1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ნოემბერში დედამიწას პლანეტა ZEEB-იდან ესტუმრებიან

ისევდაისევ მორიგი პანიკა იმის შესახებ, რომ დედამიწას კაი არაფერი მოელის 🙁

WWN-ის ცნობით დედამიწას უახლოვდება სამი გიგანტური უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდი, რომელნიც სავარაუდოდ 27 ნოემბერს გვესტუმრებიან.

ALIENS TO ATTACK EARTH IN NOVEMBER

U.N. ექსპერტთა ჯგუფმა ამ ობიექტებზე დაკვირვებისას დააფიქსირეს მათ მიერ მთვარის მიმართულებით გატყორცნილი რამოდენიმე ლაზერული ნათება. ამ ლაზერული გასროლის ცისფერი ნათება მთვარესთან 30 სექტემბერს დაფიქსირდა, რაც საუბრებში ცნობილმა ასტრონავტმა, ექსპერტმა არამიწიერ სხეულებში, პროფესორმა Nirmal Bappu-მაც დაადასტურა.

SETI (Search for Extraterrestrial Intelligence) სპეციალისტთა დაკვირვებით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეს სამი კოსმოსური ხომალდი ამჟამად მოძრაობს პლანეტა იუპიტერთან. ყველაზე დიდი ხომალდის ზომა 321 კილომეტრია, დანარჩენი ორი შედარებით მცირე მაშტაბებისაა. SETI-ის ექსპერტი John Malley ამბობს, რომ თუკი მათი მოძრაობის სიჩქარიდან გამომდინარე გამოვითვლით და თუ ისინი არ შეიცვლიან ამჟამინდელ ტრაექტორიას, მაშინ ისინი ნოემბრის თვეში დედამაწას ესტუმრებიან.

ეს ეს ამოუცნობი კოსმოსური ხომალდები პირველად HAARP-ის საძიებო სისტემამ აღმოაჩინა, რომელიც ალიასკაზეა განთავსებული და ციურ ნათებებს იკვლევს.

ასევე არ დააყოვნა Wikileaks-მაც და გამოაქვეყნა ამ დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები, რომლთა მტკიცებითაც NASA და ამერიკის სახელმწიფოს ზემდგომი მოხელეები უკვე დიდ წინა მზადებაში არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში სათანადო სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიონ ამ უცხო სტუმრებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს თავშესაფრების იგივე მიწისქვეშა ბუნკერების მობილიზაცია და სხვადსხვა რესურსების მომარაგება. იხილება სხვადასხვა გეგმა, ევაკუაციისა და თავდასხმის შემთხვევებისათვის. Wikileaks-სი ასევე ამტკიცებს, რომ ამ სამი კოსმოსური ხომალდის გამოჩენა დიდი დასაწყისია პლანეტათაშორისო ომისა.

საზოგადოებაში კი მე რასაც ვხედავ ჯერჯერობით არანაირი პანიკისა და აღელვების ნიშნები არ შეიმჩნევა, ალბად ეს იმიტომ, რომ ხალხი ამას მორიგ ჰოლივუდურ არმაგედონად და უნიჭო ზღაპრად მიიჩნევს. რამდენად შეეფერება ეს ყველაფერი სიმართლეს ვერაფერს გეტყვით ან თუ მართლა მოფრინავენ რატო მაინდამაინც ცუდი ბიძიები და დეიდები იქნებიან? იქნებ კეთილი ზრახვები აქვს და ახალი ულტრათანამედროვე მაღალტექნოლოგიური ფოჩიანი კამფეტები მოაქვთ 🙂
ხო მართლა ისინი პლანეტა Zeeb-იდან გვსტუმრობენ.
მე პირადად დაველოდები, სტუმარი ხვთისაო ასე იძახდნენ ჩვენი წინაპრები 🙂

PS: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო – ამასაც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ზუზუ ამბობს:
    26 ნოემბერი, 2011წ. 07:29სთ.

    აბა გელოდებით

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გური ამბობს:
    3 მარტი, 2012წ. 09:31სთ.

    მეც გელოდებით

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნინო ( 11 წლის ) ამბობს:
    25 მარტი, 2013წ. 13:58სთ.

    მე უზომოდ მიყვარს ასტრონომია, და თან ვიცოდი რომ შეიძლებოდა პლანეტაშორისოომი დაწყებულიყო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მაგარია! ჩემი მოსაზრებები ამ თემაზე ამართლეეეებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› §25 ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა

548
მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა,
მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.
549
მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და › › ›

DU