1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» შიომღვიმე

შიომღვიმის მონასტერი. VI ს.
შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, სირიიდან მოსული ბერის შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.
სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით.
1010-1033 წლებში კათალიკოსმა მელქისედეკ I ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი, რომელიც შედგება ოთხი მოჩუქურთმებული ფილისაგან, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებებია – ძველი აღთქმის სქემა, ჯვარცმა, წმიდა სიმეონ მესვეტე და მართა, წმიდა შიოსა და ევაგრეს შეხვედრა (მცხეთელი დიდებული, რომელიც წმიდა შიომ ბერად აღკვეცა). ეს რელიეფები შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება (ინახება ხელოვნების მუზეუმში).
XI ს-ის ბოლოს წმიდა შიოს მღვიმის თავზე, ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით, აშენდა გრძელი უაფსიდო ეგვტერი. მღვიმე, რომლის ცენტრშიც არის წმიდა შიოს საფლავი, 11 მეტრის სიღრმისაა. იგი ზემოთკენ ჭასავით ვიწროვდება და იხსნება ეგვტერის დასავლეთ ნაწილში გაკეთებული ხვრელით. ჩრდილოეთიდან ეგვტერს აქვს სტოა-კარიბჭე, რომლის ჩრდილოეთით 1420-30-იან წლებში თაყა ზედგენიძემ ააშენა პატარა ეგვტერი საგვარეული საძვალედ. 1733 წელს გივი ამილახვარმა აღადგინა მღვიმეზე დაშენებული ეგვტერი და დააკავშირა იგი ეკლესიის დასავლეთ მკლავთან. აგრეთვე ააშენა სამრეკლო თაყა ზედგენიძის ეგვტერის დასავლეთით. XIX ს-ში კარიბჭეს სამხრეთიდან მიუშენდა პატარა მართკუთხა სათავსი. 1890-იან წლებში ეკლესიისა და მინაშენების სახურავები განაახლა წმიდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.
ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით ღმრთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარია. ის 1103-23 წლებში ააშენა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა შიომღვიმის მონასტერზე და დიდძალი ქონებაც შესწირა მას. ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაშენი. თავიდან ის „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი ნაგებობა იყო. 1614-16 წლებს შორის, ირანელთა მიერ მონასტრის დარბევისას, ღმრთისმშობლის ეკლესია დაინგრა. 1678 წელს ის განაახლა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. შენობა აღადგინეს, როგორც სამნავიანი ბაზილიკა. 1722-26 წლებში ეკლესია კვლავ დაზიანდა ლეკების შემოსევების შედეგად. 1730-33 წლებში ხელახლა შეაკეთა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. 1890-იან წლებში ეკლესია განაახლა წმიდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.
იოანე ნათლისმცემლისა და ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიები 1901 და 1903 წლებში მოხატა რუსმა მხატვარმა ნ. ანდრეევმა, ლეონიდე ეპისკოპოსის დაკვეთით. მხატვრობა ილუზორულ-აკადემიური ყაიდისაა.
ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით, დგას მონასტრის სატრაპეზო, რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნეს განეკუთვნება. 1730-იან წლებში სატრაპეზოს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ჩრდილოეთით სატრაპეზო უკავშირდება აფსიდიან სამლოცველოს, რომლიდანაც ბნელი დერეფანი მიდის წმიდა შიოს მღვიმისკენ.
მონასტრის ჩრდილოეთით სარკინეს (ახალტბის) ქედის შვეულ კალთებზე ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები ადრეული შუა საუკუნეებიდან საცხოვრებლად იყენებდნენ.
მონასტრის შემოსასვლელი კარიბჭის მარჯვნივ არის წყარო („ცრემლის წყარო“), რომელიც იხსენიება წმიდა შიოს ცხოვრებაში. წყაროდან 300-იოდე მეტრის დაშორებით, კონცხზე დგას პატარა სამლოცველო, რომელიც დაშენებულია წმიდა შიოს პირველი საცხოვრებელი გამოქვაბულის ნაშთზე. შენობა თითქმის მთლიანად ხელახლა არის აგებული XIX საუკუნეში. მონასტრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის წვერზე დგას XII საუკუნეში აშენებული ჯვრის ამაღლების ეკლესია. შენობა აგურისაა, დარბაზული ტიპის. XVII საუკუნეში ეკლესიაზე მიშენდა ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციებს ასრულებს.
ეკლესია რამდენჯერმე მოიხატა. დღეისათვის არსებული მხატვრობა XII საუკუნის ხანას განეკუთვნება. იგი უძველესია შიომღვიმის მონასტერში შემორჩენილ მოხატულობათა შორის.

ირაკლი გუნია „მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები“.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 53 votes, average: 4.67 out of 5

› გოზინაყი

ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ › › ›

DU