.
ეს ყოველივე თვალის დახამხამებაში მოხდა. ცხოველი ზურგზე შეტრიალდა ინდოელის გასაფატრად. კაპიტანი ნემო ხანჯალმომაჯრვებული გაექანა საშინელი ცხოველისაკენ, რომელიც ის იყო, თავის მსხვერპლს წაეტანა, მაგრამ რაკი ახალი მოწინააღმდეგე შეამჩნია, გულაღმა შეტრიალდა და მისკენ გამოექანა.
დღემდე არ მავიწყდება კაპიტნის პოზა. გულდამშვიდებით იდგა და მტაცებლის მოახლოებას ელოდა. ცხოველი რომ დაეტანა, კაპიტანი განზე გაუხტა, მარჯვედ აიცდინა მისი მძლავრი ფრთა და ხანჯალი მუცელში აძგერა.
საშინელი ბრძოლა გაიმართა.
მტაცებლის ჭრილობებიდან სისხლში შადრევნები იღვრებოდა. ზღვა წითლად შეიღება. ამღვრეულ სითხეში ვეღარაფერს ვარჩევდი. როდესაც წყალი ცოტათი დაიწმინდა, დავინახე, რომ კაპიტანი ნემო პირისპირ შებმოდა ცხოველს, ცალი ხელი ფრთაში ჩაევლო და მეორე ხელით ხალჯალს უყრიდა მუცელში, მაგრამ სასიკვდილო ჭრილობა ვერ მიეყენებინა. ცხოველი ისეთი გააფთრებით იბრძოდა, რომ აღელვებული ტალღებისაგან ძლივს ვიმაგრებდი თავს.
მინდოდა მივშველებოდი კაპიტანს, მაგრამ შიშისგან გაქვავებული ვიდექი და ბრძოლის სურათს შევყურებდი. კაპიტანმა ვერ გაუძლო ცხოველის სიმძიმეს და მის ქვეშ, ფსკერზე დაეცა. ცხოველმა უშველებელი ხახა დააღო და ის იყო, კაპიტნის შენთქმას ლამობდა, რომ უცებ, ნედ ლენდი მისკენ გაქანდა და ბარჯი აძგერა. წყალი სისხლისფრად შეიღება. გულში განგმირული ცხოველი სასიკვდილოდ ბორგავდა. ზღვა აღელდა და კონსეი ძირს დასცა.
ნედ ლენდმა კაპიტანი განგმირულ მტაცებელს გამოარიდა, რომელიც მაშინვე წამოხტა, ინდოელს მიუახლოვდა, ფეხზე თოკი გადაუჭირა, ხელში აიტაცა და ზედაპირისკენ წავიდა. ჩვენც მას მივყევით. მალე ყველანი ინდოელის ნავთან გავჩნდით.
კაპიტანმა და კონსეიმ ინდოელს მოსულირება დაუწყეს.
გონდაკარგული ნელ-ნელა გამოცოცხლდა, თვალი გაახილა.
ნეტავ რა იფიქრა, როდესაც მისკენ დახრილი ოთხი ზუჩიანი თავი დაინახა?!
კაპიტანმა ნემომ ჯიბიდან მარგალიტებით სავსე პარკი ამოიღოდა ხელში ჩაუდო.
მისი დამფრთხალი, გაოგნებული თვალები მოწმობდა, რომ ვერ მიმხვდაიყო, რის წყალობით მიენიჭა სიცოცხლე და სიმდიდრე ერთად.
კაპიტანმა ნემომ გვანიშნა და ჩვენ ისევ საბედისწერო ფსკერს დავუბრუნდით. ნახევარი საათის შემდე “ნაუტილუსის” ნავს მივაღწიეთ, სადაც მეზღვაურების დახმარებით ზუჩები მოვიხსენით.
კაპიტანი ნემო უპირველესად კანადელს მიუბრუნდა:
– გმადლობთ, მისტერ ლენდ! – უთხრა მოწყვეტით.
– კაპიტანო, თქვენგან დავალებული გახლდდით, – უპასუხა ნედმა.
– “ნაუტილუსისკენ”! – უბრძანა მეზღვაურებს კაპიტანმა.
ნავი სწრაფად გასრიალდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ონავარი ცხოველის ლეშს გადავეყარეთ, რომელიც ტალღებზე ქანაობდა. ინდოეთის ზღვის ონავარი ნათელთევზა სიგრძით ოც ფუტს აღემატებოდა. უშველებელი ხახა ტანის მთელ მესამედს უდრიდა. ეტყობოდა, დიდი იყო, ვინაიდან ზემო ყბაზე სწორი სამკუთხედის მოყვანილობის კბილები ექვს წყებად ჰქონდა.
მის ცქერაში ვიყავი გართული, რომ ჩვენი ნვის მახლობლად, თორმეტიოდე ასეთი ონავარი ცხოველი შევნიშნე. ჩვენთვის ყურადღება არც მოუქცევიათ, ლეშს მიესივნენ და ერთმანეთს პირდიდან ჰგლეჯდნენ.
ათის ნახევარზე “ნაუტილუსს” მივაღწიეთ. მანარის წყლებში გასეირნების შესახებ ბევრი ფიქრის შემდეგ ორი დასკვნა გამოვიტანე: პირველი დასკვნა ადასტურებდა კაპიტან ნემოს არაჩვეულებრივ გამბედაობას და სიმამაცეს, მეორე კი – მის თავგანწირვას ადამიანის გადასარჩენად.
რაც უნდა ბევრი ელაპარაკა ამ ადამიანს, ქვეყნიერებასთან კავშირი მაქვს გაწყვეტილიო, მის გულში არ ჩამქრალიყო თანაგრძნობა განწირულისადმი.
თავად კაპიტანსაც შევეკითხე მისი საქციელის შესახებ და ასეთი პასუხი გამცა:
– ის კაცი ინდოელი იყო, დაჩაგრული ქვეყნის შვილი. მე კი მუდამ ვეხმარებოდი და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავეხმარები დაჩაგრულ ხალხს.

