1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» WordPress-ის მრავალენოვანი თარგმნის გამოყენება

მოგესალმებით

დღეს აგიხსნით თუ როგორ გამოვიყენოთ *.po ფაილები რათა შევქმნათ მრავალენოვანი პლაგინები ან სულაც თემები.

ალბად ვიცით, რომ ამ *.po ფაილების შესაქმნელად და რედაქტირებისათვის იდეალური თანაც უფასო პროგრამაა Poedit, რომელსაც აქედან უფასოდ გადმოწერთ www.poedit.net. მოდით ეს პროგრამა აქ არ განვიხილოთ ნუ თუკი სურვილი იქნება მერე ცალკე ჩანაწერს დაუთმობ.

ესეიგი როცა პლაგინს ან თემას ვქმნით ნებისმიერი გამოსაჩენი ტექსტი, რომელიც უნდა ითარგმნოს სხვადასხვა ენებზე უნდა შევიტანოთ ასეთი სახით:

_e('hello', 'PoFaili');

აქ hello არის გამოსაჩენი ტექსტის გასაღები სიტყვა, რომელსაც მოძებნის *.po ფაილში და მის მნიშვნელობას გამოიტანს, ჩვენს შემთხვევაში შესაბამის *.po ფაილს წარმოადგენს PoFaili.

მოდით თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი და ორი ენა.
მაგალითად ავირჩიოთ ქართული და ფრანგული. ესეიგი ვორდპრესი ქართულს იცნობს, როგორც “ka_GE” ასე ანუ define(‘WPLANG’, ‘ka_GE’)
მაშინ ჩვენი ქართული თარგმნის *.po ფაილის სახელი უნდა ბოლოვდებოდეს ასე: PoFaili-ka_GE.po რათა გამოიძახოს შესაბამისი ამ შემთხვევაში ქართული სიტყვათა კატალოგი და ფრანგულის შემთხვევაში “fr_FR” თვითონ ფაილი კი PoFaili-fr_FR.po

ვთქვათ გვინდა, რომ როცა ვორდპრესი მუშაობს ქართულ ენაზე გამოვაჩინოთ სიტყვა “გამარჯობათ” ხოლო როცა ფრანგულზე “Bonjour”.
ამისათვის ჯერ საჭიროა ვორდპრეს მიუთითოთ თუ სად მდებარეობს ეს ჩვენი სიტყვათა კატალოგები ანუ თარგმანები PoFaili-ka_GE.po და PoFaili-fr_FR.po
ეს კი PHP კოდის თავში გამოსაჩენ სიტყვამდე უნდა მოხდეს შემდეგი კოდით:

load_plugin_textdomain('PoFaili', "/wp-content/plugins/wp-ChemiPlugin/languages/");

ამ კოდის ჩასმის შემდეგ ვიყენებთ “_e()”, როცა გვინდა დაბეჭდოს შედეგი და “__()” როცა გვინდა მივანიჭოთ შედეგი:

_e('hello', 'PoFaili');

ამ კოდით ვახდენთ შედეგის პირდაპირ ბეჭვდვას.
ფუნქციას ენიჭება გასაღები სიტყვა ‘hello’ და თარგმანთა კატალოგის ფაილის სახელი ‘PoFaili’ ენის აღნიშვნის გარეშე ანუ “-ka_GE” გარეშე, რადგანაც ამ დაბოლოებას ვორდპრესი თვითონ ავტომატურად ურჩევს თვითონ საიტის ენიდან გამომდინარე.
ესეიგი:
ვორდპრესი თუკი გასწორებულია ქართულ ენაზე მაშინ იძახებს PoFaili-ka_GE.po ფაილს და შიგნით ეძებს გასაღებ სიტყვას hello, შემდეგ გამოაქვს მისი შესაბამისი მნიშვნელობა და ბეჭდავს _e() ფუნქციის საშვალებით “გამარჯობათ”-ს, ფრანგული ენის შემთხვევაშიც იგივენაირად ოღონდ აქ იძახებს PoFaili-fr_FR.po და იგივე ნაირად ეძებს გასაღებ სიტყვა hello-ს და ბეჭდავს შესაბამის მნიშვნელობას “Bonjour”-ს.

