1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ჩაქაფული ცხვრის ხორცით

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ხორცი დავჭრათსაშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა წყალი დაუშრება, ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ. ოხრახუში, ქინძი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ხორციან ქვაბში. ავიღოთ ქორფა ტარხუნა, დავჯრათ დიდ ნაჭრებად (დაახლოებით გავჭრათ სამად) და მწვანილთან ერთად ისიც ჩავყაროთ. ნამიანი მწვანილი წყალს გაუშვებს; თუ ეს საკმარისი არ იქნება დავამატოთ ცოტა წყალი და ჩავაყაროთ ახალი ტყემალი. როცა ტყემალი კარგად მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავასხათ თეთრი ღვინო (შეგიძლიათ თითო სადღეგრძელოც შესვათ) და შევაზავოთ მარილითა და წიწაკით.

საჭირო მასალა:

» ბატკნის ხორცი ან ცხვრის ხორცი _ 1 კილო
» ხახვი _ 500 გრამი
» ტარხუნა _ 1 კონა
» მწვანილი _ 5 ძირი
» ტყემალი _ 1 ჩაის ჭიქა
» თეთრი ღვინო _ 1 ჩაის ჭიქა
» მარილი _ გემოვნებით
» წიწაკა _ გემოვნებით

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ამაზსაპი

იბერიის მეფე დაახლ. 230-265 წლებში. ფარსმან IV-ის ძე. მისი მეფობის დასაწყისში გაძლიერებულმა ლაზიკეს სამეფომ (დას. საქართველო) იბერიას წაართვა კლარჯეთი და ოძრხე. 243 წელს ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ ალან-ოსები, ამაზასპმა და სომხეთის მეფე › › ›

DU