1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» WordPress Plugin: WPGP-UserMenu (მენიუ)

გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას…

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მორიგი ვორდპრესის პლაგინი, რომელსაც სახელად დავარქვი WPGP-UserMenu ანუ ნიშნავს: WordPress Gigol Plugin User Menu.
მაშასე, ჩამოგიყალიბებთ თუ რისი მაქნისია და რა სარგებლობა მოაქვს ამ პლაგინს 🙂

მისი სახელწოდებიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ იგი ემსახურება მომხმარებელთა მენიუს ანუ თქვენი საიტის წევრთა და ადმინისტრატორთა მენიუს.
მისი საშვალებით ჩვენთვის სასურველ ადგილას გამოვაჩენთ საიტზე შესვლის ერგედწოდებულ “ლოგინს” და რეგისტრაციაზე გადამისამარტებას, ხოლო შესვლის შემთხვევაში გამოვაჩენთ სტანდარტულ მენიუს როგორიცაა: “ჩანაწერის დამატება”, “ჩანაწერის ჩასწორება”, “ჩემი ჩანაწერები”, “ჩემი პროფილი” და “გასვლა”, ეს რაც შეეხება სტანდარტულ თანდართულ მენიუს, ამათ გარდა გამოსაჩენ მენიუში პარამეტრებიდან შეუზღუდავად შეგიძლიათ დაამატოთ ან ამოშალოთ ნებისმიერი სასურველი მენიუს ელემენტი.
მენიუს ნებისმიერ ელემენტს გააჩნია მომხმარებელთა კატეგორიის წვდომის დართვისა ან აკრძალვის საშვალება. როგორც ვიცით არსებობს მომხმარებელთა ხუთი კატეგორია:

  1. ადმინისტრატორი
  2. რედაქტორი
  3. თანამონაწილე
  4. ხელმომწერი
  5. ავტორი

პარამეტრებში შესაძლებელია ზემოთ ნახსენები სტანდარტული თანდართული მენიუს ელემენტების გათიშვა და წვდომის ცვლილება.

რაც შეეხება დიზაინს, გავაკეთე უნივერსალური სტილი და გამოვიყენე გამჭირვალე გრაფიკა რათა ფერთა ყველა გამას მორგებოდა და შეხამებოდა.
პარამეტრებში ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ კიდეების, ტექსტის, ბმულის და ბმულის ნათების ფერები.

ცოტა რამ პლაგინის მრავალ ენოვნებაზე.
პლაგინი შეძლებისდაგვარად ვთარგმნე სამ ენაზე “ქართული”, “ინგლისური” და “ფრანგული”. ამ ენებს პლაგინი იცნობს და ავტომატურად რთავს ვორდპრესის ძირითადი ენის შესაბამისად. მე ქართულ ვორდპრესს ვიყენებ და შესაბამისად პლაგინიც ავტომატურად ქართულ თარგმანს ანახებს.
თუკი ვინმეს აქვს სურვილი რომ სხვა ენებზე თარგმნოთ ან ჩაასწოროთ არსებული თარგმანი ამისათვის არსებობს ძალიან კარგი ხელსაწყო Poedit, რომელშიც უმარტივესად შეძლებთ თარგმნას ან ჩასწორებას.
ასევე შექმნილია ისევ ამ სამ ენაზე ნათარგმნი შესაბამისი გრაფიკული ღილაკები. ქვემოთ დავდებ ფოტოშოპის ფაილებს რათა თუ სურვილი გექნებათ სხვა ენებზე თარგმნოთ.

ახლა ვნახოთ ვიზუალური მხარე.
პლაგინის პარამეტრები განთავსებულია აქ:
WordPress Plugin

პარამეტრებში შესვლისას პანელი გამოიყურება ასე:
WordPress Plugin

მენიუს ახალი დამატებული ელემენტი:
WordPress Plugin

მომხმარებლის საიტზე შესვლამდე მენიუ გამოიყურება ასე:
WordPress Plugin

შესვლაზე კლიკით ვხსნით შესვლის ფორმას:
WordPress Plugin

შესული მომხმარებლის მენიუ გამოიყურება ასე:
WordPress Plugin

ჩემის აზრით ძალიან პრაქტიკული და გამოსადეგი პლაგინია, რომელსაც მეც ვიყენებ ჩემს საიტზე. გადაწერეთ დააინსტალეთ თქვენს ვორდპრესის საიტზე და გაიადვილებთ და უფრო პრაქტიკულს გახდით თქვენც და თქვენი საიტის მომხმარებელიც ვორდპრესთან მუშაობას.