თავი IV
მეწამული ზღვა

29 იანვარს ცეილონის კუნძული ჰორიზონტს მიეფარა და “ნაუტილუსი” შეჰყვა მალდივის და აკედივის კუნძულებს შუა მდებარე არხებს. ჩვენ მოვუხვიეთ კიტანას მარჯნის კუნძულს. ეს კუნძული 1499 წელს ვასკო-და-გამამ აღმოაჩინა.
უკვე 1620 მილი გვქონდა გავლილი იაპონიის წყლების შემდეგ.
მეორე დღეს, 30 იანვარს, როდესაც “ნაუტილუსი” ზედაპირზე ამოცურდა, თვალსაწიერზე ხმელეთი არ მოჩანდა. გემი ჩრდილო-დასავლეთისკენ მიცურავდა და ომანის ზღვისკენ მიემართებოდა. ეს ზღვა არაბეთის და ინდოეთის ნახევარკუნძულებს შუა მდებარეობს და სპარსეთის სრუტის მისავალს წარმოადგენს.
ჩვენ თვალწინ გადაშლილიყო ზღვის უკიდეგანო სივრცე.
– საით მიგვაქროლებს კაპიტანი ნემო? – მკითხა კანადელმა.
– მეგობარო ნედ, ჩვენ იქით მივქრით, საითაც მისი ფანტაზია მიგვაქროლებს, – ესღა ვუპასუხე.
– მისი ფანტაზია შორს ვერ წაგვიყვანს. სპარსეთის ზღვას გასავლელი არსაით აქვს და თუ ამ ზღვაში შევცურეთ, უკანვე დაგვჭირდება გამობრუნება!
– მერე რა, ჩვენც უკან გამოვბრუნდეთ, მისტერ ლენდ. თუ სპარსეთის ყურეში შესვლის შემდეგ “ნაუტილუსი” მეწამულ ზღვაში მოისრუვებს შეცურებას, ბაბ-ელ-მანდების სრუტე ხომ ისევ ძლვე ადგილას მდებარეობს, ის გაგვიხსნის თავისუფალ გზას.
– პროფესორო, როგორ შემოგკადროთ განმარტება, მაგრამ მეწამული ზღვა ისეთივე დახურულია, როგორც ყურე, რადგანაც სუეცის ყელი იქ მდებარეობს და სუეცის არხი კი ჯერ არავის გაუჭრია.
– მე იმას როდი ვამბობ, ევროპისაკენ გავბრუნდებით-მეთქი.
– მაშ, როგორ გგონიათ?
– ჩემი აზრით, “ნაუტილუსი”, ალბათ, არაბეთსა და ეგვიპტის ზღვებს მოივლის და ისევ ინდოეთის ოკეანეს დაუბრუნდება, თუნდაც მოზამბის სრუტით ან კიდევ მარკოსენის კუნძულებს ჩაუვლის და კეთილი იმედის კონცხს მიაღწევს.
– მითხარით, გეთაყვა, მალე მივაღწევთ კეთილი იმედის კონცხს? – დაჟინებით შემეკითხა კანადელი.
მის გულისთქმას მივხვდი და ვუპასუხე:
– მერე რა იქნება? ჩვენ შევცურდებით ატლანტის ოკეანეში, რომელსაც ჯერ არ გვაცნობივართ… ასე რომ, მეგობარო ნედ, განა თქვენ უკვე მოგბეზრდათ წყალქვესა მოგზაურობა? ნუთუ მოგწყინდათ წყალქვეშეთის საოცრებათა ხილვა? … უნდა გამოგიტყდეთ, ნედ, რომ გული საშინლად დამწყდებოდა, ეს მოგზაურობა რომ შეწყვეტილიყო. ეს ხომ იშვიათთა ხვედრია!
– პროფესორო არონაკს, იცით თუ არა, რომ უკვე სამი თვე სრულდება, რაც “ნაუტილუსზე” ტყვეებად ვიმყოფებით? – მიპასუხა კანადელმა.
– არა, ნედ, არ ვიცი… და არც მინდა ვიცოდე… მე არც დღეებს ვითვლი, არც საათებს.
– მერე, პროფესორო, ყველაფერი ეს რითი უნდა დასრულდეს?
– დასასრული თავად მოვა თავის დროზე. ესეც არ იყოს, ამჟამად ხომ ვერაფერს გავხდებით და ტყუილად ვიმტვრევთ თავს. ჩემო პატიოსნებით აღსავსე მეგობარო ნედ, რომ მოსულიყავით და გეთქვათ ჩემთვის: “გაქცევს საშუალება არის”, – მაშინ ერთად ავწონ-დავწონიდით სიტუაციას, მაგრამ ასეთი შემთხვევა რომ არ გვძლევა! გულახდილად უნდა გითხრა, ჩემო კარგო, რომ კაპიტანი ნემო, ვგონებ, ვერასოდეს გაბედავს ევროპის ზღვებში შეცურვას.
ამ მოკლე საუბრიდანაც დაინახავთ, რომ “ნაუტილუსს” ვეთაყვანებოდი, სულითა და გულით მივენდე კაპიტნის ნებისყოფას. ნედ ლენდმა კი ლაპარაკი ასე დაასრულა:
– ეგ ყველაფერი კარგია, პროფესორო, მაგრამ ჩემი აზრით, სადაც ძალმომრეობაა, იქ სიამოვნება ვერ იქნება.
ოთხი დღის განმავლობაში, 3 თებერვლამდე, “ნაუტილუსი” ომანის ზღვაზე მიცურავდა სხვადასხვა სიჩქარით და სხვადასხვა სიღრმეზე; გეგონებოდათ ალალბედზე მოძრაობს, ყოყმანობს, გეზის აღება ვერ მოუხერხებიაო. ერთხელაც არ გადაუსერავს კირჩხიბის ტროპიკი.
ომანის ზღვის გამოსვლათან ერთი თვალის დაკვრით დავინახე ომანის დედაქალაქი მასკატი. თვალწარმტაცი იყო ეს საოცარი ქალაქი. შავი კლდეების უბეებში იყო გაშენებული და ამ შავ ქარგაზე თეთრად აზიდულიყო ციხე-სიმაგრეები და სახლები … ეს იყო მხოლოდ ერთი თვალის დაკვრა და “ნაუტილუსი” მყისვე ჩაეშვა ზღვის სევდიან უფსკრულში.
5 თებერვალს ადენის ყურეში შევცურდით. იგი ისე ებჯინება ბაბ-ლემანდების სრუტის ყელს, გეგონებათ, უშველებელი ძაბრი მიუდგამთო. ინდოეთის ოკეანის წყალი ამ სრუტით ჩაედინება მეწამულ ზღვაში.
6 თებერვალს ქალააქ ადენის მახლობლად მივცურავდით. ეს ქალაქი კონცხზეა გაშენებული და ხმელეთს ვიწრო ყელით უერთდება. ეს არის ერთგვარი მიუდგომელი ჰიბრალტარი. 1839 წელს იგი ინგლისელებს დაუპყრიატ და გაუმაგრებიათ კიდეც.
ამ ადგილას რომ მივაღწიეთ, მეგონა კაპიტანი ნემო უკან გამობრუნდებოდა, მაგრამ “ნაუტილუსმა” ისევ განაგრძო გზა.
7 თებერვალს ბაბ-ელ-მანდებსი სრუტეში შევცურეთ. არაბულად ეს სახელწოდება ნიშნავს “ცრემლების ბჭეს”. სრუტე სიგანით ოცი მილი იქნება, სიგრძით – ორმოცდათორმეტი კილომეტრი. “ნაუტილუსი” სრული გაქანებით მისრიალებდა და მთელი სრუტე ერთ საათში გაიარა. თვალიც კი ვერ მოვკარი კერიმას კუნძულს, რომელზეც ინგლისელებს ქალაქ ადენის დასაცავად სიმაგრეები აეგოთ.
ამ ვიწრო სრუტესი აუარებელი გემი მიდი-მოდიოდა ინგლისისა თუ საფრანგეთისა. ისინი სუეციდან მიემართEბოდნენ კალკუტისკენ, ბურბონის ან მავრიკიისკენ. ამ სრუტეში “ნაუტილუსს” ცხვირიც არსად ამოუყვია, ერიდებოდა, არსად შეემჩნიათ და ზღვის სიღრმეზე მიცურავდა.
შუადღისას მეწამული ზღვის ტალღებში შევცრუდით. მეწამულ ანუ წითელი ზღვას შემდინარე წყლები არა აქვს და პაპანაქება სიცხეში ჭარბად ორთქლდება. მისი დონე ყოველწლიურად მეტრ-ნახევარით იკლებს. ეს ზღვა ტბასავით შეკრული რომ ყოფილიყო, სრულიად დაშრებოდა, მაგრამ მისი კალაპოტი გაცილებით დაბალია კასპიის და მკვდარი ზღვის დონესთან შედარებით. ეს ზღვებიც მუდამ იკლებდა და შრებოდა, სანამ მათი შემდინარე წყლების ოდენობა მათ აორთქლებას არ გაუთანაბრდა.
მეწამული ზღვის სიგრზე ორი ათას ექვსასი კილომეტრია, საშუალო სიგრძე კი – ორს ორმოცი. უძველეს ხანაში ეს ზღვა უდიდესი სააღებმიცემო ძარღვი იყო მთელი მსოფლიოსათვის. სუეცის არხმა და რკინიგზამ მას ადრინდელი მნიშვნელობა კვლავ აღუდგინა.
არ ვიცი, რამ მოიყვანა კაპიტანი ნემო ამ სრუტეში, თუმცა კმაყოფილი დავრჩი აქ მოსვლით. “ნაუტილუსი” საშუალო სვლით მიცურავდა მის ზედაპირზე, მაგრამ თუ რომელიმე გემს შეასწრებდა თვალს, მაშინვე სიღრმესი ეშვებოდა. ასე რომ, ზღვის ზედაპირსაც ვაკვირდებოდი და მის სიღრმესაც.
8 თებერვალს, განთიადისას, თვალწინ გადაგვეშალა ქალაქი მოკა, რომელიც ამჟამად ნანგრევებსღა წარმოადგენს. მისი კედლები ზარბაზნის ხმაზეც კი იმსხვრევა. მხოლოდ აქა-იქ მოჩანდა მწვანედ აზიდული დანაკის კუდი და ინდის ხურმა. უწინ ამ ქალაქს დიდი სააღებმიცემო მნიშვნელობა ჰქონდა. ქალაქს უამრავი საცხოვრებელი სახლი ამშვენებდა, მარტო ბაზარი ექვს ადგილზე მოეწყოთ. სამი ვერსის ირგვლივ კი ქალაქს თორმეტ წყებად ერტყა გალავანი.
“ნაუტილუსმა” აფრიკის სანაპიროებს მიატანა. აქ ზღვა თვალსაჩინო სიღრმისაა. აქვეა კამკამა წყლის ორი დინება.
დარბაზის დარაბები გაეწიათ და ჩვენ თვალწინ საოცარი სანახაობა იშლებოდა: ვხედავდით მარჯნის საუცხოო ბუჩქებს და უზარმაზარ, ჩამოთლილ კლდის ნაპრალებს, რომლებიც მწვანე ხავერდის ხალიჩებივით დაფარულიყო უამრავი ზოოფიტით. თვალწარმტაცი და მომაჯადოებელი სანახაობა იყო! რამდენიმე მოხასხასე ადგილი, რამდენი წალკოტი და მდელოა ამ წყალქვეშა კლდეებში და ვულკანურ კუნძულებზე, რომლებიც ლიბანის კიდეებს ეკვრის! ეს მომხიბლავი წყალქვეშა მცენარეულობა უფრო მდიდარია აღმოსავლეთის სანაპიროებთან, რომელსაც ახლა “ნაუტილუსი” უახლოვდებოდა.
ეს გახლდათ თეღამის ნაპირები.
აქ ბუდობს და ყვავის უამრავი ზოოფიტი, რომელთა გადახლართული მწკრივი ზღვის დონეს დაცილებია, მაგრამ ალაგ-ალაგ წყლის ზედაპირზე ჯადოსნურად ჩახლართულა. იგი ზედაპირზე უფრო წარმტაცია ვიდრე წყალქვეშა შტოებგაბმული, თუმც წყალში მას მუდმივი სინოტივე ხასხასა ელფერს ჰმატებს.
ამ მომხიბლავმა სანახაობამ თვალი მოგვტაცა და მთელი საათობით გავცქეროდით დარბაზის ფანჯრებიდან. ელექტრონის კაშკაშზე თვალწინ გვეშლებოდა წყალქვეშეტის ფლორისა და ფაუნის უთვლავი და იშვიათი ნიმუშები.
“ნაუტილუსი” ათიოდე მეტრის სიღრმეზე წყნარად მიცურავდა აღმოსავლეთის კეკლუცი სანაპიროების გასწვრივ. ზღვის ფსკერზე ათასნაირი ღრუბელი ვნახე: ყლორტის მაგვარი, ფოთოლა, მომრგვალო თუ ბრტყელი; ზოგი კალათისებურად იყო ჩამოწოლილი, ზოგი ფინჯნის მოყვანილობის, ზოგიც თითისტარის მსგავსი. აქ ვნახეთ ე.წ. “ნეპტუნის ხელთათმანიც”, რომელიც მისთვის მებადურებს შეურქმევია.
ეს სახელწოდება უფრო პოეტურია, ვიდრე მეცნიერული. ღრუბელის ბუსუსიანი ქსოვლიებიდან, რომელი გრილი სითხისებრი ნივთიერებითაა გაჟღენთილი, განუწყვეტლივ მოდის წყლის შხეფი, რომელსაც ღრუბლის ქსოვილის შეკუმშვის ძალა ისვრის გარეთ. როდესაც ღრუბლის ქსოვილი ანუ პოლიპი კვდება, ეს ნივთიერებაც იკარგება, ქრება. პოლიპის დალპობის შემდეგ რჩება მხოლოდ რქის მაგვარი ბოჭკო, რომელიც საოჯახო ღრუბელს წარმოადგენს. მას მოყვითალო ელფერი დაჰკრავს და სხვადასხვა საჭიროებისათვის იხმარება, იმისდა მიხედვით, თუ პოლიპის სრული დალპობის შემდეგ თვითონ ქსოვილი რამდენად მკვრივია ან გამჭირვალე.
ეს ცხოველები მიწებებულია კლდეებზე, ნიჟარებზე, წყალქვეშა მცენარის ყლორტებზე. ზოგი ფსკერის ძირზე, ფოსოებში ჩამჯდარა, ზოგი ზევით ამართულა ან მარჯნის მეჭეჭივით ჩამოკიდებულა.
კონსეის განვუმარტე, რომ ამ ღრუბლებს ორნაირი წესით აგროვებენ: ან მოსმით, ან ხელით. მათი მოგროვება ხელით სჯობს, თუმცა ამას მყვინთავი სჭირდება. სამაგიეროდ, მისი ქსოვილი შეუცვლელი რჩება, ეს კი ღირებულებას ჰმატებს.
ვნახეთ უამრავი სხვა ზოოფიტი იმავე ღრუბლის ჯიშისა, ლამაზი და ნაზი მედუზები.
9 თებერვალს “ნაუტილუსმა” მეწამული ზღვის უგანიერეს ადგილებს მიაღწია. დასავლეთის ნაპირებზე მდებარეობდა სუაქიმა, აღმოსავლეთის კიდეზე კი კონფოდა. ამ ადგილებში მეწამული ზღვის სიგანე ცხრაას მილს უდრის.
შუადღისას კაპიტანი ნემო ბაქანზე ამოვიდა. გადავწყვიტე, არ მოვშორებოდი, სანამ გაკვრით მაინც არ ვათქმევინებდი, საით მიგვაქროლებდა. რომ დამინახა, მომიახლოვდა, სიგარა შემომთავაზა და მითხრა:
– რას მეტყვით, პროფესორო, მოგწონთ თუ არა მეწამული ზღვა? კარგად დაათვალიერეთ აქ დაგროვილი საუნჯენი? იხილიეთ მისი ჯადოსნური სანახაობანი, მისი თევზები, ზოოფიტები, მისი ღრუბლების ყვავილნარი და მარჯნის ტყეები? თვალი ხომ გადაავლეთ მის სანაპიროებზე გაშენებულ ქალაქებს?
– ყოველივე ვნახე, და აღტაცებული ვარ. ასეთი გამოკვლევისათვის თქვენი “ნაუტილუს” მეტისმეტად გონივრულად არის მოწყობილი.
– დიახ, პროფესორო არონაკს, ეს გემი გონივრულიცაა, გაბედულიც და დაუზინებელიც! მას ვერ აშინებს ვერც მეწამული ზღვის ქარტეხილი და გრიგალი, ვერც მისი დინება, ვერც წყალქვეშა კლდეები.
– მართლაც, ეს ზღვა ყველაზე უფრო სახიფათო ზღვად მიიჩნევა. ბევრ საშინელებას აწერდნენ მას უწინდელ დროში.
– საძაგელი ზღვა გახლავთ, პროფესორო. ბერძენი და რომაელი მემატიანენი ძალიან ემდურიან მას. სტრაბონი აღნიშნავს, რომ ეს ზღვა განსაკუთრებით სახიფათოა ქარის და წვიმის დროს. არაბი ედრიზი ამ ზღვას კოლცუმის ყურეს უწოდებს და გადმოგვცემს, რომ მის თავთხელ წყლებში აუარებელი გემი დაღუპულა და ღამღამობით მასზე მოგზაურობას ვერავინ ბედავდაო. მისი სიტყვებით, ამ ზღვამ გრიგალი და ქარტეხილი იცის და საერთოდ, “სახეირო არაფერს წარმოადგენს”, არც სიღრმეში და არც ზედაპირზე.
– როგორ ეტყობა, რომ ამ ისტორიკოსებს “ნაუტილუსით” არ უმოგზურიათ!
– ეჭვგარეშეა, – ღიმილით მიპასუხა კაპიტანმა, – ამ მხრივ ჩვენმა თანამედროვეებმა ძველებს ბევრად გაუსწრეს. რამდენიმე საუკუნე დასჭირდა ორთქლის მექანიკურ ძალის აღმოჩენას. ვინ იცის, ასიოდე წლის შემდეგ, ქვეყანას მეორე “ნაუტილუსი” ეღირსება?! პროგრესი ძალზე ნელი ნაბიჯით ვითარდება, პროფესორო არონაკს.
– კაპიტანო, თქმა არ უნდა, რომ თქვენმა გემმა ასიოდე წლით კი არა, რამდენიმე საუკუნით მაინც გაუსწრო თანამედროვე ხანას, დიდი უბედურებაა, რომ ასეთი ტექნიკური მიღწევა გამომგონებელთან ერთად უნდა დაიღუპოს.
ფიქრში წასული კაპიტანი ნემო დუმდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ წარმოთქვა:
– მე გიამბობდით ძველი ისტორიკოსების მოსაზრებებს მეწამული ზღვის შესახებ, არა?
– დიახ, მაგრამ შესაძლებელია მათი შიში გაზვიადებულიც იყო.
– ასე გახლავთ, პროფესორო არონაკს, მაგრამ მთლად მასეც არ არი, – მიპასუხა კაპიტანმა ნემომ. ეტყობოდა, “თავისი” მეწამული ზღვა ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი. კაპიტანმა განაგრძო:
– ის, რაც დღეს სახიფათო აღარ არის თანამედროვე გემისთვის, რომელიც მკვიდრად არის ნაგები და ორთქლის საშუალებით ყველა მიმართულებით შეუძლია გაცუროს, ძველებური გემისთვის მეტად საბედისწერო საქმე იყო. წარმოიდგინეთ, პროფესორო, პირვანდელი მეზღვაურები, რომელთაც ფიცრისგან შეკრული მომცრო ხომალდები ჰქონდათ, დანაკის კუდის ბაგირებით შეკრული, ხის დანაყილი წებოთი დაგმანული და ნათელთევზას ქონით გაპოხილი! არც გზის მაჩვენებელი ხელსაწყო გააჩნდათ და პირველყოფილი საშუალებით ვარაუდობდნენ გზის მიმართულებას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ხომალდები ხშირად ეღუპებოდათ. დღეს კი სწრაფი ორთქლმავლისათვის საშიში აღარ არის არც ის ყურე, არც მისი გამუდმებული ქარის ქროლა. ასეთი გემები ახლა მიმოდიან სუეცისა და სამხრეთის ზღვის კიდეებზე მდებარე ნავსადგურებს შორის.
– გეტყობათ, ეს ზღვა საგულდაგულოდ შეგისწავლიათ, კაპიტანო. ნეტავ, რისთვის დაურქმევიათ მეწამული ზღვა?
– მაგის თაობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.
– მე მინდოდა, თქვენი აზრი გამეგო, კაპიტანო…
– ჩემი აზრით, ამ სახელწოდებაში სიტყვა “მეწამული” გადმოთარგმნილია ებრაული სიტყვიდან “ედომ”, რაც ნიშნავს წითელს. წითელი კი იმიტომ დაურქმევიათ, რომ ამ ზღვას წითელი ანუ მეწამულისფერი დაჰკრავს.
– რაც დღემდე გამოვიარეთ, სულ კამკამა წყლები იყო, კაპიტანო, მეწამული ფერი არსად დაჰკრავდა!
– დღემდე მართლა ასე იყო, მაგრამ რაც უფრო შორს შევალთ ამ ყურის სიღრმეში, წითელ ფერს შეამჩნევთ. თარას ნავსადგური რომ ვნახე, ისეთი წითელი ფერისა იყო, სისხლის ტბა გეგონებოდათ.
– თქვენი აზრით, ასეთი ფერი მიკროსკოპული მცენარეულობისკან იქმნება?
– დიახ, ეს არის პაწია მცნარეების გამონაჟონი ლორწოვანი ნივთიერება. მცენარე ისეთი პაწაწაა, რომ ერთ კვადრატულ მილიმეტრს ორმოცი ათასი მათგანი ძლივს დაფარავს. თქვენც იხილავთ ასეთფერად შეღებილ ზღვას, თუ თარას ყურეში მოხვდებით.
– მაშ პირველად არ ხართ მეწამულ ზღვაში თქვენი “ნაუტილუსით” –
– არა, პროფესორო, ეს მოგზაურობა პირველი არ არის.
– მითხარით, გეთაყვა, რა აზრისა ბრძანდებით სუეცის არხის შესახებ, ახლა რომ გაჰყვეთ? თუმცა თქვენს “ნაუტილუსს” რაში გამოადგება.
– მართალი ბრძანებაა, პროფესორო, ეს არხი “ნაუტილუსთვის” უსარგებლოა, მაგრამ მთელი მსოფლიოსათვის კი – სასარგებლო, მიპასუხა კაპიტანმა ნემომ, – უწინდელ ხალხს, ჩინებულად ესმოდა მეწამულ ზღვასა და ხმეთალშუა ზღვას შორის სავაჭრო ნაოსნობის მნიშვნელობა, მაგრამ სუეცის არხის გათხრა ვერავინ მოისაზრა. მაშინ მდინარე ნილოსით სარგებლობდნენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ გადმოცემის თანახმად, მეწამული ზღვისა და ნილოსის შემაერთებელი არხი მართლაც გათხრილი იყო. დანამდვილებით ვიცით, რომ არხი მართლაც არსებობდა და მას ნილოსი აწვდიდა წყალს. ეს არხი ეგვიპტის ველს გარდიგარდმო სერავდა არაბეთის გასწვრივ. ამ არხის ზევითაც შეიძლებოდა ნაოსნობა ოთხი დღის სავალზე. იგი ისეთი ფართო იყო, რომ ორი გემი მხარდამხარ გაეტეოდა. ისტორიკოს სტრაბონს საკუთარი თვალით უნახავს ამ არხში მოცურავე გემები. მაგრამ ჰუბასტადან მეწამულ ზღვამდე არსებული ძალზე მცირე დაქანების გამო ამ არხით წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვეს სარგებლობდნენ. მერე ეს არხი თანდათან სილით ამოივსო, მაგრამ კვლავ აღადგინეს. ბოლოს 761 თუ 762 წელს, არხი განზრახ ამოავსეს, რომ ერთი აჯანყებული ქალაქისათვის სურსათის მიწოდების გზა მოესპოთ. როდესაც ბონაპარტე ეგვიპტეს შეესია, სუეცის უდაბნოში ნახა ამ არხის ნაშთი. იქ მიუსწრო ზღვის მოქცევამ და კინაღამ დაიღუპა, სანამ მაჯაროტს მიაღწევდა.
– ახლა კი ლესეპსი გააკეთებს იმას, რაც ძველმა ხალხმა ვერ შეძლო. იგი ცხრა ათასი კილომეტრით შეამოკლებს მანძილს ყადიქსასა და ინდოეთს შორის და საცაა აფრიკასაც კუნძულად აქცევს.
– პროფესორო, თქვენ სრული უფლებით შეგიძლიათ თქვენი თანამემამულის სახელით იამაყოთ. მან უფრო მეტი დიდება მოუხვეჭა თქვენს ერს, ვიდრე უდიდესმა სარდლებმა. დიდი გაჭირვებით და მარცხით დაიწყო ეს საქმე, მაგრამ თავისი ნებისყოფით მაინც გაიტანა ლელო. მან მთელი სახელმწიფოს საქმე ერთი პიროვნების საქმედ აქცია და შარავანდედიც თვითონ მოიხვეჭა. ამისთვის დიდება და პატივისცემა ლესეპს!
– მართლაც, დიდება და პატივისცემა ლესეპსს, – გავიმეორე მეც. გამაოცა კაპიტან ნემოს ასეთმა აღტაცებამ.
– სამწუხაროდ, სუეცის არხით ვერ გაგატარებთ, პროფესორო არონაკს. ისე კი უნდა მოგახსენოთ, რომ ზეგ დილით თქვენი თვალით იხილავთ პორტსაიდის ნაპირებზე ნაყარ მიწას, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში შევცურავთ.
– ხმელთაშუა ზღვაში?! – განცვიფრებით შევძახე მე.
– დიახ, პროფესორო, – მომიგო დინჯად, – განა ეს გაოცებთ?
– მე ის მაოცებს, კაპიტანო, რომ ბრძანეთ, ზეგ იქ ვიქნებითო.
– ნუთუ მართლა გასაოცარია?
– რა თქმა უნდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც “ნაუტილუსზე” ვიმყოფები, გაკვირვებასაც გადავეჩვიე.
– პროფესორო, მაინც რა უფრო გაკვირვებთ?
– უმთავრესად, სწრაფი სვლა, რომელიც “ნაუტილუსმა” უნდა განავითაროს. თუკი, ზეგ ხმელთაშუა ზღვაში შევცურავთ, მაშასადამე, უნდა შემოვუაროთ კეთილი იმედის კონცხს და თითქმის მთელ აფრიკსაც!
– ვინ მოგახსენათ, კეთილი იმედის კონცხს შემოვუვლითო?
– დარწმუნებული ვარ, რომ “ნაუტილუსი” არც ხმელეთზე ცურავს და ვერც სუეცის ყელს გადააფრინდება.
– სუეცის ყელის ქვეშ!
– ყელის ქვეშ?
– დიახ, პროფესორო, ყელის ქვეშ, – დინჯად მიპასუხა კაპიტანმა ნემომ, – ბუნებამ დიდი ხნის წინ შექმნა სუეცის ყელის ქვეშ ის, რასაც დღეს ადამიანები ასეთი მძიმე შრომით აკეთებენ მის ზედაპირზე.
– როგორ, კაპიტანო? განა გასასვლელი გვირაბი არსებობს?
– დიახ, არსებობს მიწისქვეშა გასასვლელი, რომელსაც მე არაბეთის გვირაბს ვუწოდებ. გვირაბი იწყება სუეცის ყელთან და პელუზის ყურეში გადის.
– სუეცის არხში ხომ მოძრავი შლამი და ქვიშაა?
– მოძრავი შლამი ერთგვარ სიღრმემდე აღწევს, ორმოცდაათი მეტრის ქვევით კი პიტალო კლდის ფენა იწყება…
გაშტერებული შევეკითხე კაპიტანს:
– კაპიტანო, შემთხვევით წააწყდით ამ გვირაბს?
– შემთხვევაც იყო, მაგრამ უფრო მოსაზრებით მივედი ამ დასკვნამდე ვიდრე შემთხვევით.
– კაპიტანო, გისმენთ, თუმცა მიძნელდება დავიჯერო.
– ეჰ, პროფესორო არონაკს, არათუ არსებობს ეს გვირაბი, არამედ რამდენჯერმე გამივლია კიდეც. ასე რომ არ იყოს, დღეს ვერ გავბედავდი ამ გვირაბით გავლას ხმელთაშუა ზღვაში.
– თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, მითხარით, როგორ მიაგენით ამ გვირაბს?
– იმ ადამიანებს შორის, რომელთა ბედიც სამუდამოდ განუყრელია, არ უნდა არსებობდეს საიდუმლოება, – მიპასუხა კაპიტანმა ნემომ და განაგრძო:
– პროფესორო არონაკს, პირველად აზრი ამ გვირაბის არსებობის შესახებ დამებადა როგორც ნატურალისტს. ეს გვირაბი ჩემს გარდა არც ერთმა სულიერმა არ იცის. მოგზაურობი დროს შევამჩნიე, რომ მეწამულ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში მრავლად იყო ერთნაირი ჯიშის თევზები. ამაში რომ დავრწმუნდი, ჩემს თავს ვკითხე: ამ ორ ზღვას ხომ არაფერი აერთიანებს-მეთქი? თუ მათ შორის კავშირი არსებობს, მაშინ დინება ხმელთაშუა ზღვიდან მეწამულ ზღვისაკენ უნდა მიემართებოდეს, რადგანაც ხმელთაშუა ზღვის დონე უფრო დაბალია.
აუარებელი თევზი დავიჭირე სუეცის მიდამოებში, ბოლოებზე სპილენძის რგოლები შევაბი და ისევ ზღვაში გადავისროლე. რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემი რგოლებიანი თევზები ბადეს ამოჰყვა სირიის ნაპირებთან. ამან საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ამ ორ ზღვას შორის მიწისქვესა კავშირი არსებობს. ჩემი “ნაუტილუსით” ვეძებე ეს გასასვლელი, ბოლოს მივაგენი და გავცურე კიდეც ხმელთაშუა ზღვაში.
ორიოდე საათის შემდეგ თქვენც გაგატარებთ, პროფესორო, არაბეთის გვირაბით!