მინიჭების შემთხვევაში ანალოგიურად ხდება მხოლოდ “_e()” მაგივრად ვიყენებთ “__()” ფუნქციას.
თვითონ თარგმანთა კატალოგების შექმნაზე არ ვილაპარაკებ რადგან ეს ჩანაწერი მხოლოდ მათ გამოყენებას შეეხება და უკი გსურთ ცალკე ჩანაწერში განვიხილოთ.

თვითონ გრაფიკული თარგმნის შემთხვევაში ფაილს სახელის ბოლოში უწერთ “ka-GE” და “fr-FR” ანუ მაგალითისთვის:

style="background:transparent url('<?php echo WP_PLUGIN_URL; ?>/wp-ChemiPlugin/images/photo_<?php echo get_bloginfo('language'); ?>.png')"

შედეგში დაიბეჭდება ასე:

style="background:transparent url('wp-content/plugins/wp-ChemiPlugin/images/photo_ka-GE.png')"

ალბად დამაკმაყოფილებელია ეს განმარტება, თუკი რამეს ვერ გაიგებთ არ მოგერიდოთ მკითხეთ 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

19 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ნოდარი ამბობს:
    14 მაისი, 2011წ. 14:15სთ.

    შენი ბლოგი ეხლახან აღმოვაჩინე, საინტერესო პოსტები..რაც შეეხებეა ამ პოსტს, აგერ უკვე რამოდენიმე დრეა თავს ვამტვრევ ერთ პრობლემას და ვერ გადავჭერი…
    ესეიგი რა ხდება: ეს პოსტი გაქვს იმ შემთხვევაზე როცა ახლიდან ვქმნით ან პლაგინს ან თემას, რა ვქნათ თუ ეს ორივე შექმნილია და გვინდა მათი მრავალენოვნად გამოყენება? მაგალითად საიტზე მინდა მქონდეს ინგლისური და ქართული, ვორდპრესის თითქმის ყველა პლაგინი განვიხილე მაგრამ რაც ერთს აქვს ის მეორეს არა აქვს..ერთი სიტყვით ვერ ავარჩიე…მაგალიტად ზოგი ბათონზე ტექსტს არ თარგმნის, ზოგიც ძებნის ველში ჩაწერილ დეფაულტ ტექსტს “სეარცჰ”..და ასე…

    ამ შემთხვევაში როგორ გამოვიყენო ეს .პო და.მო ფაილები… გარდა ამისა ჩემ თემას რომელზედაც ორენოვნება მინდა არა აქვს ფაილებში არც .მო და არც .პო ფაილი..საერთოდ ლანგუაგე ფოლდერიც არა აქვს….

    ძალიან გთხოვ თუ არ დაიზარებ მირჩიე ამ შემთხვევაში როგორ ვთარგმნო საიტი???

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    14 მაისი, 2011წ. 21:29სთ.

    გამარჯობა ნოდარ.

    მე როგორც მივხვდი გინდა რომ თემის ტექსტი გამოდიოდეს ქართულად.

    პივერლ რიგში იმას გეტყვი, რომ დააინსტალო ვორდპრესის ქართული პაკეტი.
    მერე თუკი პლაგინსა და თემას არ გააჩნია მრავალენოვნება, ანუ როგორც შენ ახსენე რომ არ აქვს .მო და .პო ფაილებიო, მაშინ ძნელი იქნება რადგანაც თვითონ მოგიწევს მთელი პლაგინის კოდისა ან თემის კოდის ჩასწორება.
    ჩასწორებაში ვგულისხმობ ყველა იმ ტექსტის “_e()” ფუნქციით ჩანაცვლებას, რომლელიც გინდა რომ იყოს ნათარგმნი.
    საქაღალდეს შექმნაც თვითონვე მოგიწევს თავისივე .მო და .პო ფაილებითურთ.
    და ბოლოს ამ კოდის მითითება როგორც ზემოთ ავღწერე
    load_plugin_textdomain(‘PoFaili’, “/wp-content/plugins/wp-ChemiPlugin/languages/”);

    მოკლედ უკეთესია ისეთი თემისა თუ პლაგინის ინსტალირება, რომელსაც უკვე გააჩნია რომელიმე ენის თარგმანი, რადგანაც ამ შემთხვევაში მხოლოდ .მო და .პო ფაილების დამატება მოგიწევს.

