1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მისვლა ნიკორწმინდად

ამ ზაფხულს მხვდა იმის ბედნიერება, რომ რაჭაში ავსულიყავი ხოდა ნიკორწმინდაზეც ავედი, ვიფიქრე სანთელს დავანთებ და ლოცვას წავიკითხავთქო.

სხვათაშორის პირვლად მოვხვდი ამ არაჩვეულებრივ ტაძარში და მინდა გითხრათ, რომ დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა მისმა საოცარმა სილამაზემ. მისი გარე მოპირკეთება საოცრად ორიგინალური და მრავალფეროვანია, არცერთი კუთხე არარის ერთმანეთის იდენტური, მთელი ტაძრის გარე ჩუქურთმები სრულიად სხვადასხვა მრავალფეროვანი ორნამენტებითა და ფიგურებითაა მოკაზმული.


ასევე ვნახე ტაძრის შესასვლელში ახლახანს აღმოჩენილი უძველესი ფრესკები, როგორც მამაომ ამიხსნა ტაძრის შესასვლელი გაჭვარტლული იყო ალბად, როგორც ვარაუდობენ კოცონის კვამლისაგან, ხოდა რესტავრაციის დროს როცა ამ ჭვარტლის საფარს აცილებდნენ აღმოაჩინეს ეს ფრესკები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე შავი საფარის ქვეშ ინახებოდა და არავინ არ იცოდა მათ შესახებ.
ამ ფრესკებზე არა წმინდანები არამედ დიდგვაროვანებია აღწერილი, რომლებსაც ქვედა ფოტოებზე ნახავთ:



ასევე ჩემი თვალით ვნახე ტაძრის ძველი კარები, რომელიც მსხვილი ვაზისგანაა დამზადებული. ასეთი მსხვილი ვაზი არამგონია, რომ დღესდღეობით სადმე არსებობდეს, თუ დავაკვირდებით ქვედა ფოტოს და დავინახავთ ფიცრის სისქეს, წარმოიდგინეთ რამსისხვილე უნდა ყოფილიყო ვაზი, რომ ასეთი ფიცარი დაემზადებინათ:

ტაძრის საფუძვლიანი რესტავრაცია მიმდინარეობდა და საძირკველი გამოჩიჩქნილი ქონდა, აქაიქ წინაპართა ძვლებიც აღმოეჩინათ და სხვა პატარა ნივთები…
ვფიქრობ ეს ტაძარი ყველა ქრისტიანმა უნდა მოინახულოს და მისი მადლი შეიგრძნოს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. სალი ამბობს:
    20 იანვარი, 2012წ. 15:08სთ.

    ნიკორწმინდა მართლაც საოცრებაა, ყველამ უნდა ნახოს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანა ამბობს:
    25 თებერვალი, 2016წ. 18:52სთ.

    გთხოვთ მოინახულეთ ნიკორწმიდის ტაძარი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 3.75 out of 54 votes, average: 3.75 out of 54 votes, average: 3.75 out of 54 votes, average: 3.75 out of 54 votes, average: 3.75 out of 5

› ოქროს საბადო ჩვენს კომპიუტერში…

დაგაინტრიგა სათაურმა ხომ? 😉
შენ წარმოიდგინე და ეს სულაც არაა აბსურდი და ფანტაზია.
ოქროს მარტო სამკაულებში და მოპირკეთებაში კი არ იყენებენ, არამედ კომპიუტერულ სქემებშიც, რადგან ამ მეტალს გააჩნია ყველაზე კარგი თვისებები: უჟანგობა › › ›

DU