აგერ პლაგინის გადმოსაწერი ბმული: WPGP-UserMenu 1.3

პლაგინის გამოსაჩენად საჭიროა საიტის სასურველ ადგილას ჩაისვას შემდეგი კოდი:

1
<?php wpgp_usermenu(); ?>

ვერსია 1.2
*პლაგინს დაემატა ვიჯეტის ფუნქცია.
*დაიხვეწა და გასწორდა შეცდომები.
ვერსია 1.3
*დაემატა კომენტარების ნახვის და გასწორების მენიუ.
*დაიხვეწა და გასწორდა შეცდომები.

და ეს კი ზემოთ დაპირებული ღილაკთა ფოტოშოპის ფაილები: PhotoShop PSD Files

მშვიდობაში მოიხმარეთ და თუკი რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ პლაგინთან დაკავშირებით აქ კომენტარებში შევეცდები გიპასუხოთ.
ნახეთ და შეაფასეთ… 😉

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

39 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ილია ამბობს:
    14 მაისი, 2012წ. 21:21სთ.

    წესით მარცხნივ.
    ესეც სცადე აბა, მიაბი შენს საიტის მისამართს: wp-admin/plugin-install.php

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ეთუ ამბობს:
    14 მაისი, 2012წ. 21:37სთ.

    აი ასეთ რამეს მიწერ როცა მაგას აბავ
    Not Found
    Apologies, but the page you requested could not be found. Perhaps searching will help

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ილია ამბობს:
    14 მაისი, 2012წ. 21:42სთ.

    და მენიუ ნახე?
    Plugins?
    ეგ ნახე უმაგისოდ ვერაფერი გამოვა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ეთუ ამბობს:
    14 მაისი, 2012წ. 21:47სთ.

    appearance-ში რომ მენიუა widget-ების ქვეშ ეგ??

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ილია ამბობს:
    14 მაისი, 2012წ. 21:53სთ.

    არა
    მაგის მერე უნდა იყოს Plugins

    ჯერ ეგ მითხარი საიტი პირად დომენზე გაქვს თუ ვორდპრესზე გაქ მიბმული?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ეთუ ამბობს:
    14 მაისი, 2012წ. 21:57სთ.

    wordpressze და მგონი ზუსტად არ გამოდისს ხოო??

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ილია ამბობს:
    14 მაისი, 2012წ. 22:02სთ.

    შეიძლებ პლაგინების ინსტალირება არ შეიძლება 🙁
    თუმცა შენ გინდოდა რომ სხვებს დაედოთ პოსტები
    სამაგისოდ წესით უნდა დარეგისტრირდნენ და მერე ჩვეულებრივად დადებენ ჩანაწერებს.
    ვერ რეგისტრირდებიან?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ეთუ ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 15:19სთ.

    ჩემს ბლოგძე არ მაქვს ეგ გაკეთებული სადაც სეძლებენ დარეგისტრირებასს და ზუსტად მაგის გაკეტება მინდა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ილია ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 17:32სთ.

    ბლოგზე შესვლა და რეგისტრაციაც წესით აქ იქნება, ანუ შენს მისამართს პლიუს ეს: /wp-login.php
    ისე თუ არ შეწუხდებოდი ფორუმზე გვასაუბრა თორემ აქ მოუხერხებელია კომენტარებში 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ეთუ ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 18:25სთ.

    ვერ ვწერ ფორუმზე ვერაფერს თორე რასეზწუხებაა პირიქით მე გაწუხებთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ეთუ ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 18:30სთ.

    კი აქედან მე შევდივარ ,მაგრამ მგონი ვერ გახვედრებთ რასაც გეკითხებით როგორ Gითხრათ იცი რა მაინტერეესებსს აიი ვთქვათ ვიღაც უცხო პირი შემოვიდა ჩემს ბლოგზე და მოუნდა ჩანაწერის გაკეთება და რო გაიაროს იმან რეგისტრაცია და გააკეთოს ნებისმიერი ჩანაწერი თუ უნდა სურათები დაპოსტოს თუ უნდა რავი პოეზია პროზა აი მაგის გაკეთება როგორ შეიძლება?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ილია ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 18:54სთ.