თავი V
არაბეთის გვირაბი

ეს ახალი ამბავი, რომ ორი დღის შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში ვიქნებოდით, იმავე დღს, კონსეის და ნედ ლენდს გავუზიარე. კონსეიმ გაოცებით ტაში შემოჰკრა, ნედ ლენდმა მხრები აიჩეჩა და ჩაილაპარაკა:
– წყალქვეშსა გვირაბი?! ზღვებს შორის კავშირი! სად თქმულა, სად გაგონილა?!
– მეგობარო ნედ, განა თქვენ ადრე იცოდით რამე “ნაუტილუსის” არსებობაზე? ხომ არ იცოდით? მაგრამ ხომ ნახეთ, რომ არსებობს! მაშასადამე, მხრებს ნუ იჩეჩავთ, სანამ საქმეს არ აწონ-დაწონით, უარს ნუ იტყვით მხოლოდ იმის გამო, რომ მის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ.
– ვნახოთ კონსეი, ვნახოთ! – თავის ქნევით უპასუხა ნედმა, – ყოველ შემთხვევაში ვთქვათ, რომ ასეთი გვირაბი, რომლის შესახებაც თქვენს კაპიტანს უბრძანებია, მართლაც არსებობს… გულით და სულით მინდა, რომ მოახერხოს როგორმე და ხმელთაშუა ზღვაში ამოგვაყოფინოს თავი!
“ნაუტილუსი” ზედაპირზე მიცურავდა და იამვე საღამოს ჩრდილო განედის 21°30´-ზე მიუახლოვდა არაბეთის ნაპირებს. გამოჩნდა ქალაქი ჯედა. ეს ქალაქი თვალსაჩინო სავაჭრო ადგილია ეგვიპტეს, სირის, ოსმალეთსა და ინდოეთს შორის.
გარკვევით მოჩანდა ზღვისპირას გაშენებული თეთრი შენობები და ჩამწკრივებული გემები, რომელთა უმეტესობაც ღუზაჩაშვებული, რეიდზე იდგა. თეთრ შენობებს მზის სხივები პირდაპირ სცემდა და მკაფიო ელფერით აელვარებდა. ქალაქის განაპირას ფიცრული და ჩალის ქოხმახები მოჩანდა. ალბთ, ბედუინების უბანი თუ იყო.
ქალაქი ჯედა მალე თაინთქა საღამოს ბინდბუნდში და “ნაუტილუსი” ტალღებში ჩაიმალა.
მეორე დღეს, 10 თებერვალს, გზად რამდენიმე გემი შემოგვეყარა. მათ დანახვაზე “ნაუტილუსმა” სწრფად ჩაყვინთა. შუადღისას ზღვაზე სულიერი არ ჭაჭანებდა და “ნაუტილუსი” ზედაპირზე ნახევრად ამოტივტივდა.
ნედ ლენდი, კონსეი და მე ბაქანზე ავედით, აღმოსავლეთის მხარეს ნისლში მოჩანდა ნაპირი.
მოაჯირზე დაყრდნობილი გავცქეროდით ზღვას და ვსაუბრობდით.
უცებ ნედ ლენდმა რაღაც საგანზე მიმითითა:
– პროფესორო, იქ ვერაფერს ამჩნევთ?
– ვერა, ნედ, ვერაფერს, მე ხომ თქვენისთანა გამჭრიახი თვალი არა მაქვს.
– აბა, კარგად დააკვირდით, – მითხრა მან, – აგერ იქ, ჩვენს პიდაპირ მარჯვენა მხარეს, ჩვენი შუქურის გასწვრივ!… ნუთუ ვერაფერს ამჩნევთ? თითქოს მოძრაობს კიდეც.
– მართალი ხართ, ნედ, ისე მეჩვენება, თითქოს ზღვის ნაპირზე მოგრძო სხეულს ვხედავდე შავად, – ვუპასუხე კარგა ხნის დაკვირვების შემდეგ.
– ახალი “ნაუტილუსი”! – წამოიძახა კონსეიმ.
– არა, კონსეი, თუ არ ვცდები, ეგ ზღვის რომელიმე ცხოველი უნდა იყოს.
– განა მეწამულ ზღვაში ვეშაპი ბუდობს? – იკითხა კონსეიმ.
– დიახ, საყვრელო მეგობარო, ამ ზღვაში ვეშაპები იცის…
– უკაცრავა, ეგ ვეშაპი არ გახლავთ, პროფესორო! – თქვა ნედმა და თან თვალს არ აშორებდა საოცარ ცხოველს, – ვეშაპი რომ ყოფილიყო მაშინვე ვიცნობდი, მათზე დიდი ხანია თვალი მაქვს შეჩვეული.
– დავიცადოთ და მალე შევიტყობთ, – ჩაურთო კონსეიმ, – “ნაუტილუსი” იმ მხარეს უახლოვდება.
მართლაც, ერთი მილის მანძილზე მივუახლოვდით იმ მოშავო საგანს. უშველებელი იყო. წყალქვეშა კლდე გეგონებოდათ, მაგრამ ვერ გავარჩიეთ, რა ცხოველი იყო.
– შეხედეთ ერთი, როგორ დაცურავს! როგორ ყვინთავს! – წამოიძახა ნედ ლენდმა, – ეშმაკის კერძი! ნეტავ, რა ცხოველია? ბოლო ორად გაყოფილი არა აქვს, როგორც ვეშაპს ან კაშალოტს… ფარფლებიც დამორილი აქვს… ერთი უყურეთ! ზუგზე გადაბრუნდა! გულაღმა დაწვა!
– სირინოზი! – უცებ წამოიძახა კონსეიმ, – პროფესორმა რაც არ უნდა ბრძანოს, ეს ნამდვილი სირინოზია.
ამ სიტყვამ ჭეშმარიტ აზრზე დამაყენა და მივხვდი, რომ ცხოველი იმ ჯიშისა იყო, რომელსაც ხალხური ფანტაიზა სირინოზს ანუ ქალთევზას უწოდებს.
– არა, კონსეი, სირინოზი როდია, ქალთევზას რომ უწოდებენ. ეგ არის მეტად საგულისხმო ცხოველი და მეწამულ ზღვაში ბევრია. მას დიუგონი ეწოდება. ეს არის ზვღვის ფური.
– სირინოზის ჯიშის, თევზის ჯურის, ძუძუმწოვარათა კალსის, ხერხემლიანთა ჯგუფის! – ჩაურთო კონსეიმ. მისი განმარტებას დამატება აღარ სჭირდებოდა.
ნედ ლენდი გატაცებით მისჩერებოდა დიუგონს. თვალებში ცეცხლი ენთო. მუშტი მოეკუმა, თითქოს ბარჯი უნდა სტყორცნოსო. გეგონებოდათ,მარჯვე წუთს ელოდება, რომ ზღვაში გადაეშვას და ცხოველს შეებასო.
– პროფესორო, ჩემს დღეში ასეთი ცხოველი არ მომიკლავს! – მღელვარებისაგან ათრთოლებული ხმით მომმართა მან.
ამ სიტყვებში გამოიხატა მთელი მისი ბუნება.
ბაქანზე კაპიტანი ნემო ამოვიდა. თვალი მოჰკრა დიუგონს. ნედ ლენდს ალეწილ სახეზე შეატყო გულისწადილი და უთხრა:
– მისტერ ლენდ, ახლა ბარჯი რომ გეჭიროთ, ალბათ ხელს დაგწვავდათ…
– მართალს ბრძანებთ, კაპიტანო!
– გულით გინდათ, თქვენ მიერ დახოცილი ვეშაპებს ეს ცხოველიც მიუმატოთ?
– გულით და სულით!
– თუ გნებავთ, სცადეთ!
– გმადლობთ, კაპიტანო! – უპასუხა ნედმა და თვალები გაუბრწყინდა.
– ოღონდ გირჩევთ, არ ააცდინოთ!
– განა დიუგონზე ნადირობა სახიფათოა?- შევეკითხე კაპიტანს.
კანადელმა მხრები აიჩეჩა.
– ზოგჯერ სახიფათოა, – მიპასუხა კაპიტანმა ნემომ, – ხდება ხოლმე, რომ ეს ცხოველი მონადირეს აქეთ შემოუტევს და ნავიანად გადააბრუნებს, მაგრამ ნედ ლენდს ეს არ აფიქრებს. მას ფხიზელი თვალი აქვს, მტკიცე მარჯვენა. ვურჩევ, ხელიდან არ გაუშვას ეს ცხოველი, რადგანაც საუცხოო ხორცი აქვს.
– ერთი უყურე მაგას! მაშ, ხორციც გემრიელი აქვს?
– დიახ, მისტერ ლენდ, მისი ხორცი ძვირად ფასობს და ამ საუცხოო ცხოველზე თავგამოდებით ნადირობენ. რაც დრო გადის, თანდათან იშვიათად გვხვდება, როგორც ამავე ჯიშის ლამანტინი.
– თუ ასეა, – სერიოზული კილოთი დიწყო კონსეიმ, – უმჯობესი იქნება, ეს ცხოველი შევიბრალოთ და მეცნიერებს ცოცხალი დავუტოვოთ! ვინ იცის, იქნებ თავისი ჯიშის უკანასკნელი ნიმუშია.
– მეცნიერბისათვის იქნებ ასე სჯობდეს, მაგრამ ჩვენი სამზარეულოსთვის მისი ხორცი აუცილებელია! – ჩაურთო კანადელმა.
– მაშ, საქმეს შეუდექით, ნედ! – უპასუხა კაპიტანმა.
ბაქანზე ამოვიდა მუდამ უსიტყვო და უშფოთველი შვიდი მეზღვაური. ერთს ბარჯი ეჭირა წვრილი ბაგირით, როგორიც ვეშაპზე სანადიროს აქვთ ხოლმე. ნავი ზღვაში ჩაუშვეს. მეზღვაურები ნიჩბებს მიუსხდნენ, მესაჭე საჭესთან მოთავსდა. კონსეი, ნედ ლენდი და მე ნავის თავში მოვექეცით.
– თქვენ არ მობრძანდებით, კაპიტანო? – ვკითხე ნემოს.
– არა, პროფესორო, ბედნიერ ნადირობას გისურვებთ!
ნავი მოსცილდა “ნაუტილუსს” და სწრაფად გასრიალდა დიუგონისკენ, რომელიც ორი მილის მოშორებით მოჩანდა.
რამდენიმე კაბელტოვის მანძილზე რომ მივუახლოვდით, ნავმა სვლას უკლო. ნიჩბები უხმაუროდ და მწყობრად ეშვებოდა დაწყნარებულ ზვირთებში. ბარჯმომარჯვებული ნედ ლენდი ნავის ცხვირთან იდგა.
ვეშაპზე სანადიროდ ბარჯს გრძელი ბაგირის გორგალი აბია ხოლმე, რადგანაც დაჭრილი ცხოველი ბარჯს შორს იტაცებს. ნედის ბარჯს კი ათიოდე საჟენის სიგრძის ბაგირი ება, ბაგირის მეორე წვერზე გამობმული იყო პატარა კასრი. როდესაც დაჭრილი ცხოველი ბარჯს თან გაიტაცებს, მოტივტივე კასრი უჩვენებს ცხოველის გეზს.
ფეხზე წამოვდექი და გულდასმით დავუწყე თვალთვალი ნედ ლენდის მოწინააღმდეგეს. დიუგონი ძალზე წააგავს ლამანტინს. მისი გრძელი ტანი მოგრძო ბოლოთი თავდება, გვერდითა ფარფლები თითებს მიუგავს, ლამანტინისაგან იმით განსხვავდება, რომ ზედა ყბაში ორი მოგრძო და ბასრი ეშვი აქვს გამოშვერილი.
ეს დიუგონი უშველებელი რამ იყო, სიგრძით შვიდ მეტრი იქნებოდა. არც კი ინძრეოდა, თითქოს ტალღებზე მისძინებიაო. ეს კი მონადირეს საქმეს უადვილებდა.
ნავი სიფრთხილით მიუახლოვდა სამი საჟენის მანძილზე. ნიჩბების მოსმა შეაჩერეს. ოდნავ უკან გადაზნექილი ნედ ლენდი, გამოცდილ მარჯვენაში ბარჯს ატრიალედა.
უცებ გაისმა სტვენა და დიუგონი თვალს მიეფარა. ღონივრად ნატყორცნი ბარჯი ალბათ წყალზე ასხლტა.
– ავაცდინე! – შეჰყვირა გააფთრებულმა კანადელმა.
– არა, ნედ, არ აგიცდენიათ, ცხოველი დაჭრილია. აი, მისი სისხლი… მაგრამ ბარჯი ტანში არ ჩარჩენილა, – ვუთხარი მე.
– ბარჯი! ჩემი ბარჯი! – გაყვიროდა ნედ ლენდი.
მეზღვაურებმა ნიჩბებს მოუსვეს, მესაჭემ კასრისკენ მიმართა გეზი. ბარჯი ამოიღეს და ნავი ცხოველს დაედევნა.
დიუგონი დროდადრო ზედაპირზე ამოცურდებოდა, რათა ესუნთქა. ეტყობა, ჭრილობამ ვერ დაასუსტა, რადგანაც, ქარივით მიქროდა. მძლავრი მკლავებით მოსმული ნიჩბები ნავს ელვასავით მიქანედა ცხოველისაკენ, რამდენჯერმე მივუახლოვდი კიდეც ორიოდე საჟენის მანძილზე. ნედ ლენდს ბარჯი ამართული ჰქონდა, მაგრამ ცხოველი თვალის დახამხამებაში ჩაყვინთავდა ხოლმე და კანადელს პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებდა.
ადვილი წარმოსდგენია, თუ რა მრისხანება დუღდა ნედ ლენდის გულში. მეც სანანებლად მრჩებოდა, რომ დიუგონი გვჯაბნიდა.
ნავმა შეუჩერებლივ სდიამთელი ერთი საათი. ეს იყო, უკვე მისი ხელში ჩაგდების იმედი გადამეწურა, რომ ცხოველი უცებ მობრუნდა და აქეთ შემოგვიტია.
მისი მოძრაობა კანადელის გამჭრიახ თვლს არ გამოჰპარვია და დაგვიძახა:
– ფრთხილად!
მესაჭემ მეზღვაურებს მათ ენაზე რაღაც გადაულაპარაკა, ალბთ გააფრთხილა.
დიუგონი ასიოდე ფუტზე მოგვიახლოვდა, შეჩერდა, განიერი ნესტოებით ჰაერი მძლავრად ჩაისუნთქა და მთელი ძალით ჩემკენ გამოქანდა. ნავმა განზე გარიდება ვერ მოასწრო, მაგრამ მესაჭემ მაინც მარჯვედ მიაბრუნა ნავი. დიუგონი ნავს ეძგერა, დასწვდა პირით, მძლავრად შეარყია და გადაიზნიქა.
ნედ ლენდი ნავის ცხვირთან იდგა და ბარჯს ურტყამდა დიუგონს. გაფითრებულმა ცხოველმა ნავი კბილებით ციმციმ ასწია, ყველანი ერთმანეთს დავეჯახეთ და გადავკოტრიალდით. ვინ იცის, რით დამთავრდებოდა ჩვენი ამბავი, კანადელს შიგ გულში, რომ არ გაეტარებინა მისთვის ბასრი მახვილი.
დარკინული ნავის კდელზე კბილების ღრაჭუნი გაისმა, დიუგონი თვალწინ გაგვიქრა და ბარჯიც თან გაიტაცა. წყალმა მალე ამოატივტივა გულაღმა ამოტრიალებული განგმირული ცხოველი. მეზღვაურებმა დიუგონი ნავს გამოაბეს და “ნაუტილუსკენ” გავეშურეთ.
დიუგონი ტვირთის ასაწევი მანქანებით ძლივს ამოათრიეს გემის ბაქანზე. ხუთი ათასი კილოგრამი გამოვიდა. კანადელის მონაწილეობით ასო-ასო აკუწეს, ნაწილი შეინახეს, ნაწილი კი – მზარეულს გადასცეს. იმავე დღეს, სადილზე, გემოვნებით მომზადებული რამდენიმე ნაჭერი დიუგონის ხორცი შემოიტანეს.
მასთან ხბოს ხორცი მოსატანიც არ იყო!
მეორე დღეს, 11 თებერვალს, “ნაუტილუსის” სურსათს კიდევ ახალი ხორცეული მიემატა. გემის ბაქანზე აუარებელი ზღვის მერცხალი დაეშვა. ამას გარდა, რამდენიმე ათეული ნილოსის იხვიც მოვინადირეთ.
“ნაუტილუსი” ზომიერი სვლით მიცურავდა. შევამჩნიე, რომ რაც უფრო ვუახლოვდებოდით სუეცის ყელს, ზღვის წყალს სიმლაშე აკლდებოდა.
საღამოს ხუთ საათზე ჩრდილოეთის მხარეს გამოჩნდა რასმოჰამედის კონცხი. ამ კონცხით თავდება კლდოვანი არაბეთი, რომელიც სუეცის ყურესა და აქაბას შუა მდებარეობს.
“ნაუტილუსი” ჟუბალის სრუტესი შეცურდა. ეს არის სუეცის ყურეს შესავალი. ექვს საათზე წინ გავუარეთ თარას, რომელიც ამ ყურეს სიღრმეშია გაშენებული. აქ წყალი სისხლისფერი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც კაპიტანმა ნემომ აღმიწერა.
დაღამდა. ღამის მყუდროებაში აქა-იქ გაისმოდა ვარხვის ყრანტალი ან რომელიმე ღამის ფრინველის კივილი. ისმოდა კლდებზე შენარცხებული ტალღების ტყლაშუნი და გემის ბორბლების ჭრიალი.
რვიდან ცხრა საათამდე “ნაუტილუსი” წყალქვეშ მიცურავდა. ჩემი ვარაუდით, სუეცის ყელთან ახლოს უნდა ვყოფილიყავით. დარბაზის ფანჯრებიდან ვხედავდი უზარმაზარი კლდეების ფუძეს, რომელსაც ჩვენი ელექტროსუქურა ანათებდა. ისე მომეჩვენა, თითქოს ზღვის მოქცევა ვიწრო კალაპოტში ექცეოდა.
ათის თხუთმეტ წუთზე “ნაუტილუსი” ზედაპირზე ამოცურდა. მაშინვე ბაქანს მივაშურე. ღამის სიოს ხარბად ვისუნთქავდი. ჩამოწოლილ ბინდბუნდში მოშორებით თვალი მოვკარი მკრთალ სინათლეს, რომელიც სქელ ნისლში ოდნავ კრთოდა ერთი მილის მანძილზე.
– მცურავი შუქურა! – ყურში ჩამილაპარაკა ვიღაცამ. მივტრიალდი და ჩემს წინ კაპიტანი ნემო იდგა.
– ეს არის სუეცის ყელის მცურავი შუქურა, – გაიმეორა მან, – ჩვენ მალე მივაღწევთ გვირაბის შესასვლელს.
– გვირაბში შესვლა, ვგონებ, ძნელი უნდა იყოს…
– დიახ, პროფესორო, ძნელია. ამიტომც მუდამ თვითონ ვიმყოფები მესაჭის კაიუტაში და საჭესაც თვითონ ვმართავ. ახლა კი კეთილი ინებეთ და ქვემოთ ჩამობრძანდით. “ნაუტილუსი” ჩაყვინთავს და მხოლოდ მაშინ ამოცურდება, როდესაც არაბეთის გვირაბს გავივლით.
კაპიტან ნემოს უკან გავყევი. ასაწევი კარი დაიკეტა. აუზები წყლით გაივსო. გემი ათი მეტრის სიღრმეზე ჩაეშვა.
ჩემი ოთახისკენ გავწიე, მაგრამ კაპიტანმა შემაჩერა:
– პროფესორო, არ გნებავთ ჩემთან წამობრძანდეთ შტურმანის კაიუტაში?
– მე ვერ შემოგბედეთ, კაპიტანო, თხოვნა.
– მაშ, მობრძანდით და საკუთარი თვალით იხილეთ ეს წყალქვეშა და ამავე დროს, მიწისქვეშა მოგზაურობა.
კაპიტანმა შუა კიბესთან მიმიყვანა, კარი ნახევრად შეაღო, ზემო კიბე ამატარა და მესაჭის ოთახში მოხვდით. ეს ოთახი ბაქნის ბოლოს მდებარეობდა. კაიუტას ოთხივე მხარეს ფანჯრები ჰქონდა დატანებული, რომელშიც ოსპის მოყვანილობის სქელი შუშები ჩაესვათ.
მესაჭეს ყველა მხრეს შეეძლო ცქერა.
კაიუტაში ბნელოდა. ბოლოს თვალი შევაჩვიე და შტურმანი გავარჩიე. მხარბეჭიანი, ღონიერი ვაჟკაცი იყო, ფეხები ბორბლის კუთხეებზე ედგა. ზურგის მხარეს მოთავსებული შუქურა ზღვას კაშკაშა სინათლეს ჰფენდა.
– ახლა კი გვირაბის შესასვლელი მოვნახოთ, – თქვა კაპიტანმა ნემომ. შტურმანის კაიუტიდან ელექტრონის შუქი სამანქანო განყოფილებაში გადიოდა, კაპიტანს აქედანვე შეეძლო მისთვის მიმართულების მიცემა. ლითონის ზუმბარაკს თიტი დაადო და ბორბალმა სვლას უკლო.
დამუნჯებული გავცქეროდი მაღალ, დაქანებულ კედლებს, რომელთა გვერდითაც ახლა მივცურავდი. ეს იყო სუეცის ყელის შლამიანი ნაპირების ურყევი პიტალო კლდის საძირკველი. მთელი საათი ვიცურეთ ამ კლდეების გასწვრივ რამდენიმე მეტრის მოშორებით. კაპიტანი მისჩერებოდა ორ კონცენტრირებულ წრეზე მიმაგრებულ ყიბლანს. კაპიტნის მითითებით, შტურმანი ყოველ წუთს ცვლიდა “ნაუტილუსის” გეზს.
ათ საათსა და თხუთმეტ წუთზე, კაპიტანმა თვითონ მოჰკიდა ხელი საჭის ბორბალს. ჩვენ თვალწინ გამოჩნდა ფართო და ჩაბნელებული გვირაბის პირი. “ნაუტილუსი” გაბედულად შეცურდა მასში. გარედან მოგვესმოდა უჩვეულო შხრიალ-შხაპუნი. გვირაბი კალაპოტში დაქანებული მეწამული ზღვის ტალღები შხუილითა და ხეთქებით მიექანებოდა ხმელთაშუა ზღვისკენ. ეს მძლავრი დინება “ნაუტილუსსაც” ნატყორცნი ისარივით მიაქროლებდა, თუმცა მისი მანქანების ძალ-ღონე გემს პირაღმა ეზიდებოდა.
ამ ვიწრო ტალანის კედლებზე ვამჩნევდი მხოლოდ მოელვარე ხაზებს, რომელთაც ჩქარ მოძრაობაზე ელექტრონის სინათლე აჩენდა. გული ისე მიცემდა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას აპირებსო.
ათ საათსა და ოცდათხუთმეტ წუთზე კაპიტანი მოსცილდა საჭეს და მომიბრუნდა:
– ხმელთაშუა ზღვა!
მძლავრი დინებით გაქანებულმა “ნაუტილუსმა” სუეცის გვირაბი ოც წუთში გაცურა.

