1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» იესო ქრისტეს აღდგომა

ბერძნულად “Ίησους”, ებრაულად კი “יהושע” იეჰოშუა ნიშნავს “იჰვჰ არის გადარჩენა”, ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან christós ანუ მირონცხებული.

ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი დაორსულდებოდა, შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქალაქ ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი ჭეშმარიტი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები, განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღსდგა.

პირდაპირ მინიშნებას იმის შესახებ, რომ მიმადლებულმა მარიამმა თავისი ძე და უფალი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იხილა – სახარებაში ვერსად შეხვდებით. მაგრამ წმიდა მამათა ნაწერები და საეკლესიო საგალობლები ამოწმებენ, რომ სხვა მორწმუნეებზე უწინ ნახა იგი და გაიხარა აღდგომით მისმა ყოვლადწმინდა დედამ.

„აღდგომილი მესამესა დღესა საფლავით იხილე რა ძე და ღმერთი შენი, იხარებდი მოციქულთა თანა ღვთივმიმადლებულო, წმიდაო!“

ამგვარად გვარწმუნებს წმინდა ეკლესიის საგალობელი. ღვთის ძის ჩასახვის და შობის შესახებ ყოვლადწმინდა ქალწულმა ანგელოსის ხარება უფლისაგან მიიღო. აღდგომის სასიხარულო ამბავიც პირველად მანვე მოისმინა. მახარებლები აშკარად ამის შესახებ არ ლაპარაკობენ, რადგან არ სურთ, წარმოაჩინონ მოწმობა დედისა, იმის შიშით, რომ ურწმუნოებს დაეჭვების საბაბი არ მიეცეთ. ამით აიხსნება ამ საკითხზე ცნობების სიმწირე სახარებაში, თუმცა იგრძნობა, რომ მახარებელთა ღვთიური სიტყვები ერთადერთი წყაროდან მომდინარეობს, რადგან „დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა მისსა“. ამის გარდა, ყოვლადწმინდა ქალწულის მონაწილოება როგორც ყველა სხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში, ისე იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში იმდენად ბუნებრივია, რომ ჩანს, ამის შესახებ შეხსენება საჭირო არც იყო, რადგან ღრმა სიმდაბლის გამო დედა ღვთისა მოწაფეებს ნებას არ აძლევდა, მის შესახებ ელაპარაკათ. ძისა და ღვთისადმი სიყვარულით არასოდეს იღლებოდა.

ძის სიახლოვეს მოკლებული ყოვლადწმინდა მარიამი მისი აღდგომის მოლოდინით ცხოვრობდა, ყველაფერს, მაცხოვრის მიერ და მის შესახებ ნათქვამს, გულით ატარებდა, მან, ღვთაებრივი მადლით ცხებულმა, პირველმა ისწავლა, რომ უნდა ერწმუნა მისი სიტყვები, მანვე მოციქულთა წინაშე დაამოწმა, რომ იესო ქრისტე სამუდამოდ არ მომკვდარა, რომ იგი აღსდგებოდა, ადამიანთა მოდგმას სიკვდილისაგან იხსნიდა და მარადიული ცხოვრებისაკენ წაიყვანდა; მის რწმენას აღსრულება ეწერა!

საეკლესიო გადმოცემა მოწმობს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემეგ, უწინარეს ყოვლისა ყოვლადწმინდა დედას მოევლინა. გადმოცემავე გვამცნობს, რომ საფლავად დადების შემდეგ ღვთისმშობელმა მთელი შაბათი და შაბათის წინა დღე საფლავის სიახლოვეს არიმათიელის სახლში გაატარა და აქ აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ყველაზე უწინ მას გამოეცხადა. აღდგომილი მაცხოვარი ყველაზე უწინ იხილა და იცნო ღვთისმშობელმა და იგი მისი მოციქულების მოციქული გახდა. ის პირველად ჩასწვდა აღსრულებული მოვლენების მთელ დიდებულებას: დიდი მიწისძვრა, საფლავთა გახსნა, მზის დაბნელება, მცველების მოკვდინება, ქვის გადაგორება, საფლავის დაცარიელება, ანგელოსის ხარება. ყველაფერი ეს იყო აღსრულება მისი დიდი რწმენისა და მოლოდინისა, რომ მკვდრეთით აღდგომილ ძესა და ღმერთს იხილავდა.

სახარებაში ნათქვამია, რომ, როდესაც იოსებმა ნიკოდიმოსთან ერთად მისი გვამი საფლავში დადო და შესასვლელი ქვით დაფარა, იქ იმყოფებოდა მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი (მათ. 27, 61). წმიდა მამათა განმარტებით მახარებელი „სხვა მარიამში“ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გულისხმობს.

აღდგომისა მხილველი ძისა და ღვთისა შენისა მოციქულთა თანა იხარებდ ღვთივმიმადელებულო!..

ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს გვწამს იესოს მეორედ მოსვლის, როცა გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.

არც ისე დიდიხნის წინ მეცნიერებმა მაღალტექნოლოგიური კვლევებით შეეცადნენ ქრისტეს რეალური სახის აღდგენას

შემდგომ ამის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს და სწორედ ეს ფილმი მინდა შემოგთავაზოთ.

[ვიდეო...]

არ ვიცი რამდენად საჭიროა ქრისტეს სახის ზუსტი აღდგენა, მაგრამ ჩემის აზრით მთავარია ქრისტეს რწმენა, მისი ქადაგება იყოს სწორად გაგებული და ზუსტად შესრულებული.

გირჩევთ უყუროთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ქვემოთ დადებულ კინო ვერსიას ქრისტეს შესახებ “ქრისტეს ცხოვრება”, რომელიც გადაღებულია ლუკას სახარების მიხედვით:

[ვიდეო...]
ვიდეოს გადმოწერა

გამოყენებულია: wikipedia.org, orthodoxy.ge.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანა ამბობს:
    2 ნოემბერი, 2013წ. 19:28სთ.

    დიდება უფალს, უფალი მეფობს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

5 votes, average: 3.20 out of 55 votes, average: 3.20 out of 55 votes, average: 3.20 out of 55 votes, average: 3.20 out of 55 votes, average: 3.20 out of 5

› ამონარიდი “გამზრდელი”-დან გურულად

ხოდა, აი ცხენიანი კაცი ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი – ამფერ ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?!
– რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო, › › ›

DU