    ფორუმზე სამონაწილეოდ ამ საიტზე რეგისტრაციაა საჭირო 🙂 შემდეგ გახსნიდი შესაბამის თემას და მე თუ არა იქნებ სხვა დაგხმარებოდა 🙂

    მემგონი შენი ბლოგი ვორდპრესზე მიბმული რომაა როგორც ვხედავ ბევრი რამ შეზღუდულია, თორემ წესით მანდვე ქვევით რომ წერია რეგისტრაცია მაქედან უნდა ხდებოდეს ახალი მომხმარებელთა დარეგისტრება და შემდგომ მათი ბლოგზე მონაწილეობა 🙁
    და შენ სცადე მაქედან დარეგისტირება და არ გამოვიდა?

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. ეთუ ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 19:04სთ.

    შენს საიტზე როგორ დააყენე ეს რეგისტრაცია?? აი იქნებ ისე ამიხსნა ჯერ რა გავაკეთო და მერე რა რო იქნებ გავაკეთო არადა ძაან მინდა რო სხვებმაც წერონ და დადონნ სიახლეები

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ილია ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 19:09სთ.

    ეთუ ეს საიტი არაა ვორდპრესზე მიბმული ანუ საიტი განთავსებულია ცალკე დამოუკიდებელ სერვერზე და არავითარი შეზღუდვები არ აქვს.
    მე როგორ დავაყენე რეგისტრაცია?
    დავაინსტალე ზემოთხსენებული პლაგინი, რომელსაც შენს საიტზე ვერ ინსტალირდება, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ვორდპრესზეა მიბმული და იზღუდება პლაგინების ინსტალაციები, ეს აზრი იმიტომ გამიჩნდა, რომ ადმინისტრაციულ მენიუში ვერ იპოვე მენიუ “Plugins”, საიდანაც ხდება პლაგინების ინსტალაცია. 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. ეთუ ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 19:16სთ.

    ააააააააააააააააააა .გასაგებიაააააააააა.ბოდიში თუ ტყუილად ამდენი შეგაწუხე ეგ არაფერიიი მე დავდებ ხოლმე ყველაფერს:D:D:D:

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ილია ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 19:20სთ.

    🙂
    რა შეწუხებაა, პირიქით გამიხარდებოდა, რომ რამეში დაგხმარებოდი. თუკი რაიმე სიახლე გავიგე მაგასთან დაკავშირებით, სპეციალურად შენთვის ერთ ჩანაწერს გავაკეთებ თუ როგორ და რანაირად მოვაგვაროდ ეგ რეგისტრაციების პრომლემა.
    ამ ეტაპზე მეტი ვერაფრით გიშველი 🙁 იმიტომ, რომ მასე ვორდპრესზე მიბმულ საიტზე არასდროს მიმუშავია.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. ეთუ ამბობს:
    15 მაისი, 2012წ. 19:23სთ.

    მადლობააა…ხოო ვესტუმრები ხოლმე ამ საიტს იმ იმედიტ რომ ეგ ჩანაწერი გამოჩნდებააა მადლობა გაიხარეე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. ნუკრი ამბობს:
    29 ნოემბერი, 2013წ. 18:53სთ.

    როგორ გადმოვწერო პლაგინი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  19. ილია ამბობს:
    30 ნოემბერი, 2013წ. 18:12სთ.

    როგორ გადმოწერო და გადმოსაწერ ბმულზე კლიკით 😉

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 5

› 60 წელი ოკეანის ქვეშ

ფლორიდის სანაპიროდან შვიდიოდე მილის დაშორებით თევზმჭერმა შხუნამ წყლიდან ამოიყვანა იცდაათიანი წლების დროინდელი სკაფანდრში გამოწყობილი მყვინთავი, რომელიც ფრედ აპანის სახელით წარუდგა. შხუნის კაპიტანის თქმით, ფრედი ოციოდე წლის იქნება. როგორც მან თქვა, › › ›

DU