1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ჟიულ ვერნი: 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (ნაწ. I – თავი 1-17)

თავი I

ის შემაძრწუნებელი ამბავი, 1866 წელს რომ დატრიალდა, დიდხანს ახსოვდა ზღვისპირა ქვეყნებს. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონდა ზღვაოსნობასთან, საშინელ საგონებელს მისცემოდა. შეფიქრიანდნენ საზღვაო თუ სამხედრო გემების უფროსები და მეზღვაურები. გემის პატრონები და უცხო ქვეყნებთან მოვაჭრე სოვდაგარები ალიაქოთს მოეცვა. მრავალი სახელმწიფო მთავრობა დააფიქრა ამ ამბავმა.
იმ სამახსოვრო წელს ნაოსნობიდან დაბრუნებულ გემებს მეტად უცნაური, ამაფორიაქებელი ამბები მოჰქონდათ ნავსადგურებში, – პიდარპირ გასაოცარი და დაუჯერებელი. ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო, რადგან ნათქვამის დამადასტურებელი საბუთებიც მოიპოვებოდა.
საქმე ის იყო, რომ ზღვაზე ხან ერთ, ხან მეორე ადგილას გემებს ხვდებოდა უზარმაზარი, თითისტარის მოყვანილობის სწრაფად მოძრავი საგანი თუ ცხოველი, რომელიც ღამის სიბნელეში დროდადრო შუქს გამოსცემდა.
1866 წლის 20 ივლისს, ავსტრალიის სანაპიროდან ხუთი მილის მოშორებით, ამ საოცრებად გემი “ჰოვერნორ ჰგინსონი” წააწყდა.
გემის კაპატნს – ბეკერს ეგონა, წყალქვეშა კლდეს წავადექითო. ამ კლდიდან მოულოდნელად საშინელი ძალით, ორ ტოტად ამოვარდა წყლის შადრევანი. ერთი შეხედვით იგი ან კლდიდან ამოხეთქილი გეიზერი იყო, ან რომელიმე უცნობი ძლიერი ცხოველის ნესტოებიდან ამოსროლილი წყლის ჭავლი.
იმავე წელს, 23 ივლისს, წყნარ ოკეანეში სწორედ ასეთივე შემთხვევას გადააწყდა გემი “ქრისტეფორე კოლუმბი”. მაშასადამე, უცნობ სხეულს სამ დღეში 700 მილი უნდა გაევლო, ე.ი. მანძილი პირველსა და მეორე გემს შორის. აქედან ცხადი გახდა, რომ მართლაც გასაოცარი სისწრაფით მოძრაობდა.
ამგვარივე ამბის მომსწრენი გახდნენ “პერიერა” და “ეტნა”, საფრანგეთის სამხედრო გემი “ნორმანდია”, ინგლისის “ლორდ კლეიდი” და მრავალი სხვა.
პატარა ქვეყნებში ეს ამბავი სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, დიდ და პრაქტიკულ ქვეყნებში კი, მაგალითად ინგლისში, ყველა შეშფოთებული იყო. ამ შემთხვევის გარშემო მეცნიერთა შორის დიდი კამათი ატყდა. უცნაურ ცხოველზე ლპარაკობდნენ ქუჩაში, თეატრში, წერდნენ გაზეთებში.
1867 წლის დამდეგს უცნობ სხეულზე მითქმა-მოთქმა თითქმის მიწყნარდა: ახალი ცნობები აღარსაიდან მოსულა და შიშიც მინელდა. სულაც დაივიწყებდნენ ამ ამბავს, კვლავ რომ არ დარხეულიყო ხმა.
ეს კი სახუმარო ამბავი აღარ იყო.
1867 წლის 13 აპრილს, ეს საშინელი ცხოველი ატლანტის ოკეანეში შეეფეთა სამგზავრო გემ “შოტლანდიას”, რომელიც ცნობილ გემების მეპატრონეს, კიუნარს ეკუთვნოდა.
ეს კი ამგვარად მოხდა: წყნარი ამინდი იდგა, ზღვა გარინდულიყო. “შოტლანდია” საათში ცამეტი ვერსის სიჩქარით მისრიალებდა. მოსაღამოვდა. მგზავრები კაიუტაში სასადილო მადგიდას შემოუსხდნენ. უცებ გემი რაღაცას დაეჯახა, რყევა ყველამ იგრძნო.
შეიძლება ამ ამბისათვის ყურადღება არავის მიექცია, ტრიმიდან გემბანზე ამოცვენილი მეთაურების ყვირილი რომ არ გაეგონათ:
– ვიძირებით! .. ვიღუპებით!
სინამდვილეში “შოტლანდია” სახიფათოდ არ დაზიანებულა, რადგან მას შვიდმაგი კედელი ჰქონდა. დაჯახებისას კი მხოლოდ მკერდის წყალქვეშა ნაწილის გარეთა კედელი შენგრეოდა. საბედნიეროდ, საორთქლე ქვაბები იმ ნაწილში არ ყოფილა მოთავსებული. კაპიტანმა ანდერსენმა მგზავრები დაამშვიდა. “შოტლანდიამ” სამი დღის დაგვიანებით, როგორც იქნა მიაღწია ლივერპულის ნავსადგურს. ამ ამბავმა მთელი ქალაქი ფეხზე დააყენა.
კიუნარის გემის დაგვიანბა დიდი მითქმა-მოთქმის საბაბს იძლეოდა.
“შოტლანდია” გემების ხიდზე შეაგორეს. ხუროები ათვალიერებდნენ… თვალს არ უჯერებდნენ.
წყალხაზიდან ორ-ნახევარი მეტრის ქვემოთ, გემს მკერდი ერთი საჟენისოდენა ტოლფერდა სამკუთხედად ჰქონდა შენგრეული.
გოჯნახევარი რკინის კედელი ისეთი სიზუსტით იყო გაჭრილი, თითქოს საგანგებოდ გამოუჭრიათო. ამ გარემოებამ აფიქრებინათ, რომ საშინელ ცხოველს ძალზე მაგარი და უშველებეი სარქენი ან ეშვი უნდა ჰქონოდა. ადვილი წამოსადგენია, როგორ შეაშფოთებდა ეს ამბავი ხალხს.

თავი II
მითქმა-მოთქმა

ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როდესაც ვბრუნდებოდით ექსპედიციიდან, რომელიც ამერიკის შეერთებული შატტებმა მოაწყო ნებრასკას შეუსწავლელ ოლქში. საფრანგეთის მთავრობამ ამ ექსპედიციაში მიმავლინა, როგორც ბუნებისმეტყველებისა და ისტორიის მუზეუმის პროფესორი. ნებრასკაში ექვსი თქვე დავყავი. შევაგროვე ძვირფასი კოლექციები და მარტის ბოლოს უკვე ნიუ-იორკში გახლდით.
აქაც ყევლას იმ უჩვეულო ცხოველის ამბავი ეკერა პირზე. საიდუმლოებით მოცული ხმები მეც მიღვიძედა ცნობისმოყვარეობას. ყველა ჟურნალ-გაზეთი გადავიკითხე. ბევრი ვიმტვრიე თავი, მაგრამ ეს მოვლენა მაინც გამოუცნობი დარჩა ჩემთვის.
საზოგადოებაში ათასნაირი აზრი ტრიალებდა, მაგრამ ამათგან ორი თითქოს ახლო იყო სინამდვილესთან: ეს უნდა ყოფილიყო ან საგანგებოდ აღჭურვილი წყალქვეშა ნავი, ან ზღვის რომელიმე საშიში, შეუსწავლელი ცხოველი.
პიველი მოსაზრება უფრო ნაკლებსარწმუნო იყო. აბა, ვინ იფიქრებდა რომ ასეთ სრულყოფილ ხომალდს კერძო პირი ააგებდა. თუნდაც აეგო, საიდუმლოდ მაინც როგორღა მოახერხებდა? შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ასეთი წყალქვეშა ნავი ერთ-ერთმა სახელმწიფომ ააგო, მაგრამ ეს მოსაზრება არ დადასტურდა. ყველა სახელმწიფო აცხადებდა, ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცითო.
ესეც არ იყოს, იგი ხომ არც ერთი სახელმწიფოს გემს არ ინდობდა, ყვლას ერთნაირად ღუპავდა.
მეორე მოსაზრება პრესამ გააშარჟა, მაგრამ უნდა გვეფიქრა, რომ ის მართლაც ზღვის რომელიმე უცნობი, საშიში ცხოველი იყო.
იმ ხანებში გამოიცა ჩემი ნაშრომი – “ზღვის უფსკრულების საიდუმლოებანი”, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მეცნიერმა ბუნებისმეტყველებმა. ამიტომაც “ნიუ-იორკ ჰერალდის” რედაქციამ, როგორც ამ წიგნის ავტორს, წერილით მომმართა, – ამ საიდუმლოებით მოცული უცნაური მოვლენის შესახებ თქვენი აზრი გამოთქვითო. ადრეც მოუმართავთ ჩემთვის ასეთი წინადადებით, მაგრამ პასუხს ყოველთვის თავს ვარიდებდი. ახლა კი, როგორც იტყვიან, გასაქანი აღარ მქონდა და ძალაუნებურად, ხმა უნდა ამომეღო.
მეც ავდექი და იმავე გაზეთის 30 აპრილის ნომერში მოვათავსე წერილი, სადაც ვამბობდი: “ყველა არსებული მოსაზრება ავწონ-დავწონე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, მართლაც არსებობდეს წარმოუდგენლად ღონიერი ზღვის ცხოველი. ოეკანის ღრმა უფსკრულებს ნაკლებად ვიცნობთ; არ ვიცით, მაგალითად, რა ცხოველები ბინადრობენ თორმეტი-თხუთმეტი მილის სიღრმეში, სადამდეც ჯერჯერობით არც ერთ ლოტს არ ჩაუღწევია.
ამიტომ ადვილი შესაძლებელია, ჯერ არ ვიცნობდეთ ყველა იმ ცხოველს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე არიან.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამქვეყნად არაერთი უცნობი ცხოველია, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სადღაც ბინადრობს უზარმაზარი ცალკბილა, რომელიც ოკეანის უღრმეს უფსკრულებს ეტანება. დროდადრო კი რაიმე მიზეზის გამო წყლის ზედა ფენებსაც ესტურება ხოლმე.
ჩვეულებრივი ცალკბილა სიგრძით 60 ფუტს აღწევს და შიეარაღებულია ხმლისმაგვარი ძვლის სარქენით, რომელიც სიმკვრივით ფოლადს არ ჩამოუვარდება. ერთი ასეთი ეშვი დღესაც ინახება პარიზის მუზეუმში, მისი სიგრძე 2 მეტრი და 25 სანტიმეტრია, სიგანე კი, ეშვის ძირში 48 სანტიმეტრს შეადგენს.
წარმოვიდგინოთ ათჯერ ამაზე დიდი ცალკბილა, რომელიც საათში 20 მილის სიჩქარით მოძრაობს! მისი სიდიდე მოძრაობის სიჩქარეზე რომ გავამრავლოთ, ისეთ მძლავრ ძალას მივიღებთ, რომელიც გემისთვის საბედისწერო გახდება.
მაშასადამე, რადგანაც ხელთ არა გვქვს უფრო დაწვრილებითი ცნობები, წარმოვიდგინოთ, რომ ეს საშინელი ცხოველი არის ბუმბერაზი ცალკბილა!
მხოლოდ ამგვარად თუ შეიძლება აიხსნას ეს საიდუმლო მოვლენა, თუკი მთელი ეს ამბავი მსუბუქი ფანტაზიის ნაყოფი არ არის!”
ეს უკანასკნელი სიტყვები იმისთვის ჩავურთე, რომ საჭიროების შემთხვევაში თავის დაძვრენის საშუალება მქონოდა. გულში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ “საშინელი ცხოველი” ნამდვილად არსებობდა, თანაც მინდოდა ჩემი როგორც მეცნირის ღირსება დამეცვა და ამერიკელთა დასაცინი არ გავმხდარიყავი.
წერილმა დიდი შთაბეჭდილბა მოახდინა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ზღვის “საშინელი ცხოველი” მართლაც არსებობდა. საზოგადოეამ მთავრობას მოსთხოვა ამ ცხოველის განადგურება. რადგანაც საზღვაო მიმოსვლა სახიფათო გახდა.
საზოგადოებრივ აზრს ყველაზე ადრე შეერთებული შტატები გამოეხმაურა და ცალკბილას გასანადგურებლად ექსპედიციის სამზადისს შეუდგა. ამ მიზნით გაამზადეს სწრაფმავალი ფრეგატი “აბრამ ლინკოლნი”. კაპიტნად დანიშნეს გამოცდილი მეზღვაური – ფარაგუტი. გემი მზად იყო ზღვაში გასასვლელად. მხოლოდ ახალ ცნობას ელოდა საშინელი ცხოველის შესახებ. ცნობაც მალე მოვიდა: 20 ივნისს იტყობინებოდნენ – ეს ცხოველი სამი კვირის წინათ შეემჩნიათ ერთ გემს, წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილში.
სწორედ იმ დღეს, როდესაც სამი საათი იყო დარჩენილი “აბრამ ლინკოლნის” ზღვაში გასვლამდე, შეერთებული შტატების მთავრობისაგან შემდეგი შინაარსის დპეშა მივიღე:
ბატონ არონაკსს!
პრიზის მუზეუმის დირექტორს, სასტუმრო “მეხუთე ავენიუ”
ნიუ-იორკი.
მოწყალეო ხელმწიფევ!
თუ თქვენ მოისურვებთ შეუერთდეთ “აბრამ ლინკოლნის” ექსპედიციას, შეერთებული შთატების მთავრობა სიამოვნებით შეხვდება ამ ამბავს და ჩათვლის, რომ საფრანგეთი თქვენი სახით მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. კაპიტანი ფარაგუტი თქვენს განკარგულებაში გამოყოფს ცალკე კაიუტას.
გულითადი პატივისცემით, საზღვარო მინისტრი ჟ. ბ. ჰობსონი.

თავი III
ჩემი მხსნელი

მოგზაურობით მოქანცულს მართალია ძალიან მენატრებოდა მშობლებისა და მეგობრების ნახვა, მაგრამ არც კი დავფიქრებულვარ, ისე გადავწყვიტე გავყოლოდი ექსპედიციას.
ვინ იცის, იქნებ ის ცალკბილა, ევროპის წყლებში ჩავიგდოთ ხელში, – ვფიქრობდი მე, – მაშინ ხომ პარიზის ზოოლოგიურ მუზეუმს ჩავუტან მისი სარქენის ნაჭრს, ნახევარ მეტრს მაინც.
– კონსეი! – გავძახე მოუთმენლად.
კონსეი ჩემი მსახური იყო, კარგა ხანია ჩემთან ცხოვრობდა და ყოველი მოგზაურობისას თან დამყავდა. ამ ნამდვილ ფლამინდიელს, ბუნებით ფლეგმატიკოსს და დინჯს, ვერაფრით გააკვირვებდი. არ უყვარდა რჩევის მიცემა, არფერს გეტყოდათ მაშინაც კი, როდესაც დაეკითხებოდით. ამ მხრივ, დიდად არ განირჩეოდა სხვა მსახურებისაგან, მაგრამ ამვე დროს, მოხერხებული, შორიმისმოყვარე და საზრიანი ახალგაზრდ გახლდათ.
იგი მუდამ ბოტანიკური ბაღის მეცნიერთა შორის ტრიალებდა. ბევრი რამ ისწავლა მათგან. ცხოველთა კლასიფიკაციის ნამდვილი სპეციალისტიც გახდა. მთელი მთელ თავისუფალ დროს ცხოველთა კლასებად დანაწილებას ახმარდა, თუმცა სინამდვილეში რომ ენახა, ვეშაპს კაშალოტისგან ვერ გაარჩევდა.
– კონსეი! – გავძახე ისევ და საჩქაროს შევუდექი ბარგის ჩალაგებას.
კონსეი შემოვიდა. არც კი მითქვამს, საით ვაპირებდით გამგზავრებას, რადგანაც ვიცოდი, რომ ქვეყნიერების დასასულამდე უსიტყვოდ გამომყვებოდა.
– კონსეი, სწრაფად მოემზადე გასამგზავრებლად! ორი საათის შემდეგ გავდივართ.
– თუკი ეს აუცილებელი გახლავთ!
– ჩანთებში ჩაალაგე ჩემი სამგზავრო ნივთები, ტანისამოსი, თეთრეული… ოღონდ რაც შეიძლება სწრაფად!
– მერე კოლექციები?
– კოლექციები ჯერჯერობით აქ დარჩება, სასტუმროში. მერე გადაგზავნიან პარიზში.
– მაშ, პარიზში არ მიბრძანდებით?
– არა! თუმცა მცირე ხნის შემდეგ პარიზში ვიქნებით, ახლა კი “აბრამ ლინკოლნს” გავყვებით განთქმული ცალკბილას საძებნელად.
– თუკი ეს აუცილებელი გახლავთ! – მორჩილად მიპასუხა კონსეიმ.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ბარგი ჩალაგებული გვქონდა. სასტუმროს მეპატრონეს ანგარიში გავუსწორე და განკარგულება დავუტოვე, ჩემი კოლექციები პარიზში გადაეგზავნათ. ვთხოვე აგრეთვე, განსაკუთრებით კარგად მოევლოთ ინდოეთის ზღვის ბაჭიებისათვის. ამის შემდეგ მე და კონსეი კარტერში ჩავსხედით.

თავი IV
“აბრამ ლინკოლნი”

ნახევარ საათში ნავსადგურს მივადექითიდა “აბრამ ლინკოლნზე” ავედით. გემის ბაქანზე კაპიტანი ფარაგუტი ვიკითხე. ერთი მეზღვაური გამიძღვა. მოხდენილი, სანდომიანი სახის ახალგაზრდა კაცი შემომეგება, რომელმაც ხელი გამომიწოდა და მკითხა:
– პროფესორი არნოკასი ბრძანდებით?
– გახლავართ, – ვუპასუხე, – კაპიტანი ფარაგუტი?
– დიახ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დიდად მოხარული ვარ. თქვენთვის კაიუტა მზად გახლავთ.
თავის დაკვრით გამოვეთხოვე. არ მინდოდა მომცდინა და ჩემი კაიუტისაკენ გავეშურე. კაიუტით კმაყოფილი დავრჩი. კონსეი ჩვენი ბარგის მილა-მოლაგებას შეუდგა. მე კი გემბანზე გამოვედი და სიამოვნებით ვუცქერდი გამგზავრების სამზადისს.
ორთქლის ქვაბები უკვე აემუშავებინათ. კაპიტანმა განკარგულება გასცა, გემი დაძრულიყო. ბაგირები ახსნეს, “აბრამ ლინკოლნი” მედიდურად დაიძრა, უკან ხალხით გაჭედილი იალქნიანი სამხედრო ნავები მოსდევდა. სანაპიროს ციხესიმაგრეები ზარბაზნების სალუტიტ გვაცილებდნენ. სანაპირო ცნობისმოყვარე ხალხით გაჭედილიყო და ყიჟინით ეთხოვებოდნენ გემს.
“აბრამ ლინკოლნმა” სამჯერ დაუშვა და კვლავ აღმართა ამერიკული დროშა, რომელზედაც ოცდაათი ოქროს ვარსკვლავი ბრწყინავდა. გემმა სვლას უმატა და საღამოს 8 საათზე ატლანტის ოკეანის კუპრივით შავ ტალღებს მისცა თავი.
კაპიტანი ფარაგუტი ჩინებული მეზღვაური გამოდგა – ღრსი მშვენიერი ფრეგატისა, რომელსაც ასევე ჩინებულად მეთაურობდა. მას ახლა მთელი თავისი არსებით, უყოყმანოდ სწამდა საშინელი ცხოველის არსებობის, ფიცი დაედო, რომ უსათუოდ მოსპობდა ამ ცხოველს და ხშირად იმეორებდა – ან მე მოვსპობ ცალკბილას, ან ის მომსპობსო.
გემის ეკიპაჟიც კაპიტნის აზრს იზიარებდა და ყველა გაფაციცებით ზვერავდა ზღვას.
კაპიტანმა ფარაგუტმა 2000 დოლარი აღუთქვა მას, ვინც პირველი შეამჩნევდა ცხოველს. ადვილი წარმოსადგენლია, თუ რა გულმოდგინებით ავარჯიშებდნენ მხედველობას მეზღვაურები.
სხვებს არც მე ჩამოვრჩებოდი და გულმოდგინებას არ ვაკლებდი – ყოველდღირად ვზვერავდი გარემოს. “აბრამ ლინკოლნი” ახლა შეიძლებოდა “ასთვალა არგუსად” მოგვენათლა. მხოლოდ კონსეი ეკიდებოდა გულგრილად ჩვენს გატაცებას და საერთო შემართებას არ იზიარებდა.

