1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მანქანის დაბურული ფარების განახლება

გამარჯობათ.

თუკი თქვენ გყავთ ავტომობილი, რომლის ფარებიც სასტიკად დაბურულია და შუქი ძლივს გამოდის გარეთ, ნუ შეშინდებით და სულაც არაა საჭირო ახალი ფარების ყიდვა, თან იაფიც არ ღირს 🙂

ამ ჩანაწერში ვეცდები აგიხსნათ თუ როგორ განვაახლოთ ჩვენი ავტომობილის დაძველებული, გადახუნებული და დაბურული შუქის ფარები, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ რომ აქ საუბარია პლასტმასის გარსიან ფარებზე და არა შუშის.

ესეგი ჩემს პიპიასაც აწუხებდა და სტკიოდა თვალები, ძლივს იყურებოდა და ბოლოს ახლომხედველიც გახდა 🙂

ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე რამე მეშველა მისთვის, რომ ისევ ძველებური პირვანდელი მხედველობა დამებრუნებინა…
ჩოუტარე პატარა პროცედურები და ქე გემეიხედა თვალებში…

თუკი თქვენც გადაწყვიტეთ უშველოთ თქვენს პიპიას, მაშინ მოგიყვებით ჩემ გამოცდილებას….

ხომმ…
სანამ დავიწყებდეთ კარგად გავრეცხოთ ფარები, გავამშრალოთ და მანქანა ისე დავაყენოთ, რომ ფარები ჩრდილში მოექცეს.

შემდეგ აუცილებლად დაგვჭირდება:
წყალი – საკმაო რაოდენობის, რომელიც დროდარდო უნდა ვასხათ ფარს.
“შკურკა” – რამოდენიმე. სასურველია 1600-იანი, მაგრამ მე ყველაზე წმინდა 1000-იანი ვიშოვე და მშვენიერი შედეგი მივიღე.
ნაჭერი – რამოდენიმე. სასურველია პირსახოცის ნაჭერი. ძალიან სუფთა და მშრალი.
“დრელე” – რომელზეც დავამაგრებთ პლასტმასის პოლირებისათვის სპეციალურ საყრდენს თავისივე სირბილით, როგორც ქვემოთ ფოტოზე ნახავთ.
PastX – ამის გარეშე არაფერი გამოვა. ესაა სპეციალური კრემი, რომელის გამოიყენება მხოლოდამხოლოდ გამჭირვალე პლასტმასის პოლირებისათვის.

სანამ დაიწყებდეთ პროცედურას, გაფრთხილებთ, რომ ვერანაირ იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ შედეგი თქვენთვის სასურველი იქნება, ასე რომ სანამ დაიწყებდეთ იცოდეთ, რომ რაღაცა რისკი მაინც არსებობს იმისა რომ ახლომხედველი სულ დააბრმავოთ. მოკლედ თქვენი გადასაწყვეტია 😉

მაშასე თუკი ზემოთ ჩამოთვლილი მასალა ხელთ გვაქვს შევუდგეთ საქმეს…

ფარსა და საღებავს შორის იზოლაციის წებოვანი ლენტით გავაკეთოთ საზღვარი, რათა შეხება გვქონდეს მხოლოდ ფართან.

კარგად ვასველებთ ფარის გახუნებულ ზედაპირს ანუ მთლიან პლასტმასის ზედაპირს.
შემდეგ მოვჭრათ “შკურკის” მომცრო ხელის გულის ტოლა ნაჭერი, გადავკეცოთ და ნებანება წრიულად ვუსვათ და “ვშკურკოთ” დასველებული პლასტმასის ზედაპირი. “შკურკვის” დროს დავინახავთ, რომ ფარის ზედაპირზე წარმოიქმნება თეთრი ფერის თხევადი მასა, ეს გახუნებული ზედაპირის აფხეკილი ფენის პურდაა, რომელიც დროდადრო უნდა ჩამოვრეცხოთ ცივი წყლით, რათა უფრო სუფთად და თანაბრად აიფხიკოს. ეს პროცედურა წესით დიდი ხანი გრძელდება ნუ გააჩნია გახუნების, პლასტმასის სისქეს, სიდიდეს და სხვა ფაქტორებს, მოკლედ ზედაპირი თანაბრად და საგრძნობლად უნდა “გაიშკურკოს”, ეცადეთ “შკურკვის” დასრულებისას ძალიან ნელა და ნაკლები ძალდატანებით “გადაშკურკოთ”, რათა ღრმა ჭრილები გადაივსოს. შკურკვისას ეცადეთ საღებავზე არ გადახვიდეთ.

შკურკვის დასრულების შემდეგ, ფარი ცივი წყლით კარგად ჩამოვრეცხოთ და დაველოდოთ სრულ გაშრობამდე.

გაშრობისას დავინახავთ, რომ ფარი სულმთლიანად ჩაიბურა, რისი დანახვაც არცთუისე სასიამოვნოა ნუ აყვებით პანიკას ჯერ ხომ შედეგამდე არ მივსულვართ 😉

ახლა პოლირებაღა დაგრჩენია…
ავიღოთ “დრელე” თავისივე პოლირების სპეციალური მისადგმელით, რომელზეც ფარის სიდიდიდან გამომდინარე დავასხათ რამოდენიმე PlastX-ის წვეთი და “დრელის” ჩაურთავად კარგად მოუსვათ ფარის ზედაპირს.

შემდგომ ჩავრთოთ “დრელი” და წრიულად დაუგვიანებლად ყველგან მოუსვათ. ვეცადოთ რომ ძალიან არ დავაწვეთ. ამ პროცედურის დროს დავინახავთ, რომ პლასტმასის ზედაპირი ნელნელა აპრიალდება და გამჭირვალობა მიეცემა. როცა შეავმჩნევთ, რომ ზედაპირზე კრემი ოდნავღა შეიმჩნევა, გამოვრთოთ “დრელი” და მაშრალი პირსახოცის ნაჭერი წრიულად გადაუსვათ მანამ სანამ სულმთად არ ამოვიყვანთ დარჩენილ კრემს.

ეს პოლირების პროცედურა რამოდენიჯერმე შეგიძლიათ გაამეოროთ, მანამ სანამ სასურველ შედეგს არ მიახწევთ.

სულ ეგ იყო 😉
იმედია კარგი შედეგი მიიღეთ და კმაყოფილი ხართ. ჩემს შემთხვევაში ყველაფერმა ხუთიანზე ჩაიარა და შედეგიც საუკეთესო მივიღე 😉

აგერ ფაქტიც და შეადარეთ:

😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. შოთა ამბობს:
    26 მაისი, 2014წ. 17:07სთ.

    კარგი და საინტერესო ინფოა მადლობა , სად შეიძლება PastX ის ყიდვა და პოლირების სპეციალური მისადგმელი? თუ შეგიძლია პასუხი მეიზე მომწერე 🙂 მადლობა…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 1.00 out of 52 votes, average: 1.00 out of 52 votes, average: 1.00 out of 52 votes, average: 1.00 out of 52 votes, average: 1.00 out of 5

› §31 დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა ვაზირის საუბარი

728
რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;
იტყვის: “ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!”
დათმობასა ეაჯების გულსა: “შენ რა მოუგვარე!”
ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.
729
ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული,
ამას თურე მახარებდა დღეს › › ›

DU