თავი VI
საბერძნეთის არქიპელაგი

მეორე დღეს 12 თებერვალს, კონსეი, ნედ ლენდი და მე ბაქანზე ავედით. კანადელი ისევ ჯიუტობდადა არ იჯერებდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ვიყავით. ბოლოს, როდესაც ცის დასავალთან ეგვიპტის სანაპიროები გადაგვეშალა, მხოლოდ მაშინ დაიჯერა.
– მაშ, ხმელთაშუა ზღვაში ვიმყოფებით, პროფესორო? კეთილი და პატიოსანი… ახლა კი სიმარჯვე გვმართებს. სანამ თონე ცხელია, პური უნდა ჩაიკრას. დროის დაკარგვა არ შეიძლება! ამაზე ხელსაყრელ დროს ვეღარ ვეღირსებით გასაქცევად…
ჩემს გულში ორი გრძნობა ამოძრავდა: პირადი ინტერესი და მეცნიერის ცოდნისმოყვარეობა. ჩემში ამ უკანასკნელმა გრძნობამ სძლია, მაგრამ არ მინდოდა ნედ ლენდისათვის მეგრძნობინებინა, რომ გაპარვა არ მსურდა და ვუპასუხე: პირევლივე მოხერხებულ წუთში მეც მივატოვებ კაპიტან ნემოს-მეთქი. თუმცა კი დარწმუნებული ვიყავი, ასეთი შემთხვევა არ მოგვეცემოდა. ალბათ კაპიტანი ნემო ამ დასახლებულ სანაპიროებთან ჩვენზე მეთვალყურეობას გააორკეცებდა.
– ნედ, თქვენ განა ნანობთ, რომ “ნაუტილუსზე” მოხვდით?
– სანანებელი არაფერია, პროფესორო, პირიქით, ძალზე საინტერესოც კი არის, მაგრამ სამუდამოდ აქ ხომ არ დავრჩებით? ესეც არ იყოს, გულახდილად მოგახსენებთ, მომბეზრდა კიდეც…
– მოგზაურობასაც ოდესმე ხომ ექნება დასასრული?
– არა, პროფესორო. ჩვენ მაგ დასასრულს ვერ ვეღირსებით… თქვენი კაპიტნის ხელში ხეირს ვერ შევეყრებით.
“ნაუტილუსი” კუნძულ კრეტას მიუახლოვდა. ეს კუნძული ბერძნებითაა დასახლებული. გამახსენდა, რომ “აბრაამ ლინკოლნით” მოგზაურობამდე გაზეთებში წერდნენ, – კრეტელები ოსმალეთის წინააღმდეგ აჯანყდნენო…. ნეტავ, რითი დასრულდა ეს აჯანყება? ვინ იცის, იქნებ კიდეც გრძელება? მინდოდა კაპიტნისათვის მეკითხა, მაგრამ გადავიფიქრე, – ალბათ მასაც არაფერ ეცოდინება-მეთქი.
ერთ დილას მე და კაპიტანი ნემო დარბაზში ვისხედით. კაპიტანი ღრმა ფიქრებს მისცემოდა და დუმდა. მისი ბრძანებით ფანჯრის დარაბები გასწიეს. კაპიტანი მალიმალ ფანჯარაში იყურებოდა, თითქოს ვინმეს მოელისო. მეც ფანჯარას მივუახლოვდი და ცქერა დავიწყე, მაგრამ მოსრიალე თევზების გარდა ვერაფერი დავინახე. ხმელთაშუა ზღვის თევზები ძალიან ლამაზები არიან, ფერად-ფერადი ელფერი დაჰკრავთ.
უცებ მოულოდნელობისაგან შევყვირე: ფანჯრის გასწვრივ შიშველი კაცი დავინახე. წელზე ტყავის პარკი ეკიდა.
– დამხრჩვალი!… – გამიელვა თავში, მაგრამ წარმოიდგინეთ, ცოცხალი იყო, ჩვენკენ გამოცურა და სახე ფანჯრის მინას მიაყრდნო.
– კაპიტანო, შეხედეთ! ადამიანი! იხრჩობა, უნდა მივეშველოთ!…
გაშტერებული დავრჩი, როდესაც იმ კაცმა და კაპიტანმა ერთმანეთს რაღაც ანიშნეს და ისიც თვალს მიეფარა.
– პროფესორო, ნუ სწუხართ, – მომიბრუნდა კაპიტანი ნემო, – ეგ კაცი მყვინთავი ნიკოლაა, მატაპანის კონცხიდან. მეტსახელად თევზკაცას ეძახიან. წყალი მისი მბრუნავი სტიქიაა. თავისი დღენი წყალში აქვს გატარებული და ერთი კუნზულიდან მეორემდე იოლად დაცურავს. ათეულ ვერსს ისე გაცურავს, რომ არც კი შეამჩნევს…
– თქვენ იცნობთ მას?
– დიახ, ვიცნობ.
ამ სიტყვების შემდეგ, საწერ მაგიდასთან მივიდა. გვერდით კედელთან დიდი დარკინული კარადა იდგა, რომლის კარზეც ლითონის ფიცარი იყო მიკრული და ზედ ეწერა: Mobilis in mobile (“მოძრავი მოძრავში”).
კაპიტანმა ნემომ ჩემს იქ ყოფნას ყურადღება არ მიაქცია და კარადა გააღო. იგი მთლად ოქროს ზოდებით იყო გამოჭედილი.
– სად იშოვა ამდენი ძვირფასი ლითონი? ან რისთვის სჭირდება? – გამიელვა თავში…
კაპიტანმა მოზრდილი ყუთი გადმოიღო და პირამდე ოქროთი გაავსო. ვიჯექი და უსიტყვოდ შევყურებდი. ჩემი ვარაუდით ხუთი მილიონი ფრანკი მაინც ჩათვალა. მერე ყუთი დახურა და მისამართი წააწერა, ვგონებ ახალ ბერძნულ ენაზე. ამის შემდეგ, მაგრძნობინა, მარტო დამეტოვებინა. მეც ჩემს კაუტაში გავედი.
– როგორც ჩანს, იმ თევზკაცა ნიკოლასთან ურთიერთობა ჰქონია, – ვფიქრობდი ჩემთვის, – მაგრამ რა საქმეში?
ცოტა ხნის შემდეგ ბაქანზე ფეხის ხმა გაისმა. მესმოდა, რომ გემიდან ზღვაში ნავი ჩაუშვეს. ნავი “ნაუტილუსს” მოეჯახუნა და მერე ყველაფერი მიწყნარდა…
ორი საათის შემდეგ ბაქანზე კვლავ გაისმა ფეხის ხმა. მესმოდა, რომ ნავი ნაპირზე ამოათრიეს და თავის ბუდეში ჩადგეს. “ნაუტილუსმა” ზღვაში ჩაყვინთა.
მაშასადამე, კაპიტანმა ნემომ ის ყუთი ხმელეთზე გადაგზავნა, – გადავწყვიტე მე, – მაგრამ ვისთან? რა მიზნით? მაშ, კაპიტან ნემოს საბოლოოდ არ გაუწყვეტია ხმელეთთან კავშირი?
ამ აბეზარი ფიქრების გასაქარვებლად, ჩემს დღიურს ჩავუჯექი.
საღამოს ხუთი საათი იქნებოდა. საშინელი სიცხე და ბუღი ვიგრძენი. თერმომეტრი +30°-ს უჩვენებდა. სიცხე მატულობდა. შევფიქიანდი და კაპიტნისკენ გავემართე. კარში შემხვდა. შემოვიდა, თერმომეტრს შეხედა და ჩაილაპარაკა:
– ორმოცდაორი.
– დიახ, კაპიტანო, ეგ მეც შევნიშნე. რა არის ამის მიზეზი?
– პროფესორო, ჩვენ ვიმყოფებით წყალქვეშა ცეცხლისმფრქვევ მთაზე, რომელიც ამჟამად ღველფს ისვრის. “ნაუტილუსი” მდუღარე წყლის ტალღებში მიცურავს. აბა, გაიხედეთ!
ფანჯრის დარაბები მაშინვე გასწიეს. დუღილისაგან თეთრად აქაფებული წყალი ისე ჭარბად აორთქლებდა გოგირდის გაზს, რომ ჰერმეტულად დახშულ “ნაუტილუსში” ვიგრძენი გოგირდის სუნი. ზღვა ისე თუხთუხებდა, როგორც ადუღებული წყალი ქვაბში, თანაც წითლად ღუოდა, ალბათ რკინის მარილისაგან.
სიცხე აუტანელი გახდა. ფანჯრის მინას ხელი რომ მივაკარე, თითები დამეწვა.
– ჩვენ ვიმყოფებით კუნძულ სანტორინოს მახლობლად, – მითხრა კაპიტანმა. – მინდოდა თქვენთვის ვულკანის ამოფრქვევა წყალქვეშ მეჩვენებინა.
– ჩინებულია, მაგრამ ამ მდუღარესი ყოფნა ყოვლად აუტანელია.
– მართალს ბრძანებთ, პროფესორო, უნდა გავერიდოთ, – დინჯად მიპასუხა კაპიტანმა ნემომ და მისი განკარგულებით “ნაუტილუსმა” გეზი იცვალა.
სიცხით ერთიანად გახვითქულმა, კაიუტას მივაშურე. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ შესაძლებელი გახდა თავისუფლად სუნთქვა.

თავი VII
ერთი დღე-ღამე ხმელთაშუა ზღვაში

“ნაუტილუსი” შეუჩერებლივ და გაშმაგებით მიქროდა დასავლეთისკენ. ნედმა, კონსეიმ და მე რამდენჯერმე ვცადეთ გაპარავა, მაგრამ მუდამ მოულოდნელი გარემოება გიშლიდა ხელს.
ეტყობოდა, კაპიტან ნემოს სრულებით არ უყვარდა ეს ზღვა. რადგანაც ყოელი მხრიდან დასახლებული ნაპირები ესაზღვრებოდა და თითქმის ჩაკეტილი იყო. მხოლოდ ჰიბრალტარის სრუტე აკავშირებდა მას ოკეანესთან. იქნებს, ეს ზღვა რაიმე მწვავე მოგონებებსაც უღვიძებდა გულში?
ხმელთაშუა ზღვის გაშლილი სივრცე კი მეტისმეტად მაინტერესებდა, ამ ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნები ხომ აკვანი იყო კაცობრიობის ისტორიისა და ცივილიზაციისა. აქ მდებარეობს ეგვიპტე, პალესტინა, ქვეყნის პირისაგან აღგვილი ფინიკია და კართაგენი, აქვეა საბერძნეთი და რომი!
ხმელთაშუა ზღვა სხვა მხრივაც საგულისხმო იყო. მას გარს აკრავს ფორთოხლის ჭალები, კაქტუსისა და ალოეს მდელოები, სურნელოვანი მირიტსა და კვიპროსის წალკოტები, რომელთაც გულუხვად ასაზრდეოებს ლურჯად მოკამკამე ზღვა და გამჭირვალე ჰავა.
ხმელთაშუა ზღვა მუდმივი ბრძოლისა და შეჯახების ადგილი იყო. აქ საშინელი ძალით ებრძოდა ერთმანეთს ქვესკნელიდან ამოხეთქილი ღველფი და წყლის სტიქია. მის კიდეებზე აზიდულია ცეცხლისმფრქვეველი ვეზუვი და ეტნა, სადაც საზარელი და გამანადგურებელი მიწისძვრები ხდებოდა.
“ნაუტილუსის” ფანჯრებიდან ვხედავდი სხვადასხვა ჯიშის თევზს. ელექტროშუქურის სინათლეზე თვალწინ დაცურავდნენ უშველებელი სკაროსები, გრძელი და უქერცლო ზღვის მინოგები, ზღვის მოლურჯო მელიები, თორმეტი ფუტის სიგრძის საშილენი სტვენია ნათელთევზები, ლამაზი ხმელთევზები, სარქენივით წაგრძლებულთავიან მოხდენილი ზუთხები, გემს ადევნებული თინუსები. ვნახეთ აგრეთვე სამი ვეშაპიკაშალოტი. კონსეიმ ერთი უშველებელი კუც დამანახა.
როდესაც ჰიბრალტარის სრუტეს მივუახლოვდით, ზღვის ფსკერამდე ჩავეშვით, სადაც თვალწინ საზარელი სანახაობა გადაგვეშალა. ეს იყო თავლუწვდენელი სასაფლაო აუარება ჩაძირული გემებისა. აქ იყო თითქმის მრთელი გემები, ჭახრაკები, ღუზები, ბორბლები, ერთმანეთში არეული საორთქლე ქვაბები.
ზოგი თავდაყირა ჩაძირულიყო და იმავე მდგომარეობაში იდგა. ზოგი არხეინად გაჩერებულიყო, ჩაშვებული ღუზით, თითქოს დროშები ფრიალითა და ზარბაზნით შედლუხის მიცემას აპირებსო.
ვაი, რომ ეს მხოლოდ ასე ჩანდა! მყუდროება და სიკვდილი გამეფებულიყო ამ უბედურების ადგილას! ხმელთაშუა ზღვის ეს მიდამოები ცნობილია ხშირი უბედურებით, საფრანგეთიდან აფრიკისაკენ მიმავალ ან უკან დაბრუნებულ რამდენიმე გემს უპოვია აქ თავისი სამარე, რამდენი სიცოცხლე გამქრალა ამ ჯურღმულებში! რამდენი კვნესა და ქვითინი ჩამკვდარა ამ ტალღებში!
ოკეანესთან შედარებით, ხმელთაშუა ზღვა ტბის მსგავსია. მაგრამ ეს ტბა მეტად დაუნდობელი და გადარეულია. დღეს გულღიად გადაუშლის მკერდს მის ანკარა ტალღებზე მოსრიალე გემებს, ხვალ კი გაშმაგდება, ყალყზე შედგება და ფაფარაშლილი, მოსხლეტილი ტალღებით ანადგურებს და ნაფოტად აქუცმაცებს მკვიდრსა და გამძლე გემებსაც კი!