თავი V
ნედ ლენდი

ჩვენს გემზე იყო მებარჯეების მეფე – ნედ ლენდი. ამ კანადელს არაჩვეულებრივად მარჯვე ხელი ჰქოდა და თავის სახიფათო ხელობაში ბადალი არ ჰყავდა. მისი სიმარჯვე და გულგრილობა, გამბედაობა და მოხერხებულობა ყოველთვის უმაღლეს წერტილს აღწევდა. ძალიან გაქნილი ვაშაპი უნდა ყოფილიყო ან მეტისმეტად ცბიერი კაშალოტი, რომ მის ნატყორცნ ბარჯს გაქცეოდა.
ნედ ლენდი ორმოცი წლისა იქნებოდა. მაღალი, პირქუში, გულჩახვეული და მორიდებული კაცი იყო, მაგრამ ზოგჯერ გაშმაგებაც იცოდა. ეს მაშინ, თუ ვინმე უმართებულოდ შეუბრუნედა სიტყვას. მოთმინებას კარგავდა და დიდ აურზაურსაც ატეხდა ხოლმე. ჩემი ყურადღება მისმა ახოვანმა გარეგნობამ მიიპყრო.
ჩემი აზრით, კაპიტან ფარაგუტს გონივრული გადაწყვეტილება მიეღო მისი გემბანზე მოწვევით. მებარჯის მკლავის სიმარჯვე და მახვილი თავლი მთელი ეკიპაჟად ღირდა. ნამდვილ ტელესკოპს ხომ არაფრით ჩამოუვარდებოდა და ამავე დროს, ზარბაზნის მაგივრობის გაწევაც შეეძლო, ნებისმიერ სასურველ წუთს!
ნედი წარმოშობით კანადელი ფრანგი იყო და თავისი ძველი ფრანგულით მხიბლავდა. თვითონ ძალზე მიუკარებელი მეჩვენება, თუმცა თანდათან ამოიდგა ენა და დავმეგობრდით კიდეც.
სიამოვნებით ვისმენდი მის თავგადასავალს, რომელიც პოლარულ ზღვაში გადახდომია. მარტივად და გაუზვიადებლად მიყვებოდა მებადურებისა და ვეშაპებზე მონადირეთა ამბებს. ერთმანეთთან ჩვენ იმ მეგობრობამ დაგვაახლოვა, რომელიც იბადება და მტკიცდება საშინელი და მძიმე განსაცდელის დროს.
მამაცო ნედ, ნეტავ ასი წლის სიცოცხლე მომცა, რომ სულ შენზე ვიფიქრო და გიგონებდე.
რას ფიქრობდა ნედ ლედი საშიშ ცხოველზე? უნდა გითხრათ, რომ ნაკლებად სჯეროდა მისი არსებობის. ამ თემაზე ლაპარაკსაც კი გაურბოდა. ეს მაშინ შევამჩნიე, როდესაც მისი აზრის გაგება ვცადე.
20 ივნისის მშვენიერი საღამო იდგა. უკვე სამი კვირა იყო, რაც ნიუი-იორკიდან გამოვედით. გემი ბლანკოს კონცხის მახლობლად მიცურავდა, პატაგონიის ნაპირებიდან 30 მილის მოშორებით. თვალწინ გადაგვეშალა მაგელანის სრუტე. “აბრამ ლინკოლნს” ერთი კვირის შემდეგ წყნარ ოკეანეში უნდა შეეცურა.
მე და ნედ ლენდი გემბანის კიჩოზე ვისხედით და ვსაუბრობდით, თან გავცქეროდით საიდუმლოებით მოცულ ზღვის სივრცეს, რომლის სიღრმე ადამიანისათვის დღესაც მიუწვდომელია. სიტყვა უჩვეულო ცხოველზე ჩამოვაგდე. ვლაპარაკობდით ჩვენი მოგზაურობის შესახებ. შევატყე, რომ ნედ ლენდი მე მალაპარაკებდა, თვითონ დუმდა. მაშინ პირდაპირ ვკითხე:
– რას ფიქრობთ, ლენდ? ამ ცხოველის არსებობისა არ გჯერათ? იქნებ რაიმე საფუძველი გაქვთ?
– ნედ ლენდმა ერთხანს უსიტყვოდ მიცქირა, მერე ჩვეულებისამებრ შუბლზე იტკიცა ხელი, ცალი თვალი მოჭუა, თითქოს იგონებსო რამესო და მიპასუხა:
– იქნებ, მქონდეს კიდეც, პროფესორო.
– მაგრამ, ნედ, თქვენ ხომ მებარჯე ხართ, ხომ გინახავთ ზღვის უზარმაზარი ძუძუმწოვარა ცხოველები? განა თქვენთვის უფრო ადვილი წარმოსადგენი და დასაჯერებელი არ უნდა იყოს ვეშაპისმაგვარი ბუმბერაზი ცოველის არსებობა?
– აი, მაგაში კი ცდებით, პროფესორო, – მიპასუხ ნედმა, – უბირ ხალხს რომ სჯეროდეს არსებობა რაღაც ავისმომასწავებელი კომეტებისა და წარღვნამდელი საშინელი ცხოველებისა, რომლებიც ვითომაც მიწის შუაგულში ბინადრობენ, ეს მათ ეპატიებათ, მაგრამ სწავლულეს ხომ სასაცილოდ მიაჩნიათ ეს არაკები. ჩემს სიცოცხლეში არა ერთსა და ორ ზღვის ცხოველზე მინადირია, ბევრი განმიგმირავს ბარჯით, ბევრიც დამიხოცავს, მაგრამ არასოდეს მინახავს ისეთი კუდიანი და ეშვებიანი ცხოველი, რომელსაც შეეძლოს რკინაგადაკრული გემის გახვრეტა…
– მაგრამ, ჩემო კეთილო ნედ, ნამდილად ირწმუნებიან, ცალკბილა კედელს ხვრეტსო!
– ფიცრული გემის კედელი რომ იყოს, კიდევ შეიძლება, – მიპასუხა კანადელმა, მაგრამ მე ამის მსგავსიც არ შემხვედრია და სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, მუდამ ვიტყვი, რომ ასეთი ეშვებიანი ცხოველები ზღვაში კი არა, ზღაპრებში ბინადრობენ.
– მომისმინეთ, ნედ…
– რა უნდა მოგისმინოთ, პროფესორო? მოსასმენი არაფერია! ტყუილად ირჯებით! უმჯობესია, სხვა რამე დაასახელოთ, ოღონდ ცალკბილა არა.. აი, თუ გნებავთ, რვაფეხა, სპრუტი. სპრუტი რაც უნდა იყოს…
– სპრუტი როგორ შეიძლება, ნედ?! ის ხომ უძვლო ცხოველია, ლოკოკინას ჯიშისა… სპრუტი ან რვაფეხა, ხუთასი ფუტის სიგრძისაც რომ იყოს, ვერაფერს ავნებს ისეთ გემს, როგორიც არის “შოტლანდია” ან თუნდაც “აბრამ ლინკოლნი”. აი, ნამდვილი ზღაპარი, თუ გნებავთ, სწორედ ეგ არის.
– და თქვენ მართლა დაიჯერეთ, რომ ზღვაშია მოკალათებული ასე დუდეარი ვეშაპი?! – ცოტა არ იყოს, დაცინვით მითხრა ნადმა.
– დიახ, ნედ, მჯერა! ფაქტებს ვეყრდნობი და მჯერა, რომ არსებობს არაჩვეულებრივი ღონის ძუძუმწოვარა ცხოველი, რომელიც ეკუთვნის ვეშაპის, კაშალოტის, ზღვის ღორის, სელაპის ან სხვა ჯიშს, თანაც შეიარაღებულია მკვიდრი სარქენით. ისეთი სარქენით, რომ…
– ჰმ! – ჩაიფრუტუნა ნედმა ისეთი ადამიანივით, რომელსაც ვერაფრით დააჯერებ.
მე მაინც განვაგრძე:
– მხედველობაში მიიღეთ, ნედ, რომ თუკი ასეთი ცხოევლი არსებობს, თუკი ის ოკეანის ფსკერზე ბინადრობს და იშვიათად წყლის ზედა ფენებსაც ეწვევა, მისი ორგანიზმი ისეთი ღონიერი და მძლავრი იქნება, რომ ბადალი არ ეყოლება…
– მერე რისთვის სჭირდბა ასეთი ორგანიზმი? – შემეკითხა კანადელი.
– იმისთვის, რომ უსაზღვრო ძალ-ღონეა საჭირო ოკეანის სიღრმეში გსაძლებლად, ზედა ფენების წნევის ასატნად.
– მართლა? – წარმოთქვა ნედმა და მომაჩერდა.
– მართლა! ადვილად შემიძლია ციფრებით დაგარწმუნოთ! – ვუპასუხე მე.
– ო, ეგ ციფრები, – მიპასუხა ნედმა, – ციფრებს საითაც გნებავთ, იქით მიატრიალებთ.
– ეგ, შეიძლება აღებ-მიცემობაში იყოს ასე, ნედ, მაგრამ მათემატიკაში კი არა. აი, მომისმინეთ: წარმოვიდგინოთ ერთი ატმოსფეროს წნევა 34-ფუტიანი წყლის სვეტის სახით. თუმცა წყლის სვეტი შეიძლება ამაზე დაბალიც კი ავიღოთ, რადგანაც აქ საქმე გვაქვს ზღვის წყალთან, რომელიც სასმელ წყალზე უფრო მკვრივია. როდესაც ზღვაში ჩაყვინთვისას ზემოდან გაწვებათ 34 ფუტის სიმაღლის წყალი, თქენი სხეული უძლებს ერთი ატმოსფეროს წნევას. აქედან უნდ დავასკვნათ, რომ 340 ფუტის სიღრმეზე წნევა იქნება 10 ატმოსფროს ტოლი, ხოლო 3400 ფუტის სიღრმეზე – 100 ატმოსფეროსი. მაშასადამე, თქვენ რომ ოკეანის ასეთ სიღრმემდე მიაღწიოთ, მაშინ თქვენ სხეულის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრს 1000 კილოგრამის სიმძიმე დააწვებოდა. მერე, იცით, მეგობარო, რამდენ კვადრტულ სანტიმეტრს შეიცავს თქვენი სხეულის ზედაპირი?
– წარმოდგენაც არა მაქვს, პოფესორო.
– ჩვიდმეტი ათასამდე.
– მართლა?!
– და რადგანაც ატმოსფერული წნევა ჩვეულებრივ თითო სანტიმეტრზე ერთ კილოგრამს ჭარბობს, ამის გამო თქვენი 17 000 კვადრატული სანტიმეტრი, აი, ამ წუთსაც, 17 570 კილოგრამის წნევას უძლებს.
– მე კი აინუნშიაც არ მომდის და!…
– თქვენ აინუნშიაც არ მოგივათ! მთელიეს სიმძიმე ტაბაკივით არ გაბრტყელებთ, რადგანაც თქენი სხეული გაჟღენთილია ჰაერით, რომელიც შიგნიდანაც ასეთივე ძალით აწვება. აქედან წარმოდგება თანაფარდობა გარეგანი და შინაგანი წნევისა, რომელიც ერთიმეორეს აბათილებს და თქვენ სასუალება გეძლევათ, გაუძლოთ ამ წნევას, მაგრამ წყალსი სულ სხვაა…
ციფრებმა, ცოტა არ იყოს, შეაფიქრიანა კანადელი, მაგრამ მაინც არ ტყდებოდა.
– აბა, ნედ, დარწმუნდით თუ არა?
– პროფესორო, თქვენ მხოლოდ იმაში დამაჯერეთ, რომ თუ ზღვის ჯუღრმულებში მსგავსი ცხოევლი ბუდობს, მართლაც ასეთი ღონიერი იქნება, როგორც თქვენ ბრძანეთ.
– მერე, თუკი ასეთი ცხოველი არ არსებობს, რით უნდა ავხსნათ “შოტლანდიის” შემთხვევა, ჯიუტო კაცო?
– იქნებ… – გაუბედავად დაიწყო ნედმა.
– აბა, თქვით, თქვით, ნედ!
– იმით, რომ… ეგ ამბავი მართალი არ არის! – მიპასუხა ნედმა.
მაგრამ ეს პასუხი მხოლოდ მის სიჯიუტეს ამტკიცებდა და სხვა არაფერს.
იმ დღეს არ ჩავციებივარ.

თავი VI
ალალბედზე

“აბრამ ლინკოლნს” ერთხანს არაფერი გადახდენია თავს. ნედ ლენდს მხოლოდ ერთხელ მიეცა თავისი სიმარჯვისა და ოსტატობის გამოჩენის შემთხვევა.
30 ივნისს მალვინის კუნძულების მახლობლად ჩვენს ფრეგატზე გზად შემოეყარა ვეშაპზე მონადირე ამერიკული გემი “მონროე”. მაშინვე იმ ცხოელის ამბავი ვკითხეთ. თვალი არსად დაგვიკრავსო, – გვიპასუხეს.
“მონროეს” კაპიტანს სცოდნია თურმე, “აბრამ ლინკოლნზე” რომ ნედ ლენდი იმყოფებოდა და კაპიტან ფარაგუტს სთხოვა:
– აქ ახლოს ვეშაპი გვეგულება და იქნებ დაგვეხმაროთ…
– ბრძანეთ, თუკი შევძლებ…
– ნება დართეთ ნედ ლენდს, ერთი საათით მოგვეხმაროს ნადირობაში.
კაპიტანი, რა თქმა უნდა, დათანხმდა. თვითონაც უნდოდა ენახა მებარჯის ოსტატობა.
მაშინ ნედ ლენდმა ისე ისახელა თავი, რომ ერთის მაგივრად ორი ვეშაპი განგმირა ბარჯით – ერთს პირდაპირ გულში გაუყარა, მეორეს კი ზურგიდან წამოეწია.
– თუ ის ცხოველი ჩვენს გემს მოაწყდა, თავდებად ვერ დავუდგები, რომ ნედ ლენდის ბარჯს დაუსლტეს, – გავიფიქრე.
ჩვენმა გემმა სწრაფად ჩაუარა ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირებს.
3 ივლისს, მაგელანის სრუტის შესასვლელს მივაღწიეთ დევას კონცხის მახლობლად, მაგრამ კაპიტანმა არ მოინდომა ამ ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული გზით წასვლა და ჰორნის კონცხს გარს შემოუარა. ეს გადაწყვეტილება ეკიპაჟსაც მოეწონა. იმასაც ამბობდნენ, ასეთი ვიწრო სრუტეში ის უზარმაზარი ცხოველი ვერც გაეტევაო.
6 ივლისს, ნაშუაღამევს 3 საათზე, “აბრამ ლინკოლნმა” სამხრეთიდან თხუთმეტ კილომეტრზე შემოუარა ჰორნის კონცხს.ეს სახელი მას ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა დაარქვეს.
აქედან გეზი შევიცვალეთ და ჩრდილო-დასავლეთისკენ ვიბრუნეთ პირი.
მეორე დღეს ჩვენი გემი უკვე წყნარ ოკეანეში მისრიალებდა.
– ფხიზლად იყავით! – ამხნევებდნენ ერთმანეთს მეზღვაურები.
სიმართლე უნდა ითქვას, არავის ჩასთვლემია, არავინ გაჩერებულა უსაქმურად. ყველა გაფაციცებით ზვერავდა და აკვირდებოდა ზღვის სივრცეს. რა თქმა უნდა, ჯილდოდ დაწესებულ 2000 დოლარსაც თავისი მომხიბლაობა ჰქონდა. მეზღვაურები წამითაც არ ასვენებდნენ არც თვალს, არც დურბინდებს. დღისით თუ ღამით ყველა ოკეანეს მისჩერებოდა. ბეცებსაც ფასი დაედო, ჯანსაღი მხედველობის პატრონთ შურდათ კიდეც მათი, რადგანაც ღამის სიბნელეში უკეთესად ხედავენ. მაშასადამე, შეიძლებოდა ჯილდო უფრო ადვილად მიეღოთ.
თუმცა ფულის დარდი არ მქონდა, მაგრამ გულმოდგინედ ზვერვაში არავის ჩამოვრჩებოდი: ხელდახელ ვსადილობდი, ზეზეურად თუ წავთვლემდი ცალი თვალით. ჩემთვის არც პაპანაქება იყო, არც თავსხმა, – გემბანს არ ვცილდებოდი.
რამდენი ტყუილუბრალო გულხეთქება გამოვიარეთ! სადმე თავის მოშავო ზურგს ამოატივტივებდა ვეშაპი და ყველას ნერვიული ციებ-ცხელება აგვიტყდებოდა. ერთ წუთში მთელი გემბანი გაივსებოდა, ქვედა კაიუტებიდან გრიგალივით ამოცვივდებოდნენ ოფიცრები და მეზღვაურები და ყველა ერთ წერტილს მიაჩერდებოდა. თვალთ გვიბნელდებოდა. გული აჩქარებით გვიცემდა, სუნთქვა გვეხუთებოდა. მე თურმე ისე ვაბრიალებდი თვალებს, რომ უშფოთველი კონსეიმაც კი აღელვებით მითხრა:
– პროფესორო, თვალებს ასე რომ არ ძაბავდეთ, მაშინ უფრო შორსაც დაინახავდით და გარკვევითაც.
ჩვენი გულხეთქება ფუჭი გამოდგებოდა ხოლმე. “აბრამ ლინკოლნი” ცხოველისკენ გაექანებოდა და უცებ ჩვენ თვალწინ ზღვის სირღმეში ჩაყვინთავდა ჩვეულებრივი ვეშაპი, რომელსაც ჩვენი წყრომა და შეჩვენება მისდევდა.
მშვენიერი ამინდი იდგა. მშვიდად მივცურავდით. სამხრეთის სფეროზე ივლისი ხომ ევროპის იანვარს უდრის. ზღვა გარინდულიყო და ირგვლივ არაჩვეულებრივი სანახაობა იშლებოდა.
ნედ ლენდი მაინც ჯიუტად ადგა თავის აზრს. თუ სადმე ვეშაპი არ ჩანდა, გემბანზეც არ ამოდიოდა. ზღვის დანახვაც კი ეზარებოდა. მისი საოცრად მახვილი თვალი კი დიდად გამოსადეგი იყო. ეს ჯიუტი კანდელი დღეში თორმეტი საათიდან რვა საათს კაიუტაში ატარებდა – ან ეძინა, ან კითხულობდა. ათასჯერ მაინც ვუსაყვედურე ასეთუ გულგრილობისათვის, მაგრამ ასე მპასუხობდა ხოლმე:
– თუ ასეთი ცხოევლი ნამდვილად არსებობს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენ მას მივაგნოთ. ან როგორ მივაგნებთ? ჩვენ ხომ ალალბედზე მივცურავთ. ამბობენ, ის მხეცი წყნარ ოკეანეში უნახავთო. კეთილი და პატიოსანი, ვთქვათ, უნახავთ კიდც. მას შემდეგ ხომ ორი თვეა გასული: მერედა, ის მხეცი აქვე ზის სადმე და გველის? როგორც მისი “ონავრობის” ამბებიდან ჩანს, ერთ ადგილას გაჩერება არ ჰყვარებია, თვითონ არა ბრძანეთ, – არაჩვეულებრივად სწარაფად მოძრაობსო?! ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ვისაც რაიმე ნიჭი აქვს მომადლებული, ტყუილუბრალოდ არა აქვს, ალბათ საქმეში გამოსაყენებლად სჭირდება. მაშასადამე, თუკი ცალკბილა სადმე ნამდვილად არსებობს, ჩვენ მის კვალსაც ვერ მივაგნებთ.
აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა. ჩვენ მართლაც ბრმებივით დავცურავდით ალალბედზე, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ცხადია, შეუძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ ცალკბილას უსათუოდ წავაწყდებოდით სადმე, მაგრამ ჩვენს შორისმაინც არ მოიძებნებოდა მეზღვაური, რომელიც არ დადებდა სანაძლეოს, ცალკბილას ვერ მივაგნებთო. ‘
20 ივლისსს თხის რქის ტროპიკს გავცილდით გრძედის 105″-ზე, ხოლო 27 ივლისს 110 მერიდიანზე ეკვატორი გადავჭერით.
აქედან გემი დასავლეთისაკენ გაბრუნდა და წყნარი ოკეანის შიდაზღვებში შეცურადა. კაპიტანი ფიქრობდა, და სამართლიანადაც – უმჯობესი იქნბოდა, ღრმა ადგილებში გვევლო, ხმელეთი და კულძულები შორს დაგვეტოვებინა, რადგან ეტყობა “მხეცი” ერიდებოდა ასეთ ადგილებს, – ალბათ იმისთვის, რომ თავთხელ წყალში ვერ იმართება! – განმარტა ბოცმანმა.
ჩვენმა გემმა შორიდან ჩაუარა პომოტი, მარკიზის და სანდვიჩის კუნძულებს, კირჩხიბის ტროპიკი გრძედის 132″-ზე გადასერა და ჩინეთის ზღვებისაკენ იბრუნა პირი.
ბოლოს იმ ადგილადე მივაღწიეთ, სადაც ცალკბილას “ონავრობა” ჩაუდენია. ცოდვა გამხელილი სჯობს, ყველანი ცოცხალ-მკვდრებს დავემსგავსეთ, გული გამალებით გვიცემდა და საშინელების მოლოდინში ადამიანებს აღარ ვგავდით. მე ვერც შევძლებ იმის აღწერას, თუ როგორ ნერვიულობდა მთელი ეკიპაჟი. არც ჭამა გვახსოვდა, არც ძილი. საშინელ გულისხეთქვასა და წამებას განვიცდიდით დღეში ოცჯერ მაინც: ან თვალი მოატყუებდა ვინმეს, ან რომელიმე მეზღვაური უცაბედად ამოიოხრებდა,ან დაიყვირებდა რამეს… ასეთი განუწყვეტელი დაძაბულობა ნერვებს გვიშლიდა, ჯანს გვილევდა და მოქანცულობის სენით გვაავადებდა.
ასეც დაგვემართა. უკვე სამი თვე იყო (ყოველი თვე საუკუნედ იქცა ჩვენთვის), რაც “აბრამ ლინკოლნი” წყნარი ოკეანის წყლებში აქეთ-იქით აწყდებოდა, დაძრწოდა: ყოველი მიმართულებით გადასერა ეს სივრცე ცალკბილას დევნაში, ხან ერთი მხრიდან მეორისკენ იზამდა პირს, ხან მიტრიალდებოდა, მოულოდნელად შეჩერდებოდა, ისევ მიუხვევდა, გეზს იცვლიდა. ხან უმატებდა სვლას, ხან უკლებდა; ამგვარი ხეტიალით შეიძლება ისედაც საფრთხეში აღმოვჩენილიყავით.
იაპონიის ნაპირებიდან ამერიკამდე მთელი ოკეანის სივრცეც დაწვრილებით გამოვიკვლიეთ, მაგრამ ამაოდ. არაფერი გვინახავს თვალუწვდენელი, უსაზღვრო ზღვის გარდა. ვერსად ვნახეთ რაიმე ნიშანწყალი ცალკბილას მსგავსისა, არ წყალქვეშა კლდე, არც გემის ნამსხვრევები, არც მცურავი კუნძული ან ბორცვი.
ერთი სიტყვით, არაჩვეულებრივი და ზებუნებრივი არაფერი ჩანდა.
ყელას მოწყენილობა დაეტყო, ეჭვმა დაიბუდა გულში. “აბრამ ლინკოლნზე” სასოწარკვეთამ მოიკიდა ფეხი. ერთმანეთში არეულიყო სირცხვილისა და სიბრაზის გრძნობა. რცხვენოდათ, რომ ასე გაწბილდნენ, ჭორებს აჰყვნენ. აუტანელი იყო ეს გრძნობა, მაგრამ უფრო ძნელი ასატანი გახლდათ იმედის გაცრუება.
ადამიანი მუდამ დაუდევარია, ცვალებადი, ერთი უკიდურესობიდან მეორში ადვილად ვარდბა. ახლაც ასე მოხდა. ექსპედიციის ყველაზე უფრო გულმხურვალე და მგზნებარე მომხრენი ახლა მისი წინააღმდეგნი გახდებიან. ასეთი სულისკვეთება მოედო გემის ერდოებს, მეღუმელეთა სკამებს, ოფიცერთა კაიუტებს.
კაპიტან ფარაგუტს ჯიუტი ხასიათი რომ არ ჰქონოდა, გემი უსათუოდ სამხრეთისაკენ იბრუნებდა პირს.
მაგრამ ბოლოს და ბოლოს, კაპიტნის სიჯიუტეც გატყდა. “აბრამ ლინკოლნის” ეკიპაჟი თავის თავს ვერაფერში დასდებდა ბრალს. ან კი რაში უნდა დადო ბრალი, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შეასრულეს. ასეთი მოთმიენბა და გულმოდგინება ამერიკული ფლოტის მეზღვაურებს არასოდეს ახსოვთ. მაგრამ თუ ყოველივე ცდამ უნაყოფოდ ჩაიარა, რა იმათი ბრალია? მათ პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. მაშასადამე, ერთიღა დარჩენოდათ – შინ დაბრუნება.
სწორედ ასე მოახსენეს კაპიტანს. კაპიტანმა ფარაგუტმა კი ეს ამბავი ძალიან შორს დაიჭირა. იგი თავის აზრზე მტკიცედ და ჯიუტად იდგა. მეზღვაურებს არ მოსწონდათ კაპიტნის ასეთი სიჯიუტე, უკმაყოფილეას აღარ ფარავდნენ და ნაძალადევად მუშაობდნენ.
მართალია, გემზე აშკარა ამბოხება არ მომხდარა, მაგრამ კაპიტანს რომ კეთილგონიერება არ გამოუჩენია და ზომიერების ფარლგებს გასცილებოდა, მაშინ ვინ იცის, რა მოხდებოდა. ბოლოს სამი დღის ვადა ითხოვა, როგორ თავის დროზე, ქრისტეფორე კოლუმბმა. თუ ამ სამ დღეში “მხეცი” არსად გამოჩნდა, მაშინ მესაჭე სამჯერ მიატრიელებს საჭეს და “აბრამ ლინკოლნი” პირს ევროპის ზღვებისკენ იბრუნებსო.
დაპირება 2 ნოემბერს გამოცხადდა. ამ ამბავმა ერთაშად გამოაცოცხლა და გაახალისა გემის ეკიპაჟი. ისევ გულმოდგინედ დაიწყეს ზღვის ზღვერვა. ისევ გაშმაგებით ეცნენ დურბინდებს. ეს იყო უკანასკნელი გამოწვევა “მხეცისა”.
ორმა დღემგანვლო. “აბრამ ლინკოლნი” ნელი სვლით მიცურავდა და ათასგვარი საშუალებით ცდილობდა გაეღვიძებინა, აემოძრავებინა “მხეცი”, თუკი მახლობლად იმყოფებოდა სადლმე.დიდრონ ქონის ნაჭრებს გრძელი თოკით უშვებდნენ ზღვაში. ქონს კი სიამოვნებით სანსლავდნენ ზღვის ღორეი. მეზღვაურები ნავებით მოედნვნე. ყველა მხარეს “მხეცის” საძებნელად.
4 ნოემბრის საღამოც მოახლოვდა, მაგრამ ზღვის საიდუმლოება ისევ ამოუხსნელი რჩებოდა. დაპირებული ვადა მეორე დღეს თავდებოდა. 5 ნოემბერს, სწორედ შუადღის 12 საათზე, კაპიტანს თავისი სიტყვა უნდა შეესრულებინა: გაუსწორდებოდა საათის ისრები 12-ს თუ არა, გემს სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ უნდა ექნა პირი და წყნარი ოკეანე მიეტოვებინა.
მაშინ ჩვენი გემი იმყოფებოდა ჩრდილოეთ განედის 31°15´-სა და აღმოსავლეთ გრძედის 136°42´-ზე. იაპონიის კუნძულებს 200 მილიით ვიქნებოდით დაშორებული.
ღამდებოდა, საათის 8 საათი იყო. მთვარეს სქელი ნისლი ფარავდა. ზღვა წყნარად და მშვიდად ირწეოდა.
გემბანის კიჩოზე ვიდექი. კონსეი გვერდით მედგა, სივრცეს გასცქეროდა. გემის ეკიპაჟი კვლავ გულმოდგინედ აკვირდებოდა ჰორიზონტს, რომელიც თანდათან შავდებოდა და ვიწროვდებოდა. ოფიცრებს ღამის დურბინდები მოემარჯვებინათ. როდესაც მთვარე ღრუბლებში გამოაპარებდა სხივებს. ჩაკუპრული ოკეანე დროდადრო გაბრწყინდებოდა და ისევ წყვდიადში იკარგებოდა.
კონსეის გადავხედე. მომეჩვენა, თითქოს ისიც ამ ბოლო დროს გამოცოცხლებულიყო. ვინ იცის, იქნებ სიცოცხლეში პირველად გაიღვიძა მასში ცნობმისმოყვარეობამ.
– აბა, კონსეი, დღეს უკანასკნელი შანსია 2000 დოლარის მიღებისა.
– თუ პროფესორი ნებას მიბოძებს, მოვახსენებდი, რომ თავის დღეში არ მიფიქრია ამ ჯილდოს მიღებაზე და ამერიკის მთავრობას ორი ათასი კი არ ასი ათასი დოლარიც რომ დაენიშნა ჯილდოდ, ჩემგან არ იზარალებდა.
– მართალი ხარ, კონსეი! სისულელეა და ჩვენც ტყუილუბრალოდ წინდაუხედავად ჩავებით ამ საქმეში. რამდენი ძვირფასი დრო დავკარგეთ უაზროდ! რამდენი ნერვიულობა და მღელვარება გამოვიარეთ! აქამდე ხომ საფრანგეთში ექვსი თვის მისულები ვიქნებოდით…
– ბატონი პროფესორის ბინაში, – სიტყვა ჩამომართვა კონსიემ, – პარიზის მუზეუმში! ზღვის ბაჭიაც გალიაში გვეყოლებოდა ბოტანიკურ ბაღში, ცნობისმოყვარეები მოაწყდებოდნენ სანახავად.
– მართალი ხარ, კონსეი, მართალი! ახლა კი, სხვა უსიამოვნების გარდა, დაგვცინებენ კიდეც.
– მართლაც, მე მგონია, პროფესორი იმას მოიმკის, რაც დათესა…
– ნუთუ მართლა?
– რა თქმა უნდა! მეცნიერ ადამიანს, ისიც პროფესორს, არ შეშვენის ასეთი ამჩატ…
კონსეის სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ საერთო სიჩუმეში მოულოდნელად გაისმა ნედ ლენდის ყვირილი:
– არიქა! ცხოველი გამოჩნდა ჩემ პირდაპირ!

