1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» საქართველოს სადღეგრძელო

შეყრილან ერთხელაც ჩვენი მტრები და უთქვამთ:
– მოდით როგორმე ქართველებს დავცინოთო.
ერთ-ერთს უთქვამს:
– ქართველისათვის ყველაზე სათაყვანებელი ქართული სუფრაა და ამ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოო, ჩვენც ავდგეთ დავამახინჯოთ სიტყვა საქართველო და ისე დავლიოთ მათი სადღეგრძელო.
გადაწყვიტეს “საქართველოზე” ჩამოეშორებინათ ორი ასო და ისე მოეხსენებინათ – “ქართველო”, მაგრამ ერთ-ერთმა აღნიშნა:
– თუ ქართველი ვადღეგრძელეთ ეს არ იქნება მათი დაცინვა და კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო.
დარჩა “რთველო”.
– კაცო,თუ რთველი, ღვინო და მარანი ვუდღეგრძელეთ ქართველ კაცსს ეს არის მათი უმთავრესი რამ და ისევ მათი დღეგრძელება გამოვა და მოდით კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო.
დარჩა “ველო”, მიხვდნენ ესეც არ გამოვიდოდა, რადგანც საქართველო ხომ ერთი დიდი და ლამაზი ველ-მინდორია, გადაწყვიტეს კიდევ ჩამოეშორებინათ ერთი ასო და დარჩა “ელო”, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ელო ერქვა ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას, რომლის მზესაც მთელი საქართველო ფიცულობდა.
– თუ ქართველებს საამაყო დედა ვუდღეგრძელეთ ეს მათი დაცინვა აღარ იქნებაო.
და ბოლოს ისე ქნეს, რომ დატოვეს მხოლოდ “ო”, ო რა არის მეგობრებო?! წოდებითი ბრუნვის ნიშანი და არა მხოლოდ ეს, ქართველი კაცი სუფრას ისე არ დაასრულებს თუ არ თქვა:
“ო ღმერთო ჩემო, შენ მიდღეგრძელე ჩემი სამშობლო დიდების ღირსი”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 4.50 out of 52 votes, average: 4.50 out of 52 votes, average: 4.50 out of 52 votes, average: 4.50 out of 52 votes, average: 4.50 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი VII

– ერთი მითხარ, თუ ღმერთი გწამს, – ვითხარი მოხევეს, როცა მე დამეწია, – აი, სტეფანწმინდას პირდაპირ რა მონასტერია?
– თერგ-გაღმით?
– დიაღ.
– გიწყალობნოსთ ცოცხალთა, შეგინდნოსთ მკვდართა, წმიდა სამების სახტარი არნ, უწინდალთ განძთა › › ›

DU