თავი VIII
კაპიტან ნემოს წყალქვეშ ხაზინა

ატლანტის ოკეანეში რომ შევცურეთ, მაშინვე ჩრდილოეთისკენ ვიბრუნე პირი დ პორტუგალიის სანაპიროებს გავყევით. გაქცევის იმედი ჯერ კიდევ გვქონდა: ან აქ, ან საფრანგეთის თუ ინგლისის სნაპიროებთან.
ერთ საღამოს გადაჭრით გადავწყვიტეთ გაპარვა “ნაუტილუსის” ნავი უნდა გაგვეტაცა. ნედ ლენდის ნიშანს ველოდი. უცებ დაჯახება ვიგრძენი და მივხვდი “ნაუტილუსი” ფსკერზე დაეშვა.
ჩემს კაიუტაში ვიჯექი, კაპიტანთან შეხვედრას ვერიდებოდი. მეშინოდა, მღელვარებას არ გავემჟღავნებინე. მთელ დღეს ჩემს გულში ორი გრძნობა იბრძოდა, ერთს ამხანაგებთან ერთად გაპარვა უნდოდა, მეორეს კი – “ნაუტილუსის” მიტოვება ენანებოდა… როგორ მიმეტოვებინა “ატლანტის” ოკეანე, “ჩემი” ატლანტის ოკეანე, სანამ არ ვიხილავდი მის ყვქლა ქვედა ფენას, სანამ არ ჩვწვდბოდი მის საიდუმლობებს, სანამ ისიც არ გადამიშლიდა გულს, როგორ წყნარმა და ინდოეთის ოკეანეებმა გადამიშალა!…
საათის საათს ტანჯვით მისდევდა… ზოგჯერ წარმოვიდგენდი, რომ ხმელეთზე ვიყავი, საფრთხეს თავდაღწეული, ამხანაგებთან ერთად. თან გულში ვნატრობდი, რაიმე გარემოებას ნედ ლენდის გეგმისთვის ხელი არ შეეშალა.
ორჯერ შევიარე დარბაზში, კომპასს შევხედე. მინდოდა შემეტყო, თუ საით მიემართებოდა “ნაუტილუსი”, ვშორდებოდი თუ ვუახლოვდებოდით ხმელეთს. “ნაუტილუსი” ისევ პორტუგალიის სანაპიროების გასწვივ, ჩრდილოეთისკენ მისრიალებდა. ამით უნდა გვესარგებლა, ჩემი ბარგი, მხოლოდ ჩემი დღიური იყო… ჩემს თავს ვეკითხებოდი:
– რას იტყვის კაპიტანი ნემო, ჩვენს გაპარვას რომ შეიტყობს? რამდენი მღელვარება და წუხილი უნდა ვაგრძნობინოთ მას! როგორ მოვეპყრობა, ჩვენი განზრახვა ადრეულად რომ გამჟღავნდეს? მე ხომ არავითარი საბაბი არა მაქვს, რამეთი უკმაყოფილი ვიყო. პირიქით! იშვიათია ასეთი გულღია და ხელგაშლილი მასპინძლობა!… ჩვენ ხომ არავითარი ფიცი და სიტყვა არ მიგვიცია მისთვის! სწორედ ეს გვაძლევს გაპარვის საბაბს, თავისუფლების წყურვილს…
კაპიტანი ნემო კუნძულ სანტარინოს შემდეგ აღარ მენახა. ნუთუ გარემოება უკანასკნელად აღარ შემახვედრებდა მასთან? თან მენატრებოდა მისი ნახვა, თან მეფიქრებოდა. მისი ოთახის კარს ყურს ვადებდი… ჩამიჩუმი არ ისმოდა. ეტყობა, ოთახსი არ იყო… მაგრამ ვინ იცის, გემზე იყო კი საერთოდ ეს გამოუცნობი ადამიანი?
მას შემდეგ, რაც იმ ღამეს “ნაუტილუსის” ნავი სადღაც გაისტუმრეს საიდუმლო დავალებით, კაპიტან ნემოზე აზრი შემეცვალა. თუმცა ირწმუნებოდა, ხმელეთთან კავშირი სავსებით გავწვყიტეო, მაგრამ როგორც ჩანს, კავშირი მთლად არ გაეწყვიტა. ნუთუ მართლა არასოდეს სცილდებოდა “ნაუტილუსს”? ზოგჯერ რამდენიმე კვირა რომ არსად ჩანდა? ვინ გაიგებდა და გამოიცნობდა?! თავის კაბინეტში მუშაობაში გართული რომ მეგულებოდა, იქნებ იმ დროს სადმე შორს იყო იმ საიდუმლო საქმის გამო, რომელსაც ემსახურებოდა და რომელსაც მე ვერ მივხვედრილიყავი?!
ათასი ასეთი ფიქრი მიტრიალებდა თავში. სულის სიმშვიდე დამეკარგა, მოუსვენრობა დამეუფლა, მოლოდინში გატარებული დღე დაუსრულებელ ტანჯვად გადამექცა.
სადილი ჩვეულებრივ კაიუტაში შემომიტანეს. ფიქრებში გართული, უგემურად ვილუკმებოდი.
შვიდ საათზე წამოვდექი. ას ოცი წუთი კიდევ რჩებოდა, სანამ ნედ ლენდი მანიშნებდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა… ოთახში ბოლთას ვცემდი, ეგებ სულის მღელვარება შემეკავებინა.. მეშინოდა საბედისწერო არ გამხდარიყო ჩვენი ნაბიჯი… ჩვენი განზრახვა ადრე არ გამომჟღავნებულიყო… სანამ “ნაუტილუსს” გავეცლებოდით, რომ გაიგონ და კაპიტანთან მიგვიყვანონ.. რა პირობით შევხედო კაპიტან ნემოს, ასე გულნატკენს ჩემგან?! გული მიკვნესოდა… უცებ მომენატრა, უკანასკნელად თვალი მოვავლო დარბაზისთვის… ტალანში გამოვედი, სამუზეუმო დარბაზში შევდგი ფეხი…
რამდენიმე სასიამოვნო საათი მქონდა გატარებული აქ სამეცნიერო მუშაობაში. იშვიათ და უბადლო ნივთებს ვეალერსებოდი, თვალი ვერ მომეშორებინა… ვუცქერდი ისე, როგორც სამუდამო განშორებისას შეჰყურებს ადამიანი უძვირფასეს საუნჯეს, რომელსაც ვეღარასოდეს იხილავს.
დიახ, სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვებოდი აქ დაგროვილ მომხიბლავ საოცრებას. ჯადოსანი ბუნების ამ წარმტაც ხელოვნებას, დიადი შემოქმედების ნიმუშს, რომელთა შორის გავატარე სიცოცხლის საუკეთესო დღენი. მომენატრა, კვლავ გამეხედა დარბაზის ფანჯრიდან, მეცქირა ატლანტის ოკეანის უფსკრულში! … მაგრამ დარაბები ჰერმეტულად დაეხურათ, რკინის კედელი აღმართულიყო ჩვენს შორის და ჩემი თვალები ვეღარ უმზერდა ოკეანის წიაღს, ფსკერზე სიცოცხლეს, რომელიც შეუსწავლელი დამრჩა.
დარბაზის თვალიერების დროს უცებ, ირიბ კედელში დატანებულ ოთახს წავადექი… კარი ნახევრად ღია იყო… შევკრთი… უნებურად უკან უკან დავიწიე… კაპიტნის ოთახი იყო.. ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა. ნაბიჯი წავდგი. ოთახის კარი შევაღე და შევედი. აქ ყველაფერი წინანდებურად მოქუშულიყო, მაგრამ კედლებზე შევამჩნიე პორტრეტები, რომლებისთვისაც პირველად ყურადღება არ მიმიქცევია. აქ იყო ისტორიული პირების სურათები, რომელთაც თავისი სიცოცხლე ჰუმანურ იდეებს შესწირეს: აგერ კოსტიუშკო. ეს ის გმირია, რომელმაც დაღუპვისას წამოიძახა: “თავისუფლებას ეღება ბოლო!” ესეც ბოცარისი – თანამედროვე საბერძნეთის ლეონიდე; ო,კონელია, ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი; ვშინგტონი – ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების დამაარსებელი; ამანინი – იტალიელი მამულიშვილი; ლინკოლნი – მონათმფლობელის ხელით განმგმირული. ესეც ჯონ ბრუნი -შავი რასის განთავისუფლებისათვის თავგანწირული, რომელსაც ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. მისი ჩამოხრჩობის ამბავი ხომ ასე ტრაგიკულად დაგვიხატა ვიქტორ ჰიუგომ.
ნეტავ, რა საერთო აქვს ამ გმრებს და კაპიტან ნემოს? ამ პორტრეტების მიხედვით განა შემიძლია ჩავიხედო მისი გულის საიდუმლოებაში, მივხვდე მისი სულის სწრაფვას? … იქნებ ესეც ჩაგრულია მფარველია? იქნებ მონაწილეობს ჩვენი საუკუნის პოლიტიკურ და სოციალურ გადატრიალებაში?!
საათმა რვას ჩამოჰკრა. შევკრთი. ოცნება გამეფანტა… უხილავმა თვალმა ჩამოიხედა ჩემი გულის სიღრმეში… ოთახიდან გამოვვარდი… დარბაზში კომპასს შევხედე. ისევ ჩრდილოეთისკენ მივქროდით. ლაგი საშუალო სიჩქარეს აღნიშნავდა, მანომეტრი სამოცი ფუტის სიღრმეს აჩვენებდა… ხელსაყრელი დრო იყო კანადელის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. ოთახში დავბრუნდი. თბილად გამოვეწყვე: ჩავიცვი საზღვაო ჩექმა, დავიხურე წავის ქუდი, გავეხვიე სელაპის ქურთუკში და ნედის ნიშანს დავუწყე ლოდინი. მყუდროებას მხოლოდ ბორბლის ჭრიალი არღვევდა. სულგანაბული ვუგდებდი ყურს, მაგრამ არავითარი ხმა არ ისმოდა…
სიკვდილის ჟრუანტელი მივლიდა… მღელვარებას ვერ ვიოკებდი…
ათ საათს ორიოდე წუთი აკლდა. კაპიტნის ოთახის კედელს ყური მივადე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ოთახიდან გამოვედი, დარბაზში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. შუა კიბისკენ მიმავალ კართან დავდექი და ნედის ნიშანს ლოდინი დაუწყე.
საჭის ხრახნილმა დგანდგარს უკლო და მიყუჩდა. რა მოხდა, ვერაფერს მივხვდი. ეს გარემოება ხელს შეგვიწყობდა თუ შეგვაფერხედა? სამარისებურ სიჩუმეში ჩემი გულის ხმა მესმოდა. ოდნავი დაჯახება ვიგრძენი და მივხვდი “ნაუტილუსი” ოკეანის ფსკერზე გაჩერდა. მინდოდა როგორმე მეთქვა კანადელისათვის, რომ ხელისშემწყობი პირობები შეიცვალა.
უცებ დარბაზის კარი კაპიტანმა ნემომ შემოაღო. რომ დამინახა, ჩემსკენ წამოვიდა.
– პროფესორო, თქვენ გეძებდით! – სალმის ნაცვლად მითხრა მან, – ესპანეთის ისტორია იცით?
ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ კრინტიც ვერ დავძარი.
– ჩემი კითხვა ვერ გაიგეთ? – შემეკითხა ისევ კაპიტანი, – იცით თუ არა ესპანეთის ისტორია?
– მოვიკოჭლებ, კაპიტანო.
– მაშ, დაბრძანდით. მე გიამბობთ ერთ საგულისხმო ეპიზოდს ამ ისტორიიდან.
თვითონ დივანზე გადაწვა. მეც ანგარიშმიუცემლად მის გვერდით ჩამოვჯექი.
– პროფესორო, კარგად მომისმინეთ… ეს ისტორია დაგაინტერესებთ და პასუხს იმ კითხვაზე გაგცემთ, რომელიც თქვენ ვერ გადაგიწყვეტათ…
– გისმენთ, კაპიტანო, – ვუპასუხე, თუმცა ვერ გამეგო, რის თაობაზე ლაპარაკობდა. გულში გამიელვა, იქნებ ეს ამბავი ჩვენი გაპარვის განზრახვასთან არის დაკავშირებული-მეთქი!
– პროფესორო, თუ თქვენი ნება იქნება, ავიღოთ თუნდაც 1702 წელი. იმ დროს ესპანეთი მთელ ევროპას ეომებოდა და ამერიკიდან დიდძალ იარაღს მოელოდა. განძეულობით დატვირთულ გემებს საფრანგეთის ფლოტი მოაცილებდა, რომლის ამირბარად იყო ადმირალი შატო-რენო. ესპანეთის ტრანსპორტი ამერიკიდან კადისკისკენ გაემართა, მაგრამ ადმირალმა შატო-რენომ შეიტყო, რომ კადიკსის მიდამოებში ინგლისის სამხედრო გემები დაცურავდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, შებრუნებულიყო საფრანგეთის რომელიმე უახლოეს ნავსადგურში. ამაზე ესპანეთის გემების უფროსები აუხირდნენ და მოსთხოვეს ტრანსპორტი ესპანეთის ერთ-ერთ ნავსადგურში მიებრუნებინათ. რადგანაც კადიკსს ვეღარ მიაღწევდნენ, ტრანსპორტი გაემართა ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ვიგოს ნავსადგურში, რომელიც ჯერ არ იყო ალყაშემორტყმული.
სამწუხაროდ, ეს ნავსადგური ღია რეიდს წარმოადგენს და არავითარი სიმაგრე ან საფარი არ გააჩნია. ამიტომაც საჩქაროდ უნდა გადმოეტვირთათ ოქროთი სავსე გემები, სანამ კოალიციური ფლოტი გამოჩნდებოდა. საკმარისი დრო ჰქონდათ საამისოდ. მაგრამ მოულოდნელად მეტოქეობის საკითხი წამოიჭრა.
– ხომ კარგად ადევნებთ თვალყურს გარემოებათა მსვლელობას, პროფესორო? – შემეკითხა კაპიტანი ნემო.
– უკეთესად არ შეიძლება, – ვუპასუხე მე, თუმცა ვერ გამეგო, რამ გადააწყვეტინა კაპიტანს ჩემთვის ისტორიაში ლექციის წაკითხვა.
– მაშ განვაგრძობთ, პროფესორო… მერეაი, რა მოხდა; კადიკსის სოვდაგრებს ისთი უპირატესობა ჰქონდათ, რომ დასვლეთ ინდოეთიდან რა საქონელიც შემოდიოდა, მათ ხელში უნდა გაევლო. ოქროთი დატვირთული გემები ვიგოს ნავსადგურში რომ გადმოეტვირთათ, ამით მათი უფლებები ირღვეოდა. ამისთვის მადრიდში იჩივლეს და იქიდან ბრძანება გამოაგზავნინეს, რომ ეს გემები განუტვირთავად საიდუმლოდ შეენახათ ვიგოს ნავსადგურში.
ეს ბრძანება 1702 წლის 22 ოქტომბერს მოვიდა, სწორედ იმხანად, ინგლისის გემებიც მოადგა ვიგოს ნავსადგურს. ადმირალი შატო-რენო თავისი სუსტი ძალებით მამაცურად შეებრძოლა ინგლისელებს. მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის შემოტევას ვეღარ გაუძლებდა და ესპანეთის სამხედრო გემები მთელი ქონებით ნადავლად რჩებოდა მტერს, გემებს ცეცხლი მოუკიდა და ჩაძირა. აქ, ვიგოს ნავსადგურსი, მთელი ავლადიდებით ჩაიძირა ეს გემები.
კაპიტანი ნემო შეჩერდა. ვერ გავიგე, ეს ამბავი ჩემთვის საყურადღებო რატომ უნდა ყოფილიყო.
– ასე და ამგვარად… – წარმოვთქვი უნებლიეთ.
– ასე და ამგვარად, პროფესორო არონაკს, ჩვენ ახლა ვიგოს ნავსადგურში ვიმყოფებით და გამოსაკვლევი გვაქვს მისი საიდუმლოებანი. – ნემო წამოდგა და მთხოვა გავყოლოდი.
ამ ხნის მანძილზე გონება მოვიკრიბე, დავწყნარდი და უკან გავყევი. დარბაზში ბნელოდა. გამჭირვალე შუშებიდან მოჩანდა გაკაშკაშებული ზღვის წყალი. ფანჯარაში გავიხედე.
“ნაუტილუსის” ირგვლივ, ნახევარი მილის მანძილზე წყალი ისე გაკაშკაშებულიყო, თითქოს ელექტრონის სინათლით გაჟღენთილაო. შლამიანი ფსკერი სუფთა და ნათელი ჩნდა. ჩაბნელებული გემებიდან ჩონჩხები მოჩანდა. იმ ჩონხებსი სკაფანდარჩამოცმული “ნაუტილუსის” მეზღვაურები ფუსფუსებდნენ. ნანგრევებიდან ზანდუკები გამოჰქონდათ, საიდანაც ვერცხლი, ოქროს ზოდები, პიასტრები და თვალმარგალიტი ცვიოდა. განძეულს მთელი ფსკერი დაეფარა. მეზღვაურები “ნაუტილუსზე” ეზიდებოდნენ განძს და უკანვე ბრუნდებოდნენ.
ახლა ყველაფერს მივხვდი:
1702 წლის 22 ოქტომბერს აქ მოხდა ზემოხსენებული ბრძოლა. აქ დაიღუპა ესპანეთის გალიონები, რომლებიც სახელმწიფო საუნჯით იყო დატვირთული. კაპიტანი ნემო, როგორც ეტყობოდა, საჭიროების დროს სტუმრობდა ამ წყალქვეშა ხაზინას და მილიონებს ეზიდებოდა.
– პროფესორო, ეჭვით მაინც წარმოიდგენდით, რომ ზღვაში ამდენი საუნჯე მოიპოვებოდა? – ღიმილით შემეკითხა კაპიტანი ნემო.
– ვიცი, კაპიტანო, რომ ზღვებში ორ მილიონამდე ტონა ოქრო-ვერცხლია ჩამარხული.
– ეგ მართალია, მაგრამ მისი ამოღება მაგაზე მეტი ნამდვილად დაუჯდებოდთ. ჩემთვის, კი, პირიქით, მისი ამოღება უბრალო საქმეა. საკმარისია, დავწვდე და ავიღო განძი, რაც ადამიანს დაუკარგავს. თქვენ გგონიათ, მარტო ვიგოს ნავსადგურშია ასეთი საუნჯე… ათასგან, სხვა ადგილებშიც, სადაც გემები დაღუპულა. ეს ადგილები სულ აღნიშნული მაქვს ზღვის ფსკერს რუკაზე. ახლა ხომ მიხვდით, პროფესორო, რა მილიარდების პატრონი ვარ?
– მივხვდი, კაპიტანო, თუმცა გულახდილად უნდა მოგახსენოთ, არ მესმის, რისთვის გჭირდებათ ეს დოვლათი?
კაპიტანმა ნემომ მიპასუხა:
– ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ამ სიმდიდრეს მხოლოდ ჩემთვის ვაგროვებ?! ვინ მოგახსენათ, რომ ეს დოვლათი სასარგებლო საქმს არ ხმარდება? რატომ გგონიათ, ვითომ მე არ ვიცოდე, რომ ქვეყნად მარავლადაა ტანჯული და დაბეჩავებული ხალხი, დაჩაგრული და გაუბედურებული ერი, რომელთაც ნუგეში ესაჭიროებათ; ვისაც მსხვერპლი გაუღია და შურისძიებას მოითხოვენ. ნუთუ თქვენც არ გესმით, რომ…
სიტყვა შუაზე გაწყვიტა… თითქოს ინანა, რომ ზედმეტი წამოსცდა.. მე კი მხოლოდ ახლა ვიგრძენი, თუ როგორი ადამიანი იყო კაპიტანი ნემო.
რა მიზეზსაც არ უნდა გადაეწყვიტინებინა მისთვის თავისი არსებობა ზღვის უფსკრულებში ეძებნა, ჩემთვის ახლა ერტი რამ მაინც ცხადი გახდა: მისი დამხმარე ხელი დაჩაგრული ერებისკენ იყო გაწვდილი.
ახლა კი მივხვდი, თუ ვისთვის იყო განკუთვნილი ის მილიონები, კაპიტანმა ნემომ “ნაუტილუსიდან” რომ გააგზავნა ნიკოლა თევზკაცასთან შეხვედრის შემდეგ.