თავი VII
ძლივს

ამ ყვირილზე მთელი ეკიპაჟი ნედ ლენდისკენ გაექანა: კაპიტანი, ოფიცრები, მეზღვაურები, იუნგები, ცეცხლფარეშებიც კი გემბანზე გაჩდნენ. კაპიტანმა ბრძანა, გემი გაეჩერებინათ. ირგვლივ სრული სიბნელე ჩამოწოლილიყო. გაოცებული ვიყავი, ამ უკუნეთში, თუნდაც თავისი გამჭრიახი თვალით როგორ გაარჩია რაიმე კანადელმა… ან სახელდობრ რა დაინახა?
გული ისე მიცემდა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას ლამობსო.
“აბრამ ლინკოლნიდან” ორი კაბელტოვის მოშორებით, ზღვას თითქოს წყლის სიღრმიდან ეფინებოდა სინათლე. ეს შუქი ფოსფორულ სინათლეს არ ჰგავდა.
“მხეცი” თანდათანობით ზევით იწევდა და რამდენიმე ტუაზის სიღრმეზე იქნებოდა ზღვის ზედაპირიდან. სწორედ ის გამოსცემდა ისეთ შუქს, რომელსაც თავიანთ მოხსენებებში აღნიშნავდნენ გემის კაპიტნები.
დიდი რამ იყო ეს სხივთაფენა! თითქოს მას საოცარი მანათობელი ძალა გამოსცემდა. ამ შუქის გასწვრივ ზღვის ზედაპირზე მოგრძო წრე ისახებოდა.
– ეს ხომ ფოსფორესცირებული ორგანიზმების გროვაა, – განმარტა ერთმა ოფიცერმა.
– არა! – შევეპასუხე ღრმად დარწმუნებულმა, – ეს არის ელექტრონული თვისების სინათლე… უცქირეთ… უცქირეთ… უცქირეთ კარგად, ადგილს ინაცვლებს, ჩვენსკენ გამოექანა!
გემზესაერთო შეკივლება გაისმა.
– სმენა! – გასცა ბრძანება კაპიტანმა ფარაგუტმა, – მესაჭევ!
ყველანი თავ-თავიანთ საქმეს ეცნენ: მესაჭენი – საჭეს, მემანქანენი – მანქანებს, ცეცხლფარესები – საორთქლე ქვაბებს….
გემმა სვლას უკლო და ნახევრი რკალი შემოხაზა.
კაპიტანმა დაიძახა:
– საჭე მარჯვნივ!… წინ!.. – გემი მანათობელ საგანს გაერიდა. არასწორად ვერ გამოვთქვი: ჩვენი გემი ცდილობდა სწრაფად გარიდებოდა ცხოველს, მაგრამ ეს უცნაური მხეცი უფრო მეტი სისწრაფით დაედევნა მას… საცაა წამოეწეოდა კიდეც.
ცოცხალ-მკვდრებს დავესმგავსეთ. შიშისა და განცვიფრებისაგან ერთ ადგილზე მუნჯებივით გაქვავებულები დავრჩით… ცხოველი კი ლაღი სრიალით გვიახლოვდებოდა.. ჩვენს გემს გარს შემოუარა, თუმცა “აბრამ ლინკოლნი” საათში თოთხმეტი კვანძის სისწრაფით მიქროდა. ცხოველმა თავისი ელექტრონული სხივების შუქში გაგვხვია, მერე ერთბაშად გაგვერიდა სამიოდე მილის მანძილზე. უკან გაბრუნებული გზადაგზა ტოვებდა ბღუჯა-ბღუჯა ორთქლის ქულას, თითქოს ჩქარი მატარებლის ორთქლმავალიაო…
მაგრამ ცხოველი კვლავ ამოძრავდა და ჩვენკენ საშინელი სისწრაფით გამოექანა… რამდენიმე წუთის შემდეგ, ოციოდე ფუტის მოშორებით, უცებ შედგა და მერე ერთბაშად ჩაქრა. მაგრამ ტალღებში როდი ჩამალულა, რადგანაც მისი შუქი თანდათანობით კი არა, ერთბაშად ჩაქრა, თითქოს სინათლის ჯადოსნური სათავე დაეხშოო.
ცხოველი ახლა თურმე მეორე მხრიდან მოგვექცა, ალბათ გარს შემოგვიარა, ან გემის ქვეშ გაცურა.
წუთი წუთზე მოსალოდნელი იყო შეტაკება, რომელიც ჩვენვის საბედისწერო იქნებოდა. “აბრამ ლინკოლნის” მოძრაობა და მანევრები უკვე მაოცებდა. ისე გამოდიოდა, თითქოს მას მისდევდნენ მაშინ, როცა თვითონ უნდა გამოსდევნებოდა.
ჩემი აზრი კაპიტანს გავუზიარე.
ჩვეულებრივად უშფოთველი მისი სახე ამჟამად უსაზღვრო განცვიფრებას გამოხატავდა და მიპასუხა:
– პროფესორო არონაკს, ვერ გამიგია, რომელ არაჩვეულებრივ ურჩხულთან გვაქვს საქმე. ამ სიბნელეში არ მინდა გავიმეტო ან შევუტიო მას, რომლის შესახებაც არავითარი წარმოდგენა არა მაქვს. ურჩხულმა რომ შემოგვიტიოს, არც ის ვიცი, როგორ მოვიგერიო. სჯობს დავიცადოთ, განთიადს დაველოდოთ… მერე კი ჩვენი როლები შეიცვლება!
– აღარ ეჭვობთ, რომ ეს მძლავრი ცხოველია?
– არა!… ყველა ნიშანზე ეტყობა, რომ ეს უნდა იყოს ბუმბერაზი ცალკბილა ურჩხული, ამავე დროს, ელექტრონულიც!
– იქნებ ახლოსაც არ მიგვიკაროს, როგორც ელექტრონულმა?
– ვინ იცის, შესაძლოა, – მიპასუხა კაპიტანმა, – მით უმეტეს, თუ მას შეუძლია მეხის გამოწვევა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ცალკბილა თუ ურჩხული უსაშინლესი ცხოველი ყოფილა მთელი დედამიწის ზურგზე… ამიტომაც დიდი სიფრთხილე გვმართებს.
მთელი ღამე თვალი არავის მოუხუჭავს, ან კი ძილი ვიღას ახსოვდა. რაკი “აბრამ ლინკოლნი” დარწმუნდა, რომ სიჩქარით საშინელი ურჩხულს ვერ გაუტოლდებოდა, სვლას უკლო და ნელა მიცურავდა. თითქოს ცალკბილაც ბაძავსო, არხეინად ქანაობდა ტალღებზე. ეტყობოდა, არც ფიქრობდა ბრძოლის ველის დატოებას.
შუაღამისას ურჩხული სადღაც გაგრა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, “ჩაქრა”, როგორც უზარმაზარი ციცინათელა.
ნუთუ გაგვერიდა, თავს უშველა?
ესეც საფიქრებელი იყო.
მაგრამ პირველ საათს შვიდი წუთი რომ აკლდა, მოულოდნელად ისეთი გამაყრუებელი სტვენა და შხუილი შემოგვესმა, თითქოს უჩვეულო სიმძლავრით წყლის შადრევანმა ამოხეთქაო.
ამ დროს გემბანზე ვიდექით; კაპიტანი ფარაგუტი, ნედ ლენდი და მე. გაფაციცებით გავყურებდით ირგვლივ ჩამოწოლილ უკუნეთს.
– ნედ ლენდ, ხშირად გინახავთ, ვეშაპი რომ შადრევანივით წყალს უშვებდეს? – დაეკითხა კაპიტანი.
– ძალიან ხშირად, კაპიტანო, მაგრამ ისეთი ვეშაპი, რომლის ერთი დანახვაც ორი ათას დოლარს იძლევა, ჩემს დღეში არ მინახავს.
– დიახ, მართალი ხართ, მართალი! ჯილდო თქვენია! მითხარით, გეთაყვა, როდესაც ჩვეულებრივი ვეშაპი ნესტოებიდან შადრევანს აფრქვევეს, ასეთ ხმას გამოსცემს?
– დიახ, სწორედ ასეთს. თუმცა, ეს შხეფი უფრო მძლავრია, ღონიერი, ახლა ეჭვი აღარაა, რომ ჩვენ შემოგვიერთდა “ვეშაპის მსგავსი ცხოველი”, როგორც პროფესორი ბრძანებს ხოლმე, ნამდვილად სერიოზული საქმეა! კაპიტანო, თუ ნებას მომცემთ, განთიადისას გამოველაპარაკები მაგ “ვეშაპს”.
– რა თქმა უნდა, ნედ, თუ ვეშაპის მსგავსმაც მოისურვა თქვენი მოსმენა, – ჩავურთე მე.
– ჩემი ბარჯით თუ მივეპარე, მეტი რა გზა აქვს,რომ არ მომისმინოს! – მიპასუხა კანადელმა.
– მერე, როგორ მიეპარებით? ალბათ საჭირო ინქება ვეშაპზე სანადირო ნავის ჩაშვება? – დაეკითხა ფარაგუტი.
– რა თქმა უნდა!
– მაშასადამე, საფრთხეში ჩააგდებთ მეზღვაურების სიცოცხლეს?
– მარტო მათს კი არა, ჩემს სიცოცხლესაც!… – ისე იოლად თქვა კანადელმა, თითქოს ჩვეულებრივ ამბავზე ლაპარაკობსო.
ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა მანათობელი წერტილი კვლავ გამოჩნდა. ისეთივე კაშკაშა სინათლეს ჰფენდა, როგორც პირელად. “აბრამ ლინკოლნიდან” ხუთიოდე მილის მანძილზე დახურავდა. პირქარი იყო. ქარის ზუზუნსადა ზღვის ბორგვაში, მანძილის მიუხედაად, გარკვევით ისმოდა მისი მოქნეული ბოლოს ტალღებზე თხლაშუნი, აჩქარებული ქშენაც კი. ზღვის ზედაპირზე ჰაერის ჩასასუნთქად ამოტივტივდებული ცხოველის ფილტვებში ისეთი ხრიალით შედიოდა ჰაერი, როგორც უზარმაზარ მანქანის ცილინდრში ორთქლი. გათენებამდე თვალი არავის მოუხუჭავს, მიყურადებული ვიყავით. ყოველ წუთს მოველოდით ბრძოლის დაწყებას. რაც კი რამ სამებადურო ხელსაწყო და იარაღი გვქონდა, გემბანზე მოვათავსეთ. გატენეს ბარჯმტყორცნი, რომელიც ბარჯს ერთ მილზე ისროდა. გრძელი თოფის ისეთი მსკდომარე ტყვიებით დატენეს, რომლებიც ყველაზე ღონიერ ცხოველებსაც კი სულს გააფრთხობინებენ.
ბარჯმომარჯვებული ნედ ლენდი გემბანზე იდგა. მის ხელში ბაჯი სხვა ბევრად უფრო ძლიერ მომაკვდინებელ იარაღს არ ჩამოუვარდებოდა.
ექვს საათზე ირიჟრაჟა. განთიადის პირველ სხივებზე ერთბაშად ჩაქრა ცალკბილას ელექტრონული სინათლე. შვიდ საათზე თითქმის გათენდა. მაგრამ დილის ნისლი გადაჰკვროდა ჰორიზონტს და თვით საუკეთესო დურბინდითაც ვერაფერს გაარჩევდა ადამიანის თვალი.
ყველანი წყევლას უთვლიდნენ ჩამოწოლილ ნისლს.
ერთ-ერთ ანძაზე ავფოფხდი. ზოგიერთი ოფიცერი უკვე ანძების კენწეროებს მოჰქცეოდა.
რვა საათზე ნისლი ზღვის ტალღებს შეერია და ნელ-ნელა დაძირა ზევით… ცის კაბადონი თანდათან ფართოვდებოდა და ბოლოს მთლიანად მოიწმინდა.
უცებ გუშინდელივით შემოგვესმა ნედ ლენდის ყვირილი:
– არიქა! … გამოჩნდა მხეცი! გემის მარცხნივ!…
ყველამ იქით გაიხედა.
დაახლოებით ერთი მილის მანძილზე მოცურავდა გრძელი, მოშავო სხეული… ისეთი ძალით ატყლაშუნებდა კუდს ტალღებზე, რომ ზღვის ზედაპირი თეთრად ქაფდებოდა… ცხოველის კვალი თვალისმომჭრელ უზარმაზარ მოთეთრო ზოლად ეფინებოდა ზღვას და მის ზედაპირზე მოგრძო სხეულის კონტური ისახებოდა.
ჩვენი გემი ცხოველს უახლოვდებოდა. გაფაციცებით შევყურებდი. ოდნავ გაზვიადებულადაც მომეჩვენა ადრინდელ მოხსენებაში აღწერილი ამ ცხოველის სიდიდე. ჩემი დაკვირვებით, 250 ფუტზე მეტი არ იქნებოდა, სიგანე ზუსტად ვერ დავადგინე. ეს ცხოველი საოცრად სიმეტრიული მოყვანილობის ჩანდა.
სანამ მის თვალიერებაში ვიყავი, ნესტოებიდან ორ ტოტად ამოუშვა ორთქლი და წყალი, რომელიც შადრევანივით სცემდა 40 მეტრის სიმაღლეზე. მაშინ მივხვდი, თუ როგორ სუნთქავდა და დავასკვენი, რომ იგი ეკუთვნოდა ხერხემლიანთა გვარს.. ძუძუმწოვართა კლასს… ორპარკუჭიანთა ქვეკლასს… ვეშაპის მსგავსთა წყებას…
ეკიპაჟი მოუთმენლად ელოდა კაპიტნის ბრძანებას. კაპიტანი დიდხანს გულდასმით აკვირდებოდა ცხოველს და შემდეგ მექანიკოსს ჩასძახა!
– ორთქლი გაჩაღებულია?
– არის!
– კეთილი, ცეცხლს უმატეთ! მთელი სისწრაფით წავალთ!

თავი VIII
დევნა

ამ განკარგულებაზე სამჯერ შესძახეს “ვაშა”. ორიოდე წუთის შემდეგ, “აბრამ ლინკოლნის” საკვამლე მილებიდან ბღუჯა-ბღუჯა შავი ბოლი ამოვიდა დ გემბანზე ზანზარი დაიწყო.
“აბრამ ლინკოლნი” მხეცისკენ დაიძრა.
მან კი გულდამშვიდებით მიგვიახლოვა ნახევარი კაბელტოვის მანძილზე. შემდეგ კი აუჩქარებლად, წყალში ჩაუყვინთავად გაგვერიდა. “აბრამ ლინკოლნი” სწრაფად დაედევნა.
თითქმის საათი უშედეგოდ სდია: ცხადზე ცხადი იყო, მთელი საუკუნეც რომ გვედევნა, მაინც ვერ დავეწეოდით.
კაპიტანი ფარაგუტი სიბრაზისაგან ხშირ წვერს იგრეხდა.
– ნედ ლენდ! – დაიძახა კაპიტანმა. – რას იტყვით? ნავების ჩაშვების დრო არ არის?
– არა კაპიტანო, ვერ გირჩევთ! როგორც ვატყობ, მისი ხელში მოგდება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ თვითონაც მოისურვებს.
– მაშ, როგორ მოვიქცეთ?
– სვლას ვუმატოთ, რაც შეიძლება. მე კი, თუ ნებას დამრთავთ, რომ წამოვეწევით ბარჯს ვტყორცნი.
– წადით, ნედ, სადარაჯოზე დადექით, – უპასუხა კაპიტანმა და განკარგულება გასცა, უდიდესი სიჩქარით წაეყვანათ გემი.
ნედ ლენდი სადარაჯოზე დადგა. ცეცხლი გააძლირეს. ორთქლს უმატეს. ბორბალი ახლა წუთში ორმოცდასამჯერ ბრუნავდა. ორთქლი მილის ხუფს შხუილით ეხეთქეოდა. ზღვაში გადაისროლეს სვლის საზომი ლანგი. აღმოჩნდა, რომ გემი საათში თვრამეტ-ნახევარი მილის სიჩქარით მიდიოდა.
მაგრამ ის წყეული ცხოველიც ასეთივე სისწრაფით მისრიალედა ჩვენ წინ!
კიდევ ერთი საათი ვდიეთ, მაგრამ ჩვენ შორის მანძილი ერთი მეტრითაც ვერ შევამცირეთ.
ამერიკული ფლოტის საუკეთესო სწრაფმავალი სამხედრო გემი როგორ აიტანდა ასეთ დამცირებას! ეკიპაჟი გაშმაგდა, მეზღვაურები წყევლა-კრულვას უთვლიდნენ ცხოველს.
კაპიტანი ახლა კი აღარ იგრეხდა წვერს, არამედ იკვნეტდა.
მექანიკოსს ჩასძახა:
– ორთქლი მთლიანადაა მიშვებული?
– არის!
– ატმოსფერო რამდენია?
– ექვს-ნახევარი.
– ათამდე ავიდეს!
ეს ნამდვილი ამერიკული განკარგულება იყო!
გვერდით კონსეი მედგა და ჩაილაპარაკა:
– იცი, მეგობარო, ყოველ წუთს აფეთქება გველის.
– რა გაეწყობა! – მიპასუხა მან.
გულწრფელად მოგახსენებთ, რომ სრულიადაც არ მანაღვლებს ეს მდგომრეობა: ამგვარი საბედისწერო ნაბიჯი ჩემს ხასიათს სავსებით შეეფერებოდა.
ორთქლი მძლავრად მიუშვეს. ღუმელები ქვანახშირით გამოეტენათ. ვენტილატორებიდან ჰაერი ნიაღვარივით ეცა გავარვარებულ ნახშირს. “აბრამ ლინკოლნმა” სვლას უმატა, ანძის ძირიც კი ზანზრებდა. საკვამლე მილები მოზღვავებული კვამლის ბღუჯა გორგალს ძლივსღა იტევდა.
– რა სიჩქარეა? – იკითხა კაპიტანმა.
– ცხრამეტი მთელი და სამი მეათედი მილი, კაპიტანო!
– უფრო სწრაფად!
მექანიკოსმა მორჩილად შეასრულა ბრძანება, მაგრამ ალბათ ცხოველმა “უმატა ორთქლს” და ისიც ასეთივე სისწრაფით გარბოდა.
დიდებული სანახავი იყო ეს დევნა!
ჩემს მღელვარებას ვერ აგიწერთ!
ბარჯმომარჯვებული ნედ ლენდი სადარაჯოზე იდგა.
ცხოველმა რამდენჯერმე მიგვიშვა ახლოს.
– არიქა, წამოვეწიეთ! … დავეწიეთ!… – ყვიროდა კანადელი, მაგრამ რაწამს ბარჯის ტყორცნას დაუპირებდა, ცხოველი ელვასავით მიიწევდა წინ საათში ოცაადი მილის სისწრაფით.
ერთხელ კი ასეთი გამწარებული დევნის დროს, ჩვენ გარშემო ისეთი წრე შემოავლო, თითქოს მასხარად გვიგდებსო და ისევ წინ გასრიალდა.
სიბრაზის ყვირლი აღმოხდა ყველას. შუადღისას ჩვენი გემი იმავე მანძილით იყო ცხოველისგან დაშორებული, როგორც დილის რვა საათზე.
კაიტანმა სხვა ხერხს მიმარტა.
– ეგ წყეული “აბრამ ლინკოლნზე” სწრაფად მიცურავს. არ გაეწყობა! აბა, ვნახოთ, როგორ წაუვა ჩვენს ძაბრა ყუმბარებს! – თქვა და ბრძანა:
– გაიტენოს წინა ზარბაზანი!
ზარბაზანი თავლის დახამხამებაში გატენეს, ცხოველი ნიშანში ამიღეს, გაისროლეს. ყუმბარა რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე თავს გადაევლო ცხოველს, რომელიც ახლა ნახევარი მილის მანძილზე იქნებოდა ჩვენგან.
– სხვამ გატენოს! უფრო მარჯვემ! – ბრძანა კაპიტანმა და დაამატა: – ხუთასი დოლარი იმას, ვინც განგმირავს ამ წყეულს!
ცივი, მშვიდი სახის ჭაღარაშერეული მეზარბაზნე ზარბაზანს მიუახლოვდა – მისი სახე ახლაც თვალწინ მიდგას – გატენა, დიდხანს უმიზნა, ზარბაზანმა იჭექა, მის ჭექას შეუერთდა მეზღვაურების წყევლა-კრულვაც!
ყუმბარა მარჯვედ იყო ნასროლი. მოხვდა კიდეც მიზანში, მაგრამ ცხოველის ზურგიდან ასხლტა და ორიოდე მილის მოშორებით ზღვაში ჩავარდა.
ძველ მეზარბაზნეს სიბრაზისაგან სახე შეეშალა.
– ჭირმა გაგხეთქოს! – ჩაილაპარაკა თავისთვის, – ეს წყეული ჯავშნიანი თუა… ჯავშანი ექვს დუიმზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს.
– შევენებული!… – შეჰყვირა კაპიტანმა, -წინ! მთელი სიჩქარით.
იერიში დაიწყო.
კაპიტანი ჩემკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა:
– იქამდე ვდევ, სანამ გემი არ გასკდება!
– ასეც უნდა! მართალი ხართ! ასე უნდა მოიქცეთ, – ვუპასუხე.
საფიქრებელი იყო, რომ ცხოველი მოიქანცებოდა და დაღლილობას ვერ გაუძლებდა, რა თქმა უნდა, გემთან შედარებით, მაგრამ ამაოდ. საათი საათს მისდევდა, ცხოელს კი დაღლილობისა არაფერი ეტყობოდა.
“აბრამ ლინკოლნის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წარმოუდგენელი შეუპოვრობით იბრძოდა. ჩემი აზრით, იმ უბედო დღეს, 6 ნოემბერს, “აბრამ ლინკოლნი” 500 ვერსს მაინც გაივლიდა.
მაგრამ ღამემ მოგვისწრო, ოკეანეს ბნელი ზეწარი გადაეფარა.
– ეჰე, – გავიფიქრე გულში, – ახლა კი დასრულდა ჩვენი ექსპედიცია! ამ ცხოველს თვალითაც ვეღარსად დავინახავთ… მაგრამ მოვტყუვდი.
ღამის 10 საათსა და 50 წუთზე ისევ გამოჩნდა ელექტრონის შუქი სამი მილის მოშორებით, ისეთივე სუფთა და ძლიერი, როგორიც წინა ღამეს…
ცხოველი არც კი ინძრეოდა. ვინ იცის, იქნებ დღევანდელი სირბილით ქანცგამოლეული ტალღებზე ირწეოდა დ თვლემდა.
ამ შემთხვევამ იმედი მოგვცა. კაპიტანმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. შესაფერისი განკრგულებანი გაიცა. “აბრამ ლინკოლნი” ნელი სვლით, ფრთხილად უახლოვდებოდა ცხოველს. ხშირად მომხდარა, რომ გულისძილში მყოფ ვეშაპს ადვილად მიჰპრვიან მებადურები. ნელ ლენდს რამდენიმე ასეთი მძინარე ვეშაპი გაუგმირავს თავის ბარჯით.
მებარჯე სადარაჯოზე იდგა.
გემი უხმაუროდ მიცურავდა, ცხოველს ორი კაბელტოვის მანძილზე მიუახლოვდა.
ყველას შეუჩერდა გულის ცემა, სუნთქვა შეეკრათ.
გემბანზე საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ასიოდე ფუტის მანძილზე ვიყავით ელექტრონული შუქისმფენი ცხოველისაგან.
შუქი თანდათან ძლიერდებოდა და თვალს გვჭრიდა. გემბანიდან გადავცქეროდი ნედ ლენდს, რომელსაც ბარჯი სასროლად აღემარტა.
ოციოდე ფუტიღა აშორებდა გემს ცხოველისაგან.
ნედ ლენდმა უცბად ხელი წინ გაჰკრა და ბარჯი სრიალით გაფრინდა.
გავიგონე როგორი ჟღარუნით დაეძგერა ბარჯი ცხოველს, თითქოს რაიმე ლითონის სხეულს დაეჯახაო. ელქტრონი მყისე ჩაქრა. ცხოველმა ორი უშველებელი წყლის ჭავლი ნიაღვარივით გადმოისროლა ჩვენს გემბანზე.
გემის საშინელ რყევაზე დავბარბაცდი, თავი ვეღარ შევიმაგრე და ნიაღვარმაც ზღვაში გადამტყორცნა.
საბედნიეროდ, კარგად ვცურავ, მოულოდნელმა ჩაყვინთვამ გამაშეშა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს.
რყევის ძალამ ოციოდე ფუტის სიღრმეზე ჩამაქანა. როგორც მოგახსენეთ, კარგი მოცურავე ვარ, არ დავიბენი, ფეხები ავამუშავე და ზედაპირზე ამოვცურე.
ჩემი პირევლი ფიქრი ის იყო, გემს დავინახავდი თუ არა. შემდგომ კი ერთმანეთს მიეჯარა კითხვები: შეიტყვეს თუ ვერა ჩემი გადმოვარდნა? ჩემკენ შემობრუნდა თუ არა “აბრამ ლინკოლნი”? კაპიტანმა ნავები ჩამოაშვებინა თუ არა? გადარჩენის იმედი უნდა ვიქონიო თუ არა?
გარშემო წყვდიადი სუფევდა… ბურუსში ბუნდოვნად გავარჩიე სქლად ჩაშვებული მოძრავი საგანი, რომელიც აღმოსალეთისკენ იკარგებოდა.
ის იყო ჩვენი გემი.
მაშ, დავღუპულარ!
-მიშველეთ! მიშველეთ! – და “აბრამ ლინკოლნის” კვალს ცურვით გავედევნე. ტანისამოსი ისე მიმეკრა სხეულზე, რომ ხელ-ფეხი შემეკრა.
ვიძირები, სუნთქვა მეკვრის…
– მიშველეთ!
ეს იყო ჩემი უკანასკნელი ამოძახილი. პირი წყლით ამევსო. ვიბრძვი, მაგრამ უფსკრული მითრევს.
უცებ თანსაცმელზე მძლავრად მომკიდეს ხელი და ზედაპირზე ამათრიეს.
ვიცანი კონსეი იყო.
– შენ ხარ?! შენ?!
– მე გახლავართ! – მიპასუხა კონსეიმ, – მზადვარ, გემსახუროთ!
– მაშ, შენც, ზღვაში გადმოგისრიალა ტალღამ?
– არაფერს არ გადმოვუსროლივარ. თქვენ რომ გადმოვარდით, მეც მაშინვე გადმოვეშვი. თქვენ განსაცდელში იმყოფებოდით და მეც თქვენთან უნდა ვყოფილიყავი!…
ამას ისე ამბობდა კონსეი, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი მომხდარიყოს.
– გემი?!
– გემი?! უმჯობესია, მისი იმედი აღარ ვიქონიოთ. სწორედ იმწუთას, ზღვაში რომ ვხტებოდი, ყვირილი ისმოდა: “საჭე გატყდა!”, “ჭახრაკი გატყდა!”
– საჭეც? ჭახრაკიც?
– დიახ! ცხოველმა კბილებიტ დაღრნა! “აბრამ ლინკოლნს” სხვა არაფერი დაზიანებია: ეგ არის, რომ თავისუფლად აღარ შეუძლია მოძრაობა, თავისი სურვილის მიხედვით, მაშასადამე ჩვენზეც ვერ იზრუნებს.
– მაშ, ვიღუპებით! ვიღუპებით, არა?
– იქნებ, დავიღუპოთ კიდეც, – დინჯად მიპასუხა კონსეიმ, – თუმცა, ჯერ რამდენიმე საათი კიდევ არის ჩვენს განკრგულებაში.. რამდენიმე საათში კი ზოგჯერ ბევრ რამეს მოასწრებს ადამიანი.
კონსიეს უშფოთველი სიდინჯე და გულგრილობა მე გადმომედო, მხნეობა მომემატ. მივცურავდი, მაგრამ ცურვა თანდათან მიძნელდბოდა, რადგანაც სხეულზე მიკრული ტანისამოსი ბარწუხებივით მბორკავდა. წყლის ზედაპირზე თვს ძლივძლივობით ვიმაგრებდი.
კონსიემ შეამჩნია ეს.
– ნება მიბოძეთ, ზურგის მხარეს ჩავჭრა! – მითხრა და ზურგზე ფრთხილად ჩამიტარა დანა; ტანისამოსი ბოლომდე ჩაფხრიწა და გამხადა. შემდგომ იგივე სამსახური მასვე გავუწიე.
ორივე მხარულით მივცურავთ. აუტანელი მდგომარეობაა. გადარჩენის იმედი არ ჩანს. ერთადერთი ნუგესი ისღაა, თუ დროზე შეამჩნიეს ჩვენი იქ არყოფნა და ნავი ჩამოუსვეს გემიდან.
კონსეი ყველაფერს გულდამსვიდებით ზომავდა.
გასაოცარი ადამიანია, ამ თვალუწვდენელი ოკეანის ტალღებში ისეთივე აუღელვებლად იქცეოდა, თითქოს შინ იყო.
– ძალ-ღონე უნდა დავზოგოთ, კონსეი, – ვუთხარი მე, – იცი, რა ვქნათ? ერთი ჩვენგანი გულაღმა დაწვეს, ხელები გულზე დაიკრიფოს, მეორემ ხელის კვრით გააცუროს. შემდეგ მეორე შეენაცვლოს. ასე თუ გავაკეთებთ შეიზლება დილამდე შეგვრჩეს ძალ-ღონე.
დილამდე გაძლების იმედი ტყუილი იყო, მაგრამ ადამიანის ბუნება ასე ყოფილა – არასოდეს იმედს არ კარგავს. არც მე ვკარგავდი იმედს. თანაც ორნი ვიყავით და ესეც გვიმაგრებდა გულს. ერთი სიტყვით, იმედიანად გახლდით. ჩემს თავს კი გულში ვეუბნებოდი: არაფრის იმედი აღარ არისს! … მიუხედავად ამისა, მაინც იმედიანად ვიყავი.
“აბრამ ლინკოლნი” ღამის 11 საათზე შეეტაკა ცხოველს. მაშასადამე, გათენებამდე კიდევ 8 საათი უნდა გვეცურა… მე კი მაინც იმედიანად ვიყავი!
– იცი, რა? 8 საათს გავძლებთ, თუ ერთიმეორეს შევენაცვლებით, – ვუთხარი კონსეის.
– შეიძლება, იქნებ გავძლოთ კიდეც…
ზღვა წყნარად ქანაობდა და ნაკლებად გვღლიდა. დროდადრო გავხედავდით უკუნ სიბნელეს, რომელსაც ჩვენს მოძრაობაზე ფოსფორული შუქი ეფინებოდა.
დავცქეროდი სინათლიან ტალღებს, ჩვენი მკლავების ქვეშ რომ ისერებოდა: ალევარებული ზედაპირი მკრთალი და ტყვიისფერი ლაქებით დაჩითულიყო, თითქოვერცხლისწყლის ზღვაზე მივცურავდით.
შუაღამე გადასული იყო, უცებ აუტანელი დაღლილობა ვიგრძენი. გაბუჟება და კრუნჩხვა მტანჯავდა. კონსიეს უნდა ვჭეროდი და ორივეს მაგივრად, ახლა მას დააწვა ჩვენი გადარჩენის ბედი.
შევატყე, რომ ისიც სუსტდებოდა, ქშენას უმატა… ვატყობდი, ძალას კარგავდა.
– დამტოვე მე! დამტოვე! – ვეუბნებოდი ერთგულ მეგობარს.
– მიგატოვოთ თქვენ?! არასოდეს! – მიპასუხა, მე იმედ მაქვს, ერთად დავიღუპებით, პროფსორო!
ამ დროს ღრუბლებიდან მთვარემ გამოიხედა, ზღვის ზედაპირი ააელვარა. ამ მადლიანმა შუქმა თითქოს მხნეობა შეგვმატა. თავი ავწიე და მივიხედ-მოვიხედე.
თვალი მოვკარი გემს. ღამის სიბნელეში შავ მთასავით ბუნდოვნად ჩანდა.
ნავები კი არსად იყო, არც ერთი ნავი!
ვცადე, დამეყვირა, ან კი რა მაყვირებდა?!
განა ჩემს ხმას ვინმე გაიგონებდა ასეთ მანძილზე? მაგრამ დაყვირებაც ვერ მოვახერხე: გასივებული ტუჩები ერთმანეთს შესწებებოდადა ხმას არ უშვებდა.
კონსეიმ მოახარხა რამდენიმესიტყვის თქმა. გავიგონე რომ მან რამდენიმეჯერ გაიმეორა:
– გვიშველეთ! გვიშველეთ!
ერთ წამს შევჩერდით, ყური მივუგდეთ.
– ეს რა ამბავია? ყურები მიწივის სისხლის მიწოლისაგან თუ ბოდვას ვიწყებ? – ვფიქრობ ჩემთვის, – რა არის, რა?
ისე მომეჩვენა, თითქოს კონსეის ყვირილზე ყვირილითვე უპასუხეს.
– გაიგონე? – ვეკითხები კონსიეს, – გაიგონე?
– დიახ… დიახ!
ეს რა ხმა იყო? ვისი? საიდან? იქნებ ისიც, უბედური შემთხვევის მსხვერპლია “აბრამ ლინკოლნიდან”?
იქნებ ნავებიდან გვპასუხობენ, იმ ნავებიდან, ჩვენს მოსაშველებლად რომ ჩამოუსვეს ზღვაში?
კონსიემ უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, მხარზე დამებჯინა და წელამდე აიწია წყალს ზევით, მერე ქანცგამოლეული ტალღებს დაენარცხა.
– დაინახე რამე?
– დავინახე… – წაილუღლურა მან, – დავინახე… მაგრამ საჭიროა ძალღონე გამოვიზოგოთ.
ნეტავ რა დაინახა კონსეიმ?
იმ წამს, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავში გამირბინა აზრმა, ცხოველის შესახებ…
მაგრამ ადამიანის ხმაც რომ შემომესმა?!
კონსეი წინ მიმაცურებს. დროდადრო თავს ასწევს და შეჰკივლებს. მის კივილზე თითქოს ვიღაც გვეპასუხება.
ყურები მიბუბუნებს, ქანცი გამიწყდა, ძალა აღარ მომდევს, ზღვის მლაშე წყალი თავზე გადამდის დ ცივი უფსკრულისაკენ მეზიდება… უკანასკნელად ერთიც ამოვყავ თავი და უფსკრულისაკენ წავედი…
ერთბაშად რაღაც მაგარს დავეჯახე, ჩავებღაუჭე, ვგრძნობდი, სადღაც ზევით მიმათრევდნენ… გონება დავკარგე…