    თუ ვერ განვმარტე ისე როგორც საჭიროა მომწერე არაა პრობლემა ვეცდები დაგეხმარო 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნოდარი ამბობს:
    16 მაისი, 2011წ. 07:54სთ.

    ილია დიდი მადლობა პასუხისათვის, შაბათ კვირას ვეღარ გიპასუხე….
    სიმართლე გითხრა ძალიან მაინტერესებს, მაგ პრობლემაა ერთადერთ რაც ვორდპრესთან მაქვს და უკვე ძაან დიდი ხანია სისხლს მიშრობს და სატანადოდ ვერ გადავჭერი… ჯერ იყო და ეს კუფონ ფონტებმა ნერვები მომიშალა, ბოლობოლო მაგ პრობლემა იმით დავძლიე რო სულ წავშალე კუფონ სეტინგ.ჯს ფაილი და ისე გაეშვა…საბოლოოდ მაინც ვერ მივხვდი რა არის ეს კუფონ ფონტები (სხავათაშორის თუ განიხილავ და დადებ ნამდვილად კაი იქნება)

    რაც შეეხება ამ პრობლემას, პჰპ-ში ცოტა მაქვს გამოცდილება, ხოგადად პროგრამირება კი მესმის, ოღონდ უფრო .ნეტ…თანც ისე წერია რო ალბად უბრალო “მოკვდავს” ცოტა გაუჭირდება, მეც ცოტათი ვერ გავიგე…

    აი სტებ-ბაი სტეპ თუ გააკეთებ ამ პრობლემის გადაჭრას იქნება ფანტასტიუტი, ანუ რომ აიღო რომელიმე თემა რომელსაც არა აქვს ლანგუაგე ფოლდერი და შესაბამისად არც .პო და არც .მო ფაილები, როგორ იქნება ამ თემის ორენოვნად გადაკეთება? დაწყებული ამ ამ ფაილების შქემნით დამთავრებული ეკრანზე ენების გადასართავი დროშით … აი ამას თუ გააკეთებ გააკეთებ ჩემზე მადლობელი კაცი არ გეყოლება…

    პ.ს. ენების გადასართავად მე ვიყენებ ქტრანსლატე პლაგინს, ოღონდ აქვს მაგ პლაგინსაც საკმაოდ ნაკლი, მე კი მოუძებნე ეშმაკური გზა მაგრამ მაინც ვერაა რო უნდა…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ილია ამბობს:
    20 მაისი, 2011წ. 22:39სთ.

    ბოდიში ვღარ მოვიცალე, სამსახური, ოჯახი, სწავლა და რავი დროში ძალიან შეზღუდული ვარ, თავისუფალი დროს დეფეციტი მაქვს.

    შენ რაც გინდა, რო გააკეთო ანუ საიტზე შემოსულმა მომხმარებელმა სურვილისამებრ ცვალოს საიტის ენა ეგ ამბავი სპეციალური პლაგინით უნდა მოგვარდეს. ამ პოსტში სულ სხვა რამეზეა საუბარი ანუ რაიმე პლაგინისა და თემის ფიქსირებული ანუ ერთხელ არჩეული ენოვნება.
    მაგალითად ქართული:
    define(‘WPLANG’, ‘ka_GE’)
    მაშინ ყველაფერი ქართულად იქნება ყველასათვის და მისი შეცვლა მომხმარებელს არ შეუძლია თუ ზემოთხსენებული პლაგინი არაა დაინსტალირებული.

    თუ რამეა მკითხე? უბრალოდ ვერ ვიცლიხოლმე თორე ვეცდები გიპასუხო 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნოდარი ამბობს:
    25 მაისი, 2011წ. 09:18სთ.