თავი IX
ჩაძირული ხმელეთი

მეორე დღეს, 18 თებერვალს, ჩემს კაიუტაში კანდელი შემოვიდა. მოველოდი კიდეც. ჩვეულებრივ ახლაც გუნებაზე ვერ იყო.
– აბა, პროფესორო, როგორაა ჩვენი საქმე?
– როგორ უნდა იყოს, ნედ, გუშინ გარემოებამ ხელი შეგვიშალა.
– რაღა სწორედ მასინ მოეგუნება კაპიტანს ფსკერზე გაჩერება, როდესაც გაპარვას ვაპირებდით! ..
– თავის ბანკრთან ჰქონდა საქმე, ნედ, – ვუპასუხე მე.
– რომელ ბანკირთან, რას ბრძანებთ?
– უკეთ რომ ვთქვათ, საკუთარ ხაზინაში შეიარა, ესე იგი ოკეანის ფკსერზე, სადაც მისი სიმდიდრე უფრო საიმედოდ ინახებოდა, ვიდრე ბანკში.
ვუამბე ნედს ყველაფერი, რაც წუხელ ვნახე. ვფიქრობდი, იქნებ ამ ამბავმა მაინც შეუცვალოს გუნება, გადააფიქრებინოს გაპარვის მცდელობა-მეთქი, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიე. ნედი მხოლოდ იმას ნანობდა, რომ ვიგოს ყურესი თვითონ არ იყო დ იმ დოვლათზე ცოტა ხელი არ მოითბო.
– რაც არ უნდა იყოს, პროფესორო, ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა! – მითხრა მან ბოლოს, – გუშინდელი ცდა მხოლოდ უშნოდ მოქნეული ბარჯის ტყორცნა იყო და მეტი არაფერი! როგორმე სხვა დროს ისევ ვიხელთებ. თუნდაც დღეს საღამოს.
– მერე, ნედ, იცით კი, საით მიემართება “ნაუტილუსი”?
– ეგ კი არ ვიცი! – ჯიუტად მიპასუხა ნედმა.
– კეთილი, ნედ, სად იმყოფება ჩვენი გემი, შუადღისას შევიტყობ.
კანადელი კონსეისთან წავიდა. ჩავიცვი და დარბაზში გავედი. კომპასი სანუგეშოს არაფერს მიჩვენებდა. “ნაუტილუსი” ახლა სამხრეთ-დასავლეთისკენ მიცურავდა. თურმე ნუ იტყვით და, ევროპისთვის ზურგი შეგვექცია.
თორმეტის ნახევარი იქნებოდა, როცა წყლის აუზები დაცალეს და “ნაუტილუსი” ოკეანის ზედაპირზე ამოცურდა. მაშინვე ბაქანს ვეცი. ნედი იქ დამხვდა.
ჩვენ თვალწინ ხმელეთის ნასახიც არსად ჩანდა, ირგვლივ უსაზღვრო ოკეანე გადაშლილყო. შორს, ჰორიზონტის დასავლეთთან, რამდენიმე იალქნიანი გემი მოჩანდა. ალბათ ზურგის ქარის მოლოდინში იყვნენ, რომ კეთილი იმედის კონცხისთვის შემოევლოთ.
მოღუშული დღე იდგა.
მოსალოდნელი იყო უეცარი გრიგალი.
ნედი მოუსვენრად ბდღვინავდა. დაჟინებით გასცქეროდა სივრცეს სა თავისი გამჭრიახი თვალით ცდილობდა, შორეული ჰორიზონტი დაენახა. იმედი ჰქონდა, რომ ჩამოწოლილი ნისლის გადაღმა ხმელეთი იქნებოდა გადაჭიმული.
შუადღისას მზემ ერთი წუთით გამოანათა. შკიპერის თანაშემწემ ამ წუთით ისარგებლა და მაშინვე მზის სიმაღლე გაზომა.
ზღვის ღელვამ იმატა. ასაწევი კარი დახურეს. “ნაუტილუსი” ისევ ოკეანის სიღრმეში ჩაეშვა.
ერთი საათის შემდეგ რუკას დავხედეთ. “ნაუტილუსი” იმყოფებოდა გრძედის 16°17´-ზე და განედის 22°22´-ზე. აღმოჩნდა, რომ ყველზე უახლოესი ნაპირი 145 მილით იყო ჩვენგან დაშორებული.
გაპარვაზე ფიქრიც კი შეუძლებელ გახლდათ. თვითონ წარმოიდგენს მკითხველი კანადელის განრისხებას, როდესაც ეს ამბავი გავუმხილე.
მე კი, მაინცდამაინც გული არ დამწყვეტია. თითქოს თვისუფლადაც ამოვისუნთქე და დამშვიდებული ჩავუჯექი ჩვეულებრივ მუშაობას.
ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც კაპიტანი ნემო მოულოდნელად მესტუმრა კაიუტაში. დიდი თავაზიანობით გამომკითხა, ხომ არ დამქანცა წინა ღამის უძილობამ. ვუპასუხე, დაქანცულობა არ მიგრძვნია-მეთქი.
– პროფესორო არონაკს, თუ ასეა, გთხოვთ ერთ საინტერესო ექსკურსიაში მიიღოთ მონაწილეობა.
– დიდი სიამოვნებით!
– ზღვის ფსკერი თქვენ მხოლოდ დღისით, მზის სნათლეზე გინახავთ, არ გსურთ იგი ღამის წყვდიადშიც ნახოთ?
– დიდი ხალისით.
– წინასწრა უნდა გაგაფრთხილოთ, ეს გასეირნება მეტად მომქანცველია. დიდი გზა გვექნება გასავლელი და მთებზეც დაგვჭირდება ფოფვა. აქაური გზები ცუდი სავალია.
– კაპიტანო, თქვენი სიტყვები ჩემს ცნობისმოყვარეობას აორკეცებს. მზდ ვარ გეახლოთ.
– მაშ, წამობრძანდით, სკაფანდრები ჩავიცვათ.
საფარეშოში შევედით. იქ დავრწმუნდი, რომ ჩვენთან არც ჩემი ამხანაგები იქნებოდნენ, არც კაპიტნის მეზღვაურები. კაპიტანმა ნემომ არც კი გამახსენა, რომ ნედ ლენდი და კონსეი თან წაგვეყვანა.
რამდენიმე წუთის შემდეგ სკაფანდრები ჩავიცვით. ზურგზე დავიმაგრეთ შეკუმშული ჰაერის რეზერვუარები, მაგრამ ელექტრონის ლამპები კი არსად ჩანდა. ეს გარემოება კაპიტანს გავახსენე.
– არ დაგვჭირდბა, – მიპასუხა მან.
მეგონა, გარკვევით ვერ გავიგე მისი პასუხი-მეთქი, მაგრამ ვეღარც ხელმეორედ შევეკითხე, რადგანაც კაპიტანს უკვე ლითონის ზუჩში შეერგო თავ. ჩემს უცნაურ სამოსში გამოვეწყვე და ვიგრძენი ხელში რკინისწვერიანი ჯოხი რომ მომაჩეჩეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ატლანტის ოკეანის ფსკერზე დავდგით ფეხი, სამასი მეტრის სიღრმეზე.
შუაღამე მოტანებული იყო.
ზღვა ჩაკუპრულიყო.
კაპიტანმა ნემომ მოწითალო წერტილი დამანახა, რომელიც ფართოდ კიაფობდა ორი მილის მანძილიდან. რა სინათლე იყო? რითი ენთო? რისთვის? ან წყალში როგორ არ ქრებოდა?
ვერ მივხვდი და ვერ გავარვიე.
ასე იყო თუ ისე, ეს შორეული მოწითალო წერტილი ბუნდოვნად მაინც გვინათებდა გზას. თვალი მალე შევაჩვიე უკუნ სიბნელეს და მივხვდი, რომ რუმკორფის აპარატები მართლაც ზედმეტი ბარგი იქნებოდა ჩვენთვის.
მე და კაპიტანი მხარდამხარ მივდიოდით შორეული სინათლისაკენ. ნიადაგი თანდათან მაღლდებოდა, ორივენი ჯოხებზე დაბჯენილი, მძიმე ნაბიჯით მვაბოტებდით. ფხები სიპ ქვებზე გვისხლტებოდა, გაბადრულ მცენარეებში გვეხლართებოდა და შლამში გვეფლობოდა.
ნახევარი საათი მაინც ვიარეთ ასე. ნიადაგი ქვიანი გახდა. მედუზები და კიბოს მაგვარი მიკროსკოპული პენატულები ფოსფორული შუქით მკრთალ სინათლეს ჰფენდა მიდამოს. ძლივს გავარჩიე ქვის გროვა, მილიონი ზოოფოტით და ხვიარა მცენარეულობით დაფარული. ხშირად მისხლტებოდა ფეხი ამ მცენარეთა ხალიჩაზე. ვინ იცის, რამდენჯერ დავეცემოდი, რკინისწვეტიანი ჯოხი რომ არ მჭეროდა ხელში! მივტრიალდი ზურგისკენ და მოშორებით, “ნაუტილუსის” ელექტრონის შუქურას მოთეთრო დისკო შევამჩნიე.
ოკეანის ფსკერზე ქევები თითქოს მწყობრად ელაგა, ვერაფრით გამეგო, ასეთი სიმწყობრით რამ დაალაგა!… გავცქეროდი შორეულ, ჩაბნელებულ წყვდიადამდე გადაჭიმულ მინდორ-ველს, რომლის გაზომვაც შეუძლებელი იყო. ისე მეჩვენებოდა, თითქოს ძვლებით მოფენილ იატაკზე ვადგამდი ფეხს და ძვლებს ტკაცატკუცი გაჰქონდა. მინდოდა კაპიტნისთვის მეკითხა, მაგრამ არ ვიცოდი, ის ნიშნები, რომლითაც კაპიტანი და მისი მხლებლები ლაპარაკობდნენ ხოლმე ზღვის ფსკერზე მოგზაურობის დროს.
ჩვენი გზის მანთობელი შორეული წითელი შუქი თანდათან ძლიერდებოდა და ჰორიზონტს წითელ სინათლეს ჰფენდა. ნუთუ ეს რომელიმე ახალი ქვეყანაა, რომელიც ჯერ არავინ იცის? იქნებ ბუნების ისეთ მოვლენას წავაწყდით, რომელიც ჯერ არავის გამოუვლევია ხმელეთზე? თან მეტად ახირებული აზრიც დამებადა: ვინ იცის, იქნებ ეს სინათლე ადამიანის შემოქმედებაა?… იქნებ ადამიანის ხელითვე მატულობს მისი შუქი? … ნუთუ აქ, ოკეანის სიღრმეში ვნახავ კაპიტან ნემოს ამხანაგებს, რომლებიც მასავით წყალქვეშ ატარებენ ცხოვრებას? .. ვინ იცის, იქნებ აქ ერთბაშად თავს წავადგეთ უარყოფილი ადამიანების ახალშენს… იმ ადამიანების, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრებით გაწამებულნი, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეძებენ და აქ, ოკეანის ამ ღრმა უფსკრულებში, მიაგნებს მას?!
ათასი ასეთი ფიქრი მიტრიალებდა აფორიაქებულ ტვინში.
ჩვენი სავალი გზა კი თანდათან ნათდებოდა, მოკაშკაშე სინათლ მთის მწვერლვაიდან მიდამოს ეფინებოდა. მთა რვაასი ფუქტის სიმაღლეზე მაინც იქნებოდა აზიდული, მაგრამ თვით ის, რასაც ვხედავდი, მხოლოდ წყლის ფენებში ანარეკლად ასხული სანახაობა იყო.
ამ გამოუცნობი სინათლის სათავე კი ალბათ ჩვენს გადაღმა, მთის კალთებზე იყო მოთავსებული. კაპიტანი თამამად და უყოყმანოდ მიაბიჯებდა ატლანტის ოკეანის ამ ოღროჩოღრო ფსკერზე. ეტყობა, კარგდ იცოდა ეს ჩაბნელებული ბილიკები, ალბათ ხშირად დადიოდა ამ ადგილებში და გეზი არ ეშლებოდა. მეც სრული ნდობით უკან მივყვებოდი. სიამოვნებით და აღტაცებით ვაყოლებდი თვალს კაპიტნის მაღალ ტანს, რომელიც ჰორიზონტის ნათელ ფონზე შავად ისხებოდა.
ღამის პირველი საათი იქნებოდა, როდესაც პირველ წყება მთების კალთებს მივადექით. მთაზე ასასვლელად საჭირო იყო უშველებელი ტყის მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით სიარული.
ეს იყო ნამდვილი მკვდარი ხეების ტყე, უფოთლო, გამოფიტული და წყლის გავლენით შავად გაქვავებული. აქა- იქ მოჩანდა ქვანახშირად ქცეული უზარმაზარი ფიჭვები, მათი ფესვები ქვაღორღიან ნანგრევებში მოქცეულიყო. წარმოიდგინეთ მთის კალთებზე გაშენებული აყრილი ტყე, რომელიც წყალქვეშ ჩაძირულა. ბილიკები ზღვის მცენარეულობით დაფარულიყო. უამრავი კიბოს მაგვარი ცხოველი ფუთფუთებდა. კლდეებზე აფხოტებსი დროს, ნაყარ ტოტებს ზედ ვაბოტებდით, ზღვის ფოთლებს ვამსხვრევდით, მისი ნაწყვეტი შტოები ერთი ხიდან მეორეს ენარცხებოდა. დაფრთხალი თევზების ქარავანი ერთი მხრიდან მეორეისაკენ მისრიალებდა.
ამ სანახაობამ ისე გამიტაცა, რომ დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, ფეხდაფეხ მივდევდი ჩემს წინამძღოლს, რომელმაც დაღლა რა იყო არ იცოდა. ისეთ კლდეებზე მივფოფხავდით, რომ ლოდი ლოდზე იმსხვრეოდა და ქვემოთ საშინელი ხმაურით ექანბოდა. ორივე მხრიდან პირქუში და ჩაბნელებული ტალანები მოჩანდა. ალაგ-ალაგ უზრმაზარი ტაფობი გადაშლილიყო, თითქოს ადამიანის ხელს მოუსუფთავებიაო. ზოგჯერ თავს ვეკითხებოდი: ხომ შეიძლება მოულოდნელად თავს წამოადგეს ამ წყალქვეში მცხოვრები ვინმე?!
ორი საათი გავიდა, რაც “ნაუტილუსს” გამოვცილდით, ხშირ ტყესა და ხეებს გავცდით. ჩვენს ზემოთ წვეტიანი მთის წვერი აზიდულიყო, რომელიც კაშკაშად განათებულ ფერდობზე ჩრდილს აჩენდა. ფეხების ქვეშიდან თევზების ქარავანი ქარავანზე იშლებოდა, თითქოს მაღალ ბალახებში ფრინველების გუნდი წამოიშალაო. ფრიალო ფერდობი ქანჩახებით იყო დასერილი. გზაში გვხვდებოდა ღრმა ეხები, გამოქვაბული მღვიმეები, უძირო პირდაღრენილი დოლაბები. მათი სიღრმიდან საშინელი ცხოველების მოძრაობა და ფუსფუსი მოისმოდა, სისხლი თავში მივარდებოდა, როდესაც უშველებელ ულვაშს ვხედავდი, რომელიც ჩვენს გზაზე გახიდულიყო. ათასი უშველებელი წერტილი ბრიალებდა სიბნელეში. ეს იყო კიბოსმაგვარი უზარმაზარი ცხოელების თვალები, რომლებიც თავის ბუნაგში შემალულნი იყურებოდნენ… აქ იყო გიგანტური კიბოები, რომელთა უზარმაზარი თათების მოძაობა ისეთ ხმაურს გამოსცემდა, თითქოს რკინამ დაიჟღარუნაო. ვნახეთ ზრვის უშველებელი კიბოებიც, რომლებიც საჭმელად ვარგისია.
დავინახეთ საზრელი რვაფეხაც, კაპიტანი ნემო შეჩვეულია ამ საზარელი ცხოველების ხილვას, ყურადღებას არ აქცევს და შეუჩერებლივ მიაბოტებს წინ.
პირველ ბექობს მივაღწიეთ, სადაც ახალი საოცრებანი გადაგვეშალა.
თვალწინ წარმტაცი და მომხიბლავი ნანგრევები დავინახეთ, რომელსაც ადამიანის გარჯილობის კვალი ეტყობოდა.
ამ უზარმაზარი ლოდების გროვაში მოჩანდა სახლების გარკვეული მოხაზულობაც.
ნეტავ, დედამიწის რომელი ნაწილი წაულეკავს წყალდიდობას? სად ვიმყოფებით, სად მომიყვანა კაპიტანმა ნემოს ფანტაზიამ?
მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი ზუჩში მაქვს შერგული და ვერ ვახერხებ. უკანასკნელი ძალ-ღონეს ვიკრებ და მაინც მივდევ კაპიტანს. რამდენიმე წუთიც და წვეტიანი მთის ქოჩორს მივაღწევთ, რომელიც ამ სალი კლდის მასას ათიოდე მეტრით მაღლა ასცილებოდა.
გამოვხედეთ ამ მიდამოს, რომელიც ახლახან გამოვიარეთ. ეს მთა შვიდასიოდე ფუტით აზიდულიყო დაცემულ ველზე, მაგრამ გაღმა კალთები ამაზე უფრო მაღალი იყო და ირიბად ეშვებოდა ატლანტის ოკეანის დაბლობი ფსკერისაკენ.
თვალი შორს გამექცა. თვალწინ გადამეშალა გაკაშკაშებული უზარმაზარი მდელო.
ეს იყო ცეცხლისმფრქვეველი მთა.
წვეტიანი მწვერვალს ძირში, ორმოცდაათი ფუტის სიმაღლეზე, ქვაღორსა და ნაცრტუტს შორის, ცეცხლისმფრქვეველი განიერი ხახა ღველფის თქეშს ისროდა და ეს თქეში ცეცხლის შადრევნად ეფინებოდა გარშემო მომდგრ თხიერი წყლის მასას. ვულკანი უშველებელი ლამპარივით ანათებდა მთელ დაცემულ ვაკეს ჰორიზონტის დასავლამდე.
ალბათ წყალქვეშა ვულკანი ისროდა ღველფს და არა ალს. ალის გაჩენას ჰაერის ჟანგბადი სჭირდეოდა და რა თქმა უნდა, წყალქვეშ ის ვერ იბოგინებს. ღველფის თქეში კი შეიძლება ისე გახურდეს, რომ თეთრად იწყოს ვარვარი. წყალს მიეძალოს და ორთქლად იქცეს…
თვალწინ გადაშლილა დანგრეული, პირქვე დამხობილი, გაპარტახებული ქალაქი: ჭერგამოგლეჯილი სახლები, მიფანტულ-მოფანტული კამარები, ფსკერზე დნარცხებული სვეტები, რომლებსაც კიდევ ემჩნევათ ტოსკანური ხუროთმოძღვრების კვალი. მოჩანდა თვალუწვდენელი წყალსადენის ნანგრევები, შლამით დაფარული პარათენონისა და აკროპოლის ბუნდოვანი მოხაზულობა. აქეთ კი, ზღვის კიდურზე, ფართო ქუჩა. ალბათ აქ იყო უდიდესი ნავსადგური, რომელიც ოდესღაც თავის უბეში იფარავდა ამ ჩაძირული ოკეანის სანაპიროზე მოსულ სავაჭრო თუ სამხედრო გემებს… უფრო მოშორებით მოჩანდ კედლების გრძლად გაჭიმული წყება, მოკირწყლული ფართო ქუჩები.
ოცნებაში გაცოცხლდა ჩაძირული ახალი პომპეი!
მსურდა გაგება, თუ სად ვიმყოფებოდით, მინდოდა სპილენძის ზუჩი თავიდან მომეგლიჯა და რაღაც მეთქვა, მაგრამ კაპიტანი ნემო მომიახლოვდა და ხელით მანიშნა – დაწყნარდიო.
ერთი ცარცის ნატეხი აიღო, შავ ფიქალს კლდესთან მივიდა და მხოლოდ ერთი სიტყვა დაწერა:
“ატლანტისი”.
ტვინში ელვასავით დამკრა…
ატლნტისი! პლატონის დროინდელი, უძველესი ატლანტისი ჩემ თვალწინ გადაშლილიყო!
აი, თურმე სად უცხოვრიათ ძლევამოსილ ატლნტებს, რომელთა წინააღმდეგ პირველად ბერძნებმა აღმართეს მახვილი.
თურმე სად მომიყვანა ბრმა ბედისწერამ!… ფეხით ვთელავ მაშინდელ ხმელეთის მთას, ხელით ვეხები ათასი საუკუნის ნანგრევებს, რომლებიც გეოლოგიური ხანის მომსწრეა – ფეხით დავდივარ იქ, სადაც დადიოდნენ პირველი ადამიანის თანამედროვენი.. ჩემი მძიმე ფეხსაცმლის ძირებით ვქელავ და ვამსხვრევ ამ ზღაპრული დროის ცხოველთა ჩონჩხებს, რომლეიც ოდესღაც ამ გაქვავებული ტყის ხეების ჩრდილსი აფარებდნენ თავს!…
რა სანანებლად მრჩება, რომ დრო არა მაქვს დავეშვა ამ დაქანებული მთების ფერდობებზე, გავისეირნო ამ უზარმაზარ ხმელეთზე, რომელიც ოდესღაც აფრიკასა და ამერიკას აერთებდა და აქ ვიხილო წარღვნის წინათ აგებული ქალაქი ნანგრევები!
ვინ იცის, იქნებ მიწის გულში მოდუღდუღე ცეცხლმა კვლავ ზღვის ზედაპირზე ამოზიდოს ეს წყალქვეშა ნანგრევები?! ოკეანის ამ ნაწილსი ხომ უკვე მიაგნეს რამდენიმე წყალქევშა ვულკანს: მრავალ გემს განუცდია არაჩევულებრივი რყევა ამ მშფოთვარე უფსკრულზე გადაცურვის დროს. ვინ იცის, იქნებ ის დროც მოვიდეს, როდესაც ვულკანური ღველფით თანდათან გაზრდილი და ახალ-ახალ ფენებად ამაღლებული ატლანტისი კვლავ მოევლინოს ადამიანის თვალებს?!
ამ ოცნებისას ვცდილობდი ღრმად აღმებეჭდა დიადი სანახაობის ყოველი წვრილმანი. კაპიტანი ნემო კი ალმასივით ამართულ, ხავსმოდებულ სვეტს მიყრდნობოდა და უძრავად მისცემოდა აღტაცებას…
ნეტავ, რას ფიქრობდა? იქნებ მისი გონება თავს დასტრიალებდა ამ დაღუპულ მოდგმას. იქნებ იმითომ მოვიდა აქ ეს ახირებული ადამიანი, რომელსაც არ სურს თანამედროვე ცხოვრებით იცხოვროს და სწადია გარდასულთა სიცოცხლით გახალისდეს? არაფერს დავიშურებდი, ოღონდ შემეტყო მისი აზრი, მივმხვდარიყავი მის გულისთქმას, თანაზიარი გავმხდარიყავი მისი!…
მთელი საათი დავრჩით აქ და გადვცქეროდით ღველფით აელვარებულ უსაზღვრო ველს.
ბოლოს კაპიტანი ნემო დგილიდან დაიძრა, უკანასკნელად გადახედა გადაშლილ ველს და ხელით მნიშნა, გავყოლოდი.
მთიდან მალე დავეშვით. გაქვავებული ტყე გამოვიარეთ. შორს თვალი მოვკარი “ნაუტილუსის” შუქურას, რომელიც ვარსკვლავივით კიაფობდა. კაპიტანი პირდაპირ მისკენ გაემართა.
გემს სწორედ მაშინ მივაღწიეთ, როდესაც ოკეანის ზედაპირზე განთიადის პირველი სხივი აციმციმდა.