თავი IX
უცნაური ცხოველის ზურგზე

გონზე მალე მოვედი. მთელი სხეული გახეხილ-დაღარული მქონდა. თვალი რომ გავახილე, წავილაპარაკე:
– კონსეი… კონსეი…
– აქ გახლავართ, პროფესორო!…
მთვარის წუთიერ გამონაშუქზე გავარჩიე მეორე სხეულის მოხაზულობაც, რომელიც ჩემკენ გადმოხრილიყო. დავაკვირდი და ვიცანი.
– ნედ! – შევძახე გახარებულმა, – ნედ, თქვენც შეჯახების დროს გადმოვარდით?
– დიახ, პროფესორო, მაგრამ მე უფრო გამიღიმა ბედმა. იმ წუთსვე ამოვბობღდი ამ მცურავ კულძულზე.
– მცურავ კუნძულზე?
– დიახ, პროფესორო, ან უკეთ რომ ვთქვათ, ამ “ცალკბილა ბუბერაზ ცხოველზე”, როგორც თქვენ უწოდებთ ხოლმე.
– გამაგებინე, ნედ! არაფერი მესმის! ამიხსენით ხეირიანად გამაგებინე!
– ახლა კი მივხვდი, რატომ ვერ განგმირა ჩემმა ბარჯმა ეს წყეული!
– რატომ, ნედ, რატომ?
– იმიტომ, პროფესორო, რომ ეს ცხოველი წმინდა ფოლადისაა.
კანადელის სიტყვებმა თავში დამკრა, შემაზრიალა, თავბრუ დამესხა… ცოტა რომ მოვსულიერდი, მის ქეჩოზე ავფოფხდი, ფეხით ვსინჯავდი. რაღაც უცნაური, მაგარი სხეული ჰქონდა, ზღვის რომელიმე ძუძუმწოვარა ცხოველის რბილ კანს არ ჰგავდა.
მაგარი სხეული! ვინ იცის, იქნებ ძვლის ჯავარია, როგორიც წარღვნამდე არსებლ ცხოველებს ჰქონდათ?
მაგრამ არა! ის მოშავო ზურგი, რომელზედაც მე ვიდექი, ქაცვიანი როდი იყო, არამედ სწორი და სარკესავით გლუვი. ფეხს რომ დავკრავდი, ლითონივით წკრიალებდა. თუმცა უცნაურად და დაუჯერებლად მეჩვენა, მაგრამ ჩანდა, რომ ეს ცხოველი ლითონისაგან შეექმნათ, შემოესალტათ და ჭანჭიკებით გაემაგრებინათ.
ეჭვი აღარ იყო, ეს მხეცი რომელმაც მთელი მსოფლიოს მეცნიერები გადარია, რომელმაც მთელი მსოფლიოს მეზღვაურებს ფანტაზია აუბნია, ადამიანის ნახელავს წარმოადგენდა.
რომელიმე ზღაპრული ან მითიური ცხოველი რომ აღმომეჩინა, ასე არ გამაოცებდა. ბუნების სასწაული ისე როდი გვაოცებს, როგორც ადამიანის ნამოქმედარი.
მაგრამ ყოყმანის დრო აღარ იყო. ჩვენ ვიმყოფებოდით წყალქვეშა გემის ზურგზე, რომელსაც უზარმაზარი ფოლადის თევზის მოყვანილობა ჰქონდა.
– რა მაგარი ჭიჭყინაა! – თქვა ნედ ლენდმა.
– მართლაც ჭიჭყინაა, თქმა არ უნდა! – ვთქვი მე.
– ზორბაა! – დაუმატა კონსეიმ.
– მაშასადამე, ეკიპაჟიც უნდა ჰყავდეს! ვინმე ხომ მართავს გემს? – ვიკითხე მე.
– ცხადია! – მიპასუხა ნედ ლენდმა. – მაგრამ აქ თითქმის ამი საათი ვაგდივარ და ჯერ არც ვინმე მინახავს, არც არავითარი ხმა გამიგია; ცოცხალი არსების ნიშანწყალი არა ჩანს.
– მერე ეს გემი მიდიოდა თუ ერთ ადგილას იდგა?
– არა, პროფესორო, არ მიდიოდა, მხოლოდ ირწეოდა თავისთვის ტალღებზე, დაძვრით კი არ დაძრულა.
– სულერთია, ჩვენ უკვე ვიცით, როგორი ცურვაც იცის, ხომ ნახე, რა სწრაფად სრიალებდა. ასეთ სიჩქარეს შესაფერი მანქანაც უნდა, მანქანას კი მემანქანე. ასე არ არის? აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ… გადავრჩით!
– ვინ იცის! – გამეპასუხა ნედ ლენდი.
ამ დროს უჩვეულო ჭრიალი მოგესმა, თითქოს სადღაც სიღრმეში გემის ჭახრიკი გადაატრიალესო და ეს საოცარი წყალქვეშა მოწყობილობა ამოძრავდა.
ძლივს მოვასწარით ჩავბღაუჭებოდით მის ზემო ნაწილს, რომელიც ერთ არშინზე ამოზნექილიყო წყალს ზევით.
ჯერჯერობით, ჩვენდა საბედნიეროდ, მისი სვლა ზომიერი იყო.
– ეჰე, – წაიბურტყუნა ნედ ლენდმა, – სანამ ის ზღვის ზედაპირზე ცურავს, კიდევ არაფერი, მაგრამ თუ ჩაყვინთა, მაშინ კი ჩემს ქურქსი ორ დოლარსაც არ გავიმეტებ!
საჭირო იყო, რადაც უნდა დაგვჯდომოდა, დაუყოვნებლივ მოლაპარაკება გაგვემართა ამ წყალქვეშა ბუმბერაზის “ბინადრებთან”.
ზედაპირზე ხელებს ვაფათურებდი, ეგებ რაიმე სარკმლის ან კარისთვის მიმეგნო, მაგრამ ამაოდ.
მთვარე ჩავიდა. უკუნ სიბნელეში დავრჩით. დილამდე უნდა დავლოდებოდით და შემდეგ გვეცადა გემის შიგნით შეღწევა. ჩვენი სიცოცხლე იმ იდუმალი მესაჭის ხელში იყო, რომელიც გემს მართავდა. მან რომ ჩაყვინთვა მოისურვოს, დავიღუპებით.
– თუ არ ჩაყვინთა, გადავრჩებით, – ვთქვი მე, – მაშინ როგორმე გამოველაპარაკებით ამ წყალქვეშა მოგზაურებს. უნდა ვიფიქროთ, ჰაერსაც თვითონვე ხომ ვერ შექმნან. დროდადრო ოკეანის ზედაპირზე უნდა ამოცურდნენ ჟანგბადის მოსამარაგებლად. მაშასადამე დატანებული იქნება სარკმელი, რომლითაც სუფთა ჰაერი შედის გემში.
კაპიტან ფარაგუტის იმედი კი უკვე დავკარგეთ. ჩვენ ახლა წყალქვეშა სხეულს დასავლეთისაკენ მივყავდით, საათში 12 მილის სიჩქარით. ბორბალი მათემატიკური სიზუსტით მიაპობდა ტალღებს. დროდადრო ზევით ამოიწევდა და მაშინ წყლის ფოსფორესცირებულ შხეფებს სვეტივით ისროდა მაღლა.
გამთენიის ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც გემმა სვლას უმატა. თავს ძლივსღა ვიმაგრებდით, თავბრუ გვესხმოდა. ტალღები ისეთი ტყლაშატყლუშით გვეხეთქებოდნენ, რომ მგლებივით ვყმუვოდით.
ჩვენს ბედზე ნედს ხელში მოხვდა ღუზის დიდი რგოლი, რომელიც ნავის ფოლადის ზურგში ჩაესვათ.
ყველანი ამ რგოლს ჩავებღაუჭეთ.
როგორც იყო, ეს უსაშველო ღამეც დასრულდა. ახლა აღარ მაგონდება იმდროინდელი ყველა განცდა. თუმცა კი მახსოვს, როდესაც ზღვაში მშვიდად ირწეოდა და აღარც ქარი ზუზუნებდა, ჩემს ყურთასმენას მისწვდა შორეული, გაურკვეველი მელოდიის წყვეტილი აკორდები.
როგორი საიდუმლოებით აღსავსე იყო ეს წყალქვეშა ნავი! ნეტავ საით აიღო გეზი? რისთვის მიქროდა? რა ხალხი, რა სულდგმულები ბინადრობდნენ შიგნით? როგორია თავად ის საოცარი მექანიკური მოწყობილობა, რომელსაც ასეთი წარმოუდგელენი სიჩქარით შეუძლია მოძრაობა?
გათენდა, დილის ნისლი მიმოიფანტა.
– ძლივს! – წამოვიძახე მე.
და მაშინვე შევუდექი გემის დაწვრილებით სინჯვა-შესწავლას.
გემის ზედა ნაწილზე რაღაც ჰორიზონტალური ბაქანის მაგვარი გაემართათ.
– რისთვისაა აქ ეს ბაქანი? – გავიფიქრე ჩემთვის.
უცებ ვიბგრძენი, რომ ბაქანი ნელ-ნელა ძირს იწევდა.
– ჰეი!… ჰეი!… ეშმაკის კერძებო! … – ღრიალებს ნედ ლენდი, – გაგვიღეთ კარი, თქვე უპურმარილო მეზღვაურებო! კარი გაგვიღეთ!
თან ისე მაგრად ატყაპუნებდა ფეხეს, რომ ლითონს ზრიალი გაჰქონდა, ძირს კი ბორბალი ისეთი ხმაურით ბრუნავდა, რომ წყალქვეშ მგზავრების ყურამდე ვერაფრით მიაწევდა ნედ ლენდის ხმა.
საბედნიეროდ, ბაქნის ჩაშვება ერთბაშად შეჩერდა.
მოულოდნელად გემის შიგნიდან გაისმა რკინის ბერკეთების გაწევის ძლიერი ჟღარუნი, ფოლადის ფიცარმა ზევით ამოიწია და გამოჩნდა კაცი. მან შეყვირა და უცებ გაქრა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, რვა ზორბა მამაკაცი ამოვიდა ბაქანზე და ხელი გვტაცეს…

თავი X
საკანში

ელვისეურად გაგვაქანეს შიგნით. ვერც მე და ვერც ჩემი ამხანაგები გონს ვერ მოვედით.
არ ვიცი, ნედ ლენდი და კონსეი რას ფიქრობდნენ, როცა მცურავ საპატიმროში მოვხვდით, მე კი ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
ვისთან გვქონდა საქმე?
ალბათ ზღვის მეკობრეებთან, რომლებიც ახალგამოგონებული წყალქვეშა ხომალდით დათარეშობდნენ ზღვაში.
სადღაც სარკმელში გაგვაძვრინეს და რაწამსაც დაიხურა, უკუნ სიბნელეში დავრჩით. შიშველი ფეხებით ვიგრძენი, რომ რკინის კიბის საფეხურზე ვიდექი. ჩემ შემდეგ ნედ ლენდი და კონსეი მოჰყავდათ.
კიბეს რომ ჩავცდით, ჩვენ წინ ფართოდ გაიღო კარი და ხელის კვრით შიგ შეგვრეკეს. კარი ჟღარუნით დაიხურა.
მარტონი დარჩით.
სადა ვართ? წარმოდგენაც კი ძნელია. ირგვლივ არათუ ბნელოდა, არაბუნებრივი უკუნეთი იდგა. რამდენიმე წუთის შემდეგ ისეთი მკრთალი სხივიც კი ვერ გავარჩიე, რასაც ჩვეულებრივ წყვდიადში ვარჩევთ ხოლმე.
გააფთრებული ნედ ლენდი თავის აღშფოთებას მოურიდებლად აცხადებდა:
– ეშმაკის კერძებო! – ღრიალებდა იგი, – სტუმართმოყვარეობაც ასეთი უნდა! … რას ჰგავს ეს?! ალბათ კაციჭამიები არიან? თუ შეჭმა დამიპირეს ვეცდები ყელსი გავეჩხირო!
– კმარა, მეგობარო, გეყოფათ, დაწყნარდით, – ეუბნებოდა აუშფოთებელი კონსეი, – წინდაწინ ნუ ჯავრობთ! ჯერ ხომ ტაფაზე არ დავუწყვივართ!
– თუ ტაფაზე არა, ღუმელში ხომ ვართ! შეხედე, როგორ ბნელა! კიდევ კარგი, რომ დანა ხელში შემრჩა. მართალია, სიბნელეა, მაგრამ მაინც მოვახერხებ ავამუშავო. აბა, გაბედოს რომელიმე ავაზაკმა ფეხის შემოდგმა და მე…
– უმჯობესია, გული დაიმშვიდოთ, ნედ, – მივმართე მებარჯეს, – თორემ შეიძლება თქვენი ყვირილით უბედურება დაგვატეხოთ თავს. რა სახალისოა უაზრო ყვირილი, საიდან იცით, რომ ყოველ ჩვენს სიტყვას ყურს არ უგდებენ? უმჯობესია, ხელი მოვაფათუროთ გარშემო, ეგებ გავარკვიოთ, სად დაგვამწყვდიეს.
მე ერთ მხარეს დავიძარი ხელების და ფეხების ფათურით, კონეი – მეორე მხარეს. ხუთ ნაბიჯი რომ გადავდგი, რკინის კედელს წავაწყდი და ხის მაგიდას დავეჯახე, მაგიდის ახლოს კი რამდენიმე სკამს მოვუფათურე ხელი. ამ საკნის იატაკი ახალზელანდიური სელის სქელი ჭილოფით იყო მოფენილი, ისე რომ, ფეხის ხმა სრულებით არ ისმოდა. შიშველ კედლებს კარის ან ფანჯრის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდა.
– შენ ვერაფერს მიაგნე? – ვკითხე კონსეის, როდესაც აპატიმროს შუაგულში შევხვდით ერთმანეთს.
– ვერა, ვერაფერს!
– ეს რაღაც ოთახს ჰგავს, კონსეი.
– დიახ, ჰგავს.
ეს ოთხი სიგრძით ოცი ფუტი იქნებოდა, სიგანით – ათი, სიმაღლით კი იმდენად მაღალი, რომ ისეთმა ბრგე ვაჟკაცმა, როგორც ნედ ლენდი იყო, ჭერს ხელი ვერ მიაწვდინა.
თითქმის ნახევარი საათი გავიდა, რაც ამ უკუნ სიბნელეში ვისხედით.
უცებ კაშკაშა შუქი მოეფინა იქაურობას. საპატიმრო თვალის დახამხამებაში განათდა ისეთი მძლავრი შუქით, რომ თვალები აგვიჭრელდა.
ეს თეთრი შუქი სწორედ ისეთივე იყო, “აბრაამ ლინკოლნიდან” ფოსფორულ ელვარებად რომ მეჩვენებოდა. უნებურად თვალები დავხუჭე. როდესაც გავახილე, დავინახე, რომ გარემოს სინათლეს ჰფენდა დარბაზისა თუ კაიუტის ჭერზე მიმაგრებული მრგვალი ამოზნექილი მკრთალი შუშის ბურთი.
– ძლივს გაგვინათეს! – წამოიძახა ნედ ლენდმა, – სინათლე მაინც არის, ესეც კარგია!
ხელში მომარჯვებული დანა ეჭირა, თითქოს ვინმეს მოგერიებას აპირებსო.
– საქმე კი მაინც ბნელია! – ვუთხარი მე.
– კარგი იქნებოდა,რომ პროფესორს მეტი მოთმინებ ჰქონოდა, – თქვა უშფოთველმა კონსეიმ.
ამ კაშკაშა სინათლეში უკვე შეგვეძლო ჩვენი საპატიმროს დათვალიერება.
კედლები სრულიად შიშველი იყო. ოთახის შუაგულში იდგა მაგიდა, მის გარშემო კი ხუთი სკამი. კედელში დატანებული უხილავი კარი ჰერმეტულად დაეხურათ. ჩვენამდე არავითარი ხმაური არ არწევდა. თითქოს ყველაფერი ჩამკვდრიყო ამ წყალქვეშა ნავში. იძროდა თუ იდგა? ოკეანის ზედაპირზე იყო თუ ზღვის სიღრმისაკენ ეშვებოდა – ვერ მივმხვდარიყავი.
– მაგრამ ტყუილად ხომ არ გაგვინათეს ეს საპატიმრო? ალბათ მალე ვინმეც გამოჩნდება. რომ არავის ვახსოვდეთ, არც აქაურობას გაგვინათებენ! – წამოვიძახე მე.

