1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ნიკოლოზ ბარათაშვილი: ფიქრნი მტკვრის პირას

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

5 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ელენე ამბობს:
    23 იანვარი, 2012წ. 13:58სთ.

    ჩემი საყვერელი ლექსია…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ნინო ამბობს:
    27 ოქტომბერი, 2013წ. 13:06სთ.

    ზალიან მაგარი ლექსია ძალიან მიყვარს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. სალი ჯოხაძე ამბობს:
    17 ნოემბერი, 2013წ. 16:37სთ.

    ძალიან ლამაზი ლექსია,ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკოსია ეს ლექსი ძალიან მიყვარს და პოეტიც… 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ლედი ამბობს:
    21 დეკემბერი, 2013წ. 16:11სთ.

    ძალიან მაგარი ლექსია წელს ვისწავლე, მიყვარს ძაან

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. სალომე ამბობს:
    3 ნოემბერი, 2014წ. 14:03სთ.

    ამ ლექსის შინაარსი მაქ დასაწერი და იქნებ დამეხმაროთ : ) <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› WordPress Plugin: WPGP-Snow (თოვლის პლაგინი)

ესეც ჩემი მეორე და თანაც საახალწლო პლაგინი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით 😉
ესეიგი რასთან დაკავშირებითაა ეს პლაგინი, როგორც მოგეხსენებათ ზამთარია მოდის ახალი წელი და ალბათ დამეთანხმებით, რომ საიტს ეფექტურობისათვის უნდა დაეტყოს › › ›

DU