თავი X
წყალქვეშა მაღაროები

20 თებერვალს ძალიან გვიან გამეღვიძა. საჩქაროდ ჩავიცვი, მინდოდა გამეგო “ნაუტილუსის” მიმართულება. თურმე ისევ სამხრეთისკენ მივცურავდით, საათში ოცი მილის სიჩქარით, ასი მეტრის სიღრმეზე.
კონსეი შემოვიდა ჩემთან. წუხანდელი ჩვენი მოგზაურობის ამბავი გავუზიარე. ფანჯრის დარაბები გაწეული იყო და კონსეის შეეძლო ამ ჩაძირული ხმელეთის ერთი ნაწილისთვის მაინც მოეკრა თვალი.
“ნაუტილუსი” წყნარად, აუჩქარებლად მიცურავდა, ხან სიღრმეში ჩაეშვებოდა, ხან ზედაპირზე მისრიალებდა, თითქოს ამ დაღუპულ ქვეყანას თავს ევლებაო. შუქურის სინათლეზე მე და კონსეი გატაცეიტ გავცქეროდით ოკეანის უფსკრულებში ჩაძირულ ტყის ბუნდოვან მოხაზულობას. ზევიდან კი, როდესაც “ნაუტილუსი” ზედაპირისკენ ამოიწევდა, ლურჯად მოკამკამე წყალში თავს დაგვნათოდა მოწმენდილი ცის კაშკაშად მოციმციმე ვარსკვლავები.
დარაბები დახურეს და ყველა თავ-თავის კაუტაში დაბრუნდა.
მეორე დილით რომ გამეღვიძა, შევატყვე, “ნაუტილუსი” უძრავად იდგა, დარაბები აწეული დამხვდა. გაკვირვებული დავრჩი. “ნაუტილუსი” წყლის ზედაპირზე იდგა, მაგრამ დღის სინათლის ნაცვლად, ფანჯრიდან ღამის ბინდი იცქირებოდა.
– ეს რა უცნაურობაა!.. დრო მატყუებს თუ რა ამბავია?! თუ ისევ ღამეა, ვარსკვლავები მაინც რატომ არ ციმციმებს ცაზე?
ამ დროს დარბაზში კაპიტანი ნემო შემოვიდა.
– კაპიტანო, სად ვიმყოფებით?
– მიწის ქვეშ, პროფესორო, – მიპასუხა მან, – მაგრამ ახლავე შუქურა გაანათებს და ყველაფერს მიხვდებით.
ბაქანზე ავედი. ელექტროშუქურამ ისეთი ჭახჭახით გაანათა, რომ თვალები ამტკივდა. მერე თანდათან გავარჩიე მიდამო. ჩვენ ვიდექით ფრიალო კლდის პირას. უშველებელი ეხში ტბა შეჭრილიყო, გარშემო მაღალი კლდეები აზიდულიყო. ეხის კედლები ყოველი მხრიდან თანდათან ვიწროვდებოდა და სულ ზევით თაღად შეკრული მრგვალი სარკმელივით დოლაბით თავდებოდა. თურმე იმ დოლაბიდან ეფინებოდა ის ბუნდოვანი სინათლე, თავდაპირველად რომ შევამჩნიე.
– კაპიტანო, მაინც სად ვიმყოფებით? – შევეკითხე კიდეც.
– პროფესორო, ჩვენ ვიმყოფებით ძველისძველ, ჩამქრალი ვულკნის გულში. ალბათ, მიწისძვრის დროს წყალმა დაფარა ერთ-ერთი კუნძული, რომლებითაც მოფენილია ეს ზღვა და ამ ვულკანის გულში გაჩნდა ტბა, რომელიც ოკეანეს უერთდება უფსკრულის სიღრმეში. “ნაუტილუსი” იმ დროს შემოცურდა ამ ტბაში, როდესაც ჩვენ გვეძინა. პროფესორო, ეს არისნ “ნაუტილუსის” ნავსადგური და ძალიან მარჯვე და მოხერხებულია ჩემთვის: მყუდროა და გარეშე თვალისთვის უჩინარი.
– განა იმ დოლაბიდან გასვლა არ შეიძლება?
– ყოვლად შეუძლებელია, პროფესორო. იმ სარკმლიდან არც ჩამოსვლა შეიძლება, არც აქედან ასვლა. ხომ ხედავთ, რომ ეხის კედლები წამოზნექილად მისდევს ზევით, თანდათან ვიწროვდება და დოლაბის პირთან ერთიანდება.
– მართლაც, თითქოს ბუნებას საგანგებოდ მოუწყვია ეს ნავსადგური “ნაუტილუსისთვის”, მაგრამ განა “ნაუტილუსი” უნავსადგუროდ ვერ გაძლებს?
– სწორედ რომ ვთქვათ, “ნაუტილუსს” ნავსადგური არ სჭირდება, მაგრამ ჩემთვის ხომ აუცილებელია ელექტრონი. ელექტრონის მოსაპოვებლად კი ზღვის მარილისგან ნატრიუმი უნდა დავამზადო. ამას სათბობი მასალა სჭირდება, ე.ი. ქვანახშირი. აქ კი, წყალქევშ, ქვანახშირად ქცეული პირველყოფილი ტყეებია: ეს არის ნამდვილი ქვანახშირის მაღაროები, სხელდობრ ამისთვის მოვდივარ ხოლმე ამ ნავსადგურში.
– და მაშინ მთელი თქვენი ეკიპაჟი, სკაფანდრებში გამოწყობილი, ალბათ წყალქვეშაა მეშახტეებად იქცევიან ხოლმე? – ვკითხე კაპიტანს.
– სწორი ხართ პროფესორო, ჩემი ხალხი აქ ზღვის ფსკერზე ამუშავებს ქვანახშირს. ასე რომ, სათბობი მასალისათვის აღარ მჭირდება ხმელეთს მივმართო. აქვე ვამზადებ ნატრიუმს. როდესაც ამ დოლაბიდან ბოლი ამოდის, გარედან შემხედვარეს ეგონება, ეს ცეცხლისმფრქვეველი მთა კლვავ იწყებს მოქმედებასო. ახლა ვეშურები ქვეყნის გარშემო ჩვენი მოგზაურობის გაგრძელებას და ნატრიუმს აქ ადრევე ამოღებული ქვანახშირით დავამზადებ. პროფესორო, თუ გნებავთ, ისარგებლეთ შემთხვევით და თქვენი ამხანაგებით “ხმელეთზე” გაისეირნეთ ამ ტბის ნაპირებზე.
– გმადლობთ, კაპიტანო, – ვუპასუხე მე და კონსეისა და ნედსაკენ გავწიე.
ორივეს ძალიან ესიამოვნა ეს წინადადება და ნაპირზე გადავედით. კანადელი მაშინვე შეუდგა გაპარვის გეგმის შემუშავებას, მაგრამ თვითონაც მალე დარწმუნდა, რომ ეს გაზრახვ ვერ განხორციელდებოდა.
ტბის გარშემო ვიწრო შლამიან ნაპირს გავყევით. განსაკუთრებული და ღირშესანიშნავი არფაფერი გადაგვხდენია. კონსეი ახლაც ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი იყო. ნედ ლენდი კი სულ იმის ძიებაში იყო, ეგებ ამ გამოქვაბულს სადმე გასასვლელი გზა ჰქონდესო.
აქა-იქ ვულკანური ნატეხები იყო მოფენილი, პემზის სურათოვანი ლოდები. მათი ზედაპირი მიწისქვა ცეცხლის გავლენით ელექტროშუქზე ისე ლაპლაპებდა, თითქოს ლაქი წაუსვამთო. ჩვენი ფეხის დაკარებაზე ელვარე ნაპერწკლებივით გამჭირვალე მინის ბუქი ადიოდა. მიხვეულ-მოხვეულ და დაქანებულ კლდის ფერდობზე მივდიოდით, ღრმა ხრამებზე ვხტებოდით, კლდის გამოშვერილ ქიმებზე მივბობღავდით. მცენარეულობა იშვიათად გვხვდებოდა და რაც იყო, ისიც უმზეოდ და უსინათლოდ მწირი და აწოწილი. კანადელი გარეულ ფუტკარს წააწყდა და თავისი ჩანთა თაფლით სავსე ფიჭით გატენა. თურმე ამ ვულკანის გულში ფუტკრის გარდა სხვა მწერებიც მოიპოვებოდა. კლდის ნაპრალებში მიმინოები ბუდობდნენ. ფერდობებზე სავათები შევამჩნიეთ. ძნელი სათქმელია, თუ საიდან გაჩდნენ აქ, თოფები თან არ წაგვიღია და ნედ ლენდი სიბრაზისაგან წვრებს იგლეჯდა. სამაგიეროდ, უნდა გენახათ, რა აღტაცებაში მოვიდა, როცა ნასროლი ქვით ერთი სავათი დაჭრა. კინაღამ გაიჩეხა ფრიალო კლდეზე ამ ფინველის დევნაში. აქ ერთი რამ გადაგვხვდა და არ შეიძლება არ მოვიხსენიო. კლდეებში დავინახეთ მიმყუდორებული ეხი, რომეციც რბილი და წმინდა შლამით იყო მოფენილი. სიამოვნებით ჩაგვთვლიმა. უცებ კონსეის ყვირილზე გამომეღვიძა.
– არიქა, ჩქარა, თავს ვუშველოთ, წყალი მოვარდა!
წამოვხტი. მართლაც, ტბას ნაპირები გადმოელახა, აგორებული ტალღები ჩვენი ბინისკენ მოექანებოდა. საბედნიეროდ, იოლად გადავრჩით. მართალია, წყალში კი ვტოპეთ, მგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მაღალ ბორცვზე ავფოფხდით და საფრთხეს თავი დავაღწიეთ. გაოცებულ ამხანგებს ავუხსენი, რომ აქ გასაოცარი არაფერი იყო რა. ტბა ოკეანეს უერთდებოდ მიწის ქვეშ და როდესაც ამ მიდამოებში ზღვის მოქცევა მოხდა, წყლის დონემ აიწია, როგორც ოკეანეში, ისევე ამ ტბაშიც, და მაშასადამე, ჩვენს გამოქვაბულშიც. ეს იყო უბრალო, ჩვეულებრივი ზღვის მოქცევა და მეტი არაფერი. სველი ტანისამოსის გამოსაცვლელად “ნაუტილუსს” მივაშურეთ.
მეორე დღეს “ნაუტილუსმა” მიატოვა თავისი ნავსადგური და ისევ სამხრეთისკენ გაემართა.