თავი XI
“მოძრავი მოძრავში”

არც შევცდი. მალე მოგვესმა საკეტის ღრჭიალი.
კარი გაიღო და ორი კაცი შემოვიდა.
ერთი კუნთმაგარი, მხარბეჭიანი, რომ იტყვიან, ჩასხმული ვაჟკაცი იყო. თავი დიდი ჰქონდა, თმა – ხშირი და შავი, დიდრონი ულვაშები, მკვირცხლი და გამჭოლი გამოხედვა: მთელ მის არსებაში სამხრეთელი სიმარდე და სიმკვირცხლე ჩანდა, რაც პროვანსელებს ახასიათებთ ხოლმე. პირველსავე შეხედვაზე შეატყობდით, რომ ამ ყმაწვილს სიტყვის მასალა არ აკლდა, ლაპარაკის კილოც თავისებური ჰქონდა.
მეორე უცნობი უფრო დაწვრლებითი აღწერის ღირსია. მე მაშინვე შევამჩნიე მისი უმთვრესი თვისებანი: საკუთარი თავისადმი რწმენა, რადგანაც საკმაოდ კეთილშობილურად გამოიყურებოდა. მძლავრ მხარბეჭიანს სახეზე უფრო მკრთალი ეთქმოდა, ვიდრე წითური, რაც მშვიდი სისხლის ნიშანია; მის უზღვავ ენერგიას მოღუშული წარბები მოწმობდა. მას ვაჟკაცობას და სიცოცხლისუნარიანობას მისი მძლავრი სუნთქვა ამტკიცებდა.
იმასაც დავუმატებ, რომ ამაყი იყო. მისი მტკიცე და დინჯ გამოხედვაში გამოკრთოდა ღრმა აზრი, საერთოდ, სხეულის და სახის მოძრაობაზე ემჩნეოდა, რომ უსათუოდ გულახდილი და სიმართლის მოყვარული უნდა ყოფილიყო.
პირველი შეხედვისთანავე ვიგრძენი მასთან ყოფნა ჩვენთვის უხიფათო იქნებოდა. გულმაც მისკენ გამიწია და გავიფიქრე:
თუკი გული მისკენ მიმიწევს, ჩანს კაცური კაცია. მაშასადამე, ბოლოდ კეთილი იქნება.
– რა ხნისა იქნებოდა მეორე უცნობი? – ოცდაათისა თუ ორმოცდაათისა? – ვერაფრით გავარკვიე. მაღალი იყო, შუბლგანიერი, სწორი ცხვირით. პირისახე – ჩინებული მოხაზულობისა ჰქონდა, კბილები – საუცხოო, ხელები გრძელი და მოქნილი.
შეიძლება ითქვას, ისეთი ტიპი იყო, რომლის მსგავსიც ჯერ არ მენახა. კიდევ ერთი თავისებურებაც უნდა აღვნიშნო: მისი თვალები, ოდნავ დაშორებული ერთიმეორისაგან, ერთდროულად უცქერდნენ ჰორიზონტის სამ მეოთხედს. ეს გარემოება, როგორც შემდეგ შევიტყვე, არაჩვეულებრივ თვალის ჩინს მატებდა. როდესაც იგი რომელიმე საგანს მიაპყრობდა თვალს, წარბები ეჭმუხნებოდა, ქუთუთოები ეკუმშებოდა და ასე იცქირებოდა.
რა გამოხედვა ჰქონდა! თავისი გამოხედვით გულის სიღრმემდე გწვდებოდა! ამ გამოხედვით განჭვრეტდა ჩვენი თვალისათვის მიუწვდომელ წყლის სიღმეს, თვით ზღვის ქვეშეთსაც.
ორივე უცნობს თავზე ეხურა ზღვის წავის ბერეტი, ფეხზე ეცვათ სელაპის ტყავის ჩექმები, ტანთ ემოსათ რაღაც ქსოვილი, რომელიც მოძრაობას უმსუბუქედათ.
მაღალმა, რომელსაც ყველაფერით ემჩნეოდა, რომ გემის უფროსი უნდა ყოფილიყო, დიდი გულმოდგინებით დაგვათვალიერა. კრინტი არ დაუძრავს. შემდეგ კი მიუბრუნდა თავის ამხანაგს და ჩემთვის გაუგებარ ენაზე გამოელაპარაკა. ეს იყო კეთილხმოვანი, ჰარმონიული, მოქნილი ენა.
ჩასხმულმა ყმაწვილმა თავის დაქნევით უპასუხა და ორიოდე გაუგებარი სიტყვაც უთხრა. შემდეგ მომაჩერდა, თვალებით რაღაცას მეკითხებოდა.
მე ფრანგულად ვუპასუხე, თქვენი ლაპარაკი არ მესმის-მეთქი.
მაგრამ ვერც იმათ გაიგეს ჩემი ნათქვამი. ძალზე უხერხული მდგომარეობა შეიმქნა.
– პროფესორო, უამბეთ ჩვენი თავგადასავალი, – მირჩია კონსეიმ, – ეგებ ცოტა რამ მაინც გაიგონ.
ჩვენი თავგადასავალი თავიდან ბოლომდე მოვუყევი, ნათლად, მკაფიოდ, ყოველ სიტყვასა და მარცვალსაც კი გარკვევით გამოვთქვამდი, არც ერთი წვრილმანი არ გამომიტოვებია. ჩემი თავი გავაცანი, როგორც პარიზის მუზეუმების ბუნებისმეტყველების პროფესორი არონაკსი, მერე წარვუდგინე კონსეი და ნედ ლენდი.
უცნობი მშვიდი და ღრმა თვალებით მიცქერდა, თავაზიანად და გულდასმით მისმენდა, მაგრამ მის სახეზე ვერ ამოვიკითხე, გაიგო თუ არა ჩემი ნაამბობი. სათქმელი დავამთავრე, მას კრინტიც არ დაუძრავს.
მეტი გზა არ იყო, ახლა ინგლისურად უნდა ავლაპარაკებულიყავი, იქნებ ეს ენა მაინც გაეგო, რადგანაც ინგლისურად თითქმის მთელი დედამიწის ზურგზე ლაპარაკობენ. მართალია, სხაპასხუპით ვკითხულობდი ინგლისურსაც და გერმანულსაც, წაკითხულიც კარგად მესმოდა, მაგრამ ლაპარაკი გამართულად არ შემეძლო. აქ კი უმთავრესად საჭირო იყო, როგორმე გაგვეგებინებინა ჩვენი ამბავი.
– აბა, ნედ, ახლა თქვენ გამობრძანდით სცენაზე! – მივუბრუნდი მებარჯეს, – ახლა თქვენ აუხსენით საქმის ვითარება, იქნებ თქვენ მაინც გაგიმართლოთ.
ნედ მეტი თხოვნა აღარ დასჭირვებია, ინგლისურად გაუმეორა ჩემი ნათქვამი.
შინაარსი იგივე იყო, მაგრამ სულ სხვანაირად ჩამოყალიბებული. კანადელმა ჩემი ნათქვამი შეაზავა ტავისი მსფოთვარე ბუნებით, მრავალი ცხარე-ცხარე სიტყვით. აღშფოთებას გამოთქვამდა უსამართლო დაპატიმრების გამო, ეკითხებოდა, თუ რომელი კანონის ძალით ჩაგვამწყვდიეს ამ “მცურავში”. სამართალში მიცემით ემუქრებოდა იმას ვინც უკანონოდ დაგვაპატიმრა. ბოლოს მოთმინებიდან გამოსულმა დაიწყო ხელების ქნევა, ყვირილი და გააგებინა, რომ შიმშილით ვიხოცებითო.
მართლაც მგლებივით გვშიოდა, მაგრამ აქამდე არც კი გაგვხსენებია.
როგორც შევატყვეთ, უცნობებმა ვერც ინგლისურისა გაიგეს რამე.
– აი, გოგრები! – წამოიძახა გაწბილებულმა ნედ ლენდმა.
მათ წარბიც არ შეუხრიათ.
გაწბილებულები და შემკრთალნი ვიდექით.
– აღარ ვიცი, როგორ მოვიქცეთ, – მივმართე ამხანაგებს.
– თუ პროფესორი ნებას მიბოძებს, გერმანულად ვუამბობ ყველაფერს, – მითხრა კონსეიმ.
– როგორ? განა გერმანული იცი?
– როგორც ფლამანდიელმა, პროფესორო!
– ჩინებულია! გერმანულად უამბე, მეგობარო!
კონსეიმ დინჯად, აუჩქარებლად უამბო ჩვენი თავგადასავალი გერმანულად.
თუმცა მან საუცხოო კილოკავით და ისვიათი გამოთქმებით ილაპარაკა, მაგრამ ვერც გერმანულმა გაჭრა.
– ეჰ, რაც იყოს, იყოს, ერთსაც კიდევ ვცდი! გავიხსენებ ლათინურ ენას! -ვთქვი მე.
ციცერონი ყურებში თითს დაიცობდა და პანღურით გამიმასპიძლდებოდა, მაგრამ რის ვაივაგლახით მაინც მოვახერხე და ლათინურად ავუხსენი ყველაფერი. ვერც ამან გაჭრა.
ამ უკანასკნელი ცდის მერე, მათ ჩვენთვის გაუგებარ ენაზე რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და გავიდნენ.
განა არ შეეძლოთ, რაიმე ნიშნით მაინც გაეგებინებინათ ჩვენთვის ან რითიმე დავემშვიდებინეთ? ასეთი ნიშნები ხომ ყველა ჯურისა და მოდგმის ხალხშია მიღებული. მაგრამ არავითარი ნიშანი არ მოგვცეს.
გავიდნენ თუ არა, კარიც მოიკეტა.
– ოხრის, ოხრები! – შეჰყვირა ნედ ლენდმა, – ელაპარაკებიან ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად და ეს ავაზაკები პასუხსაც არ გაძლევენ!
– დამშვიდდით, ნედ, – მივმართე გულფიცხ მებარჯეს, – ყვირილითა და გაბრაზებით რას გავაწყობთ.
– მერე იით, პროფესორო… თვითონ განსაჯეთ, – სიტყვა გამაწყვეტინა მშფოთვარე კანადელმა, – ჩვენ აქ შიმშილით სული ამოგვძვრება!
ამაზე კონესიმ ფილოსოფიურად შენიშნა:
– სიკვდილამდე ჯერ შორსაა, ჩვენ კიდევ რამდენიმე დღეს გავძლებთ.
– გამიგონეთ, მეგობარო, – ვუთხარი მე, – ჯერ უიმედობისა არაფერი გვჭირს. ამაზე უარესიც ბევრი გვინახავს. მოთმინება იქონიეთ და მერე გამოიტანეთ დასკვნა ამ წყალქვეშა ნავის კაპტნისა და მისი ეკიპაჟის შესახებ.
– ჩემი დასკვნა უკვე გამოვიტანე, პროფესორო, – მიპასუხა გააფთრებულმა ნედ ლენდმა, – ესენი ალბათ ოხერტიალი… გაქნილი… ავაზაკები არიან.
– კეთილი და პატიოსანი… მერე, სადაურები არიან, რომელი ქვეყნიდან?
– ავაზაკების ქვეყნიდან!
– ჩემო კეთილო ნედ, ასეთი ქვეყანა არც ერთ რუკაზე არ არის აღნიშნული… უნდა გამოგიტყდეთ, მეც ვერ მივხვდი, რა ხალხია, რა ეროვნებისა. ერთის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლება: არც ფრანგები არიან, არც ინგლისელები, არც გერმანელები. მე მგონია, რომ ორივენი, უფროსიც და მისი თანაშემწეც, ქვედა განედის ქვეყნიდან უნდა იყვნენ. მათში რაღაც სამხრეთული იერი გამოკრთის, მაგრამ ვინ არიან: ესპანელები, თურქები, არაბები თუ ინდიელები? – ამის გამორკვევა სახის მიხედვით ძნელია, ენა კი სრულებით გაუგებარია ჩვენთვის.
– რა ცუდია, რომ ყველა ენა არ იცის კაცმა, – ჩაურთო კონსეიმ, – უკეთესი იქნებოდა, რომ ყველასათვის ერთი ენა ყოფილიყო.
– ეგეც ვერ გვიშველიდა! – გააწყვეტინა ნედ ლენდმა – განა ვერ მივხვდით, რომ ამ ხლახს თავისთვის გამოუგონია რაღაც ქაჯური ჩმახვა, რომელიც ყველა პატიოსან ადამიანს გადარევს? მე თითქოს საკმაოდ აშკარად ვანიშნე, რომ მშია, ჭამა მინდა! პირი დავაღე, ყბებს ვიქნევდი, კბილებს ვაკაწკაწებდი, ნერწყვს ვყლაპავდი, ტუჩებს ვილოვაკვდი და განა ყოველივე ეს გასაგები არ არის? გასაგები კი არა ცხადზე უცხადესია.
ნედს სიტყვა არ დაესრულებინა, რომ კარი შემოაღეს.
შემოვიდა გემის მომსახურე, შემოგვიტანა სხვადასხვაგვარი ტანისამოსი: ქურთუკები, შარვლები. ყველაფერი ეს უცხო ქსოვილისა იყო.
საჩქაროდ ჩავიცვი. ამხანაგებმაც მომბაძეს. მოსამსახურე კი ამ დროს სუფრა გაგვიშალა და ზედ ხუფდაფარებული სამი ლანგარი დადგა. ეს კაცი თევზივით მუნჯი და მგონი, ყრუც იყო.
– გვეღირსა! – წარმოთქვა კონსეიმ, – ჩვენი საქმე კეთდება!
– ჯერ ნუ გიხარია! – უპასუხა მოუსვენარმა მებარჯემ, – ჯერ გემო ვნახოთ, რითი გვიმასპინძლდებიან, რას მიირთმევენ ნეტავ აქ? იქნებ კუს ღვიძლია ან მოხარშული ზღვის ღორი, ან სულაც ზღვის ძაღლის ბივშტექსი?
– მაგასაც ვნახავთ! – უპასუხა კონსეიმ.
ლანგრებს ვერცხლის ხუფები ეხურა და სიმეტრიულად ელაგა. მაგიდაზე თხელი, ქათქათა სუფრა იყო გადაფარებული.
სუფრას შემოვუსხედით.
გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ განათლებულ ხალხთან გვქონდა საქმე. ეს მოთეთრო ელეტრონის სინათლე რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი ლივერპულში, სასტუმრო “ადელფის” სასადილოში ან პარიზის “გრანდოტელში” ვიმყოფები-მეთქი.
თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არც პური მოუტანიათ ჩვენთვის, არც ღვინო. მართალია, წყალი საოცრად სუფთა იყო, მაგრამ მაინც წყალი იყო!
ეს ამბავი ნედ ლენდს არ ეჭაშნიკა.
ჩვენთვის მოტანილ საჭმელებში შევნიშნე სხვადასხვა თევზეული, რომელიც დიდი ხელოვნებითა და გემოვნებით მოემზადებინათ.
მაგრამ ისეთი საჭმელიც ერია, რომელიც არ ვიცოდი, რა იყო, ისიც ვერ გავარკვიე, მცენარეულობისა იყო თუ ცხოველის ხორცისა.
მთელი ჭურჭელი ლამაზად გამოიყურებოდა. თითოეულ კოვზს, ჩანგალს, დანას თუ თეფშს მთავრული ასოებით ჰქონდა წარწერა:
Mobilis in Mobile
N
ეს ლათინური დევიზი ზედგამოჭრილი იყო ამ წყალქვეშა ნავისატვის: “მოძრავი მოძრავში”
ასო N ალბათ პირველი ასო იყო იმ საიდუმლო პატრონის სახელისა, რომელიც განაგებდა ოკეანის სიღმეებს.
ნედ ლენდი და კონსეი თავს არ იწუხებდნენ ზედმეტი ფიქრით. ყველაფერს სანსლავდნენ, რაც ხელში მოხვდებოდათ.
მეც მათ მაგალითს მივბაძე.
ახლა კი დავმშვიდდი: რაკი გვაჭმევენ, ჩანს შიმშილით არ გვიპირებენ ამოხოცვას.
მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, ისეთი ადამიანის მადასაც კი, რომელიც 15 საათს ზღვაში ფართხალებდა.
რაწამს შიმშილი დავიკმაყოფილეთ, მაშინვე ძილი მოგვერია. გასაგებიცაა, – ძნელი ღამე თეთრად გავათენეთ!
– მე ახლა მკვდარივით დამეძინება! – თქვა კონსეიმ.
– მე მძინავს კიდეც! – უპასუხა ნედ ლენდმა.
ჩემი ამხანაგები იატაკზე გაიშოტნენ, რბილ ჭილოფზე, რომელიც ახალზელანდიური სელისაგან იყო ნაქსოვი. მალე ხვრინვაც ამოუშვეს.
მე კი ასე მალე არ დამეძინა. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. არაფერი მიყვარს “გადაუწყვეტელი”, აქ კი რამდენიმე გადაუჭრელი საკითხი იყო, რამდენი განსაცვიფრებელი სანახაობა მედგა თვალწინ.
სად ვიმყოფები? რა ძალა გვამოძრავებს?
ვგრძნობდი – უკეთ რომ ვთქვა, მეჩვენებოდა, თითქოს ვგრძნბოდი, რომ ეს წყალქვეშა ნავი ნელ-ნელა ზღვის უღრმეს წიაღში ჩადიოდა. გულზე ლოდივით მომაწვა სევდა, თითქოს მაჯლაჯუნა მაწვებოდა. თვალწინ წარმომიდგა აუარებელი უნახავი ცხოველი და მხეცი ოკეანის ჯურღმულის საიდუმლო უფრსკრულებში და ეს წყალქვეშა ნავიც ვითომ ერთი იმათგანი იყო, მასაც ჰქონდა საკუთარი სიცოცხლე, უჩვეულო მოძრაობის ძალა…
შემდეგ თანდათან ყველა სანახაობა გაქრა და მკვდარივით ჩამეძინა.

თავი XII
ნედ ლენდი წყრება

დიდხანს გვეძინა თუ ცოტა ხანს, არ ვიცი. ალბათ, დიდხანს, როდესაც გამომეღვიძა, დაღლას სრულებით აღარ ვგრძნობდი.
ყველაზე ადრე მე გამომეღვიძა. გადავხედე ამხანაგებს. არც კი ინძრეოდნენ ტომრებივით ეყარნენ.
მართალია, ჩვენი ახალზელანდიური სელის საფენზე გვეძინა, რომელიც სქელიც იყო და რბილიც, მაგრამ ეს ხომ ნამდვილი ლოგინი არ იყო და ცოტათი გვერდები მტკიოდა, მაგრამ ჯანსაღად და მხნედ ვგრძნობდი თავს.
ისევ გულდასმით დავიწყე ჩვენი საპატიმროს თუ კაიუტის დათვალიერება.
ჩვენი ძილისას არავითარი ცვლილება არ მომხდარა. საკანი საკნად დარჩა, ტუსაღები – ტუსაღებად. მხოლოდ მაგიდიდან აელაგებინათ ჭურჭელი.
– რას ჰგავს ეს? – გავიფიქრე ჩემთვის, – ნუთუ ჩვენს იდუმალ ბატონებს განზრახული აქვთ საუკუნოდ ამ გალიაში გვამყოფონ? გამოგიტყდებით, რომ სასიხარულო ნამდვილად არაფერი გვქონდა.
ამას კიდევ ახალი განსაცდელიც დაემატა; თუმცა თავს ჯანსაღად ვგრძნობდი, მაგრამ რაღაც საშინელი სიმძიმე მაწვა გულზე. ძლივსღა ვსუნთქავდი, ჩემს ფილტვებს აღარ ჰყოფნიდა დახშული ჰაერი. ჩვენი საპატიმრო ფართო იყო, საკმაოდ ფართოც, მაგრამ ჩანს, ჩვენ უკვე ჩავისუნთქეთ, რაც აქ ჟანგბადი მოიპოვებოდა.
ცნობილია, რომ ადამიანს ერთ საათში საშუალოდ სჭირდება მთელი ის ჟანგბადი, რომელიც 100 კუბურ მეტრ ჰაერში მოიპოვება. შემდეგ ის ჰაერი ივსება ნახშიროჟანგით, რომლითაც სუნთქვა შეუძლებელია.
მაშასადამე, საჭირო იყო ჰაერის განახლება ჩვენს საპატიმროში და ალბათ, მთელ წყალქვეშა ნავშიც. მაგრამ საინტერესოა, როგორ ახერხებდა კაპიტანი ამას მცურავ სახლში?
ვფიქრობდი, დრო იყო ჰაერის განახლება ჩვენს საპატიმროში და ალბათ, მთელ წყალქვეშა ნავშიც. მაგრამ საინტერესოა,როგორ ახერხებდა კაპიტანი ამას მცურავ სახლში?
ვფიქრობდი, დრო იყო, საამისო განკარგულება გაეცა, საჩქაროდ, დაუყოვნებლივ.
ძალაუნებურად, სუნთქვას მოვუხშირე, რომ ამ გალიაში დარჩენილი ჟანგბადი როგორმე შემესუნთქა.
უცებ დაბერა გრილმა სიომ, რომელი ფისის ანაორთქლით იყო გაჟღენთილი.
ზღვის სიო, გამაცოცხლებელი იოდით იყო სავსე!
პირი დავაღე და ფილტვებით ხარბად ვისუნთქავდი ამ გრილ ჰაერს. ამავე დროს მცირე რხევაც ვიგრძენი. წყალქვეშა ნავი, ეს ფოლადის ცხოველი, ოკეანის ზედაპირზე ამოცურებულიყო სუფთა ჰაერის შესასუნთქად, როგორც ვეღაპებმა იციან ხოლმე. მივაგენი, მივხვდი წყალქვეშა ნავის ჰაერის წმენდის საშუალებას.
მთელი მკერდით შევისუნთქე გრილი სიო. თვალით დავუწყე ძებნა იმ სასუნთ მილს, საიდანაც ეს მადლიანი სიო უბერავდა.
მალე მოვძებნე.
კარის თავზე სარკმელი გაეღოთ, იქიდან შემოდიოდა გრილი, სუფთა ჰაერი და აქაუროას აჯანსაღებდა.
სანამ ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი, ნედ ლენდი და კონსეიც თითქმის ერთდოულად გამოაღვიძა მაცოცხლებელმა ჰარემა. თვალები მოიფშვნიტეს, გაიზმორნენ, დაამთქნარეს და ერთ წუთში უკვე ფეხზე იდგნენ.
– როგორ მოისვენეთ, პროფესორო? – შემეკითხა კონსეი ჩვეული თავაზიანობით.
– ძალიან კარგად, – ვუპასუხე, – თქვენ, ნედ?
– მკვდარივით მეძინა. ეს რა არის? – თითქოს ზღვის სიო მოდის!
აბა, ასეთი გამოცდილი ზღვაოსანი რას შეცდებოდა.
ამხანაგებს ვუამბე ყველფერი, რაც აქ მათი ძილის დროს მოხდა.
– აი, თურმე რა ყოფილა! – ჩაილაპარაკა ნედ ლენდმა, – ახლა კი მივხვდი, რა იყო ის ღრიალიც, “ცალკბილა” რომ ზღვის ზედაპირზე ამოცურდებოდა ხოლმე. ეგეც თქვენი “ცალკბილა”!
– დიახ, ნედ, ჩვენ გვესმოდა “ცალკბილას” სუნთქვა.
– მაგრამ იცით, რა, პროფესორო არონაკს? ვერ გამირკვევია, ახლა რომელი საათი იქნება. უნდა ვიფიქროთ, რომ სადილობის დროა. თქვენ როგორ გონით?
– სადილობის, მეგობარო? უმჯობესია, თქვათ, – საუზმისო, რადგან ჩვენ, ვგონებ, დილამდე გვეძინა.
– მაშასადამე, – ჩაურთო კონსეიმ, – მთელი დღე-ღამე გვძინებია.
– ჩემი აზრით, სწორედ ასეა, – ვუპასუხე მე.
– არ გედავებით, – მიპასუხა ნედ ლენდმა, – გინდა სადილი იყოს, გინდა საუზმე, სულერთია, ოღონდ ჩქარა შემოგვიტანონ რამე.
– მერე, სადილი და საუზმე ერთად რომ შემოიტანონ? – ჰკითხა კონსეიმ.
– მაგას რაღა ემჯობინეაბ! – უპასუხა კანადელმა, – თუ მართალი გინდათ, ჩვენ უფლება გვაქვს ორივე მოვითხოვოთ. თქვენი რა მოგახსენოთ და მე კი სადილსაც და საუზმესაც მშვენივრად მივირთმევდი ერთად.
– მოთმინება იქონიეთ, ნედ, – დავამშვიდე, – როგორც ვატყობ, ჩვენს მასპინძლებს არ განუზრახავთ, შიმშილით ამოგვხოცონ. ასე რომ ყოფილიყო, გუშინაც არ გაგვიმასპინძლდებოდნენ.
– პოფესორო, ვაითუ გვასუქებენ… დასაკლავად?! – შიში გამოთქვა მებარჯემ.
– ეგ რას ჰგავს, ნედ, ასეთი აზრი როგორ გებადებათ თავში, კაციჭამიებში ხომ არ ვიმყოფებით?!
– მე როდი ვამტკიცებ, რომ ესენი ნამდვილად კაციჭამიები არიან, მაგრამ ისე შეიძლება დროდადრო! ნიმუშად… ჩვენ საიდან ვიცით, იქნებ დიდი ხანია ხორცი თვალითაც არ უნახავთ. აი, ასეთ შემთხვევაში სამი ახალგაზრდა, ჯანსაღი ყმაწვილი, როგორც მაგლითად, პროფესორი, კონსეი და მე ნამდვილი განძი იქნებოდა მათთვის.
– ნედ, ეგეთ ლაპარაკს თავი დაანებეთ! – ვუპასუხე მებარჯეს.
– თქვენთან ყოფნა ხათაბალა ყოფილა. აიჩემებთ და მოჰყვებით. აი, ახლაც ისე წარმოგიდგენიათ, ვითომც კაციჭამიების ხელში ჩავცვივდით და ვინ იცის, იმათაც მიახალოთ პირში. ცოტა თავდაჭერილობა იქონიეთ, ნედ, თორემ უბედურებას დაგვატეხთ.
– ჯანიც გავარდნიათ, ახლა მხოლოდ ჭამაზე ვფიქრობ. შიმშილით კუჭი მეწვის, იმათ კი არაფერი შემოაქვთ.
– ჩემო კეთილო, ნედ, – ვუთხარი მე, – აქაურ წესებს უნდა დავემორჩილოთ. ხომ გაგიგონიათ ანდაზა, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო. დავიცადოთ, გარემოეას გადავხედოთ, ისე ნურაფერს ჩავიდენთ.
– არა, პროფესორო, უნდა ვიღონოთ რამე! აუცილებლად! – შეჰყვირა მებარჯემ – რაიმე საშუალებას უნდა მივმართოთ!
– რა საშუალებას, ნედ?
– თავს უნდა ვუშველოთ, გავთავისუფლდეთ!…
– ხმელეთის ციხიდანაც ძნელია გაპარვა და წყალქვეშა საპატიმროდან ხომ წარმოუდგენელი!
– ვერ მიმიხვდით, პროფესორო? – წარმოთქვა ნედმა მცირე სიჩუმის შემდეგ, – ვერ მოგიფიქრებიათ, როგორ უნდა მოიქცეს ის ხალხი, რომელთაც საპატიმროდან თავი ვერ დაუღწევიათ?
– ვერა, ჩემო მეგობარო, ვერ მომიფიქრებია.
– უბრალო საქმეა! რაკი თავი ვერ დაგიღწევია, მაშინ შიგ უნდა მოკლათდე შენებურად!
– როცა შენებურად დაიწყებ მოკალათებას, ჩაურთო კონსეიმ, – მაშინ, ვინ იცის.
– რა ვინ იცის! აქ საცოდნელი არაფერია! პანღური საპატიმროს ზემდეგებს, მოსამსახურებს და გათავდა! – სიტყვა გააწყვეტინა ნედმა.
– როგორ, ნედ? თქვენ მაგას მართლა ფიქრობთ?! თქევნ გინდათ, ეს წყალქვეშა ნავი ხელში ჩაიგდოთ? ამაზე სერიოზულად ფიქრობთ?!
– ძალიან სერიოზულად, პროფესორო!
– ეგ ხომ შეუძლებელია, უაზრობაა!
– რატომ, პროფესორო? შეიძლება ასეთი მარჯვე შემთხვეა მოგვეცეს კიდეც. და თუკი ასეთი შემთხვევა მოგვეცა, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ? ამ წყალქვეშა ნავზე ბევრი-ბევრი ოციოდე კაცი იყოს, როგორ გგონიათ, ორი ფრანგი და ერთი კანადელი კისერს ვერ მოუგრეხს ოციოდე გაიძვერას?
დავატყვე, რომ უმჯობესი იყო, კამათი მიმეფუჩეჩებინა როგორმე და ნედს ვუპასუხე:
– თუკი ასეთი შემთხვევა მოგვეცემა, მაშინ ვნახოთ, მაგრამ სანამ ასეთი შემთხვეა არ მოგგცემია, გეთაყვა, ნედ, თავი შეიკავეთ. ხომ იცით, დიდი სიფრთხილე და მოხერხება გვმართებს ამ საქმეში. გახსოვდეთ, რომ ხელსაყრელი გარემობის შექმნა ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. პირობა უნდა მომცეთ, რომ აიტანთ იმ მდგომარეობას, რომელშიაც ვიმყოფებით.
– პირობას გაძლევთ, პროფესორო, – მიპასუხა ნედმა ისეთი კილოთი, რომელსაც მაინცდამაინც არ დაეჯერებოდა.
არც ერთი უხეში სიტყვა არ წამომცდება!.. არც ერთი მოძრაობით არ გავამჟღავნებ ჩემს გულისნადებს, არც ერთი გამოხედვით არ გავცემ ჩემს განზრახვას, რაც არ უნდა დამემართოს, თუნდაც საჭმელიც აღარ მოგვაწოდონ, კრინტს არ დავძრავ, პირში წყალს ჩავიგუბებ!
– მჯერა, ნედ, თქვენი იმედი მაქვს, – ვუპასუხე კანადელს და ამ საგანზე ლაპარაკი ამით დავამთავრე. ყველა ჩვენგანი საკუთარ ფიქრებს მიეცა.
გულახდილად რომ ვთქვა, ნაკლებ მხიბლავდა განთავისუფლების იმედი. თუმცა ეს ნედ ლენდს მთელი არსებით სჯეროდა. ვერ წარმომედგინა ისეთი მოხერხებული შემთხვევა, რომ ჩვენ ეს წყალქვეშა ნავი ხელსი ჩაგვეგდო. მას ხომ დიდი ოსტატობით და ხელოვნებით მართავდნენ; ალბათ ეკიპაჟიც მრავალრიცხოვანი ეყოლებოდა. ჩვენსა და მათ შორის შეტაკება რომ მომხდარიყო, თაგვებივით გაგვჟლეტდნენ. ესეც არ იყოს, ბრძოლას ხომ თავისუფლად ყოფნა სჭირდბა, ჩვენ კი დაკეტილ საკანში ვიყავით გამომწყვდეული. როგორ გავაღწევდით ამ დოლადის კედლებიდან, რომლებიც ჰერმენტულად დაეხშოთ. მეორეც, ამ წყალქვეშა ნავის კაპიტანი საიდუმლოებითაა მოცული და რა თქმა უნდა, ნებას არ მოგცემს გავენოთ გემის აღნაგობას, სამანქანო განყოფილებებს, მოწყობილობას. ჩვენთვის ამჟამად უმთავრესი ისაა, თუ როგორ მოგვეპყრობა კაპიტანი: სამივეს წყალს მიგვცემს, თუ ოდესმე გადაგვსხამს სადმე უდაბურ ხმელეთზე. გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და ჩვენი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ გახლდათ.
– ცუდადაა ჩვენი საქმე, საძაგლად! – ვფიქრობდი ჩემთვის, – გონიერი ადამიანი მაშინვე მიხვდება, რომ ნედ ლენდის განზრახვა განუხორციელებელი ოცნება იყო, მხოლოდ ნედს შეეძლო ასეთი კოშკების აგება.
ნედი კი, რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო მრისხანებდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ფეხებს ატყაპუნებდა, კედელზე მუშტებითა და ქუსლებით აბრახუნებდა.
ჩვენი მდგომარობა მართლაც აუტანელი ხდებოდა: დრო გადიოდა, შიმშილი ტანჯვად გადაგვექცა. არავინ მოდიოდა.
– ეჰ, – ვფიქრობდი ჩემთვის, – გადავივიწყდით! თუ ბოროტი განზრახვა არ უდევთ გულში, ჩვენს გაჭირვებას ცოტა ყურადღებას მაინც მიაქცევდნენ.
ნედი თანდათან მოთმინებას კარგავდა. მართალია, პატიოსანი სიტყვა მომცა, “თავდაჭერილად” ვიქნებიო, მაგრამ ძალზე შემაფიქრიანა. ვაითუ დაუფიქრებლად მოქცეულიყო, როცა ჩვენს დღევანდელ პატრონს შეეჩეხება!
ორი საათი კიდევ გავიდა. კანადელი ყვიროდა, ღრიალებდა, მაგრამ უყანოფოდ. რკინის კედლებს არაფერი ესმოდა. რამდენჯერმე კედელს ყური მივადე, ვერავითარ ხმაურს ვერ ვგრძნობდი. გემის შიგნით ჩამიჩუმი არ ისმოდა, თითქოს ყველაფერი ჩამკვდარიყო. წყალქვეშა ხომალდი არ იძროდა, თორემ ბორბლის ტრიალზე ზანზარს ვიგრძნობდი. ალბათ, გემი ზღვის სიღრმეში იყო ჩაყვინთული.
ასეთი სიჩუმე აუტანელი გახდა. მიგვატოვეს, დაგვივიწყეს ამ საკანში, და ვეღარ ვბედავდი ფიქრით კიდევ უფრო ღრმად შემეტოპა; როდემდე გვამყოფებენ აქ? რით დასრულდება ჩვენი საქმე? კაპიტნის პირველი ნახვისას აღძრული იმედი თანდათან მიქრებოდა. მისი მშვიდი, პატიოსნებით აღსავსე გამოხედვა, საუცხოო გამომეტყველება, კეთლშობილი გარეგნობა – ყოველივე ეს გაქრა. უკვე წარმოვიდგინე უიმედობით მოცული უცნობი იმ სახით, როგირც ის, ალბათ, მართლაც იყო: უდიერი, უმოწყალო, მკაცრი და გავიფიქრე:
– იმ ადამიანს, რომელიც განშორებია საზოგადოებას, რომელსაც, როგორც ჩანს, საერთო არაფერი აქვს ადამიანებთან, რა შეწყალება და სულგრძელობა მოეთხოვება?!
რა განუზრახავს? ჩვენი შიმშილით ამოწყვეტა ამ რკინის კიდობანში?
რა მოგველის? ადამიანს ხომ შიმშილისაგან გონება უბნელდება, მას ყველაფრის ჩადენა შეუძლია!
ეს უკანასკნელი აზრი ამეკვიატა და შემაძრწუნებელი სურათები დამიდგა თვალიწნ.
კონსეის თავისი ჩვეულებრივი უშფოთველობა შერჩა. ნედი კი, გააფთრებული დ გამძვინვარებული, ლომივით ბრდღვინავდა.
უცებ ხმაური მოისმა. ლითონის იატაკზე გარკვევით ისმოდა ფეხის ბაკაბუკი. კლიტემ დაიჩხაკუნა, რკინის ურდულმა დაიჟღრიალა, კარი გაიღო და ჩვენი ნაცნობი მოსამსახურე გამოჩნდა.
თვალის დახამხამება ვერ მოასწარი, რომ ნედ ლენდი ეძგერა იმ უბედურს, ქვეშ ამოიდო და ისე მძლავრად წაუჭირა ყელში, რომ ხრიალი დააწყებინა.
კონსეი სწრაფად მივარდა და ცდილობდა, ის უბედური ხელიდან გამოეგლიჯა; მეც გავქანდი მისაშველებლად, მაგრამ ერთ ადგილას გაქვავებული დავრჩი, ელდასავით დამიარა წმინდა ფრანგული ენით წარმოთქმულმა სიტყვებმა:
– დამშვიდდით, ნედ ლენდ, თქვენ კი, პროფესორო, გთხოვთ მომისმინოთ!