    არაუშავს საბოდიშო რა არი, ზუსტად შენსავით ვარ მეც, სამსახურები, ოჯახი სწავლა 🙂 ასე რო კარგად მესმის შენი….

    ხო, მე მგონია მე სხვა რამეზე ვთქვი…. საქმე ისაა რო პლაგინები რომლებსაც მაგ საქმისთვის ვიყენებ არ გამომადგა და… ეხლა ორი პპლაგინი მიყენია დარაღაცნაირად დავამუღამე ორივეს ერთდროულად გამოყენება 🙂 თუმცა პრობლემა გადავჭერიო ამას ვერ ვიტყვი, უბრალოდ სხვა გზით შემოუარე…. ოკ, მადლობა ილია ყურადღებისათვის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნოდარი ამბობს:
    23 ოქტომბერი, 2011წ. 09:53სთ.

    გაუმარჯოს კიდე ერთჯერ, მოკლედ არ გეშვები რა 🙂
    და ისევ ამ ტემის ირგვლივ მიწევს ტრიალი იმიტო რო ყველაზე მეტად ეგ მიშლის ხოლმე ნერვებს როცა საიტებს მულტი ენაზე ვაკეტებ და განსაკუთრებით ქართული რომ ერევა…
    ილია ამას წინ ვნახე ერთი ასეთი ვორდპრესის პლაგინი: http://wordpress.org/extend/plugins/codestyling-localization/screenshots/ ძალიან გთხოვ 5 წუთი დაუთმე და გადახედე, პირდაპირ პლაგინიტ აკეთებ იმ .პო და .მო ფაილებს… მაგრამ რა ვერ გავიგე იცი???

    კარგი გადავთარგმნე თემა ან პლაგინი, საიდან უნდა გადავრთო ენა??? საიტზე ხო უნდა გამოვიტანო ენის არჩევანი და უნდა გადავრთო?? ამას ვერ მივაგენი.. 🙂 წინასწარ მადლობას გიხდი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ილია ამბობს:
    23 ოქტომბერი, 2011წ. 19:39სთ.

    გაუმარჯოს
    ვეცდები ამ დღეემბში რამე მოვახერხო, იქნებ სამაგისო პლაგინი მეთვითონ შევქმნა, რასაც ცოტა დრო არ დასჭირდება 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ნოდარი ამბობს:
    23 ოქტომბერი, 2011წ. 20:59სთ.

    მე როგორც ვხვდები იმ პო და მო ფაილებით უნდა გააკეთო ტრანსლაცია, პოედიტით ან ტუნდაც ამ პლაგინით… კარგი გავაკეთე მაგრამ როგორ გამოვიყენო 🙂 ვპოულობ თემებს რომლებსაც აქვტ ეგ ფუნქცია და ვერ ვიყენებ მის სესაძლებლობას….
    აუ მაგას თუ გააკეთებ მაგარი იქნება მაგრამ თუ ზოგადად დაწერ კარგი იქნება 🙁

    მართლა კიდე… ეს “კუფონ ფონტს” რა ჯანდაბაა?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ილია ამბობს:
    23 ოქტომბერი, 2011წ. 21:10სთ.

    კუფონ ფონტი რას ქვია? პირველად მესმის 🙁

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ნოდარი ამბობს:
    25 ოქტომბერი, 2011წ. 16:27სთ.

    ხო არის რაღაც მაგის მსგავსი… დაგუგლე და უფრო კარგად გაიგებ მე ზუსტად არ ვიცი…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ნოდარი ამბობს:
    28 ოქტომბერი, 2011წ. 14:29სთ.

    ილია ხომ არგინახია ის პლაგინი???

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ილია ამბობს:
    28 ოქტომბერი, 2011წ. 15:29სთ.