თავი XI
სარგოსის ზღვა

“ნაუტილუსი” აღებულ გეზს არ ცვლიდა. ყოველივე იმედი დავკარგეთ ევროპის ზღვებისკენ გაბრუნებისა. კაპიტანი ნემო სამხრეთისაკენ მიეშურებოდა.
ნეტავ საით მიგვაქროლებს?
ამის გამოცნობას აღარც კი ვცდილვარ. იმ დღეს “ნაუტილუსი” ოკეანის ღირშესანიშნავ ადგილზე მიცურავდა.
ყველას მოეხსენება, რომ ოკეანეში არის თბილი წყლის უდიდესი დინება, ეგრეთ წოდეული გოლფსტრემი.
ეს თბილი დინება ფლორიდის არხიდან იწყება და შპიცბერგენისაკენ მიილტვის. მაგრამ, სანამ მექსიკის ყურეს შეერევა, ორ ტოტად იყოფა: უმთავრესი ტოტი ირლანდიისა და ნორვეგიისაკენ მიექანება, მეორე ტოტი კი სამხრეთით უხვევს, აზორის კუნძულებამდე, აფრიკის ნაპირებს რომ მიაღწევს, ისევ უკან ბრუნდებოდა ანტილის კუნძულისკენ.
ეს მეორე ტოტი თავისი თბილი დინებით გარს უვლის ოკეანის იმ ცივსა და მიწყნარებული ზღვის ნაწილს, რომელსაც სარგოსის ზღვა ეწოდება. ეს არის ნამდვილი ველი ატლანტის ოკეანეში. პირველი შტოს უდიდეს დინებს სამი წელიწადი სჭირდება, რომ ერთი შემოვლა გააკეთოს.
სწორედ რომ ითქვას, სარგოსის ზღვა ფარავს ატლანტისის მთელ ამ ნაწილს, რომელიც წყალქვეშაა ჩაძირული. ზოგიერთის აზრით, ის უამრავი მცენარეულობა, რომელითაც უხვადაა მოფენილი ზღვა, ჩაძირული ხმელეთის ნაშთია. მაგრამ უფრო სარწმუნოა მოსაზრება, რომ ეს მცენარეულობა და ბალახები ევროპისა და ამერიკის ხმელეთიდან არის მოგლეჯილი გოლფსტრემის მიერ და მისი დინების მიერ არის აქეთ წამოღებული. კოლუმბს, როდესაც ამ გაბედავი მკვლევარის გემებმა სარგოსის ზღვას მიაღწიეს, ამ გრემოებამ აფიქრებინა ახალი ქვეყანა არსებობსო. მისი გემები ძლივს იკვლევდა გზას ამ გაბარდული და გახლართულ მცენარეულობაში. მათ სრული სამი თვე მოანდომეს, რომ ამ ზღვისთვის გარს შემოევლოთ.
აი, ასეთია ადგილი, სადაც ამჟამად “ნაუტილუსი” მიცურავს. ეს არის ნამდვილი ველი, მტკიცედ მოქარგული ხალიჩა ბალახ-მცენარეულობისა და ტროპიკული ვაზისა. ეს ხალიჩა იმდენად მტკიცე და მკვრივია, რომ ჩვენს გემსაც კი უძნელდება მისი გარღვევა. კაპიტან ნემოს არ უნდოდა, რომ საჭის ბორბალი ამ ჩახლართული ხალიჩის რღვევაში შეყოვნებლულიყო და ამისათვის “ნაუტილუსი” რამდენიმე მეტრით ძირს მიცურავდა აბალახეული ზედაპრიდან.
სახელწოდება – “სარგოსის ზღვა” – იაპონური სიტყვისაგან წარმოდგება და ნიშნვს ზღვის მცენარე-ცხოველებს. უმთავრესად სწორედ ასეთი გადახლართული და გაბარდნილი მცენარეულობისაგან შედგება ეს თვალუწვდენელი მოძრავი კაბადონი.
22 თებერვალს მთელი დღე სარგოსის ზღვაში მივცურავდით. თევზები და კიბოს ჯიშის ცხოველები ამ მწვანე ხავერდსი ბლომად ბუდობდნენ და საზრდოც უხვად მოეპოვებოდათ.
მეოერ დღეს ოკეანემ ჩვეულებრივი სახე მიიღო.
ამ დღიდან, ე.ი. 23 თებერვლიდან 12 მარტმდე “ნაუტილუსი” შეუჩერებლივ მიცურავდა შუაგულ ატლანტის ოკეანეში, დღეში ასი ლეის სიჩქარით.
ახლა კი ეჭვი აღარ იყო, კაპიტან ნემოს განზრახული ჰქონდა, ჰორნის კონცხისათვის შემოევლო და ოკეანის ტროპიკული ნაწილისკენ გაბრუნებულიყო.
ამის გამო ნედ ლენდი საგონებელში ჩავარდა: ამ თვალუწვდენელი ზღვების სივრცეში, სადაც არც ერთი კუნძულიც კი არსად მოჩანდა, გაპარვაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. ბედს უნდა დავმორჩილებოდით. თუმცა მე ვიმედოვნებდი, რომ თუ ძალით და მოხერხებით ვერაფერს გავხდებით, შეიძლება კაპიტნის დარწმუნებამ იმოქმედოს-მეთქი. ვინ იცის, იქნებ თავისი მოგზაურობის დასრულების შემდეგ კაპიტანს თვითონვე მიეცა ჩვენთვის თავისუფლება და სიტყვა ჩამოერთვა, რომ არასოდეს და არავისთან არ გაგვემჟღავნებინა მისი არსებობის საიდუმლოება. ამ საჩოთირო საკითხის თაობაზე საჭირო იყო მასთან მოლაპარაკება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ შეხედავდა კაპიტანი ჩვენი გათავისუფლების საკითხს.
მან ხომ თავიდან გადაჭრით გამოგვიცხადა, რომ მისი საიდუმლოების შესანახდ აუცილებელი იყო ჩვენი სამუდამო ტყვეობა “ნაუტილუსზე”. მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში ჩემი სიჩუმეც შეიძლება ისე ჩაეთვალა, ვითომც სავსებით შევურიგდით ბედს. რომ დავლაპარაკებოდი გათავისუფლების შესახებ, შეიძლება მეთვალყურეობა გაეძლიერებინა ჩვენზე და გაპარვის შესაძლებლობა სამუდამოდ დაგვეკარგა.
ჩვენს მოგზაურობაში ამ ცხრამეტ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ გადაგვხდენია თავს. კაპიტან ნემოს იშვიათად ვხედავდი. ის უფრო ხშირად ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ზოგჯერ მის მიერ ბიბლიოთეკაში დატოვებული გადაშლილი წიგნები მხვდებოდა. ეს იყო ბუნებისმეტყევლების ისტორია. როგორც შევატყე, კაპიტანი კმაყოფილი იყო ჩემი თხზულებით ზღვის ფსკერის შესახებ. წიგნის არშიაზე მიწერილი ჰქონდა მრავალი დასაბუთებული შენიშვნა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგებოდა ჩემს თეორიებს და სისტემას. ამით დაკმაყოფილდა და იშვიათად თუ ჩამომიგდებდა საუბარს ჩემი ნაშრომის შესახებ.
ჩვენი მოგზაურობის ეს ნაწილი უმეტესად ზღვის ზედაპირზე გვატარეთ. ზღვაზე ჭაჭანება არ იყო, იშვიათად თუ სადმე თვალს მოვკრავდით იალქნიან გემებს, რომლებსაც ინდოეთისაკენ მიჰქონდათ ტვირთი და კეთილი იმედის კონცხისკენ აეღოთ გეზი.
გვქონდა შემთხვევა, როდესაც ვეშაპზე მონადირე იალქნიანი გემები დაგვედევნენ, ალბათ “ნაუტილუსი” ვეშაპად მიიჩნიეს. კაპიტანმა ნემომ ეს რომ შეიტყო, არ უნდოდა, ამ საწყალი ადამიანებისათვის დრო და შრომა დაეკარგვინებინა და “ნაუტილუსი” ისევ წყალქვეშა ცურვით წაიყვანა. არ შევცდები, თუ ვიტყვი, ნედ ლენდს სანანებლად რჩებოდა, “ნაუტილუსი” ფოლადისა და რკინისაგან რომ იყო შეჭედილი და ნამდვილი ვეშაპი არ იყო, რომ ვეშაპზე მოანდირეებს ბარჯით გაეგმირათ.
მე და კონსეი გულდასმით ვაკვირდებოდით ამ მიდამოების თევზებს, მაგრამ სხვა განდებზე შემჩნეული თევზებისაგან ისინი არაფრით განირჩეოდნენ. ჩვენი ყურადღება მხოლოდ ზოლიანმა ნათელთევზებმა მიიზიდა, რომლებიც სიგრძით ხუთი მეტრი იქნებოდა, თავი ბრტყელი ჰქონდათ და უფრო განიერი, ვიდრე ტანი, ბოლო მომრგვალებული, ზურგზე კი შვიდ-შვიდი დიდრონი ზოლი ჩასდევდათ შავად.
გვხვდებოდა აგრეთვე დიდრონი “ზღვის ძაღლები”. ეს ცხოველი მეტად ღორმუცელაა. შეიძლება არ დავიჯეროთ მებადურის ნაამბობი, მაგრამ ია რას გადმოგვცემენ: ერთი ასეთი ღორმუცელა “ზღვის ძარლის” კუჭში უნახავთ კამეჩის თავი და მთელი ხბო; მეორის კუჭში – ორი თინუსი და ერთი მეზღვაური თავისი ფორმის ტანისამოსით. მესამის კუჭიდან ამოუღიათ ერთი ჯარისკაცი, მეოთხის კუჭიდან კი – ცხნოსანი ყოფილა. მაგრამ ჩვენს ბადეს არც ერთი ცხოველი არ მოხდა, თავად რომ შეგვემოწმებინა მათი ღორმუცელობა.
ჩვენს გემს მოსდევდა მთელი ხროვა მარდი დელფინებისა. ისინი ჯგუფ-ჯგუფად დათარეშობდნენ ზღვაში, როგორც მგლები მინდვრად. კონპენჰაგენის პროფესორს თუ დავუჯერებთ, ერთი დელფინის კუჭში უნახავთ ცამეტი ზღვის ბაჭია და თხუთმეტი სელაპი. ეს ყოფილა “დელფინი-ფალავანი” ყველაზე მსხვილი ჯიშისა, რომლის სიგრძეც ოცდაოთხ ფუტს უდრიდა თურმე.
კონსეი, მფრინავი თევზების კლასიფიკაციას აწარმოებდა. საგულისხმო სურათს წარმოადგენდა დეფლინების ნადირობა თევზებზე. რომელ მხარესაც არ უნდა გაფრინდეს ეს თევზი, ყველგან წინ ხვდება დელფინის დაღებული ხახა.
13 მარტამდე ჩვენი მგზავრობა იმავე პირობებში გაგრძელდა. ხოლო იმ დღეს, “ნაუტილუსი” ოკეანის სიღრმის გამოკვლევას შეუდგა. ამ საქმემ მეც დიდად დამაინტერესა.
დღემდე ჩვენ ცამეტი ათასი ლიე გვქონდა გავლილი (52.000 ვერსი). ამჟამად სამხრეთ განედის 45°37´-ზე ვიმყოფებოდით და დასავლეთსი გრძედის 37°35´–ზე. ეს ის ადგილია სწორედ, სადაც “ჰეროლდის” კაპიტანმა დენგამმა სიღრმის საზომი ზონდი ჩაუშვა თოთხმეტი ათასი მეტრის სიგრძეზე და ოკეანის ფსკერს მაინც ვერ მიაწვდინა. ამ ადგილას ამერიკის სამხედრო გემის კაპიტანმა, ლეიტენანტმა პეკარმაც გაზომა სიღრმე მისი თხუთმეტი ათას მეტრიანი ზონდები ფსკერამდე ვერ ჩაწვდა.
კაპიტანმა ნემომ გადაწყვიტა “ნაუტილუსით” ჩაშვებულიყო უღრმეს უფსკრულამდე, რათა წინანდელი გაზმოვის სისწორე შეემოწმებინა. მე ამ გამოკვლევის შედეგებს ჩასაწერად გავემზადე. დარბაზში დარაბები გაწეული იყო, კაპიტანი ცდილობდა გემისთვის ისეთი გეზი მიეცა, რომ უღრმეს ფენამდე დაშვებულიყო.
კაპიტანმა, სიღრმეში ჩაშვება გრძელი დიაგონალური გადაწყვიტა. ამ მიზნით გემი ირიბად მიმართა – ისე, რომ მისი სიგრძის შუახაზი ორმოცდახუთ გრადუსამდე გაუსწორა, მოსასმელი ბორბლის სიჩქარე უაღრესად განავითარა და მისი ოთხივე ნიჩბის პირი საოცარი გააფთრებით მიარღვევდა წყალს.
მძლავრი წნევისაგან “ნაუტილუსი” ისე თრთოდა, როგორც აჟღერებული დაჭიმული სიმი და თანაბრად ეშვებოდა წყლის უფსკრულში; მე და კაპიტანი დარბაზში ვიდექით და თვალს ვადევნებდით მანომეტრის ისარდ. მალე იმ სარტყელს ჩავცილდით, სადაც თევზების უმრავლესობა ბუდობს. თუ ზოგიერთი თევზი მხოლოდ ოკეანის ღრმა ფენებშია, სხვა ცხოველები უფრო ნაკლებ სიღრმეზე ძლებენ. ამ უკანასკნელთა შორის შევამჩნიე ექვსასუნთქიანი ნათელთევზები, უშველბელთვალება “ტელესკოპი” და “გრენადერი”, რომელიც მხოლოდ ათას ორასი მეტრის სიღრმეზე ბუდობს და ამგვარად, ას ოცი ატმოსფეროს წნევას უძლებს.
კაპიტანს ვკითხე, – დიდ სიღრმეებში თევზები თუ გინახავს-მეთქი?
– თევზები? იშვიათად! – მიპასუხა მან, – ამ მოვლენის შესახებ თანამედროვე მეცნიერება რა პასუხს იძლევა?
– მეცნიერება გვეუბნება, კაპიტანო, რომ რაც უფრო ღრმად ვეშვებით ოკეანის უფსკრულებში, მცენარეულობა უფრო ადრე ქრება, ვიდრე ცხოველები, და იქ, სადაც ცხოველები კიდევ გვხვდება, უკვე აღარც ერთი ზღვის მცენარე არ მოიპოვება. ისიც ვიცით, რომ ლოკოკინები ორი ათასი მეტრის სიღრმეზე გვხვდება. მაგალითად, “ბულდოგის” ეკიპაჟმა ზღვის ვარსკვლავი ორი ათას ექვსას ოცი ბრას (6 ფუტია) სიღრმიდან ამოათრია. მაგრამ თქვენ ალბათ, კაპიტანო, იტყვით, არაფერი გცოდნიათო.
– არა პროფესორო, – მიპასუხა კაპიტანმა, – მე არ გამოვიჩენ მაგისთანა უზრდებლობას, მაგრამ მინდოდა გამეგო, რითი ახსნით ცხოველთა იმ უნრს, ასეთ სიღრმეზე რომ ძლებენ?
– ამას ორი მიზეზი აქვს, – ვუპასუხე მე, – ჯერ ერთი ის, რომ შვეულხაზა მდინარობა, რომელსაც იწვევს წყლის სიმლაშე და სიმკვრივე, საკმარისია, რომ სიცოცხლე აძლიოს ზღვის ზამბახებ და ზღვისარსკვლავას.
– მართალია, – ჩაურთო კაპიტანმა.
– მეორეც, ჟანგბადი ხომ სიცოცხლის წყაროა და ჩვენ კი ვიცით, რომ დიდ სიღრმეზე ჟანგბადი კი არ კლებულობს, არამედ მატულობს კიდეც. ვიცით ისიც, რომ ქვედა ფენებში წნევა ჟანგბადის შეკუმშვას იწვევს.
– როგორ?! ეგეც იცით? – წამოიძახა კაპიტანმა ნემომ გაოცებით. – დიახ, ყველაფერი ეგ სრული სიმართლეა. მე მხოლოდ უნდა დავუმატო, რომ თევზების საცურაო ბუშტში უფრო მეტი აზოტია, ვიდრე ჟანგბადი, თუ ეს ცხოველი წყლის ზედაპირზე დაიჭირეთ; და პირიქით – დიდ სიღრმეზე დაჭერილი თევზის ბუშტში უფრო მეტი ჟანგბადია, ვიდრე აზოტი, რაც თქვენ მოსაზრებას ადასტურებს. მაგრამ ახლა ჩვენი დაკვირვებანი განვაგრძოთ.
მანომეტრს შევხედე. მისი ისარი ექვსი ათასი მეტრის სიღრმეს გვიჩვენებდა. უკვე მთელი საათი იყო, რაც ძირს, უფსკრულებისკენ ვეშვებოდით. “ნაუტილუსი” სიღრმისკენ მიცურავდა. ეს წყლები მეტისმეტად გამჭვირვალე და კაშკაშაა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, ცამეტი ათასი მეტრის სიღრმეს მივაღწიეთ, მაგრამ ზღვის ფსკერის სიახლოვის არავითარი ნიშანი არ იყო.
თოთხმეტი ათასი მეტრის სიღრმეზე უკვე დავინახეთ მოშავო მთის მწვერვალები, რომლებიც წყალში ამოზიდულიყო. ეს მთები ისეთივე მაღალი უნდა ყოფილიყო, როგორც მონბლანი ან ჰიმალაის მთები. აქ ოკეანის სიღრმე განუზომელია.
წინააღმდეგობის მიუხედავად, “ნაუტილუსი” კვლავ ქვევით ეშვებოდა. მისი რკინის კოჭები იზნიქებოდა, კაუტებს შუა კედლები იგრიხებოდა, წყლის წნევისაგან დარბაზის ფანჯრის ჩარჩოებიდან სქელი შუშები თითქოს შიგნით შემოზნექილიყო და ეს მკვიდრად ნაგები გემი, უეჭველია დაიმსხვრეოდა, რომ მას, კაპიტანი ნემოს თქმით, მთელი თავისი ტანით არ ჰქონოდა გამძლეობის უნარი.
მალე მთლად გაქრა ყოველი ნიშანწყალი რაიმე ცოცხალი არსებისა. როდესაც “ნაუტილუსმა” ცამეტი ვერსის სიღრმეს მიაღწია, უკვე ჩასცილდა წყალქვეშა სიცოცხლის ხაზს, სწორედ ისე, როგორც ჰაერში იმ მიდამოს მიღწევისას, სადაც სუნთქვა აღარ შეიძლება. ჩვენ უკვე თექვსმეტი ათასი მეტრის, ე. ი. ოთხი ლიეს სიღრმეზე ვიმყოფებით. “ნაუტილუსის” კედლები თექვსმეტი ათას ატმოსფეროს წნევას უძლებს, ანუ მთელი მისი ზედაპირის თითოეული კვადრატული სანტიმეტრი ათას ექვსასი კილოგრამის წნევას უძლებდა.
– შესანიშნავია! – შევძახე მე, – იმყოფებოდე ისეთ სიღრმეში, სადაც არასოდეს არც ერთი ადამიანს არ ჩაუღწევია! შეხედეთ, კაპიტანო, უცქირეთ ამ წარმტაც კლდეებს, ამ ეხებს, სადაც სიცოცხლე შესაძლებელი აღარაა!.. დასანანია, რომ ჩვენ ამ სანახაობის მხოლოდ მოგონებით უნდა დავკმაყოფილდეთ!
– პროფესორო, გნებავთ აქედან თან გავიყოლოთ უფრო მეტი, ვიდრე მოგონება? – შემეკითხა კაპიტანი ნემო.
– რისი თქმა გნებავთ?
– მე მინდოდა მეთქვა, რომ ძალზე ადვილია ფოტოგრაფიული აპარატის ამუშავება და ამ წყალქვეშა სამეფოს გადაღება.
განცვიფრების გამოთქმაც ვერ მოვასწარი, რომ დარბაზში ფოტოგრფიული აპარატი შემოიტანეს. ფართოდ გაღებული დარაბებიდან ელექტრონით გაკაშკაშებული წყლის მიდამო ნათლად მოჩანდა. “ნაუტლიუსის” მოსასმელი ხრახნი სწრაფად ამუშავდა, გვერდის სიბრტყეები მას იკავებდა და უძრავად რჩებოდა. აპარატი ისე მოვმართეთ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ოკეანის ფსკერის ლანდშაფტის გადაღება და რამდენიმე წუთის შემდეგ ხელთ გვქონოდა მკაფიო და ნათელი ნეგატივი.
ამონაბეჭდზე, რომელიც შემდეგ გავამზადე, მოჩანს პირვანდელი კლდეები, რომლებსაც ცის სინათლე არასოდეს ღირსებია, პიტალო კლდეთა ძირების ფენები, რომელიც დედამიწის ურყევ საძირკველს წარმოადგენს, პიტალო კლდეებში შეჭრილი უღრმესი ეხები და მღვიმეები, მთის მწვერვალების შესანიშნავი და მკაფიო მოხაზულობა, რომლებიც ისე ჩაშვებულა, თითქოს გამოჩენილი ფლამანდიელი მხატვრის ხელით ნახატიაო. ჩანს, ჰორიზონტი თავდება დაკლაკნილი მთაგრეხილით, რომელიც ამ ლანდნშაფტის ზურგის გეგმას წარმოდგენს.
კაპიტანი ნემო თავის საქმეს რომ მორჩა, მომიბრუნდა:
– პროფესორო, დავიძრათ ზევითკენ, “ნაუტილუსი” ასეთ წნევაში დიდხანს არ უნდა ვამყოფოთ, მისი გამძლეობით ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ.
– დიახ კაპიტანო. – ვუპასუხე მე.
– მაგრად დადექით!
ვერც კი მოვისაზრე, რატომ მომცა კაპიტანმა ასეთი გაფრთხილება, რომ ხალიჩაზე გავიშხლართე.
თურმე კაპიტნის ნიშანზე მოსასმელი ხრახნი გაეჩერებინათ და გემისთვის შვეული ხაზის მდგომარეობა მიეცათ. “ნაუტილუსი” საჰაერო სფეროსავით ზევით აქანდა წარმოუდგენელი სიჩქარით. ოთხ წუთში ჩვიდმეტ ვერსამდე გაცურა, ე. ი. ის მანძილი, რაც ოკეანის ზედაპირს გვაშორებდა. როგორც ჰაერში შეფრთხიალებული თევზი, ზედაპირზე ისე მძლავრად ამოსხლტა და ზედ რომ დაენარცხა, წყლის შხეფები თვალუწვდენელ სიმაღლეზე აიტყორცნა.

(ნაწ. I – თავი 18-32)(ნაწ. II – თავი 12-23)

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

4 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. გიორგი ამბობს:
    5 აპრილი, 2012წ. 20:51სთ.

    მაგარი საიტია მე არ მაქვს საშუალება ყოველთვის შევიძინო წიგნი, აქ კი მოძებნი წაიკითხავ და აღარ დაგჭირდება ყიდვა. მაგარი საიტია და სულ ამით ვისარგებლებ სანამ უკეთესი არ გამოვა ანუ ყოველთვის აქ ვიქნებიიი??!!!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. chacky ამბობს:
    13 დეკემბერი, 2012წ. 10:50სთ.

    მაგარი საიტიააა ყველა წიგნი არაა რაც მინდა მაგრამმ კაიაა 🙂 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. სოფკა ამბობს:
    6 ივნისი, 2013წ. 18:01სთ.

    კარგი საიტია მართლაც, პირველი წიგნი იყო ეს ამსაიტზე რაც წავიკითხე და კმაყოფილი ვარ კიდეც. ხშირი მკითხველი გაუჩნდა “გიგოლ”-ნეთს. ჩემი სახით. სასიამოვნოა.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. თამო ამბობს:
    20 იანვარი, 2014წ. 16:29სთ.

    ჟიულ ვერნის საიდუმლო კუნძული წავიკითხე ცოტა ხნის წინ და ძალიან მომეწონა. მაგარი მწერალია…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

10 votes, average: 4.20 out of 510 votes, average: 4.20 out of 510 votes, average: 4.20 out of 510 votes, average: 4.20 out of 510 votes, average: 4.20 out of 5

› §55 თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

1393
ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია:
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
და ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
1394
ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ › › ›

DU