თავი XIII
კაპიტანი ნემო

ჩვენ წინაშე იდგა ამ ნავის კაპიტანი.
ნედ ლენდი სწრაფად წამოდგა და ხელი გაუშვა თავის მსხვერპლს.
თითქმის წამხრჩვალი მოსამსახურე კაპიტნის ნიშანზე ლასლასით გავიდა კაიუტიდან.
რა გავლენა და რა ძალა უნდა ჰქონოდა ამ კაპიტანს, რომ კაცი კინაღამ წაახრჩვეს, ის კი მხოლოდ ერთი უბრალო ნიშნის მიცემაზე მორჩილად გავიდა, შემოხედვითაც კი არ გამოუთქვამს თავისი გულისწყრომა.
აუღელვებელი კონსეიც გაოცებული დარჩა ამით. მე ხომ მთლად გავშტერდი.
ყველანი უსიტყვოდ ველოდით, რა მოხდებოდა.
კაპიტანი მაგიდას მიეყრდნო, ხელები გულზე დაიკრიფა და ყურადღებით შეგვათვალიერა. ლაპარაკს ვერ ბედავდა თუ ნანობდა, ფრანგულად ორიოდე სიტყვა რომ წამოსცდა?
რამდენიმე წამს გაგრძელდა სიჩუმე, რომლის დარღვევასაც ჩვენ ვერ ვბედავდით.
ბოლოს ნემომ დინჯი, ღრმა სულში ჩამწვდომი ხმით დაილაპარაკა:
– ბატონებო, მე ვლაპარაკობ ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, ლათინურად. მაშასადამე, შემეძლო პასუხი გამეცა თქვენთვის პირველი შეხვედრისთანავე, მაგრამ არაფერი გიპასუხეთ: მინდოდა ჯერ გამეგო თქვენი ვინაობა და შემდეგ მომეფიქრებინა. თქვენ მიერ ოთხჯერ გამეორებულმა თავგადასავალმა დამარწმუნა, რომ სწორედ ისინი ხართ, ვისი სახელითაც ლაპარაკობთ, რომ შემთხვევამ შემახვედრა პარიზის მუზეუმის ბუნებისმეტყველების ისტორიის პროფესორს, ბატონ პიერ არონაკსს, მის მსახურ კონსეის და კანადელ მებარჯეს ნედ ლენდს, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის გემ “აბრაამ ლინკოლინზე” იმყოფებოდნენ.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავხარე. კაპიტანს არავითარი კითხვა არ მოუცია ჩემთვის, მაშასადამე, საპასუხოც არა მქონდა რა.
ეს კაცი ფრანგულად ლაპარაკობდა უშეცდომოდ და უაქცენტოდ, მაგრამ თანამემამულედ მაინც ვერ მივიჩნიე.
მან განაგრძო: – თქვენ, პატივცემულო, უეჭველად გადაწყვიტეთ, რონ ნახვა დაგიგვიანეთ. დავიგვიანე იმისათვის, რომ მინდოდა საღი გონებით მომეფიქრებინა, თუ როგორ მოგქცეოდით. დიდხანს ვერ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი. უბედურმა შემთხვევამ შეგახვედრათ ისეთ ადამიანთან, რომელსაც კაცობრიობასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს. თქვენ თქვენი მოსვლით აღაშფოთეთ…
– უნებურად – ჩავურთე მე.
– უნებურად?! – ხმას აუმაღლა უცნობმა, -უნებურად! განა “აბრაამ ლინკოლნი” უნებურად თარეშობდა ჩემზე ყველა ზღვაში? განა თქვენ უნებურად გაჩნდით იმ სამხედრო გემის გემბანზე? განა უნებურად მიშენდით ზარბაზნებს? განა ნედ ლენდმა უნებურად აძგერა ჩემს გემს თავისი ბარჯი?
ამ სიტყვებში თავდაჭერილი გაბრაზება შევამჩნიე და ვუპასუხე:
– კაპიტანო, ალბათ სრულებით არ გეცოდინებათ ის დავა, რომელიც ატყდა თქვენ შესახებ ევროპასსა და ამრიკაში. ალბათ, არ მოგეხსენებათ, თუ რა რიგად შეაშფოთა ხალხი თქვენი წყალქვეშა ნავით მიყენებულმა ზარალმა. მე არ შეგაწუხებთ ყველა იმ მითქმა-მოთქმითა და მოსაზრებებით, რომლითაც ცდილობდნენ აეხსნათ გაუგებარი მოვნელები. მოგახსენებთ მხოლოდ ერთს: “აბრაამ ლინკოლნი” თქვენი დევნის დროს ფიქრობდა, რომ ებრძვის ზღვის რომელიმე მძლავრ ცხოველს, რომლისგანაც როგორმე უნდა გათავისუფლდეს ზღვები.
კაპიტნის ტუჩებს დამცინავმა ღიმილმა გადაჰკრა და წინანდელი მშვიდი ხმით შემეკითხა:
– პროფესორო, თქვენ თავდებად დგებით, რომ თქვენი სამხედრო გემი დევნას არ დაუწყებდა, ზარბაზნის ყუმბარებით არ გაუმასპინძლდებოდა წყალქვეშა ნავს?
ამ კითხამ შემაკრთო. ცხადია, კაპიტანი ფარაგუტი ერთ წუთსაც არ დაფიქრდებოდა და თავის წმინდა მოვალეობად ჩათვლიდა ამ წყალქვეშა ნავის განადგურებას ისევე, როგორც ზღვის უზარმაზარი ცალკბილას მოკვლას.
– ხომ გესმით, რომ უფლება მაქვს, ჩემს მოსისხლე მტრებად მიგიჩნიოთ?
პასუხი არ გამიცია, ან კი რა უნდა მეპასუხა?
კაპიტანმა განაგრძო:
– დიდხანს ვყოყმანობდი. არაფერი მავალდებულებდა, თქვენთვის მასპინძლობა გამეწია, მაგრამ თუ განშორება მოგველოდა, ახლა რიღასთვის უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. შემეძლო გემბანზე გამეყვანეთ, იქ დამეტოვებინეთ და სიღრმეში ჩავცურებულიყავი, თქვენი არსებობაც კი დამევიწყებინა. მქონდა თუ არა უფლება, ასე მოვქცეულიყავი?
– შეიძლება ველურს ჰქონდეს ასეთი უფლება, – შევუბრუნე სიტყვა, – მაგრამ განათლებულ ადამიანს კი – არა.
– პროფესორო არონაკს, – სწრაფად მიპასუხა კაპიტანმა, – მე სრულებით არ გახლავართ ის, ვისაც თქვენ გულისხმობთ. მე ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი მაქვს ეგრეთ წოდებულ საზოგადოებასთან! საამისოდ საკმაო მიზეზი მაქვს. მაშასადამე, არც საზოგადოებრივ წესრიგს ვემორჩილები, არც მის კანონებს. გთხოვთ, ამ საგანზე სიტყვა აღარ დაძრათ!
პირდაპირი და გულახდილი საუბარი იყო. მის თვალებში მრისხანება ელავდა, სახეზე ზიზღი აესახა. გულში გამიელვა აზრმა: ალბათ საზოგადოებრივი ცხოვრბა დაუგმია, განშორებია მას და მისგან სრულიად დამოუკიდბელი და თავისუფალი გამხდარა. ვინ დაუწყებს მას დევნას ოკეანის უფსრულებსი მაშინ, როდესაც ზღვის ზედაპირზე თვითონ მუსრავს ყველაფერს, რაც მის წინააღმდეგაა მიმართული. რა გემი გაუძლებს ამ წყალქვეშა მონიტორის დაჯახებას? რომელ ჯავშანგადაკრულ გემს არ გახვრეტს მისი სარქენი!…
ამ ფიქრებმა ელვასავით გამირბინა თავში. ეს კი, ეს უცნაური ადამიანი მდუმარედ იდგა ფიქრებში წასული. შიშით და ძრწოლით ვარკვიდებოდი მის სახეს. ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ, კაპიტანი პირდაპირ მე მომიბრუნდა:
– რადგან ბედისწერამ ჩემს წყალქვეშა ნავზე გამოგრიყათ, თქვენ დარჩებით ჩემს გემზე და შედარებით თავისუფალი იქნებით. მხოლოდ ერთი პირობით: სიტყვა უნდა მომცეთ, რომ ამ პირობას დაემორჩილებით. ჩემთვის მხოლოდ თქვენი სიტყაა საკმარისი.
– ბრძანეთ, კაპიტანო, – ვუპასუხე მე, – თქვენი პირობა ალბათ ისეთი იქნება, რომ პატიოსან ადამიანს შეეძლება მისი მიღება!
– დიახ! მომისმინეთ, აი, ეს პირობაც: შეიძლება ზოგჯერ რაიმე მოულოდნელი გარემოების გამო, იძულებული გავხდე, რამდენიმე საათით ან შეიძლება რამდენიმე დღითაც ამ კაიუტაში ან როგორც თქვენ მას უწოდებთ, ამ საკანსი ჩაგკეთოთ. ასეთ შემთხვევაში, უსაზღვრო მორჩილეას მოვითხოვ თქვენგან. ასე გავაკეთებ იმის გამო, რომ თქევნ უნებლიე მოწმე არ გაგახადოთ რაიმე შემთხვევისა. იღებთ თუ არა ამ პირობას?
ალბათ ამ გემზე ისეთი ამბავიც ხდება ხოლმე, რაც არ უნდა იცოდეს ბურჟუაზიული წრის ადამიანმა, – გავიფიქრე მე და ამხანაგების სახელითაც ვუპასუხე:
– მაგ პირობას ვიღებთ, მაგრამ ერთი შეკითხის ნება მიბოძეთ.
– გისმენთ!
– თქვენ ბრძანეთ, გემზე თავისუფალი იქნებითო?
– დიახ, სრულიად თავისუფალი.
– მაშ, შეიძლება გკითხოთ, რას გულისხმობთ მაგ სიტყვაში?
– თქვენ შეგიძლიათ ამ გემზე თავისუფლად შეხვიდეთ ყველა განყოფილებაში. შეგიძლიათ ყველაფრის ნახვა, დათვალიერება, თვალყურის დევნება, დაკვირვება, რაც კი აქ ხდება, ხსენებული იშვიათი შემთხვევის გამოკლებით. ერთი სიტყვით, ისეთივე უფლებებით ისარგებლებთ, როგორითაც ვსარგებლობთ მე და ჩემი ამხანაგები.
– ბოდიში, მაგრამ ეს ისეთი თავისუფლებაა, რომელსაც ყოველი პატიმარი გაურბის. ასეთი თავისუფლეაბ ჩვენთვის არ კმარა.
– ძალაუნებურად უნდა იკმაროთ.
– როგორ?! სამუდამოდ უნდა გავწყვიტოთ იმედი, რომ ოდესმე ვიხილავთ სამშობლოს, მეგობრებს, ნათესავებს?!
– დიახ, პროფესორო, მაგრამ უარის თქმა საზოგადოებრივი ცხოვრების იმ მძიმე უღელზე, რომელიც ზოგ ადამიანს და კონსერვატორ პროფესორებსაც თავისუფლებად მიაჩნიათ, დამერწმუნეთ არც ისეთი ძნელი საქმეა.
– მე ვერასოდეს მოგცემთ პირობას, რომ აქედან გაპარვას არ შევეცდები! – მიაძახა ნედ ლენდმა.
– მე თქვენგან ასეთ პირობას არ ვთხოულობ, ნედ ლენდ, – ცივად უპასუხა კაპიტანმა.
– კაპიტანო, თქვენ სარგებლობთ ჩვენი უმწეო მდგომარეობით, ჩვენი უბედური თავგადასავლით! ეს მეტისმეტი სიმკაცრე და უდიერებაა! – ვუთხარი მე.
– პირიქით, ეს არის სულგრზელობა. თქვენ ბრძოლის ველზე დამრჩით ტყვეებად, მე კი მაინც შეგიფარეთ ჩემს გემზე, მაშინ, როცა ჩემი ერთი სიტყვა კმაროდა, რომ ზღვის ფკსერზე გამესტუმრებინეთ. თქვენ აქ მოსულხართ, რომ გაიტაცოთ ჩემი საიდუმლოება, რომელიც არც ერთმა სულდგმულმა არ უნდა იცოდეს. თქვენ კადნიერად შემოიჭერით ჩემი არსებობის საიდუმლოებაში!… და კიდევ ფიქრობთ, ოდესმე დაგაბრუნებთ ამ საზოგადოებაში, რომელმაც არ უნდა იცოდეს ჩემი არსებობის ამბავი?! თქვენ რომ აქ გტოვებთ, ამით ჩემს თავს ვიცავ!
ამ სიტყვების შემდეგ აშკარა იყო კაპიტნის მტკიცე გადაწყვეტილება. აქ არც კამათი გაჭრიდა, არც დარწმუნება და არც მუდარა.
– მაშასადამე, თქვენ არჩევანს გვაძლევთ: სიკვდილი ან სიცოცხლე?
– დიახ!
– მეგობრებო, – მივუბრუნდი ამხანაგებს, – ასეთ კითხვაზე თანხმობის მეტი რაღა გვეთქმის. მაგრამ ამით ხელ-ფეხს არ ვიკრავთ, არავითარი პირობას არ ვდებთ…
– არავითარს! – დამიდასტურა კაპიტანმა და შემდეგ უფრო რბილი კილოთი განაგრძო:
– ახლა, ნება მიბოძეთ, ჩემი სათქმელი დავამთავრო! მე თქვენ გიცნობთ, პროფესორო არონაკს. შეიძლება თქვენი ამხანაგებისათვის სამძიმო გახდეს ჩემს გემზე ყოფნა, მაგრამ პირადად თქვენთვის კი – არა. მოსალოდნელია, მალე თქვენ აღარ დაემდუროთ ბედს, რომელმაც ერთმანეთს შეგვახვედრა, დაგვაკავშირა. ჩემს საყვარელ წიგნებს შორის თქვენ ნახავთ თქვენს ნაწარმოებსაც – “ზღვის უფსკრულების საიდუმლოებანი”. თქვენმა ნაშრომმა მეცნიერბა წინ წასწია, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ხმელეთის მცხოვრებთათვის, თუმცა ჯერ ყველაფერი არ იცით, ყვლაფერი არ გინახავთ. ნება მიბოძეთ, პროფესორო, მოგახსენოთ, რომ თქვენ სანანებლად არ დაგრჩებათ ჩემ გემზე გატარებული დრო. თქვენ იმოგზაურებთ საოცრებათა სამყროში. არასოდეს მოგწყინდებათ ის, რასაც განახვებთ: მუდამ განცვიფრებული იქნებით. მე კვლავ ვიწყებ წყალქვეშა მოგზაურობას დედამიწის გარშემო. ვინ იცის, იქნებ უკანასკნელადაც! მე მინდა, კვლავ ვიხილო წყალქვეშეთი და თქვენ ჩემი თანამგზავრი იქნებით; ერთად გამოვიკვლევთ და შევისწავლით მის წიაღს. დღეიდან თქვენ ფეხს შედგამთ ახალ სტიქიონში და იხილავთ იმას, რაც ჯერ არც ერთ სულიერ ადამიანს არ უნახას – ჩემსა და ჩემიანების გარდა. ჩემი წყალობით თვალწინ გადაგეშლებათ პლანეტის წყალქვეშეთის საიდუმლოებანი.
ცბიერებაში ნუ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ კაპიტნის სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდიან ჩემზე. ერთ წუთს გადამავიწყდა, რომ თვით უდიდესი სასწაულის ნახვა ვერასოდეს შეედრება დაკარგულ თავისუფლებას. მაგრამ მისმა სიტყვებმა მომავლის იმედიც ჩამინერგა… ალბათ მომავალი სინათლეს მოჰფენს ამ ბნელით მოცულ საკითხს. ამიტომ ასე ვუპასუხე კაპიტანს:
– თუმცა, როგორც ბრძანეთ, ყოველივე კავშირი გაწყვეტილი გაქვთ კაცობრიობასთან, მაგრამ მაინც ვრწმუნდები, თქვენს არსებაში არ ჩამქრალა ადამიანური გრძნობა. ჩვენ უნებლიე მსხვერპლი გავხდით ზღვის ღელვის და თქვენც კაცთმოყვარული დიდსულოვნებით თავშესაფარი მოგვეცით. ამას ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. პირადად მე, რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, რომ მეცნიერებას შეუძლია ადამიანის გულში მიაყუჩოს თავისუფლების მოთხოვნილება და დარწმუნებული ვარ, თქვენი შეხვედრა ამინაზღაურებს ყველა განვლილ ტანჯვა-ვაებას!
ვიფიქრე, რომ კაპიტანი ხელს გამომიწოდებდა ჩვენს შორის ასეით კავშირის დასამყარებლად, მაგრამ ასე არ მოიქცა და წასვლა დააპირა.
მაშინ ვკითხე:
– უკანასკნელი კითხვა…
– ბრძანეთ, პროფესორო!
– როგორ მოგმართოთ ხოლმე?
– თქვენთვის მე გახლავართ კაპიტანი ნემო. თქვენ და თქვენი ამხანაგები კი ჩემთვის – “ნაუტილუსის” მგზავრები.
კაპიტანმა მოიხმო ერთი მეზღვაური. განკარგულება მისცა ჩვენთვის გაუგებარ ენაზე; შემდეგ ნედ ლენდსა და კონსეის მიუბრუნდა:
– სადილი თქვენს კაიუტაში მზადაა. გაჰყევით ამ კაცს.
– მაგაზე კი უარს არ ვიტყვი! – უპასუხა მებარჯემ.
კონსეი და ნედი გავიდნენ იმ საკნიდან, რომელშიც 30 საათზე მეტხანს ვისხედით.
– ახლა კი ჩვენ წავედით სასადილოდ, პროფესორ არონაკს. ნება მიბოძეთ, წინ გაგიძღვეთ.
– მე თქვენს განკარგულებაში ვარ, კაპიტანო!..