    კი გადავხედე ცოტახნით, მარა დიდი ვერაფერი გაუგე. როგორც მივხვდი პლაგინი ასკანერებს არსებულ პო და მო ფაილებს და მერე ქმნის დამატებით ენებს, მაგრამ მათი ცვლა არ ხდება საიტზე შემოსული მომხმარებლის მიერ ანუ ნათარგმნი რჩება უცვლელად.
    მოკლედ დაწვრილებით ვერ მოვასწარი გამერჩია, გადავხედავ კიდევ…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ნოდარი ამბობს:
    30 ოქტომბერი, 2011წ. 07:26სთ.

    ხო … ეგრეა, საიტზე უწერია რომ ის პო და მო ფაილები მერე სჰეგიძლია გამოიყენოვო… ანუ რაღაც გადამრთველი უნდა რომ ნათარგმნი მომხმარებელმა გადართოს… ეგ ვერ გავიგე ზუსტად რას გადავართვევიო…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ილია ამბობს:
    30 ოქტომბერი, 2011წ. 19:51სთ.

    ანუ შენ გჭირდება გადამრთველი, რომელიც საიტზე გამოჩნდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისათვის?
    თუკი მასეა ეგ არ იქნება ძნელი გასაკეთებელი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. ნოდარი ამბობს:
    3 ნოემბერი, 2011წ. 17:06სთ.

    აუ ძმურად სენი სკაიპი მომწერე რა… გადავავსეთ შენი პოსტი კომენტარებით… ანდა ჩემსას მოგწერ და დამიმატე ძალიან გთხოვ 🙂 ndriko

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ილია ამბობს:
    8 ნოემბერი, 2011წ. 13:40სთ.

    კი ნოდარ დაგამატებ, არანაირი პრობლემა, მაგრამ აქ საუბარი მერჩივნა, რადგანაც საიტზე შემოსვლა სამსახურიდანაც შემიძლია სკაიპი კი ათაში-ერთხელ ვრთავ, თან აქ გამოსადეგი თავისებური ინფორმაციაც გროვდება, რომელიც სხვასაც გამოადგება 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. ნოდარი ამბობს:
    12 ნოემბერი, 2011წ. 16:42სთ.

    ოკ…. გეთანხმები ყველაფერში, აქ გავაგრძელოტ წერა და ამ თემის გადაწყვეტა ოღონდ სკუპეშიც დამიმატე :))

    მართლა ხომ არაფერი მოგიფიქრებია ამ თემასთან დაკავშირებით? შენ ჩემი არ იყოს საკმაოდ დაკავებული ხარ 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. ილია ამბობს:
    15 ნოემბერი, 2011წ. 22:37სთ.

    აბა ესე სცადე:
    გახსენი wp-config.php და მანდ define(‘WPLANG’, ‘ka_GE’);-ის მაგივრად ჩასვი:

    if(isset($_GET['lang']))
    {
     define('WPLANG', $_GET['lang']);
    }
    else
    {
     define('WPLANG', 'ka_GE');
    }

    და მერე საიტზე დადე ეს:

     <a href="/?lang=fr_FR" rel="nofollow">ფრანგული</a>
     <a href="/?lang=ka_GE" rel="nofollow">ქართული</a>

    და რამდენი ენაც გინდა, ანუ რამდენი თარგმანიც გექნება. ანუ lang-ს რასაც მიანიჭებ (fr_FR, ka_GE) ის გადაეცემა WPLANG-ს კონფიგურაციაში და ავტომატურად შესაბამის ტარგმანს გამოაჩენს.
    ცადე და დაწერე თუ გამოვიდა 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  19. ოთარ ამბობს:
    7 ოქტომბერი, 2014წ. 18:59სთ.

    ვინც ერკვევა მაგრად იქნებ დამეხმაროთ

    ყველაფერი გადავთარგმნე მხოლოდ 7 ცალი წინადადება ვერ ვნახე სად არის

    იქნებ მიშველოთ

    ძალიან მაგარ საიტს ვაკეთებ….

    მომწერეთ skype papidze_otar

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› მსოფლიოს მეტროები

მსოფლიოს მეტროთა ინფორმაციის მომცემი მოზრდილი ცხრილი. არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ, მაგრამ მე კი დავიტანჯე მისი შედგენით 🙁
[ნახე ვრცლად…]

DU