თავი XIV
საუზმე

ჩვენი საპატიო პირდაპირ ელექტრონით განათებულ ტალანში გავედით. ოცდაათი ნაბიჯის შემდეგ კარი გაიღო და სასადილო ოთახში შევედით. ეს ოთხი გემოვნებით იყო მოწყობილი. კედელთან ორი მაღალი ბუფეტის კარადა იდგა. თაროებზე კრიალებდა ქაშანური, ფაიფური და ბროლი. ვერცხლის ჭურჭელს ელექტრონის შუქზე ლაპლაპი გაჰქონდა. სინათლე ჭერიდან ეფინებოდა ოთახს. საუცხოო სურათებით მოხატული ჭერი ამ კაშკაშა სინათლეს სინაზეს ჰფენდა. ოთახის შუაგულში მდიდრული ჭურჭლით გაწყობილი მაგიდა იდგა.
კაპიტნმა ნემომ ადგილი შემომთავაზა და მითხრა:
– დაბრძანდით, პროფესორო და შეექეცით, როგორც დიდი ხნის ნაშიმშილები ადამიანი.
საუზმე მრავალფეროვანი და საუცხოოდ მომზადებული კერძებისაგან შედგებოდა: ზოგი თევზეულია იყო, ზოგისა კი ვერაფერი გავიგე; დაახლოებითაც ვერ ვიტყვი, რისა იყო, გემო ჩინებული ჰქონდა, რაღაც უჩვეულო, უცნაური, რასაც მალე მივეჩვიე.
როგორც შევიტყვე, ეს ნაირ-ნაირი საჭმელი ბლომად შეიცავდა ფოსფორს და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს იყო ზღვის ცხოველის ხორცეული ან ზღვის მცენარეულობა. კაპიტანი ნემო მომჩერებოდა. არაფერი მიკითხავს, მაგრამ ჩემს ფიქრებს მიხვდა და თვითონ მიპასუხა იმ კითხვებზე, რომელთა წარმოთმის სურვილით ვიწვოდი.
– ამ საკვების უმეტეს ნაწილს თქვენ პირველად მიირთმევთ, – მითხრა მან, – მაგრამ უშიშრად შეიძლება მათი ჭამა, გემრიელია და ნოყიერი. დიდი ხანია, რაც ხელი ავიღე “ხმელეთის საჭმელებზე” და ჩემი ჯანმრთელობა სრულიად არ დაზიანებულა. ჩემი ეკიპაჟიც ზღვის ნაწარმით იკვებება და ყველანი ჯანმრთელად არიან.
– ყველაფერს ზღვა გაწვდით, კაპიტანო? – შევეკითხე.
– დიახ, პროფესორო, ზღვა მაწვდის ყველაფერს, რისი მოთხოვნილება და საჭიროებაც მაქვს. გადავაგდებ ბადეს და რამდენიმე წუთის შემდეგ ამოათრევ ისე გავსებულს, რომ თევზის სიმძიმისაგან ლამის დაწყდეს. ჩავეშვები ამ სტიქიონის სიმძიმეში, რომელიც ადამიანს მიუწვდომელი ჰგონია და ჩემს წყალქვეშა ტყეებში ვნადირობ. ჩემი ნადირის ჯოგები წყნარად ნავარდობენ ოკეანის თვალუწვდენელ იალაღზე. დიახ, ეს არის ჩემი უზარმაზარი სამფლობელო, რომელიც ზარალის მოუყენებლად იძლევა მუდმივ შემოსავალს.
კაპიტან ნემოს ერთგვარი გაოცებით შევხედე და ვუპასუხე:
– ძალიან კარგად მესმის, კაპიტანო, რომ ნასროლი ბადე გაბმული თევზების სიმძიმისაგან წყდებოდეს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როგორ ახერხებთ ზღვის ცოველებზე ნადირობას, ან სად შოულობთ თუნდაც ერთ მისალ ძროხის ხორცს?
– პროფესორო, აკი მოგახსენეთ, რომ ხმელეთის ხოველთა ხორცს აღარ ვიკარებ.
– განა ეს ძროხის ხორცი არ არის? – შევეკითხე და მივუთითე ერთ-ერთ ლანგარზე, რომელზედაც ხორცის ნაჭრები ელაგა.
– ეგ, რაც თქვენ ძროხის ხორცი გგონიათ, პროფესორო, ზღვის კუს სუკის ნაჭერია. აი, ეს კი დელფინის ღვიძლია. აბა, იგემეთ, ნამდვილი ღორის ყაურმა გეგონებათ. ჩემი მზარეული დიდი ოსტატია თავისი საქმისა და ჩინებულად ინახავს სანოვაგეს. გასინჯეთ, პროფესორო და თქვენი აზრი გამიზიარეთ. აი, გოლოთაურიას კონსერვები, მალაელები თითებს ჩაიკვნეტენ. აგერ, ვეშაპის ჯიშის ცხოველთა რძისგან მოხდილი ნაღები. აი, ჩრდილო ზღვების მცენარეებისაგან გამოხდილი შაქარი; აი, ესეც, – ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ, – მურაბა გახლავთ, რომელიც ზღვის ანემონებისაგანაა დამზადებული. გარწმუნებთ, რომ ეს მურაბა ხმელეთზე დამზდებულზე უკეთესია.
ცნობისმოყვარეობისა და რა სიხარბის გამო, ყველაფერის გემო გავსინჯე. კაპიტანი განგრძობდა:
– პროფესორო არონაკს, ზღვა არის ჩემი მასაზრდოებელი, უხვი და დაუშრეტელი. ზღვა არამცთუ მასაზრდოებს, ტან-ფეხსაც მიმოსავს იცით, რისგან არის მოქსოვილი ეგ ტანისამოსი, თქვენ რომ გაცვიათ? ერთგვარი ნიჟარების ძარღვებისაგან. რაშია შეღებილი? ჯიგრისფერ ნიჟარაში. ეს იისფერი ზოლები კი ხმელთაშუა ზღვის ბაჭიის გამონაწურსია შეღებილი. თქვენს კაიუტაში ტუალეტის მაგიდაზე ნახავთ სხვადასხვა სუნამოს, რომლებიც დამზადებულია ზღვის მცენარეთა ყვავილებისაგან. თქვენი ლოგინი დამზადებულია თივთიკივით რბილი ზღვის ბალახისაგან. კალამი, რომლითაც აქ დაწერთ რამეს, ვეშაპის ულვაშისა იქნება, მელანი კი – სიპინის სითხისა. ყოველივე ამას, ზღვა მაძლევს, პროფესორო, ზღვა.
– ზღვა ძალიან გიყვართ, კაპიტანო?
– დიახ, მიყვარს! ზღვა ჩემთვის ყველაფერია! ზღვა ფარავს მთელი დედამიწის ზურგის შვიდ მეათედს – მისი სუნთქვა, მისი ანაორთქლი ჯანსღია, მაცოცხლებელი და სუფთა. ეს არის თვალუწვდენელი უდაბნო, სადაც ადამიანი მარტოობას ვერასოდეს იგრძნობს, რადგანაც ხედავს და გრძნობს, რომ მის გარშემო სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს. ზღვა მუდმივი ციალია, მუდმივი მოძრაობა, მუდმივი სიყვარული, გარდაუვალი ფეთქვა, როგორც ამბობს ერთი ხმელეთის პოეტი. ზღვა არის უზარმაზარი ბუნების აუზი. ზღვით დაედო ქვეყნიერებას სათავე და ვინ იცის, იქნება მისითვე დასრულდეს იგი. ზღვაში ვპოულობთ უზენაესი სიმშვიდეს. ზღვა არ ეკუთვნის დესპოტ ადამიანს. მის ზედაპირზე კიდევ შეუძლიათ უკანონო ბატონობა და სისხლისმღვრელი ომების გაჩაღება მოყვასის წინააღმდეგ, შემუსვრა და გაჟლიტა თავისი თანამოძმისა – ერთი სიტყვით, მათ საშუალება აქვთ, ივარჯიშონ ამქვეყნიურ ყოვლნაირ უკანონობაში, მაგრამ ზედაპირიდან ოცდაათი ფუტის სიღრმეზე მათ ბოროტებას საზღვარი ედება, მათი ბატონობა არარაობად იქცევა. დიახ, პროფეოსორ, ზღვის ფსკერზე თავისუფალია სუნთქვა! იცხოვრეთ ზღვის უფსკრულებში! მხოლოდ აქაა სრული დამოუკიდებლობა, მხოლოდ აქაა ნამდვილი თავისუფლება!…
კაპიტანმა ნემომ სიტყვა ერთბაშად გაწყვიტა, თითქოს შეკრთა კიდეც, რომ ჩვეულებას გადაუხვია, მეტისმეტი გულახდილობა გამოიჩინა.
რამდენიმე წუთს აღელვებული ბოლდას სცემდა სასადილო ოთახში. ბოლოს, როგორც იყო, დამშვიდდა, მისმა სხვა ჩვეულებრივი გულრილი გამომეტყველება მიიღო და მომიბრუნდა:
– პროფესორო, ახლა კი თუ “ნაუტილუსის” დათვალიერება გნებავთ, თქვენს დასახმარებლად მზად ვარ.

თავი XV
“ნაუტილუსი”

კაპიტანი ნემო წამოდგა.მეც უკან გავყევი.
სასადილო ოთახის ბოლოში კარი გაიღო და ელექტრონით განათებულ ვიწრო და გრძლე ტალანსი გავედით. ათიოდე მეტრი გავიარეთ. ჩვენ წინ კიდევ გაიღო კარი და მეორე ოთახში გავედით.
ეს გახლდათ ბიბლიოთეკა.
კედლების ირგვლივ იდგა ჭერამდე აწვდილი შავი ხის კარადები.
თაროებზე ჩაემწკრივებინათ ერთნაირად შეფერილი წიგნები. კარადები კედლებს გასწვრივ ჩასდევდა. მათ შუა კი იდგა ყავისფერ ტყავგადაკრული დივნები, ამ დივნებზე საუცხოოდ მოთავსდებოდა მკითხველი. დივნებთან მიდმულ პატარა პიუპიტრიან მაგიდებზე მოხერხებულად შეიძლებოდა წიგნის დადება წასაკითხად. ბიბლიოთეკის შუაში უზარმაზარი მაგიდა იდგა, რომელიც სავსე იყო ბროშურებით. მათ შორის რამდენიმე ძველი გაზეთიც შევამჩნიე. ჭერიდან, მკრთალი შუქის ბურთიდან, ელექტროენერგიის სინათლე ეფინებოდა და კაშკაშა შუქს აფრქვევდა ამ დიდებულ მორთულობას. განცვიფრებული ვათვალიერებდი ამ საუცხოო დარბაზს და თვალს არ ვუჯერებდი.
– კაპიტანო ნემო, – მივმართე ჩემს მასპინძელს, რომელიც დივანზე მიწოლილიყო, – თქვენი ბიბლიოთეკა დაამშვენებდა ხმელეთის ყველა სასახლეს. გაოცებული ვარ, რომ ეს ბიბლიოთეკა თან დაგაქვთ ზღვის უფსკრულებში!
– მერე სად ნახავთ ასეთ მყუდროებას, ასეთ განმარტოებას, პროფესორო, როგროც აქა. პარიზის მუზეუმში რომ კაბინეტი გაქვთ, ასეთ მყუდროებას ხომ ვერ მოგანიჭებთ?
– ვერა, კაპიტანო, იქ ასეთ მყუდროებას ვერ ვეღირსები. ამასთანავე უნდა დავუმატო, რომ ჩვენი მუზეუმის ბიბლიოთეკა ძალზე ღარიბია ამასთან შედარებით. აქ ალბათ, ექვსი-შვიდი ათასი ტომი გექნებათ….
– თორმეტი ათასი, პროფესორო არონაკს! წიგნებია ერთადერთი ჯაჭვი, რომელიც ხმელეთთან მაკავშირებს. ხმელეთს იმ დღეს გამოვეთხოვე, როცა ჩემი “ნაუტილუსი” პირველად ჩაეშვა ზღვის უფსკრულში. იმ დღეს შევიზინე უკანასკნელი ბროშურები, გზეთები, წიგნები და მას მერ ჩემს თავს ვეუბნები: კაცობრიობას ახალი არფერი გამოუგონებია, არაფრისათვის მიუღწევია, ახალი არაფერი დაუწერია. ჩემი წიგნები თქვენს განკარგულებაში იგულეთ, პროფესორო. ნუ მომერიდებით, გეთაყვა.
კაპიტანს მადლობა გადავუხადე და წიგნების დათვალიერება დავიწყე. აქ თავმოყრილი იყო წიგნები ყველა ენაზე და ყველა დარგის შესახებ: მეცნიერული, ზნეობრივი, ფილოსოფიური, ბალისტიკა, ჰიდროგრაფია, მეტოროლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია და ბუნებისმეტყველება. ეტყობა, კაპიტანს წიგნების კითხვა ძალიან უყვარდა. აქ იყო ჰუმბოლდტი, არაგო, ფუკო, ანრი სე-კლერ-დევილი, შასლი, მილან-ედვარსი, კატრფაჟი, ტინდალი, ფარადეი, ბერტელო, აბატი სეკი, პეტერმანი, კაპიტანი მორი, აგარისი; ასევე იყო ჩემი ნაშრომის ორი ტომი, რომლის წყალობითაც კაპიტანმა ასე თავაზიანად მიმიღო. შევამჩნიე ასევე ჟოზეფ ბერტრნის “ვარსკვლავთმრიცხველობის დამაარსებელნი”. ეს წიგნი 1865 წელს გამოიცა. აქედან დავასკვენი, რომ “ნაუტილუსი” ამ წელზე ადრე არ ჩაშვებულა ზღვაში სანავარდოდ, მაშასადამე, სამ წელიწადზე მეტი ნამდვილად არ არის, რც კაპიტან ნემოს “კავშირი გაუწყვეტია ხმელეთთან”.
– გმადლობთ კაპიტანო, რომ თქვენი ბიბლიოთეკით სარგებლობის ნება მიბოძეთ. აქ მთელი საუნჯეა მეცნიერებისა და მეც ვეცდები ვისარგებლო ამით.
– ეს ოთახი მარტო ბიბლიოთეკა როდია, ეს გახლავთ აგრეთვე თამბაქოს მოსაწევი ოთხიც.
– თამბაქოს მოსაწევი? – წამოვიძახე მე, – მაშ, თქვენს გემზე თამბაქოსაც ეწევით?
– დიახ!
– ამ შემთხვევაში შემიძლია ვიფიქრო, რომ თქვენ კავშირი გაქვთ ჰავანასთან.
– არავითარი! – მიპასუხა მან, – ინებეთ, პროფესორო, ეს სიგარა. თუმცა ჰავანისა არ გახლავთ, მაგრამ თუ სიგარის გარჩევა იცით, ვგონებ, კმაყოფილი დარჩებით.
გამოწვდილი სიგარა ჩამოვართვი. ისეთი ყვითელი იყო, თითქოს ოქროს ფურცელი დაუხვევიათო. ბრინჯაოს მაღალ, მოხდენილ კვარცხლბეკზე მოვუკიდე და ისეთი ნეტარებით დავარტყი ნაფაზი, რომელსაც ადვილად მიმიხვდება ისთი მწეველი, რომელსაც ორი დღეა არ მოუწევია.
– ჩინებულია, მაგრამ ეს თამბაქო არ უნდა იყოს.
– არა, თამბაქო არ გახლავთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ჰვანისაა და არც აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყნისა. ეს არის ზღვის მცენარე, რომელიც ნიკოტინს უხვად შეიცავს. ამ მცენარის შოვნა არც ისე ადვილია. ზღვა ძუნწად მამარაგებს ასეთი მცენარეულობით.
– დიდებული რამაა!
– მაშ, ისიამოვნეთ, რამდენიც გენებოთ. თქვენ ხილი იგემეთ, მებაღეს რას დაეძებთ. მართალია, ამ სიგარებს არც ერთი საბაჟო არ გამოუვლია, მაგრამ ვგონებ, ამით მათი ღირსება არ მცირდება.
– პირიქით, კაპიტანო, პირიქით!…
ამ ლაპარაკში კაპიტანმა ნემომ ჩვენ პირდაპირ შეაღო კარი და იქ შევედით. ეს იყო კაშკაშა სინათლით განათებული მოზრდილი დარბაზი, სიგრძით 10 მეტრი, სიგანით – 6 და სიმაღლით – 5. სინათლე ჭერიდან სცემდა. ჭერი ნაზი არაბესკებით იყო მოხატული, რაც ამ კაშკაშა სინათლეს არბილებდა და მომხიბლავად ანათებდა ამ მუზეუმში დაგროვილ ბუნებისა და ხელოვნების იშვიათ საუნჯეს. ყველაფერი ისე უწესრიგოდ ელაგა, როგორც მხატვრის სახელოსნოში.
უცხოსახიან კედლებს ამშვენებდა ოცდაათამდე გამოჩენილი მხატვრის ნახატი, ერთნაირ ჩარჩოში მოთავსებული. მათ შორის ვნახე ფასდაუდებელი მხატვრული ნაწარმოები, რომელთაც აღტაცებაში მოვყავდი ხოლმე “ხმელეთზე” ყოფნის დროს, კერძოდ გალერეებსა და თუ სამხატვრო გამოფენებზე.
ოთახში იდგა ჩინებულად შესრულებული ბრინჯაოს ასლები განთქმული ქანდაკებებისა. მე უკვე განვიცდიდი იმ განცვიფრებას, რომლის შესახებაც კაპიტანი ნემო ლაპარაკობდა.
– პროფესორო, – მითხრა ამ უცნაურმა ადამიანმა, – მომიტევეთ, რომ ასე უბრალოდ დაგიხვდით და ამ მისაღებ ოთახში ასეთი არეულ-დარეულობაა.
– კაპიტანო ნემო, არ იფიქროთ, ვითომც თქვენი პიროვნების გამოცნობა მსურდეს, მაგრამ შეიძლება ვიფიქრო, რომ ხელოვანი ბრძანდებით?
– არა, პროფესორო, მხოლოდ ხელოვნების მოყვარული, არც მეტი, არც ნაკლები. ოდესღაც, გიჟი კოლექციონერი გახლდით, ხარბად ვაგროვებდი ადამიანის ხელით შექმნილ მშვენიერ ნაწარმოებებს. დაუღალავად ვეძებდი და მოვახერხე რამდენიმე იშვიათი და ძვირფასი ნივთის შეძენა. მხოლოდ ესენიღა მახსენებენ ხმელეთს, რომელიც ჩემთვის ახლა მკვდარია.
კაპიტანი გაჩუმდა, თითქოს ღრმა ფიქრებს მისცა თავი. გულითადი თანაგრძნობით და მღელვარებით ვაკვირდებოდი მისი საოცარი სახის ნაკვთებს და თვალი ვერ მომეშორებინა.
იშვიათი მოზაიკით შემკობილ მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი, ფიქრებში ჩაძირული, ეტყობოდა ვეღარც კი ამჩნევდა ჩემს არსებობას.
მეც მყუდროება აღარ დავურღვიე და ამ დიდებული დარბაზის იშვიათ საუნჯეს დავუწყე თვალიერება. ოთახში ხელოვნების ნაწარმოებების გარდა სხვა ბევრი რამ იყო თავმოყრილი: მეცნიერთა კოლექცია, ნიჟარები თუ ოკეანის სხვა საუნჯენი. ალბათ საკუთარი ხელით ჰქონდა შეგროვილი.
შუა დარბაზში შადრევანი იფრქვეოდა და ელქტროსინათლეზე მისი წინწკლები ალმასივით ელვარებდა.
შადრევნის მახლობლად, შუშაბანდში დანომრილი ელაგა ოკეანის ძვირფასი “ნაწარმოებები”.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი განცვიფრება!
აღტაცებით ვათვალიერებდი ზღვის საუცხოო კოლექციებს, რომლებთან შედარებით “ხმელეთის” უმნიშვნელო და უბადრუკი მოჩანდა. იშვიათი ნიმუშები ვნახე აქ.
რამდენი შრომა უნდა დახარჯულიყო ამის შესაგროვებლად ან რამდენი ფული! – გავიფიქრე, როდესაც მეცნიერული ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე.
კაპიტან ნემოს მილიონები უნდა დაებანდებინა ამ ძვირფასი ნიმუშების შესაძენად. როგორ ახერხებს თავისი ფანტაზიის განხორციელებას, ასეთი კოლექციების შეგროვებას?
უცებ მისმა სიტყვებმა ფიქრი შემაწყვეტინა:
– ჩემს ნიჟარებს ათვალირებთ, პროფესორო? მართლაც რომ დააინტერესებს ნატურალისტს. ჩემთვის ხომ ესენი გამორჩეულად ძვირფასია, რადგან საკუთარი ხელით მაქვს შეგროვილი. უნდა მოგახსენოთ, არ მოიპოვება არც ერთი ზღვა მთელი დედამიწის ზურგზე, რომელიც არ შემომევლოს და არ შემესწავლოს.
– მესმის, კაპიტანო, – ვუპასუხე მე, – ვგრძნობ, თუ რა დიდი სიამოვნებაა ასეთი სიმდიდრით დატკბობა. თქვენ ის ადამიანი ყოფილხართ, რომელიც საკუთარი ხელით იხვეჭს სიმდიდრეს. ევროპის არც ერთ მუზეუმს არ მოეპოვება ასეთი კოლექციები. მაგრამ ჩემი აღტაცება ამათ ცქერას რომ შევალიო, რაღა დავტოვო იმგემისთვის, რომელიც ამ მუზეუმს ატარებს. მე სრულებით არ მსურს თქვენს საიდუმლოეაში ჩავიხედო, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ “ნაუტილუსი” და მისი მამოძრავებული აღჭურვილობა – ეს ყოველივე უდიდეს ცნობისმოყვარეობას მიღვიძებს! მე ვამჩნევ, რომ დარბაზის კედლებზე ისეთი ინსტრუმენტებია წარმოდგენილი, რომელთა დანიშნულებაც არ ვიცი. შეიძლება გკითხოთ?
– პროფესორო არონაკს, მე უკვე მოგახსენეთ, რომ ჩემს გემზე თვისუფალი იქნებით; მაშასადამე, “ნაუტილუსის” არც ერთი კუნჭული დაფარული არ იქნება თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი დაწვრილებით დაათვალიეროთ და მე სასიამოვნო მოვალეობად მივიჩნევ, ამ მხრივ სამსახური გაგიწიოთ.
– არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა, კაპიტანო, მაგრამ თქვენს თავაზიანობას ბორტად არ გამოვიყენებ. მინდოდა მხოლოდ გამომეკითხა თქვენთვის ამ ფიზიკური ხელსაწყოების დანიშნულება.
– პროფესორო, ასეთივე ხელსაწყოები ჩემს ოთახშიც მაქვს და ამის შესახებ იქ მოგახსენებთ განმარტებას. მაგრამ ჯერ ნახეთ თქევნთვის გამზადებული კაიუტა. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორი ბინა გექნბათ “ნაუტილუსზე”.
კაპიტანს გავყევი. დარბაზის ყველა მხარეს კარი ჰქონდა. ერთ-ერთი კარით ვიწრო ტალანში გავედით და გემის ცხვირს მივადექით. აქ იყო ჩემთვის გამზადებული კაიუტა კი არა, მშვენიერი ოთახი, თავისი საწოლით, ტუალეტის მაგიდით და სხვა ავეჯით მორთული. მადლობის გადახდის მეტი რაღა დამრჩენოდა.
– თქვენი ოთახი ჩემი ოთახის გვერდითაა, – მითხრა მან და კარი შეაღო, – ჩემი ოთახიდან კი გასასვლელი კარია იმ დარბაზში, სადაც ჩვენ ვიყავით.
კაპიტანი თავის ოთახში შემიძღვა.
პირქუში სანახავი იყო და განდეგილის სენაგს ჰგავდა: რკინის ტახტი, სამუშაო და ტუალეტის მაგიდები. მკრთალი სინათლე მოჰფენოდა ოთახს, არავითარი ფუფუნების საგანი არ ჩანდა, აუცილებელი ნივთების გარდა.
კაპიტანმა სკამი შემომთავაზა.
– პროფესორო, დაბრძანდით, გეთაყვა.
ჩამოვსხედით და კაპიტანმა თხრობა დაიწყო:

თავი XVI
ყველაფერი ელექტრონით

– პროფესორო, – მომმართა კაპიტანმა და კედელზე ჩამოკიდებულ ხელსწყო-ინსტრუმენტებზე მიმითითა: – აი, ეს გახლავთ “ნაუტილუსის” მოძრაობისათვის საჭირო მოწყობილობა. ესენი მუდამ თვალწინ მაქვს და მიჩვენებენ გემის სვლაგეზს. ალბათ ზოგიერთს იცნობთ. მაგალითად, თერმომეტრი, რომელიც “ნაუტილუსის” ტემპერატურას აღნიშნავს. ბარომეტრი მიჩვენებს ჰერის წნევას და წინასწარ მატყობინებს ამინდის ცვილებას; ჰიგრომეტრი აღნიშნავს ატმოსფეროს სინესტეს, შტრომ-გლასში მოთავსებულია ნარევი და ქარიშხლის მოახლოების დროს იხსნება; კომპასი გვიჩვენებს გზას, ესეს სექსტანი, მზის სიმაღლის მიხედვით მიჩვენებს გეოგრაფიულ განედს; ქრონომეტრი მეხმარება დროისა და გეოგრაფიული გრძედის დაზუსტებაში, დღისა და ღამის დურბინდებით ვსარგებლობ მაშინ, როდესაც “ნაუტილუსი” ზღვის ზედაპირზე ცურავს.
– ესენი ზღვაოსნობის ჩვეულებრივი ხელსაწყოებია, – ვუპასუხე მე, – ეს ვიცი, მაგრამ აქ სხვებიცაა, რომლებიც ალბათ მხოლოდ “ნაუტილუსისთვისაა” გამოსადეგი. აგერ, ვხედავ ციფერბლატს, რომელზედაც ისარი მოძრაობს. ეს მანომეტრი ხომ არ არის?
– დიახ, მანომეტრია, – მიპასუხა კაპიტანმა, – ის შეერთებულია წყალთან და აღნიშნავს გარეგან წნევას, ე.ი. წყლის დაწოლას “ნაუტილუსის” კედლებზე და ამავე დროს, აღნიშნავს, ზღვაში რა სიღრმეზე იმყოფება ჩემი გემი.
– ეს ლოტოებიც სულ სხვანაირია!
– ეს თერმომეტრული ლოტებია, ისინი გვიჩვენებენ წყლის ტემპერატურას სხვადასხვა სიღრმეზე.
– ეს რაღა ინსტრუმენტებია? ამათ დანიშნულებას ვერ მივხვდი.
– აქ კი, პროფესორო, რამდენიე განმარტებაა საჭირო, – მითხრა კაპიტანმა,- გნებავთ მომისმინოთ?
-სიამოვნებით გისმენთ, კაპიტანო.
რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ, კაპიტანმა დაიწყო:
– არსებობს მძლავრი, მორჩილი, სწრაფი და იოლი ძალა, რომელიც ყველგან და ყველაფერში გამოსაყენებელია და რომელსაც ჩემს გემზე უმთავრესი ადგლი აქვს დათმობილი. ყველაფერს ის მიკეთებს: ის მაძლევს სინათლეს, სითბოს. ერთი სიტყვით, ის არის სული და გული ჩემი მექანიკური მანქანებისა. ეს ძალა გახლავთ ელექტრონი.
– ელექტრონი?! – წამოვიძახე გაკვირვებით.
– დიახ, პროფესორო.
– უნდა მოგახსენოთ, კაპიტანო, რომ თქვენი გემის წარმოუდგენელი სიჩქარე ელექტრონის თვისებებს არ შეეფერება. დღემდე ელექტრონის მამოძრავებელი ძალა ჩვენსი მეტად ცუდ შედეგებს იძლეოდა.
– მაგისი რა მოგახსენოთ, პროფესორო, მაგრამ ჩემი ელექტრონი ცოტაოდენ განსხვავდება ხმელეთზე არსებული ელექტრონისგან. თუ ნებას მიბოძებთ, ამით დავკმაყოფილდეთ.
– არ აგიხირდებით, კაპიტანო, მაგრამ არ შემიძლია განცვიფრება არ გამოვთქვა ასეთი მიღწევის გამო. თუმცა, თუ აბეზარობაში არ ჩამომართმევთ, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან: ის ელემენტები, რომელთაგანაც თქვენ იღებთ ამ საოცარ მამოძრავებელ ძალას, რა თქმა უნდა, ჩქარა ფუჭდება. მაგალითად, როგორ ახერხებთ თუთიის განახლებას, თუკი ხმელეთთან ყოველივე კავშირი გაგიწყვტიათ?
– ზღვა ყველაფერია ჩემთვის, პროფესორო, -მიპასუხა კაპიტანმა, – ზღვა მაძლევს ყვლა მასალას გალვანური კადებისათვის. მას ქმნისგალვანური ელემენტები. თქვენც მოგეხსენება, რომ საჭირო ხდება მათსი ქვანახშირის და ლითონის გამოცვლა, მაგალითად, თუთიისა. ზღვაში არის ქვანახშირი, მაშასადამე, ქვანახშირი თავსაყვარი მაქვს. თუთია აქ არ იშოვება. მაგრამ მის მაგივრად ვხმარობთ ნატრიუმის ანუ ბორის და სინდიყის ნარევს.
– ნატრიუმს? – წამოვიძახე მე, – მერე, საიდან იღებთ ლითონის მსგავს ბორას?
– ზღვის წყლისგან ვამზადებ მარილს ნახშირს, ესე იგი, ქლორის ნატრიუმს. ქლორის ნატრიუმისგან კი, თუკი ქვანახშირიცა გაქვთ, ადვილად მიიღებთ ლითონის ნატრიუმს.
– მერე, სინდიყი? ნუთუ სინდიყსაც ზღვაში მიაგენით?
– არა! სინდიყის დიდი თადარიგი თავდაპირველადვე დავიჭირე და განუსაზღვრულ დრომდე მეყოფა, რადგანაც სინდიყი თავისთავად არ იხარჯება. გალვანური მოქმედების გავლენით იხარჯება მხოლოდ ნატრიუმი. სინდიყი ცალკევდება და იგივე სინდიყი შეიძლება შეასბამისი რაოდენობიტ გავურიოთ ახალ ნატრიუმში. დაიხსომეთ, პროფესორო, რომ ნატრიუმის ამალგამისგან დამზადებული ჩხირები თუთიისას სჯობია, რადგანაც დიდ ექლექტრობას იძლევა.
მცირე სიჩუმის შემდეგ კაპიტანმა განაგრძო:
– ხომ ხედავთ, პროფესორო, რომ ყველაფერს ოკეანე მაწვდის: ის მიმზადებს ელექრონს, ელექტრონი “ნაუტილუსს” აძლევს სითბოს, სინათლეს, მოძრაობას, ერთი სიტყვით – მთელ სიცოცხლეს.
– მაგრამ ვერ მოგცემთ ჰაერს, რომლითაც სუნთქავთ!
– ჰაერსაც კი დავამზადებდი, ჩემი არსებობისათვის საჭირო რომ გამხდარიყო! ეს უსარგებლოა, რადგანაც ზღვის ზედაპირზე ამოვდივარ, როდესაც ამის საჭიროებაა. მართალია, ელექტრონი ჰაერს არ მაძლევს სასუნთქად, სამაგიეროდ, მოძრაობაში მოჰყავს მძლავრი ტუმოები, რომელთა საშუალებით ჰაერით ივსება სათადარიგო აუზები, რის წყალობითაც შემიძლია წყალქვეშ დავყო იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მინდა.
– აღტაცებული ვარ, კაპიტანო! – ვუთხარი მე, – როგორც ჩანს, თქვენ დაგისწრიათ ელექტრონით სარგებლობა ჩვენი ქალაქებისატვის. თქვენ აღმოგიჩენიათ ის, რასაც კაცობრიობა ალბათ მომავალში მიაგნებს.
– რა მოგახსენოთ, მიაგნებს თუ არა, – მიპასუხა კაპიტანმა ნემომ, – მაგრამ, ახლა უკვე მოგახსენეთ პირველი ნაყოფი, რასაც იძლევა ეს ძვირფასი ძალა. ის გვინათებს თანაბრად და შეუჩერებლივ. მზის სხივს ეს არ შეუძლია მოგვცეს. აბა, ახლა საათს შეხედეთ: ელექტრონის საათია და ისე ზუსტად მუშაობს, რომ საუკეთესო ქრონომეტრებს მეტოქეობას გაუწევს. მე ის 24 ნაწილად დავყავი იტალიური სისტემით, რადგანაც ჩემთვის არც დღე არსებობს, არც ღამე, არც მზე, არც მთვარე, არსებობს მხოლოდ ეს ხელოვნური სინათლე, რომელიც ზღვის ჯურღმულებში თან დამაქვს. შეხედეთ, ახლა დილის ათი საათია.
– ვხედავ, ვხედავ!
– ელექტრონი გამოყენებულია ჩვენ პირდაპირ ჩამოკიდებულ ციფერბლატში. ის გვიჩვენებს “ნაუტილუსის” სვლის სიჩქარეს. ელექტრონის მავთული აერთებს მას სპირალურ ლანგთა. მისი ისარი კი ნამდვილი სვლის სიჩქარეს მაჩვენებს. შეხედეთ, ახლა ჩევნ საათში გავდივართ თხუთმეტ მილს.
– სასწაულია! – წამოვიძახე მე, – კარგად მოქცეულხართ, რომ ისეთ ძალას ხმარობთ, რომელიც თავის დროზე შეენაცვლება ქარს, წყალსა და ორთქლს.
– ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია, პროფესორო, – მითხრა კაპიტანმა და წამოდგა, – თუ ისურვებთ და გამომყვებით, დავათვალიეროთ “ნაუტილუსის” ბოლო ნაწილი.
წყალქვეშა ანვის წინა განყოფილება უკვე სულ დავათვალიერე. იგი ასე იყო დანაწილებული: შუაგულიდან გემის ცხვირამდე იყო 5 მეტრის სიგრძის სასადილო ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკისგან კედლით იყო გადატიხრული. ბიბლიოთეკა 5-6 მეტრი სიგრძის იყო, დიდი დარბაზი – 10 მეტრისა, კაპიტნის ოთახი – 4 მეტრის სიგრძის, ჩემი ოთახი – 2 1/2 მეტრი და ჰაერის სათადარიგო აუზები – 7 1/2 მეტრი. სულ სიგრძე იყო 35 მეტრი.
წყლის შესაკავებელ კედლებს კარები ჰქონდა დატანებული. კარები კაუჩუკის ნაწიბურებით ჰერმენტულად იხურებოდა და “ნაუტილუსს” საფრთხე არ მოელოდა, თუნდაც წყალს დაეწყო ჟონვა.
ვიწრო ტალანებში უკან მივდევდი კაპიტანს და გემის შუაგულში მოვხვდით. აქ იყო გადაფიცრულ კედელს შუა მოქცეული ერთგვარი ჭა. კედელზე მიმაგრებული რკინის კიბე მაღლა მიუყვებოდა.
კაპიტანს ვკითხე, – ამ კიბეს რა დანიშნულება აქვს-მეთქი?
– ეს კიბე კანჯომდე აგიყვანს, – მიპასუხა მან.
– როგორ, განა კანჯოც გაქვთ? – ვკითხე გაოცებულმა.
– რა თქმა უნდა, მშვენიერი ნიჩბებიანი ნავია, სასეირნო და სათავზაო.
– მაგრამ, როდესაც ამ ნავში ჩაჯდომას მოისურვებთ, მაშინ ხომ ზღვის ზედაპირზე უნდა ამოხვიდეთ?
– სრულებითა არა. ეს ნავი მიმაგრებულია გემის ზემო ნაწილზე ჩაღრმავებულ ადგილას, რომელიც საგანგებოდ მისთვის არის გამოჭრილი ეს არის ნამდვილი საბაქანო იალქნიანი კანჯო, რომელიც წყლით არ იჟღინთება, მსხვილი ჭანჭიკებითაა დამაგრებული. კიბის თავი “ნაუტილუსის” კორპუსსი გამოკვეთილ კარს ებჯინება. ეს კარი კაცის სიმაღლისაა და ასეთივე კარით უერთდება კანჯოს გვერდს. ამ გზით, ე.ი. ამ ორი გასასვლელით შევდივარ კანჯოში. ერთი კარი “ნაუტილუსის” შიგნიდან იკეტება, მეორე კარს კი, მე გავიხურავ, ჭანჭიკებს მოვუშვებთ და კანჯო წარმოუდგენელი სისწრაფით აცურდება ზედაპირზე. მაშინ კანჯოს ძირზე ერთ ფიცარს ავხდი, ანძას ავმრთავ, იალქანს ავუშვებ, ნიჩბებს ხელს ვკიდებ და ზღვის ზედაპირზე დავნავარდობ.
– მერე გემზე, როგორღა დავბრუნდებით, კაპიტანო?
– მე კი არ ვბრუნდები, “ნაუტილუსი” მოდის ჩემთან.
– თქვენი ბრძანებით?
– დიახ. “ნაუტილუსიდან” ელექტრონის მავთულია ჩემს კანჯოზე მიმაგრებული. დავურეკავ და ეგ არის.
– მართლაც, – წამოვთქვი მე, – ამ სასწაულებით გაბრუებულმა, – ამაზე ადვილი რაღა იქნება!
იმ კიბეს რომ გავცდით, რომელიც ბაქანს ეკვროდა, დავინახე, ორი მეტრი სიგრძის კაიუტა, სადაც ნედ და კონსეი სუცხოო სადილით აღტაცებულნი მადიანად ილუკმებოდნენ. შემდეგ კაპიტანმა სამზარეულოს კარი შეაღო. ოთახი სიგრძით სამი მეტრი იქნებოდა.
აქ ელექტრონი გაზზე უფრო მარჯვედ იყო გამოყენებული. სამზარეულოს ყოველი საქმე ელექტრონით კეთდებოდა. მავთულები ღუმელს უერთდებოდა და კბილებიან პლატინას ახურებდა. სითბოს მომატება და მოკლება თავისუფლად შეიძლებოდა. ელექტრონით ხურდებოდა წყლის გამოსახდელი აპარატი, რომელიც მშვენიერ სასმელ წყალს იძლეოდა. სამზარეულოს გვერდით მოწყობილ აბაზანაში სურვილსამებრ შიძლებოდა თბილი ან ცივი წყლის მოშვება. სამზარეულოს იქით მდებარე მოზრდილი ბინა, სიგრძით ხუთი მეტრი, ეკიპაჟს ეკუთვნოდა. კარი მოხურული იყო და შიგნით მოწყობილობა ვერ დავათვალიერე, თორემ შეიძლებოდა მევარაუდა, რამდენი კაცისაგან შედგებოდა “ნაუტილუსის” ეკიპაჟი. სულ უკანა ნაწილში მეოთხე კედელი იყო, რომლითაც ეკიპაჟის საცხოვრებელი სამანქანო განყოფილებისაგან იყოფოდა. კარი გაიღო და ჩვენ შევედით იმ განყოფილებაში, სადაც კაპიტან ნემოს წყალქვეშა ნავის მამოძრავებელი მანქანები მოეთავსებინა.
საუცხოოდ განათებული სამანქანო ოთახი სიგრძით 20 მეტრი მაინც იქნებოდა, ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ერთ ნაწილში ელექტრობატარეები იდგა, მეორეში – ბორბლის მამოძრავებელი მექანიზმი.
გულდასმით დავათვალიერე “ნაუტილუსის” მანქანები.
– რა მანძილს გადის “ნაუტილუსი” ერთ საათში?
– ორმოცდაათ მილს.
– კაპიტანო, – ვუთხარი მე, – არ მეეჭვება. ჩემი თვალით ვნახე “ნაუტილუსი” როგორ მანევრებსაც აკეთებდა “აბრაამ ლინკოლნის” წინააღმდეგ და ვიცი, რა სიჩქარისაცაა, მაგრამ ხომ უნდა იყოს ისეტი ძალა, რომელიც მას აამოძრავებს წინ თუ უკან, ზევთი თუ ქვევით, ესე იგი, ყოველ მხარეს. მერე ამას როგორ ახერხებთ უდიდეს სიღრმეზე, სადაც წინააღმდეგობა ასეულ ატმოსფეროთი განისაზღვრება? როგორ ამოცურდებით ზღვის ზედაპირზე, ან როგორ ჩერდებით იმ სიღრმეზე, რომელიც თქვენ გინდათ? გადამეტებულ ცნობისმოყვარეობას ხომ არ ვიჩენ, ამას რომ გეკითხებით კაპიტანო?
– სრულებითაც არა, პროფესორო, – მიპასუხა მან მცირე ყოყმანის შემდეგ და დასძინა, – თქვენ ხომ ვერასოდეს დატოვებთ ამ წყალქვეშა ნავს… წამობრძანდით დარბაზში. იქ მაქვს ნამდვილი სამუშაო კაბინეტი და ყველაფერს შეიტყობთ, რაც გაინტერესებთ.

თავი XVII
“საოცარი ცხოველი”

ერთი წუთის შემდეგ დარბაზში ვისხედით დივანზე და სიგარას ვაბოლებდით. კაპიტანმა გადამიშალა ნახაზი, რომელი “ნაუტილუსის” კვეთილ გეგმას წარმოადგენდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, აი, რა მიამბო:
– აი, პროფესორო, სხვადასხვა ნახაზი იმ გემისა, რომელზედაც თქვენ იმყოფებით. ეს გემი წარმოადგენს ძალზე გრძელ ცილინდრს, რომელიც კონუსით ბოლოვდება: იგი წააგავს სიგარას. ცილინდრის სიგრძე თავიდან ბოლომდე 70 მეტრს უდრის, ხოლო სიგანე ყველაზე უფრო განიერ ადგილას, 8 მეტრია. როგორ ხედავთ, საკმაოდ გრძელია. ასე რომ, ზემეტი წყალი სვლის შეუფერხებლად იდინებს.
ესეც ორი ნახაზი, რომლებითაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ “ნაუტილუსის” მოცულობა. ზედაპირი უდრის 11 000 კვადრატულ მეტრს, მოცულობა კი 1 500 კუბური მეტრია, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩაყვინთვის დროს 1 500 კუბური მეტრ წყალს გამდევნის.
“ნაუტილუსი” თავისი სხეულის მხოლოდ ერთი მეათედით ამოდის წყლის ზედაპრზე. მაგრამ თუ აუზებს გავავსებთ წყლის იმ ოდენობით, რომელიც ამ ერთ მეათედს უდრის, მაშინ გემი სრულებით ჩაიმალება წყალში.
– ძალიან კარგი, კაპიტანო, მაგრამ სწორედ ახლა ვუახლოვდებით დაბრკოლებას: წამოვიდგინოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ წყალქვეშა გემი ერთგვარ სიღრმეზე ამყოფოთ, მაგრამ უფრო ღრმად რომ ჩახვალთ, მაშინ ხომ თითოეულ ოცდაოთხმეტ ფუტზე, ესე იგი, თითქმის ერთი კილოგრამის წნევას თითო სანტიმეტრზე.
– სწორედ ასეა, პროფესორო. გემის სამართავად ვხმრობ ჩვეულებრივ საჭეს, რომელსაც ბორბალი ამოძრავებს, მაგრამ მე საშუალება მაქვს, “ნაუტილუსი” მივმართო ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით შვეული ხაზით.
– ყოჩაღ, კაპიტანო! – შევძახე მე, – მაგრამ მესაჭე, როგორ მისდევს იმ გეზს, რომელსაც თქვენ ანიშნებთ?
– მესაჭე იმყოფება შუშაბანდის ჯიხურში, რომელიც გემის კორპუსის გარეთა ნაწილზეა მოთავსებული და დახურულია ოსპის მოყვანილობის სქელი შუშით.
– განა შუშა ასეთ წნევას უძლებს?
– რასაკვირველია! ბროლი ადვილად იმსხვრევა დარტყმისაგან, მაგრამ წნევას დიდ წინააღმდეგობას უწევს.
– მაგრამ ხედვისათვის ხომ სინათლეა საჭირო, იმ უკუნეთ სიბნელეში როგორ შეიძლება…
– მესაჭის ჯიხურში, ზურგის მხარეს მოთავსებულია ძლიერი ელექტრორეფლექტორი, რომლის სხივებიც ზღვას ნახევარი მილის მანძილზე ანათებს.
– ვაშა! სამგზის ვაშა, კაპიტანო! ახლა კი მესმის ის ფოსფორესცირებული შუქი “ცალკბილასი”, რამაც ასე დააინტერესა და შეაფიქრიანა მეცნიერები. სიტყვამ მოიტანა და შეიძლება გკითხოთ: “ნაუტილუსის” და “შოტლანდიის” შეჯახება, რომელმაც ასეთი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ალბათ შემთხვევითი და მოულოდნელი იქნებოდა?
– დიახ, სრულიად შემთხვევითი იყო. “ნაუტილუსი” მიცურავდა ორი მეტრის სიღრმეზე, როდესაც დაჯახება მოხდა. მაშინვე დავრწმუნდი, რომ სახიფათოდ არ უნდა დაზიანებულიყო ის გემი.
– დიახ, “შოტლანდიამ” მშვიდობიანად მიაღწია ნავსადგურამდე,.. “აბრაამ ლინკოლნთან” შეხვედრაც შემთხვევითი იყო?
– ძალიან დამენანა ეს მშვენიერი სამხედრო გემი, მაგრამ იერიში მოჰქონდა ჩემზე და უნდა მომეგერიებინა. მხოლოდ იმით დავკმაყოფილდი, რომ მტერი ჩემთვის უვნებელი გავხადე. დაზიანებული ადგილის შესაკეთებლად უახლოეს ნავსადგურშიც არ დასჭირდება შევლა.
– კაპიტანო! – შევძახე აღტაცებით: – მართლა საოცრება თქვენი “ნაუტილუსი”.
– დიახ, პროფესორო, – მიპასუხა კაპიტანმა, – მე მიყვარს ეს გემი, მიყვარს როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი! თქვენებურ გემებზე ზღვა უპირველესად შიშის მომგვრელია, “ნაუტილუსზე” კი ადამიანის გული შეიძლება სრულებით დამშვიდებული იყოს. იქ არაფერი გაფიქრებს, გემის კორპუსი ორმაგია, აქ არ განიცდით მომქანცველ ზღვის აბეზარ ღელვას; იალქნებს ქარი ვერ გაიტაცებ; ქვაბები არ დასკდბა, ხანძარი არ გაჩნდება, რადგანაც აქ უმთავრესი მექანიკური ძალა ელეტრონია; არ გაფიქრბთ ვინმესთან უსიამოვნო შეხვედრა, რადგანაც მარტოდმარტო შენ ცურავ ოკეანის სიღრმეში. არ გაშინებს ქარიშხალი, რადგანაც შენი გემი რამდენიმე მეტრით დაბლაა მღელვარე ზღვის ზედაპირიდან. აი, ჩემი წყალქვეშა ნავის უპირატესობანი! და თუ მართალია, რომ ინჟინერი უფრო სანდოა, ვიდრე კაპიტანი, მაშ, წარმოიდგინეთ, რაოდენ ვენდობი, როდენ მწამს ჩემი “ნაუტილუსისა”, როდესაც მე თვითონ ვარ მისი კაპიტანიც, მშენებელიც, ინჟინერიც.
კაპიტანი გატაცებით ლაპარაკობდა, თვალები ენთებოდა, მოძრაობა მკვეთრი ჰქონდა, სახის იერი მთლად შეეცვალა. დიახ! მას უყვარდა “ნაუტილუსი”, როგორც მამას უყვარს თავისი ღვიძლი შვილი!
ვეღარ მოვითმინე და ერთი კითხვა კიდევ შევბედე, თუმცა ეს კითხვა შეეძლო თავხედობაში ჩამოერთმია.
– თქვენ ინჟინერი ბრძანდებით, კაპიტანო?
– დიახ, პროფესორო, იმხანად, როდესაც ჯერ კიდევ ხმელეთის მცხოვრებად ვითვლებოდი, მე ვისწავლე ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში.
– მაგრამ როგორ მოახერხეთ ასე ფარულად, ასე საიდუმლოდ ამ გემის აგება?
– თითოეული მისი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიტანე. თითოეული შეკვეთის დამამზადებელი სხვადასხვა პირისგან იღებდა შეკვეთას.
– მაგრამ, – სიტყვა შევუბრუნე მე, – ვთქვათ, ცალკე ნაწილები შეიძინეთ, მას ხომ აწყობა უნდოდა?
– ჩემი სახელოსნოები უდაბურ კუნძულზე მოვაწყვე, გაშლილი ოკეანის შუაგულში. იქ მე და ჩემმა მუშებმა, ეს იგი ჩემმა რჩეულმა, ერთგულმა და გამბედავმა ამხანაგებმა ავაწყვეთ “ნაუტილუსი”! როდესაც გემი მზად იყო, ცეცხლმა შთანთქა ჩვენი იქ ყოფნის ყოველივე კვალი.
– კაპიტანო, ალბათ, “ნაუტილუსის” ღირებულება ძალიან დიდი უნდა იყოს…
– მარტო რკინის გემი თავისი შინაგანი მოწყობილიობით 2 000 000 ფრანკი ღირს. მაგრამ თუ ამას დავუმატებთ იშვიათ ნივთებს და კოლექციებს, რომლებიც გემზეა, მაშინ მისი ფასი 4-5 მილიონს უდრის.
– კიდევ ერთი კითხვა!
– ბრძანეთ პროფესორო.
– როგორც ჩანს, მდიდარი ბრძანდებით?
– ჩემი სიმდიდრე განუზომელია. ისეთი სიმდიდრე მაქვს, რომ არ გამიძნელდებოდა საფრანგეთის მაგივრად გადამეხადა 10.000.000.000.000 ფრანკი.
გაშტერებით მივაჩერდი ამ საოცარ ადამიანს და გავიფიქრე: ნუთუ მაბრიყვებს? მაგრამ ვინ იცის, იქნებ მართალსაც ამბობს? ამასაც დრო დაგვანახებს…

(ნაწ. I – თავი 18-32)

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

13 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლევანი ამბობს:
    23 დეკემბერი, 2011წ. 20:03სთ.

    მადლობა გიგოლ.ნეტ ს არ მეგონა თუ ვიპოვიდი ინტერნეში, იმედია სრულად არის.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. საბა ამბობს:
    14 მარტი, 2013წ. 19:34სთ.

    ძალიან საინტერესო წიგნია იმედია მეორე თავიც კარგი იქნება

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარიამი ამბობს:
    23 აპრილი, 2013წ. 16:59სთ.

    მადლობა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. სოფკა ამბობს:
    6 ივნისი, 2013წ. 15:17სთ.

    მადლობა. უბრალოდ განცვიფრებას ვერვმალავ აქ ნამდვილად არველოდი ეგეთ წიგნს დარწმუნებული ვარ გაგრძელება უკეთესი იქნება.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. თაკო ამბობს:
    11 იანვარი, 2014წ. 16:12სთ.

    ძალიან მაგარია,იმედია მეორე თავი ასეთივე კარგი იქნება:D:D:D:D:D:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნონა ქობალია ამბობს:
    15 იანვარი, 2014წ. 23:22სთ.

    აუუუ მადლობა გიგოლ.ნეტ -ს არმეგონა ინტერნეტში თუ იქნებოდა აუცილებლად წავიკითხავ შემდეგ ნაწილსს <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. რეზი ამბობს:
    15 მარტი, 2014წ. 21:11სთ.

    ბევრი შეცდომაა. ისე კაია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ანა ამბობს:
    1 ივლისი, 2014წ. 11:52სთ.

    ძალიან მაგარიაა … მადობა ამ საიტს რომ ყელას აქვს ამ მოთხრობის წაკითხვის შესაძლებლობა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. მარი ამბობს:
    7 სექტემბერი, 2014წ. 11:35სთ.

    ძალიან კარგი წიგნია, განსაკუთრებით გეოგრაფიის მოყვარულთათვის.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ნინო ამბობს:
    28 ნოემბერი, 2014წ. 17:12სთ.

    ძალიან მაგარია მაინტერესებს შემდეგი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ლუკა ამბობს:
    17 თებერვალი, 2015წ. 19:30სთ.

    მართლა ზალიან კარგია
    კიდევ დადეთ ასეტი სიახლეები რაც ძალიან კარგი იქნება იქნება ხალხი ეხლა მაინც განვითარდეს რამე წაიკითხონ :* :* :*
    კარგია ☺☺☺♥♥♥

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. გელა ამბობს:
    20 მარტი, 2015წ. 08:55სთ.

    საინტერესო წიგნია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ნინო ამბობს:
    27 მაისი, 2015წ. 19:34სთ.

    მაგარი წიგნია მე წაკითხული მაქ მეორე ნაწილიც მაგრამ პირველი უეთესია 🙂 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› დაკიდული კარვები Tentsile

ნადირობის, თევზაობის და საერთოდ ბუნების მოყვარულ ხალხს დააინტერესებს ეს ჩანაწერი 😉
მოკლედ ბრიტანელებმა გამოიგონეს ახალი თაობის კარვები სახელად “Tentsile”, რომლებიც ჩვეულებრივისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი მიწაზე არ იშლება და საერთოდ არააქვს › › ›

DU